ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეკლესიასა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.
_ ბიძინა ივანიშვილის მიერ პატრიარქის გაკრიტიკებას როგორ შეაფასებთ?
_ ივანიშვილის სიტყვებს ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. მის ნათქვამში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. რა თქმა უნდა, პატრიარქი უცდომელი არ არის, მაგრამ, როდესაც ეპისტოლეს აკრიტიკებ, ღვთისმეტყველის თვალსაზრისით მაინც უნდა გააკრიტიკო. პატრიარქი კი ვერ იტყვის და არ იტყვის იმას, რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგება. ბიძინა ივანიშვილს პატრიარქი საჯაროდ არ უნდა გაეკრიტიკებინა, რადგან ჩვენი უწმინდესი ერთადერთი ავტორიტეტია, რომელიც ერს ჯერ კიდევ კრავს. რომ არა პატრიარქის ავტორიტეტი, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებდა.
ასე რომ, ივანიშვილმა ამ სიტყვებით ძალიან ცუდი რამ გააკეთა და ამის თქმა არაფრით შეიძლებოდა. არ ვიცი, მისი მოტივაცია რა იყო. მის სიტყვებში რამდენიმე არაჯანსაღი მომენტიც გამოიკვეთა. ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი თავს ეკლესიაზე მაღლა აყენებს. ეს ყველაფერი გამოსჭვივის არა ფრაზაში, ეკლესიაში ძალიან ბევრი ცუდი ხდებაო, რაც მართალიცაა და ნამდვილად ასეა, მაგრამ გამაოგნებელია ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, _ მე და ჩემი ოჯახი გარკვეულ დონემდე ვიღებთ ეკლესიასო! ამიხსენით, რას ნიშნავს გარკვეულ დონემდე ეკლესიის მიღება? მან ასევე თქვა, ნუ გეშინიათ ეკლესიის გაკრიტიკებისო. ეს სიტყვები მე რომ მითხრა, კიდევ გასაგებია, მაგრამ ვის უთხრა? მათ, ვინც წლების განმავლობაში კბილებს ილესავენ ეკლესიაზე და ელიან მომენტს, რომ როგორმე დაგჯიჯგნონ?!
ამას რატომ ეუბნებით ისეთ ადამიანებს, რომლების ისედაც გვწეწავენ? ივანიშვილის ამ სიტყვებმა საეკლესიო წრეებში დიდი გულისტკივილი გამოიწვია. შეიძლება ადამიანი არ იყოს თავგადაკლული მორწმუნე, მაგრამ, როდესაც ვერ აცნობიერებ, ეკლესიას რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს აღმშენებლობაში, უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეკლესია არის ერის დუღაბი და ამ დუღაბის შერყევა დღეს, მითუმეტეს, არ შეიძლება. თუ რამე არაჯანსაღი ხდება ეკლესიაში და ნამდვილად ხდება, კარგად ვიცი. მაგალითად, უღირსი სამღვდელო პირები… ამ ყველაფერს სხვანაირი მხარში დადგომა და მიდგომა სჭირდება და არავითარ შემთხვევაში ეკლესიისა და პატრიარქის აუგად მოხსენიება. ვინც ეკლესიას დაეჯახა, ყველამ რქები დაიმტვრია. ყოფილი პრემიერმინისტრი თუ არაჯანსაღად შეეხო ეკლესიას, მისთვისვე იქნება ცუდი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ, როგორც კი ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, როგორც კი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ, მაშინვე ეკლესიის დამოძღვრას იწყებენ. როგორც ნოე ჟორდანია იქცეოდა თავის დროზე, ახლაც ისე იქცევიან ესენი. ჯერ ერთი პატრიარქი მოკლა, მეორე კი საპატრიარქოდან გამოაძევა. ჩვენ ქრისტეს წინაშე ყოველთვის ვაშავებთ, ამიტომაც მძიმდება ჩვენი მდგომარეობა.
