ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) ესაუბრება.
_ მეუფე სერაფიმე, როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას პრემიერის აპარატთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნისა და, მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, კიდევ 4 რელიგიური ჯგუფის დაფინანსების თაობაზე?
_ კონკრეტულად არ ვიცი, რა მიზნით შეიქმნა აღნიშნული სააგენტო, მისი შექმნის თაობაზე შემთხვევით გავიგე. დებულებაში რა წერია, არ ვიცი, მაგრამ თუ ეს სააგენტო გარკვეულწილად გაიმეორებს, წარსულში ეკლესიის გასაკონტროლებლად შექმნილი სპეციალურად აპარატის მოქმედებებს, ბუნებრივია, ეს სააგენტო ჩვენთვის მიუღებელი იქნება.
რაც შეეხება სხვა კონფესიების დაფინანსებას, მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს ეხმარება, მაგრამ, როდესაც ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას უცხოეთში არც ერთი ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლება არ ეხმარება, მიმაჩნია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება, სხვა კონფესიებთან მიმართებაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას, ცოტა არ იყოს, არათანაბარ პირობებში აყენებს.
_ როგორც სასულიერო პირი, როგორ შეაფასებდით ყოფილი პრემიერის განცხადებას ეკლესიასთან და პატრიარქთან დაკავშირებით?
_ ეს არასწორი და არასახელმწიფოებრივი მიდგომაა, ვინაიდან ეროვნულ სახელმწიფოში ამის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევენ. მაგალითად, გსმენიათ ჩვენს მეზობელ თურქეთში ან აზერბაიჯანში, სადაც თავის ეროვნულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მსგავსი რამ ეთქვათ? სადმე გსმენიათ, სახელმწიფომ მოუწოდოს საზოგადოებას, აკრიტიკოს ქვეყნის წამყვანი რელიგიური ინსტიტუტი? ერთი მხრივ, თითქოს კრიტიკაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ამას მიიღებს ისე, რომ, უბრალოდ, კი არ გააკრიტიკოს, არამედ უნდა შეებრძოლოს ეკლესიას.
_ ანუ ფიქრობთ, რომ ეს გზას გაუხსნის იმ ადამიანებს, რომლებიც არც მანამდეც გამოირჩეოდნენ ეკლესიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით?
_ ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან კატეგორიული და განკითხვის ტონით საუბარს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია თავშეუკავებლობა და უკმეხი საუბარი, შესაძლოა, ამ განცხადებას მიიღებენ, როგორც გარკვეულ ნებართვას, ვინაიდან ერთია კრიტიკა და მეორეა ლანძღვა. ყველაფერს თავისი ფორმა და კულტურა გააჩნია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან თამამად შეუძლიათ განიკითხონ და უშვერი სიტყვებით გალანძღონ ეკლესია, თვით მაღალი იერარქებიც კი. ამიტომ ამ საზოგადოებაში იმის თქმა, რომ ეკლესიის კრიტიკაში ცუდი არაფერია, არასწორია, ვინაიდან გვახსოვს ცოტა ხნის წინანდელი მოწოდებები ჩარეცხილების, სულის ამოხდის შესახებ და ა. შ. ვფიქრობ, საშიშია, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ხდება მოწოდება, რომ არაფერი ცუდი ეკლესიის კრიტიკაში არ არის. ვშიშობ, რომ კრიტიკის მაგივრად ჩვენ თავდასხმას, ლანძღვას და დაპირისპირებას მივიღებთ.
ჯერ თითოულმა ჩვენგანმა საკუთარი ცოდვების განკურნებით უნდა დავიწყოთ. პრობლემების არსებობა არ ნიშნავს, რომ ეკლესიას ომი უნდა გამოუცხადო. თუ რაიმე დარღვევა ხდება, ყველაფერს თავისი ფორმა და წესი აქვს. ნებისმიერი ასეთი პრობლემა განიხილება ეკლესიაში და გადაჭრის გზებიც მოიძებნება. ღია წერილები, ხმამაღალი განცხადებები მიუღებელია.
როდესაც საუბარია ეკლესიის პრობლემებზე, ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და, ბუნებრივია, შეცდომებიც ხდება, მაგრამ, როდესაც ხაზგასმით ხდება აღიარება მხოლოდ ცუდის, პრობლემების, როდესაც თავს ესხმიან ეკლესიას, რატომ არიან უმადურები და რატომ არ იხსენებენ იმ უამრავ სიკეთეს, რომლებიც ეკლესიას გაუკეთებია? ისინი მხოლოდ განიკითხავენ ეკლესიას. თუნდაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მინდა გავიხსენო, რომელსაც დიდი განკითხვა და აღშფოთება მოჰყვა. პატრიარქმა თქვა ის, რაც ეკლესიის კანონია. მაგრამ ასეთი მძაფრი რეაქცია იმიტომ მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ ეს პატრიარქმა თქვა. ეს რომ სხვას, მაგალითად, კათოლიკე ეპისკოპოსს ეთქვა ან რომელიმე დიპლომატს, თუნდაც ამერიკის ელჩს განეცხადებინა, დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი, რომლებიც დღეს ამ განცხადების გამო პატრიარქს განიკითხავს, ტაშს დაუკრავდა. ქართული ეკლესია, როგორც ღარიბი ნათესავი, როგორც კონკია, ისეა ჩვენ ქვეყანაში. როდესაც ხალხს და მათ შორის, პოლიტიკოსებს სჭირდებათ, მიდიან ეკლესიაში, სამებაში საჯაროდ სანთლებს ანთებენ, მაგრამ, როდესაც თანამდებობებს მიიღებენ, აღარ ახსოვთ პატრიარქი.
