Home რუბრიკები პოლიტიკა ოლიგარქის ამბორი…

ოლიგარქის ამბორი…

619

«არ არსებობს ლიბერალზე უფრო მძვინვარე მხეცი»
არქიმანდრიტი რაფაელი

ოლიგარქია ბერძნული სიტყვაა და მსხვილი მონოპოლისტური კაპიტალის მცირერიცხოვანი  წარმომადგენლების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს და საქართველოში სააკაშვილის მმართველობიდან მოყოლებული, ვიდრე დღემდე, სწორედ ამ ტიპის მმართველობა გვაქვს. დიახ, «ვიდრე დღემდე», რადგან, როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილის «ქართულმა ოცნებამ» სააკაშვილის «ამერიკული ოცნება» ჯერ ჩაანაცვლა, ხოლო მერე _ «კიდო უკეთესი» _ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ «ნაცებ-ქოცების» კოაბიტაცია პოლიტიკურ-იდეოლოგიურად ერთსქესიანთა ქორწინებით დასრულდა!

ამის შედეგია ის, რომ ჯერჯერობით (რა ხიფათის შემცველია ეს უწყინარი სიტყვა «ჯერჯერობით»?!) ჭუკებივით აღარ გვიჭერენ და ცოცხებით აღარ გვაუპატიურებენ ციხეებში, წიწილებივით აღარ გვხოცავენ ქუჩაში, რისთვისაც, თუ ვინმეს ასე ესიამოვნება, მადლობა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს! ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებელიც მხოლოდ ივანიშვილია, ანუ დიდი სტალინისა არ იყოს, «Зთ ყითპრე ყარყმქრ, ზთ ნრვრე რივეჩთღ!»…

რა თქმა უნდა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეკონომიკურ სასწაულს არავინ ელოდა, მაგრამ იმის გაკეთება, რასაც დიდი ფინანსური ინიექციები არ სჭირდება, ამ მოკლე ხანშიც შესაძლებელი იყო:

არა და არ დაადგა საშველი სამართლიანობის აღდგენას კი არა, ამ პროცესის რეალურად დაწყებას, რაც საზოგადოებას იმედიანი მოთმინებისკენ უბიძგებდა _ არ არც ერთი გახმაურებული საქმე არ არის ბოლომდე გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი _ ეს მხოლოდ დასავლეთის ზემოქმედების ბრალი არ არის. მკვლელებსა და სადისტებს ვაშლის გათლის გამო რომ დაიჭერ, მერე არც მერაბიშვილ-ახალაიას კნეინების საპროტესტო აქციები უნდა გაიკვირვო მათი გმირი ქმრების განთავისუფლების მოთხოვნით და არც დასავლეთის აშკარა მხარდაჭერა ნებიერა «ნაცბანდის» მიმართ;

არ დაუბრუნებიათ არც ერთი წართმეული მსხვილი ბიზნესი კი არა, უბრალო «ბუტკაც» კი;

ე. წ. იპოთეკარებისთვის ვალის ჩამოწერა თუ არა, გადავადება ხომ მაინც შეიძლებოდა? მაგრამ არა _ ივანიშვილმა ბანკირების მხარე დაიჭირა და არა ბანკების მიერ განადგურებული ხალხისა;

არ შემცირებულა ენერგომატარებლების (დენი, ბუნებრივი აირი, ბენზინი) ტარიფი და ა. შ. კიდევ ბევრი შეუსრულებელი დაპირების ჩამოთვლა შეიძლება…