პატრიარქსა და ეკლესიაზე ასე პირდაპირ სააკაშვილის ხელისუფლებასაც არ მიუტანია იერიში, თუმცა სააკაშვილი და შევარდნაძე შემოვლითი გზებით ათას სისაძაგლეს სჩადიოდნენ უშუალოდ პატრიარქის მიმართაც. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ უღირსი სასულიერო პირები, ამაში ლომის წილი მიუძღვით სააკაშვილსა და შევარდნაძეს.
_ მაინც რატომ დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს და ეკლესიას?
_ არ ვიცი. ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ, როდესაც საპატრიარქოში მივედი, გულისტკივილი იგრძნობოდა. არადა, მსგავს გულისტკივილს არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის გამო არ გამოხატავდნენ. ივანიშვილის შემთხვევაში კი ძალიან შეწუხდნენ, რადგან მისი განცხადება საპატრიარქოშიც მოულოდნელი იყო. კი, ბატონო, მე გამაკრიტიკე, რატომაც არა, მაგრამ პატრიარქი?! გასაგებია, რომ პატრიარქიც ადამიანია და უცოდველი არავინაა, მაგრამ ივანიშვილმა ძალიან ცუდ კონტექსტში გამოთქვა ეს ყველაფერი და თანაც იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩასაფრებულნი არიან საპატრიარქოს წინააღმდეგ.
_ ამ განცხადების შემდეგ თუ მოინახულა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქი?
_ დღემდე არ ყოფილა.
_ პატრიარქმა რა თქვა ამ ყველაფერზე?
_ პატრიარქმა ივანიშვილზე თქვა ისეთი რაღაც, რასაც ვერ გეტყვით, რადგან ამის უფლება არ მაქვს…
_ ამბობთ, საპატრიარქოში აგენტებია შეგზავნილიო…
_ ვის რაში სჭირდება შეგზავნა? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად არ არის ეკლესიისთვის, აკურთხე მღვდლად და შეუშვი ეკლესიაში, ის აუცილებლად გააფუჭებს საქმეს. ელემენტარულია, მიეცი ისეთ ადამიანს ექიმის დიპლომი, რომელსაც არ აქვს მედიცინასთან შეხება და გააკეთებინე ოპერაცია, პაციენტი ხომ შემოაკვდება? ზუსტად ასეთი ვითარებაა ეკლესიაშიც!
ესაუბრა
ნინო მაისურაძე
გაიხარეთ მამაო. მიყვარს თქვენი ქადაგებები, მიხარია, თქვენნაირი მოძღვრის არსებობა.
გაიხარეთ მამაო. მიყვარს თქვენი ქადაგებები, მიხარია, თქვენნაირი მოძღვრის არსებობა.
სად ვნახო ივანისჰვილის სტატია?
ერის შემდუღაბებელი რომ არის ეკლესია, ზუსტად იმიტომ ებრძვიან. ივანიშვილი მელა აღმოჩნდა სამწუხაროდ. იუდა.
გაიხარე და გაძლიერდი მამო თეოდორე +!
საზოგადოებრივი ცხოვრება და რელიგია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში ვერანაირად ვერ შევა, ვინაიდან კომპეტენციებია სხვადასხვა.
ასეა ექიმიც; მიეცი დიპლომი და ვგაც ხომ შემოაკვდება; კი მაგრამ ის ვიგაც რომ მოკვდება>.იმაზე რას პიკრობთ? და მგვდელიც რომ გააფუცჰებს რამეს>>>შედეგი?
მათხოვართა შორის უმათხოვარესია ბიძინა,არ ყოფილიყო პატრიარქი და სამვდელოება ნახავდა ეგ რამდენ პროცენტსაც მიიღებდა არჩევნებში,ეხლაც დაელოდოს სააკაშვილის ცხვირპირის მტვრევის შემდეგ მისი დრო მოდის,უცხვირპირო,ნამუსგარეცხილებიგან გასაკვირი არაფერია ჩუგოშVილი კარგს რას ურჩევდა.
