Home რუბრიკები პოლიტიკა «განორლანდებული» საქართველო

«განორლანდებული» საქართველო

587

უნდა გამოგიტყდეთ, ამერიკული დიპლომატიური კორპუსის მუშაკებზე ძალზე არასახარბიელო წარმოდგენა შემიქმნა თავად ამერიკელმა, კერძოდ, უბრწყინვალესმა ნოველისტმა .ჰენრიმ. ნოველაში «საზიზღარი მატყუარა» მან იუველირული სინატიფით გამოძერწა ხარბი, თაღლითი, ყველაფერზე წამსვლელი (ქვეყნის ღალატზეც კი, თუ ეს, რა თქმა უნდა, მას გაამდიდრებდა), კონსულ ტეკერის დაუვიწყარი ფიზიონომია. ასი წლის შემდეგაც ამერიკელი დიპლომატების «მენტალიტეტში» არაფერი შეცვლილა. ისინი, უპირველეს ყოვლისა, უსაზიზღრესი ვაჭრული სულით არიან შეპყრობილნი!

 

აგერ, გავიხსენოთ, საქართველოში პირველი ამერიკელი ელჩი, ვინმე ბრაუნი. ამ ბატონმა კარგად გამოიყენა ჩვენს ქვეყანაში ამერიკელების მიერვე ხელოვნურად შექმნილი მძიმე ეკონომიკური და საფინანსო ბედლამი და თითო ინდაურში გაჭირვებულ ქართველ გლეხს გადაუხადა… თითო დოლარი! (გახსოვთ, ალბათ, ეს დრო). მერე, დატვირთა ამ ინდაურებით აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი და საკუთარ სამშობლოში, სულ ცოტა, ორასჯერ მეტად მიჰყიდა რიგით და ურიგო თანამემამულეებს «ეკოლოგიურად სუფთა ქართული ინდაური»!.. ვაჭრული ე.წ. გამჭრიახობა არც მომდევნო ელჩებს აკლდათ და აბორიგენ პოლიტიკურ თაღლითებთან ერთად, ჩვენივე ქვეყნის საზიანოდ, არაერთ «საფინანსო ოპერაციაზე» მოითბეს ხელი.

მაგრამ ყველაზე დამამცირებელია ის, რომ ამერიკის ელჩები ჩვენს ქვეყანაში მოვლენილი არიან, ვითარცა გუბერნატორები ამერიკის შტატებში, ოღონდ საგუბერნატორო არჩევნების გარეშე! ადგილობრივი მარიონეტული, ბოდიში, ეროვნული ხელისუფლებების წარმომადგენლებიც არათუ მალავენ ამ სამარცხვინო ფაქტს, პირიქით, ძალიანაც ამაყობენ შექმნილი უმსგავსობით! მაგალითისთვის მოვიყვან ყოფილი შსს მინისტრის, ამჟამად კი პრემიერმინისტრის _ ღარიბაშვილის სიტყვებს: ჩვენს ოპერატიულ თათბირებს ესწრება ამერიკელი ელჩიო