რაც შეეხება «დიდ პოლიტიკას», აქ, დაპირებისამებრ, «შუა გაიკრიფა», რასაც თავის დროზე მოწონებით შევხვდი, რადგან მეგონა, რომ «შუის გაკრეფა», «ნაცებთან» ერთად, ე. წ. ფსევდოოპოზიციის მხილებასა და პოლიტიკიდან ერთხელ და სამუდამოდ მათ მოკვეთას ნიშნავდა, მაგრამ არა _ ფსევდოოპოზიციის «სასტავმა» მხოლოდ «პარავოზი» შეიცვალა და ახლა ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნების» ლოკომოტივს გამობმულები «ოცნება»-»ნაცების» ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ ტელევიზიებში ყელყელაობენ. «გაკრეფვით» კი მხოლოდ ეროვნული იდეოლოგიის მქონე არასაპარლამენტო ოპოზიცია «გაიკრიფა» და ბურთი და მოედანი «ნაცებ-ქოცებს» დარჩათ, ანუ, უსუფაშვილ-ბოკერიას მსგავს ნეოლიბერალებს. ჰოდა, ისინიც ბურთაობენ და ქართველი ხალხის კარში გააქვთ უპასუხო გოლები!

ასეთ ვითარებაში რომ იტყვი, ჩემ მიერ დატოვებულ ხელისუფლებასთან შენიშვნები არ მაქვს და ეკლესიას მითითებები სჭირდებაო, რას ნიშნავს, ხალხო, ჰა?

პატრიარქისთვის მითითებების მიცემას, იქნებ სჯობს, საკუთარ მინისტრ-დეპუტატებს მიუთითოს, რადგან, რასაც ოპოზიციაში ყოფნისას ითხოვდი, ხელისუფლებაში მოსული არ აკეთებ! რა ჰქვია ასეთ საქციელს?

აი, ამ ფონზე მიდის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან. პარლამენტ-მთავრობა-ოპოზიციაში ყველაფერი ჩაალიბერალა და ახლა სამოქალაქო სექტორში აპირებს «შუის გაკრეფას» და პოლიტიკურად უკულტურო ქართველი საზოგადოების დონის ამაღლებას?

ვნახოთ…

მანამდე კი _ იმაზე, რაც უკვე ვნახეთ. 4 თებერვალს ივანიშვილმა ასო (ცუდი არაფერი იფიქროთ, ასო არასამთავრობო ორგანიზაციის აბრევიატურაა) «მოქალაქე» დააფუძნა და ოფიციალურად გააფორმა ქართული პოლიტიკიდან წასვლა…

არ დავიწყებ ყველა იმ რეალობის განხილვას, რომ ბიძინა ივანიშვილი დღესაც ფაქტობრივი გამგებელია საქართველოსი, მე მხოლოდ «მოქალაქის» შემადგენლობაზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც საშუალებას მოგვცემს, ვივარაუდოთ, რას და როგორ აპირებს ასო «მოქალაქე» და, აქედან გამომდინარე, ბრიფინგის იმ მონაკვეთზეც ვისაუბრებ, რომლის დროსაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, პირადად მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეეხნენ…

«საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი… ისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას… ამ დროს ყველას შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს», _განაცხადა ივანიშვილმა.

ვერაფერს იტყვი, პატრიარქისადმი მართლაც უზომო სიყვარული და პატივისცემა გამოსჭვივის ამ ტირადაში…

ასევე უნდა ითქვას _ გვაქვს «გონივრული ეჭვი» რომ ასო «მოქალაქის» (რომლის დირექტორიც, როგორც ქართული პრესა წერს, პედრასტების მხარდასაჭერად ფალოსის ფორმიანი «შიკალადნი ტორტის» ჭამისადმი ყოფილა მიდრეკილი) ძირითადი მიმართულება იქნება ის, რომ გეიპარადის გაგონებისას შარშანდელივით კი აღარ აიფოფროს ქართველი ხალხი და ეკლესიასთან ერთად წინ აღუდგეს სიბინძურის პროპაგანდას, არამედ, პროგრესის ნიშნად, მიიღოს პედერასტების პარადები და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების უეჭველი პერსპექტივაც ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში?

ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი. 17 მაისი მალე მოვა და გამოჩნდება, ეს კითხვის ნიშანი უსაფუძვლო ეჭვის მოგონებად დამრჩება თუ უეჭველობის ძახილის ნიშნით შეიცვლება.