,,-პატრიარქმა ივანიშვილზე თქვა ისეთი რაღაც, რასაც ვერ გეტყვით, რადგან ამის უფლება არ მაქვს…" – ამ სიტყვებით მეუფეო, თქვენ უფრო ,,საჭორიკნო" დატოვეთ ვიდრე ივანიშვილმა თავისი გამონათქვამით.
ეგებ მოგეცეთ საშუალება და შერბილებული ახნა გაუკეთოთ /ალბად კორესპოდენტის შეცდომით გადმოცემულ/ თქვენ მიერ ,,შენახულ საიდუმლოება"….
+ ღმღთის წინაშე ვითხოვ შენდობას…
ბატონო თეოდორე მართალია არ დავდივარ ეკლესიაში ხშირად ზიარებაც არ მაქ მიღებული არასდროს მაგრამ პირადად მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ ასე აქტიურად იცავთ ეკლესიას ქრისტიანობას საქართველოს მოქალაქეებს იმ სიბინძურის და სულისწარწყმედისაგან რასაც ამერიკა და ევროპა გვახვევს თავს ჩემთვის გმირი ხართ
ყველა აიცრებიტ ერტი პატრიარქის სიტყვა პროსტა და ,მაგრამ პატრიარქი ისევ სიკეტეს გვასცავლის და არა სატანობას როგორიც ხარტ ეხლანდელი მტავრობა
ა ყოფილიყო ბიძინა სად ვიქნებოდით ახლა? ცოცხებით, ცოცხებით…
ჩემო მამა თეოდორე, სიხარულის ცრემლები მომდის,როცა ვფიქრობ ,რომ ჩემი და ჩემი ოჯახის მოძღვარი ბრძანდებით, მადლობა ყველაფრისათვის,უფალმა შეისმინოს თქვენი და საქართველოსთვის , მართლმადიდებლობისთვის გულანთებული ადამიანის გულისტკივილი, წყალობა არ მოაკლოს ჩვენს საქართველოს,ჩვენს პატრიარქს,თქვენ და ყველა ჭეშმარიტ მოძღვარს. უფალი ყველაფერს ხედავს,ამაო და დროებითია სიმდიდრე და თანამდებობა,ყველა თავისას მიიღებს,გაიხარეთ ორსავ სოფელსა შინა
ქრისტესმიერი სიყვარულით ნინო ხუციშვილი
ბიძოს უთქვამსო ხმამაღლად
მე ვარო,ჩემი ნაბადი,
დღეს რაც გაქვს,ივანიშვილო,
თუ გჯერა ხვალის ნაბადი?
დილით რომ თვალებს აახელ,
არ თუ ახსენებ გამჩენსა,
ხიდაშელ-უსუფაშვილებს
ხშირ-ხშირ მიუკმევ საკმელსა,
რომელ ტაძარში ილოცებ,
როცა გვილანძღავ მარჩენსა?!
იქნება სჯობდეს ,იკითხო,
მარქსი-ენგელსი-ფროიდი!
სახარებაი გამხდარა შენთვის
მიდი და მოიდი….
იცოდე,არაად გარგებს
წყალშუა აგრე დგომაო,
თორე,შენთანაც დარეკავს
ეშმა შენსკე რო მოაო!
განა კი გვძულხარ,ბიძინავ,
გვინდა,რომ გითხრათ სათქმელი,
ჩვენ თუ არ გეტყვით,გახდები
სულ უცხოების სანთები!
"რა თქმა უნდა, პატრიარქი უცდომელი არ არის, მაგრამ, როდესაც ეპისტოლეს აკრიტიკებ, ღვთისმეტყველის თვალსაზრისით მაინც უნდა გააკრიტიკო. პატრიარქი კი ვერ იტყვის და არ იტყვის იმას, რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგება."
ბატონ თეოდორეს მიერ ნათქვამ ამ წინადადებაში რაღაც ვერაა რიგზე. აბა თუ პატრიარქი "უცდომელი არ არის", მაშინ რატომ "ვერ იტყვის და არ იტყვის იმას, რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგება"? მაშინ რა შეიძლება შეეშალოს პატრიარქს, "რომელიც უცდომელი არ არის"?