საკითხავია, რა ესაქმება უცხო სახელმწიფოს მეორეხარისხოვან დიპმოხელეს, გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებულ დამოუკიდებელი ქვეყნის შსს-ს ოპერატიულ თათბირზე?! ამის გასარკვევად გადავინაცვლოთ 2008 წლის ივლისში. მაშინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან შეიქმნა ძალზე საინტერესო ორგანიზაცია: Civilian response Corps of The United States of America, ანუ აშშ-ს რეაგირების სამოქალაქო კორპუსი (ან, ზოგიერთის თარგმნით, სწრაფი რეაგირების სამოქალაქო კორპუსი); და, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ივლისაგვისტოში მსოფლიოს თავს დაატყდა უსასტიკესი ეკონომიკური კრიზისი და უამრავი პროგრამაპროექტი ან შეიკვეცა, ან, საერთოდ, გაუქმდა, ამერიკის ხელისუფლებამ ამ კორპუსისთვის 248 მილიონი დოლარი არ დაიშურა! ეს რა ასეთი უსაშველო «კანტორაა», რომლისთვისაც ამერიკელებმა ამდენი თანხა გამოჰყვეს? რა და, იქ ქირაობენ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკის ხელისუფლების ფედერალურ და ადგილობრივ ორგანოებს, ინჟინრებს, ეკონომისტებს, იურისტებს, პოლიციელებსაც კი. სასურველია უცხო ენების ცოდნა. რისთვის სჭირდებათ ეს ხალხი? აი, რას წერს გაზეთი «ვაშინგტონ პოსტი»: «რეაგირების სამოქალაქო კორპუსი სახდეპარტამენტის ქვედანაყოფია, რომლის მოვალეობაა მსოფლიოს ცხელ წერტილებში, სახელმწიფოების დაცემის ან ხელისუფლებების დამხობის შემთხვევაში, გაიშალოს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ან მის შემდეგ. კორპუსმა უნდა აიღოს თავის თავზე ისეთი ობიექტების მართვა, როგორიცაა ადგილობრივი პოლიცია, სასამართლო, საბანკო სისტემა და აეროპორტები».

მაშინდელი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გამოტყდა: დღეს აშკარაა, რომ დაცემული სახელმწიფოების და უმართავი ტერიტორიების პრობლემების გადაწყვეტა, მოგვწონს ეს თუ არა, გახდება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფუნქციად განუსაზღვრელი დროის განმავლობაშიო…

ახლა კი, მოდით, გავეცნოთ ამ კორპუსის სტრუქტურას. ის შედგება სამი ძირითადი ქვედანაყოფისგან. მათში ყველაზე მობილურია თავად სწრაფი რეაგირების კორპუსი, ანუ, როგორც მას უწოდებენ, «აქტიური კომპონენტი» (250 ადამიანი). სახდეპარტამენტის თანახმად, ეს სწრაფი რეაგირების სპეციალისტები არიან ექსპერტები, რომლებიც ჩაებმებიან კრიზისში არაუმეტეს 48 საათით ადრე. კორპუსის ძირითადი მასა (2 ათასი ადამიანი) შეადგენს ჯგუფს «სთენდბაი»-ს. ეს ნავარჯიშები, კუნთმაგარი «ექსპერტები» იმოქმედებენ განსაკუთრებულ პირობებში და საჭირო ქვეყანაში გაიშლებიან კრიზისამდე 30-180 დღით ადრე. კორპუსის მესამე ქვედანაყოფი (ასევე 2 ათასი ადამიანი) ითვლება «სათადარიგოდ». მასში შედიან პოლიციელები, ადმინისტრატორები, პორტების ოპერატორები და ა.შ. ამ პირებს მოიწვევენ (საჭიროების შემთხვევაში) კონტროლირებადი ტერიტორიების სამართავად.

საკითხავია, ამერიკელი «მეგობრები», ჩვენთვის ხომ არ ამზადებენ მომავალ პოლიციელებს, ადმინისტრატორებს, პორტების ოპერატორებს, ბანკის მმართველებს და ..? თუ დავფიქრდებით, ამ ბოლო დროს, რა აურზაურია ჩვენს სახელმწიფოში, ასეთი ვარაუდი ნამდვილად არ მოგეჩვენება ფანტასტიკად.

მანამდე კი, აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩისთვის საქართველოში, ბატონ ნორლანდისთვის, დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის და ყველა სამინისტროს კარი ღიაა!..

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. საქართველო შტატია ანუ გუბერნია აღვირახსნილი ამერიკის! უფროსწორედ საქართველო, ამერიკის კოლონიაა! ნაც-ოცნება ამერიკის ჟანდარმერიაა ანუ პოლიცია! სააკაშვილ-ივანიშვილი იუდა მოღალატე მასონებიაა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here