ისე, უხერხული ხომ არ არის, ჩვენთვის რომელიმე ევროპელი ჰომოსექსუალის ან მათი აპოლოგეტების (ქეთრინ ეშთონი, შტეფან ფულე, კარლ ბილდი, ფილიპ დიმიტროვი, ანდერს რასმუსენი, ვიეტნამის ტყვეობისას პატივაყრილი სენატორი მაკეინი და სხვ.) «რეკომენდაციების» ხელშეუხებელ ჭეშმარიტებად შემოსაღებას ცდილობდნენ და, ამასთანავე, ბიძინა ამბობდეს, ერის სულიერი მამა რასაც ბრძანებს, სულაც არ არის «უმწიკვლო და ხელშეუხებელიო»?..

არადა, ღირსი მამების (როგორიც ბრძანდება ჩვენი უწმინდესი) სიტყვა ღვთის სიტყვაა მორწმუნე მრევლისთვის და მათი განკითხვა სულიწმინდის გმობის ცოდვის ტოლფასია!

ეკლესიისა და პატრიარქის კრიტიკას ვინღა დაეძებს, საპატრიარქოსთან გამართული საპროტესტო აქციები და მართლმადიდებლობის ლანძღვა-გინება ცოტა გვინახავს და მოგვისმენია ვაჭარაძეების, თეა თუთბერიძეების, ნინია კაკაბაძეებისა და სხვა მრავალი ბუდარა-ბუდარიხების შესრულებით? ამ ხლისტებს კიდევ ბიძინას წაქეზება უნდოდათ?

ხვალ ივანიშვილის მოწოდებას რომ გამოეხმაურებიან საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონები ენჯეოებისა თუ ცალკეული ნეოლიბერალების სახით და სიბინძურის ნიაღვარს მიუშვებენ ჩვენი დედაეკლესიის, მისი საჭეთმპყრობელის მიმართ და ამას რომ «ბიძინას ხათრითაც» ვეღარ მოითმენს ქართველი ერი, მოსალოდნელი ფიზიკური დაპირისპირების შედეგებზე პასუხს ვინ აგებს?

რაც შეეხება გაფეტიშებას, თუ ვინმეა გაფეტიშებული, ეს არის არა პატრიარქი, არამედ ე. წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის ნაწილის მიერ კერპადქცეული ბიძინა ივანიშვილია. ინტელიგენციის ეს ნაწილი დავალებულია ბიძინა ივანიშვილისგან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ადამიანურად მესმის მათი. ეს ხალხი პატრიარქის მზეს ფიცულობს, არ მოსწონს რესპუბლიკელების კადრების გაჯეჯილება «ქართულ ოცნებაში», რაც სათავეა ყველა ჩვენი ეროვნული სატკივარისა, მაგრამ 1 ოქტომბრის შემდეგ ჯიუტად სჯერათ ან თავს იტყუებენ, რომ დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ ეროვნული ბიძინა უეჭველად მოიშორებს ანტიეროვნულ ხალხს და ამ მედღეხვალიობაში სამშობლო გვეცლება ხელიდან!

ნურც ის დაავიწყდებათ ბიძინა ივანიშვილის მეხოტბეებს, რომ «ქართულ ოცნებას» სწორედ ეკლესიამ მოაგებინა 1 ოქტომბრის არჩევნები. გაიხსენეთ, მთელი წლის განმავლობაში როგორ ღიად უჭერდნენ მხარს დარღვევებით, გაუგებრობებით, ცუდი ამბებით სავსე ეკლესიის იერარქები «ქართულ ოცნებას», 2012 წლის სექტემბრის მიწურულს კი ციხის სკანდალური კადრებით აღშფოთებულ ათიათასობით ადამიანს ასობით ანაფორიანი მღვდელმსახური მიუძღოდა…

ერთადერთი ნამდვილი პატრონი ქართველი ერისა, თუნდაც ნაკლოვანებებით სავსე, ქართული ეკლესიაა, უწმინდესი კი მართლაც ღირსეული სულიერი მამაა საქართველოსი!

აქედან გამომდინარე, დიახაც, ვერ მივიღებ ჩვენი დედაეკლესიისა და პატრიარქის ვერანაირ კრიტიკას და, თუ ჩემი სიტყვა რამედ ღირს, მკითხველსაც ამისკენ მოვუწოდებ!