"შეიძლება ადამიანი არ იყოს თავგადაკლული მორწმუნე, მაგრამ, როდესაც ვერ აცნობიერებ, ეკლესიას რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს აღმშენებლობაში, უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე"……..ეს ვისაც არ უმდა გაიგოს, ამ უმეცარია ან მტერი…
"ბატონო თეოდორე მართალია არ დავდივარ ეკლესიაში ხშირად ზიარებაც არ მაქ მიღებული არასდროს მაგრამ პირადად მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ ასე აქტიურად იცავთ ეკლესიას ქრისტიანობას საქართველოს მოქალაქეებს იმ სიბინძურის და სულისწარწყმედისაგან რასაც ამერიკა და ევროპა გვახვევს თავს ჩემთვის გმირი ხართ"………..ვეთანხმები ლაშას სიტყვა-სიტყვით.
ბატონო ლაშა,სულიერი მოძღვარი მოიხსენიება,, მამაო”-დ.ბატონობით ერისკაცებს მიმართავენ.მადლობა და ბოდიში შენიშვნისთვის:)
მამა თეოდორეს სრულად ვეთანხმები, თითოეული ჩვენთაგანის ქმედება ერის გამთლიანების და კონსოლიდაციისკენ უნდა იყოს მიმართული. მიხარია, რომ არიან ასეთი ადამიანები, როგორიცაა მამა თეოდორე…
ამერიკის ლიბერალური ელიტის ომი ქრისტიანული მორალის წინააღმდეგ
http://www.thenewamerican.com/culture/family/item/691-morality-meltdown-the-culture-war-waged-by-americas-liberal-elite
"ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ უღირსი სასულიერო პირები, ამაში ლომის წილი მიუძღვით სააკაშვილსა და შევარდნაძეს"
შევარდნაძე და სააკაშვილი თუ ხელდასხმაში მონაწილეობდნენ ამაზე მეტი სენსაცია რაღა გინდა??? და ვაი ისეთ პატრიარქს და იმ უბედურ ერს ვისაც ასეთი პატრიარქი ყავს რომელიც პრეზიდენტების გავლენის ქვეშ კურთხევას აძლევდა სასულიერო პირებს…??
მარტო ამ სიტყვებიდან ჩანს რომ პროფესიანალი თავლთმაქცი ხარ და დაჩვეული ხარ გულბრყვილო ხალხის გასულელებას რომ შენ საკუთარ ტყავს არაფერი ავნო… ივანიშვილის არც მე ვცემ პატივს რადგან ვერცხლის მოყვარულია და არ ესმის ცხოვრება და ბევრ საკითხში ჩაიჭრა, მაგრამ ვაი რომ თქვენისთანებს ყველას ჯობია!
მე ვფიქრობ რომ ივანიშვილი იყო გულწრფელი და არ უნდოდა პატრიარქის დისკრედიტირება,ის რომ კრიტიკა შეიძლება ყველასი ,თავის თავზეც სულ ასე იძახის მაკრიტიკეთო, ასეთი სტილი აქვს დემოკრატიული, ასევე თქვა ეკლესიაზეც, პატრიარქზეც, თუ რამე არ მოგეწომებათ თქვი ხმმაღლაო! მე პირადად კარგად მივიღე ეს ყველაფერი მომეწონა,კარგი იყო ამის თქმა , იმიტომ რომ ზოგს პატრიარქი მართლა ღმერთი, გონია და უცდომელი ,კარგია რომ იცოდეს ხალხმა რო ეგრე არაა, მაგრამ რაოდენ პარადოქსად არ უნდა მოგეჩვენოთ მამაოც მართალია! იმიტომ თუ გავითვალისწინებთ რა საზოგადოებაში ვართ,(თორე ნორმალური საზოგადოებისთვის არაფერი იყო ბიძინას ნათქამში დასაწუნი, ხალხმა ზღვარი არ იცის და თუ პატრიარქის რამე გამონათქვამში არ დაეთანხმებიან მიადგებიან და ლანძღავენ პატრიარქსაც და მთელ ეკლესიასაც.ამიტომ მამაოს პოიცია სწორია! ბიძინა კი ის ადამიანია, თუ რამე შეეშალა არც ბოდიშის მოხდაზე დაიხევს უკან! თვითონ სულ იმას იძახის, გამისწორეთ ,მაკრიტიკეთო და მამაომაც გაუსწორა დარწმუნებული გაითვალისწინებს!
