Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ჩაჩუა: უნდა ველოდოთ ახალ რეპრესიულ ტალღას, რომლის სამიზნეც, უწინარესად, იქნება ეკლესია

ლევან ჩაჩუა: უნდა ველოდოთ ახალ რეპრესიულ ტალღას, რომლის სამიზნეც, უწინარესად, იქნება ეკლესია

4506

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი და პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ჩაჩუა.

 

_ ბატონო ლევან, წინა კვირას არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქის» პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა ეკლესია ირიბად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რაღაცრაღაცები შეიძლება პატრიარქსაც შეეშალოს, ამიტომ შენიშვნები მასაც სჭირდება. ბევრმა ეს აღიქვა, როგორც შეტევა სარწმუნოებაზე, ბევრმა კი, ძირითადად პოლიტელიტამ, ყოფილ პრემიერს მოუწონა შეხედულებები. თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

 _ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში (საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ), ვაფრთხილებდი მოსახლეობას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, «ოცნების» კანდიდატი გაიმარჯვებს თუ «ნაციონალების», ორივე შემთხვევაში ესენი კოაბიტირებულად გააგრძელებენ უფრო დიდ შეტევას ეკლესიასა და ეროვნულ ცნობიერებაზე-მეთქი. სამწუხაროდ, ხალხმა არ დაიჯერა და რა მივიღეთ? _ მივიღეთ ის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისევ რუხი კარდინალის როლს თამაშობს ივანიშვილი, ხოლო სათავეში არიან რესპუბლიკელები, რომლებიც დომინანტობენ პარლამენტში და ასევე თავიანთი ოდიოზურობით გამოირჩევიან. როგორც ყოველთვის, ახლაც გვიჭირს ქართველებს, გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, რომ მორიგი პოლიტიკური აფერის მსხვერპლი გავხდით. სხვათა შორის, ამჯერად უკვე რელიგიური თაღლითობის მსხვერპლნიც ვართ, იმიტომ, რომ ყველას კარგად გვახსოვს წინასაარჩევნო პერიოდში მუხლებზე დაჩოქილი ბატონი ივანიშვილი როგორ ეამბორებოდა ხელზე ჩვენს უწმინდესს, როგორ ეძახდა მას თავის სულიერ მოძღვარს და როგორ ეზიარებოდა კამერების წინ. ჩვენდა საუბედუროდ, ეს ამბორი დაემსგავსა იუდას ამბორს მას შემდეგ, რაც მობრძანდნენ სათავეში და ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ.

ახლა რაც შეეხება ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელზეც ივანიშვილი ხშირად საუბრობს ხოლმე, არა ერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ნათელღებული ერის ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც სურს ქრისტეს ცნებების გვერდის ავლით სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ამ ხალხს ბედნიერების აღთქმულ მიწაზე კი არ მიიყვანს, არამედ უფსკრულში გადაჩეხავს, საიდანაც დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს; ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას: მაგ გზით არ წახვიდეთ, ქართველებო! ეგ გზა «მიუღწეველი ოცნების» ქვესკნელისკენ მიდის!..

_ ივანიშვილის მიერ საპატრიარქოსა და პატრიარქზე გაკეთებული განცხადების შემდეგ თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ სტატუსი _ ნიღაბი ჩამოიხსნაო. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების რამდენად დიდი ნაწილის თვალში ჩამოიხსნა მან ეს ნიღაბი?

_ თავის დროზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდა და გვერდით დაიყენა ანტიეროვნული ცნობიერებით გამორჩეული სუბიექტები,  მახსოვს, მაშინ რას ამბობდა ხალხი, _ ახლა ამას იმიტომ აკეთებს ბატონი ბიძინა, რომ ამერიკელებს მოაწონოს თავი, თორემ, ხელისუფლებაში როცა მოვა, მაგათ ყველას მოიშორებსო. საუბედუროდ, ესეც ისეთივე უსაფუძვლო მოლოდინი აღმოჩნდა, როგორც «ქართული ოცნების» დაპირებები. ახლა ამას რატომ ვიხსენებ, საზოგადოებაზე მკითხეთ და, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ძალიან იოლად იჯერებს ბევრ რამეს. არადა, როცა ადამიანი ერთხელ მოგატყუებს, ორჯერ და სამჯერ, ამას უკვე, გულუბრყვილობა კი არა, სიბრიყვე ჰქვია. აი, ამ ბრიყვული დამოკიდებულების გამოა, რომ ვერ გამოვდივართ მოჯადოებული წრიდან, ვერ ვახერხებთ, მიუხედავად ამდენი წინააღმდეგობისა, გავარღვიოთ ის ჩარჩოები, რომლებშიც მოგვაქციეს ფსევდოლიბერალურმა ძალებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ მათი ხელისუფლებაში ყოფნა ხანგრძლივად გაგრძელდა (ღმერთმა დაგვიფაროს), დარწმუნებული ვარ, მრავალი მართლმადიდებელი ქართველი, ზოგი უკვე მერამდენედ, გაემგზავრება გულაგებში…

_ ივანიშვილის ორგანიზაციაზე რა აზრის ხართ? როგორ ფიქრობთ, რისთვის შეიქმნა?