«მოქალაქე» კარგი ცნებაა, მაგრამ მარილი აკლია, ამიტომ უფრო ჯიგრიანი და ტევადი «მამულიშვილი» მირჩევნია და ვნახოთ, ასო «მოქალაქე» მომავალ 17 მაისს სად იდგება _ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ანუ ქართველ მამულიშვილებთან, თუ რესპუბლიკელებისა და «თავისუფლების ინსტიტუტის» ლგბტ-პედერასტებთან?!

რადგან ქართველი ეკლესიას დედაეკლესიას ეძახის, წერილს დიდი ვაჟას «სტუმარ-მასპინძლის» ერთი სტრიქონით დავასრულებ:

«მოსისხლე სტუმრის გულისთვის ძუძუს ვინ მოჭსრის დედასა?!»

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. Наука без религии — небо без солнца. А наука, облачённая светом — это вдохновенная мысль, пронизывающая ярким светом тьму этого мира» (Святитель Лука)

  2. ეს კრიტიკა კი არა, ეს მსჯელობაა ! ჩვენ მაშინ ეჭვ ქვეშ უნდა დავაყენოთ: ინკუბატორში მომწიფებული 8- თვიანი ბავშვების არსებობაც და არ ვცნოთ 7- თვიანები, საკეისრო ოპერაციის შედეგად შობილები, კატეგორიულად უნდა ავკრძალოთ აბორტები (რაც ერისათვის დამღუპველია), პრეზერვატივები და სხვა… ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, ეს უკვე რეალობაა, და უნდა ვიფიქროთ მათზე, როცა მილიონობით კლონი იმედის თვალით შეცქერის კაცობრიობას, ეკლესიას და უფალს !

  3. ახლოვდება წვეროსნების აღსასრული, ივანიშვილი ერთს გაატკაცუნებს, ლუსტრაციის კანონს მიიღებენ, შსს-დან მამაოების სიბინძურეს წამოწევენ და გასვამენ მაგ თქვენ ილიასაც. ამიტომ ხმა ჩაიგდეთ და ელოდეთ როდის მოვა ამ ტერორისტული ორგანიზაციის აღსასრული, მისდღემში რომ ქართველი ხალხის ფულს ჭამდა. თუ დაგავიწყდათ დღემდე რომ ვასპონსორებთ მაგათ ევროპაში "პაეზდკებს"? მაგაზეც გაატკაცუნებს ივანიშვილი და სამამაოეთი ხელფასების და ჯიპუკების გარეშე დარჩება, მერე დაჯდნენ და იცხოვრონ როგორც ქრისტე ასწავლიდა – ასტეკურად.

  4. ქრისტიანთა ღმერთისთვის ჰომოსექსუალი ან პატრიარქი ერთნაირად საყვარელია, პატრიარქის გამონათქვამების კრიტიკა შეიძლება, რადგან უმაღლესი და შეურყევი ავტორიტეტები ქრისტიანობისთვის მიუღებელია, რადგან საკუთარი თავით უნდა წყვიტავდე. ნუ ახვევთ თავზე ტყუილს, ეს არ წერია არსად. ხოლო საპატრიარქოს მეტი ყურადღება ესაჭიროება მისი სახელით ძალადობის და სისასტიკის პროპაგანდა რომ მიდის ჰომოსექსუალების მიმართ.

  5. ანტიქრისტეს წინამორბედი არმია შედგება ნაც-ოცნებისაგან რომელთა ლიდერებია, სააკაშვილ-ივანიშვილი და ჩვენ პატრიოტმა ქართველებმა უნდა გადავაგდოთ მასონთა ნაც-ოცნების გუნდი ჯანდაბაში ანუ მოუსავლეთში!

  6. ავტორი: მე ვარ მართლმადიდებელი და მაშასადამე ქართველი.ან

    შენ ბოშო ტროლაობ, თუ მართლა იმფერი ყლეი ხარ, რეებსაც წერ აქანა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here