რაც შეეხება სტატიის სათაურს, მამაოს არ ახასიათებს მსგავსი იაფფასიანი საუბრები. რაც შეეხება სახელწიფო პირის მხილებასარც ესეც არ უნდა იყოს უცხო იმ ადამიანებისთვის ვინც კარგად იცნობს მამაოს ხისტ და მარტალ ხასიათს. აქ სხვა რამ არის ამოსახსნელი. ეკლესია გათიშონ დაიბატონონ. ამასოფლის სულს არ გამორჩენია პატრიარქის კეტილი განცყობა მამაოს მიმართ ისევე როგორც სხვა პატიოსანი მგვდლების მიმართ. ეშმაკი გენიოსია მზაკვრობაში . უბრალოდ ვერ იჯერებს იმას რომ პატრიარქია ბრძენი სიკეთეში და ასე ადვილად არ ეგება მისგან დაგებულ მახეებში
RAC SHEEXEBA STATIIS SATAURS, MAMAOS AR AXASIATEBS MSGAVSI IAPPASIANI SAUBREBI. RAC SHEEXEBA SAXELMCIPO PIRIS MXILEBAS ESEC AR UNDA IYOS UCXO IM ADAMIANEBISTVIS VINC KARGAD ICNOBS MAMAOS XIST DA MARTAL XASIATS.AQ SXVA RAM ARIS AMOSAXSNELI .EKLESIA GATISHON DA IBATONON.AMASOPLIS SULS AR GAMORCHENIA PATRIARQIS KETILGANCYOBA MAMAOS MIMART ISEVE ROGORC SXVA PATIOSANI MGVDLEBIS MIMART. ESHMAKI GENIOSIA MZAKVAR SAQMEEBSHI . UBRALOD PATRIARQIA BRDZENI SIKETESHI ROMELIC ASE ADVILAD AR EGEBA MIS DAGEBUL MAXEEBSHI
..ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამდენი უღირსი და მოუმზადებელი მღვდლის კურთხევა ვისგან ხდება?.. ნუთუ პატრიარქმა არ იცის?… და როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი საშინელება?
მაიას ვეთანხმები. რაც შეეხება სტატიას იგრძნობა არაობიექტურობა .
მეც ძალიან მეტკინა გული დაუფიქრებელი სიტყვების გამო,მაგრამ ბატონი ბიძინა პატიოსანი ადამიანია,ის მიხვდება თავის უნებლიე შეცდომას და საჯაროდ მოიხდის ბოდიშს,მაგრამ არ მიყვარს ნახევარი სიმართლე,რს ნიშნავს,პატრიარქმა რაც ბრძანა ,ვერ ვიტყვიო,და უღირსი მამაები თუ კი არიან ეკლესიაში,როდისმე არ უნდა მოეთხოვოთ პასუხი?ჩემი აზრით,ისინი აბრკოლებენ ადამიანებს რწმენაში
გაიგეტ ვინარი?
ხალხო რა გიკვირთ ივანიშვილი მოგალატე და ეკლესიის მდევნელია
გული მტკივა, რა სიბნელეა, გაიღვიძეეეეეეეთ!!!