ჩვენს პოლიტიკოსებს ეს შევარდნაძემ ასწავლა _ ეკლესიას მხოლოდ გარეგნულად სცემენ თაყვანს, მაგრამ, თუ მცირედი რამ არ მოეწონათ, მაშინვე მის ლანღვასა და განკითხვას იწყებენ.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
რატომ ეშინია ეკლესიას მაღალი ტრიბუნის? ნუთუ ის ტრიბუნა ღმერთზე მაღლა დგას. მაღალ ტრიბუნაზე არ დგას ზოგიერთი სასულიერო პირი – უმსგავსოებას რომ სჩადის?
ქუთათელ -გაენათელი მიტროპოლიტი რო დალევდა ხოლმე ორ ჭიქას და აბჟუტურდებოდა – "ილია ჭავჭავაზე სადისტი იყო და წმინდა ბერი გაბრიელი – "ცისფერიო"- ამას უნდა დასთანხმდებოდნენ იმერლები და პოლიხრონიონი უნდა ემღერათ იმ იდიოტი მიტროპოლიტისათვის?
სტალინის კულტი არ გვინდაო და იდიოტი მღვდლების კულტია ვითომ კარგი?
მღვდელი უნდა იყოს მოძRვარი და არა კერპი, რომლის ყველა სიტყვა თუნდაც ქლიავური – კანონია
სახეზეა თქვენი დამოძღვრილი ერი,
არა თუ თეთრი შავისგან ვერ გაურჩევია, არამედ დიდი ძალისხმევის შემდეგ რომ დაუმტკიცო რა განსხვავებაა თეთრსა და შავს შორის, მაინც თუ არ აწყობს ვერ გაარჩევს.
მართლმადიდებელი ერი ვართ ვითომ???
გამოიყვანეთ ერთი ქართველი, ვინც ღვთის წინაშე დაიფიცებს, თავისი შემეცნებითი ცხოვრების მანძილზე ერთი ტყუილი მაინც თუ არ უთქვამს!!!
ელემენტარული სიმართლის თქმის, ელემენტარული ნდობის ფაქტორი არ არის ერში.
მხოლოდ კრიტიკა არაა საკმარისი დასაჭერები ხართ არასწოფი ქადაგებისთვის თქვე გაუნათლებელო ძალით მღვდლებო:)
როგორ არ გრცხვენიათ სასულიერო პირებზე ასე რომ ლაპარაკობთ? უფალმა თქვა ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით! მართლა გაუნათლებელო ხალხო!
სად ნახე არასსწორი ქადაგება???
ანტიქრისტეს არმიის წევრი, დაუნდობელი მტერი მართლმადიდებლობის ჯორჯ სოროსი თბილისში დიდი ზარ ზეიმით მიიღო საქართველოს სახელით ბიძინა ივანიშვილმა და მათი საიდუმლო სერობა არ გაუკრიტიკებია მართლმადიდებლურ მრევლს რომელიც არის მკრეხელობა! ხმის არ ამოღების შედეგად ისჯებიან მრევლნი დგეს!
როგორ აეწვათ…… ჩადით რაიონებში და ნახეთ რას ჩადის სამღვდელოება ღმერთის სახელით .
მეუფეო დაგვლოცეთ ეს რაც მოხვდა ეხლა თქვენს ეპარქიაში არის ნამდვილად დიდი სიყვარული ეთნიკური უმცირესობის მიმართ! უკვე 2 წელია ვაკვირდები ასურელების დიასპორას საქართველოში, მე ვარ დავითი გიგაური მე მხოლოდ ერთი რამე მინდა გკითხოთ მეუფეო რატო არ აყენებენ საპატრიარქოში საკითხს იმის შესახებ რომ მათ თავისი ეპისკოპოსი ჰყავდეთ? ნუ თუ ასე დისკრიმინირებულები არიან ესენი, მათ ყურადღებას არ აქცევენ, არ აქცევენ ყურადღებას მარლთმადიდებელ ქურთებს, სომხებს, და სხვა მრავალ ერს, რომ წირვა ჩაატარონ თავიანთ მშობლიურ ენაზე, ნუ ეს კიდე სხვა საკითხია ჩემოვ მეუფევ მაგრამ ნუ თუ არ აქვს უფლება მამა სერაფიმეს ჩაატაროს წირვა ქუთაისში გარდაბანში ბათუმში 4000 ასზე მეტი ასურელი ცხოვრობს საქართველოში მათ სჭირდებათ მართველი რომელიც იცის მათი ჰადათ წესი ტრადიცია ენა პრობლემა მამაო კი დაჩაგრულია ამას მივხდი მასთან საუბრის დროს როცა ვეკითხებოდი საეკლესიო სამართალზე ჩვენი სირცხვილი არაა გასაქანს რომ არ ვაძლევთ ამ ადამიანს ქართულ ეკლესიაში? რამდენადაც მე ვიცი ანტიოქიის ეკლესიამ მიიღო მისი წერილი და უპასუხა და ჩვენი სირცხვილი იქნება თუ იგი გადავა მანდ, რა სახელს შეუქმნის ქართულ ეკლესიას და დარწმუნებული ვარ მისი მრევლიც მხარს დაუჭერს ჩემი კერძო აზრით რომ არ მოხდეს გაუგებრობა შემდგომ ან უნდა შეუჩეროთ მღვდლობა მას ან წინ გასაქანი უნდა მისცეთ. თუნდაც თქვენ რომ მოგაბარონ ამ პატარა ერის პრობლემები უკვე ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა დიდი პატივის ცემით დავითი გიგაური!