_ ძალიან გამიკვირდა, როცა ბატონ ივანიშვილს გაუჩნდა სურვილი, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა აკონტროლოს ხელისუფლება. რა ლოგიკაა ამ ყველაფერში, ვერ გამიგია. ხელისუფლება რომელიმე ორგანიზაციამ კი არ უნდა აკონტროლოს, არამედ ხალხმა, საზოგადოებამ. ჯერ ერთი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი საუბარი სულ არ ჰგავდა მაკონტროლებლის საუბარს, ეს იყო ხელისუფალის რიტორიკა და მეორეც, მმართველი გუნდის კრიტიკის მოსმენა არ უნდა ამ კაცს და როგორ გააკონტროლებს ან პარლამენტს, ან მთავრობას?! საერთოდ, რაც მან ილაპარაკა იმ კონფერენციაზე, იყო ლოგიკასთან ახლოს?! საზოგადოებას დარჩა ნორმალური შთაბეჭდილება?!

_ სხვათა შორის, მან ისიც თქვა, რომ ხელისუფლებამ დაპირებების დიდი ნაწილი შეასრულა.

_ და რომელი დაპირებაა შესრულებული, ქვეყანაში სიღატაკე რომაა და ხალხი უცხოეთშია გახიზნული, ქალაქში ნაგვის ურნები რომ აქვთ ადამიანებს გადანაწილებული და დედებს შვილები აკვდებათ ხელში უწამლობის გამო _ ესაა შესრულებული დაპირება?! რაღაცას რომ ამბობ, ელემენტარულად ხომ უნდა იყოს რეალობასთან ახლოს?!

_ თქვენ გულაგები ახსენეთ და თქვით, რომ მრავალი გაემგზავრება საპატიმროებში. კონკრეტულად რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ ამის საფუძველს მაძლევს ზუსტად ის რიტორიკა, რომლითაც გვესაუბრება ბოლო დროს ივანიშვილი. ამ კაცმა, რომელიც მშვიდი, ღიმილიანი სახით გამოდიოდა ხოლმე ერთი წლის განმავლობაში, დღეს გამოამჟღავნა ძალიან დიდი აგრესია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, განსხვავებული აზრის მიმართ მისი დამოკიდებულება იქნება ისეთივე, როგორიც «ნაცმოძრაობის» დროს იყო. უნდა ველოდოთ ახალ რეპრესიულ ტალღას, რომლის სამიზნეც, პირველ რიგში, იქნება სწორედ ეკლესია.

_ კი მაგრამ, რაში სჭირდება ხელისუფლებას რეპრესიები, რა არის ამის საბოლოო მიზანი, როგორ ფიქრობთ?

_ მათ უნდათ, მოსპონ ის ჯგუფი, საზოგადოების ის ნაწილი, რომლისგანაც აწყდებიან ყველაზე მძაფრ წინააღმდეგობას ამ თავიანთი ე. წ. რეფორმების გაგრძელების პროცესში. ამის შემდეგ კი უკვე თავისუფლად ჩაატარებენ გეიაღლუმებს, დააკანონებენ ერთსქესიანთა ქორწინებასაც და ა. შ. აგერ 17 მაისიც მოდის და ამისთვის არის მთელი მზადება. ის კი არა, შარშანდელი 17 მაისის მოვლენებზე რომ იმართება ხოლმე სასამართლო პროცესები, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები პირდაპირ იქადნიან, მიუხედავად იმისა, რომ წინათ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, წელს მაინც ჩავატარებთ აღლუმსო. აი, ამას უწყობს ხელს დღევანდელი ხელისუფლება და ვფიქრობ, სწორედ ეს პროცესები იქნება წყალგამყოფი.

_ რას ელოდებით ამ წყალგამყოფის შემდეგ?

_ პირდაპირ ვაცხადებ: თუ ასე გაგრძელდა, ეს ხელისუფლება სხვა შანსს არ ტოვებს, გარდა იმისა, რომ გაზაფხულიდან უკვე ქუჩაში გამოვიდეს ხალხი. «ქართული ოცნების» რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და ამის კონკრეტულ შედეგს, ქმედების სახით, ისინი  ძალიან მალე მიიღებენ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. მაქვს ასეთი წინადადება: დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები, სულიერი მამები და გავმართოთ მშვიდობიანი მჯდომარე აქცია ტაბურეტკებით… დავამტკიცოთ, რომ ტაბურეტკა არ არის ძალადობის სიმბოლო და ქართველი მართლმადიდებლები არ არიან მოძალადეები!…

  2. მართლმადიდებელი
    შენი ჯიშ ჯილაგვს შესცა ყველა ტაბურეტიანმა და ჯერ მოისაქმა, მერე მოშარდა შენი ნასომხარი წინაპრების საფლავებზე შე ყლეო, ეკაიფე ნაბოზვარ დედაშენს

  3. სიმართლისთვის გენაცვალე ლევან და კარგად აღნიშნე იესო ქრისტეს ამგვარად ყავდაო ჩახუტებული იუდა როგორც ილია მეორეს ბიძინა ივანიშვილი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here