ბიძინა ხარ თუ ეშმაკის მოციქული, ვინ მოგცა შენ უფლება, რომ პატრიარქზე და დედა ეკლესიაზე, ხალხი დამოძღვრო: ცუდი ილაპარაკეთო?! შე მათხოვარო! მოხვედი და ბიზნესში არავის არ ახარებ, შენ და კალაძემ რომ დაინაწილეთ ყველაფერი. რომ არა პატრიარქი, ნულზე დაგსვავდა სააკოვი! შენი დაპირებები გინდა დაავიწყო ხალხს?! შე ახვარო! სადმე გნახო, უნდა სახეში შეგაფურთხო. მიშაზე ნაკლები პიარისტი არ ხარ! წყეულიმც იყოს უკუნითი უკუნისამდე ის, ვინც პატრიარქს ცუდად ახსენებს! პატრიარქის ლოცვებით ცოცხლობ, შე გველო!!!
ღმერთო რას არ გაიგებ…რამდენი აფერისტი გვყოლია…!!!დედება უფალო შენდა…!!!ამინ…!!!
ცოდოა ბიძინა ამ დაბოლილ საზოგადოებაში!
ეკლესიაში მჯდომო მარი, – შენი ქრისტიანობა შენი ლექსიკიდან მეტყველებს. შენც და შენისთანებსაც პრივილეგიები რომ წაგართვან, ერთ თვეში დაგავიწყდებათ ეკლესიაც და „პატრიარქიც“.
ამ „პატრიარქის“ წაყრუებით გამოცემული სახალისო ბიბლია მაინც რომ გქონდეს გადაშლილი, – გეცოდინებოდა, რომ პატრიარქები წინაპრების ხსოვნას არ შეურაცხყოფენ და მათ ხელში ნალოლიავებ ხელნაწერებს არ ჯიჯგნიან!
თუ ეს ე.წ. „პატრიარქი“ პატრიარქია, მაშინ ვინღაა ნოე, აბრაამი, მოსე…
თუ მღვდელი „მამაოა“, მაშინ რა ვუწოდოთ მას, „რომელმან შეჰქმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა“?! რომელსაც თავად ქრისტე მამაოთი მიმართავდა?!
თქვენისთანებმა დაივიწყეს ის, რასაც ადამიანებს ქრისტე ასწავლიდა: თავმდაბლობა, მამაზეციერის მიმართ შიში და მოწიწება, ლმობიერება, ზომიერება და შრომისმოყვარეობა. თქვენ იქეცით გაუმაძღარი შამანების ბუდედ, რომლებსაც ღმერთიც და ეკლესიაც თვალის ასახვევად სჭირდება გაუნათლებელი ხალხისათვის. ეკლესია დღევანდელი სახით, მხოლოდ ბნელ, უვიც ადამიანებს შეიძლება რომ მოსწონდეთ და ისიც ყველაფერს აკეთებს ადამიანების დასამუნათებლად.
ამ საწყალმა ბიძინამ ძლივს რაღაც გაბედა, რომ საზოგადოება ღმერთის სახელს დაპატრონებული პარტიის მიმართ კრიტიკულად განეწყო და სანთლის ქურდები ამ უწესიერეს პიროვნებასაც რომ არ ერიდებით, სხვას რაღას უზავთ?!
ძალიან დასუქდით, ძალიან! ცოტა აზრზე მოდით, თორემ გამოიხედავს ერთ დღეს ერი თვალებში და ვაი თქვენი ბრალი, რომლებიც ქრისტესავით ჯორით არ დადიხართ და მასავით გამხდრები არა ხართ!
გმერთმა გაგაძლიეროთ მამაო მე არ ვარ თქვენი მრევლი მაგრამ ვარ უFლისგან გაჩენილი ერტი ცოდვიანი შვილი გმადლობთ ერის სულის ჭეშმარიტი შრომისთვის ჩემი ერი რომ დზლიერი იქნება მეც ხომ დზლიერი ვიქნები ღმერტმა დაგლოცოტ და გაგა
ძლიეროთ მიყვარხართ
ღმერთო გააძლიერე ყველა ქრისტიანი, მიეცი ძალა საბრძოლველად, ჩვენი უბედურებაა აბსოლუტიზმი, ვინც მოგვწონს ვაღმერთებთ, ვეთაყვანებით_ ერთი რამ გვავიწყდება, არც ერთი მოკვდავი არ არის ფანატიკური სიყვარულის ღირსი. ჭეშმარიტად მხოლოდ უფალი უნდა განადიდო! ეთაყვანო და გჯეროდეს!მრვდლებიც უმძიმეს განსაცდელში აღმოჩნდნენ!
"ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი თავს ეკლესიაზე მაღლა აყენებს". – ეკლესია მისთვის ჩვეულებრივი რელიგიის სამინისტროა, როგორც მისი წინამორბედებისთვის და ბიუჯეტში უზიხართ დღემდე და შესაბამისად მაღლა დაიყენებს თავს…ივანიშვილი რომ არა სად იქნებოდა პუტჩისტების "პატრიარქის" ავტორიტეტი ვნახავდი…
უფალმა გვიცოცხლოს პატრიარქი დიდხანს. ა მ ი ნ
ტექსტიბატონი ბიძინა მართალია,ეკლესიას ტავი სეაფარა ბევრმა არამზადა კრიმუნალამ..მაგალითისთვის მეუფე სპირიდონიც კმარა, მის ზოგიერტი ხუნტის წევრებთან ერთად.2012 წლამდე ვანოტი და მისათი იმუქრებოდა და ბევრი ფულიც გაატეთრა მატ შორის ბატონი ბიზინას მიერ ნაჩუქარი, არჩევნების სემდეგ ბიძინას დაუწყო ქება-დიდება..ის იქცა ზემო აწარის ფეოდლად, შეურაცხყოფს თანამშრომლებს და ხელს უწყობს რელიგიური სუღლის გაღვივებას ზემო აჭარაში.უფრო მეტიც მისი ჩარევით აღმოჩნნდა შუახევის გამგებლად ტარიელ ებრალიძე, რომელიც სპირიიდონის ხიწაურის სტუდენტების სასუალებით 2012 წლის არჩევნებში ებრალიძესთან და მის აჟამინდელ ნაც ბანდასთან ერთად ებრძოდნენ ქართულ ოცნებას და ბატონ ბიძინას..ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებსი, მით უმეტეს სპრიდონისნაირეი დაებრალიზესნაირი ნაც ხროვის დამქაშები..არ გჯერათ გადაამოწმეთ..
კრიტიკასაც თავისი ფორმა აქვ და ტაქტი. კეთილი სურვილებით კრიტიკა სასარგებლოა, მაგრამ ის რომ პატრიარქის კრიტიკის უფლება გაქვს დამაფიქრებელია, ამას დიდი ფიქრი დაჭირდება. ჯერ შენ ასცდიკრიტიკის ფარგლებს, შენი შეცდომები გაიაზრე კარგად, თუნდაც \\\”პრეზიდენტის\\\” მიუტევებელი არჩევანი, უსახო და გადაწყვეტილების ვერ შემძლე \\\”მერი\\\”, , დემოკრატებთან თამაშები, ამერიკის საელჩოს გავლენა და \\\”ნაცების\\\” კვლავ პარპაში. ბიძინა, არის ხალხი ვისაც თქვენზე მეტი გამოცდილება აქვს რიგ საკითხებში და ეს უნდა იცოდეთ. \\\”არ შეიძლება დაეყრდნო იმას, რაც წინაღმდეგობას არ გიწევს,\\\” თორემ შემსრულებელი ჩმორი, უინიციატივო, სხვაზე დამოკიდებული, გადაწყვეტილები ვერ მიმღები -კადრი გეყოლება. \\\”მარგველაშვილი\\\” ამის ნათელი მაგალითია. ადიო!
Batoni bidzina aris roboti_utxra dasavletma modi politikashio da movida, utxra respublikelebi da yvela danarcheni nagavi gverdze daiyeneo da daiyena. Axla utxres patriarqze ierishio da miitaana! Es xo orjer ori otxia!