Home რუბრიკები საზოგადოება ქართულად, ქართულად! ანუ ტრიპტიქი ახალ ქართულ თარგმანებზე

ქართულად, ქართულად! ანუ ტრიპტიქი ახალ ქართულ თარგმანებზე

794

ვერდი   (მთარგმნელი _ . კალანდარიშვილი. რედაქტორი _ . სულაკაური, მთ. რედაქტორი _ ზაზა აბზიანიძე).

როგორ წარმოვიდგინო ახლა, რომ «ქართულ ბიოგრაფიულ ცენტრში», რომლის ყოველ ახალ ნამუშევარს, უკვე რა ხანია, ასე დიდი ინტერესით ელის მადლიერი მკითხველი, მართლა არ იციან, რა არის «აპოსტროფი» და როგორ უნდა დაიწეროს ქართულად, ვთქვათ, ორლეანელი ქალწულის გვარი?! არადა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, სამწუხაროდ, სწორედ ასეა _ მერიდება, პირდაპირ, ვერაფრით ამიხსნია, რას უნდა მივაწეროთ ასეთი, ძალზე მსუბუქად თუ შევაფასებთ, უყურადღებობა?! ერთეული შემთხვევა რომ იყოს, უმალ . . კორექტურად მოვნათლავდით, მაგრამ

 

ორლეანელი ქალწული შემთხვევით არ მიხსენებია _ «უცხო სიტყვათა ლექსიკონში» (1989, გვ. 49) ბერძნული სიტყვის «აპოსტროფის» განსამარტავად სწორედ მისი გვარია გამოყენებული და მითითებულია, რომ ქართულად უნდა იყოს _ «დ’არკი» ე. ი. ეს გვარი იწერება ე. წ. «აპოსტროფით», ანუ მძიმის მსგავსი სტრიქონზედა ნიშნით, რომელიც, ჩვეულებრივ, ისმება გამოტოვებული ხმოვნის ადგილას.

როგორც ჩანს, სწორედ ეს განსაკუთრებული, მაღალფარდოვნად თუ ვიტყვით, განფენილობა მძიმის მსგავსი ნიშნისა («სტრიქონზედობა»), არ მოსწონთ გამოცემის მესვეურებს და ამიტომაც უკრეს მას თავი ასოთა ტრადიციულ მწკრივში («ჟანა დ,არკი», გვ. 327).

ვიმეორებ, ეს რომ ერთადერთი შემთხვევა იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ აგერ გამოჩენილი იტალიელი დრამატურგიც (რომლის ცნობილი პიესა, ლეგენდარული ელეონარა დუზეს წყალობით ესოდენ გახმაურებული მთელ მსოფლიოში _ «იორიოს ასული» ჯერ კიდევ 1909 წელს დაიდგა საქართველოში) ასე ჰყავთ წარმოდგენილი («დ,ანუნციო», გვ. 322), ბარემ 105-ე გვერდიც გავიხსენოთ («მასიმო დ,აძელომ, გახდა თუ არა პრემიერ-მინისტრი…») და ცხადი ხდება, რომ გამოცემას, სამწუხაროდ, აშკარად აკლია რედაქტორის ხელი… რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 325-ე გვერდის მეცხრე სტრიქონი, არც მეტი, არც ნაკლები, მძიმით იწყება (,ამაზე) ეს უკვე, გურულად რომ მოვუქციო, ნამეტანია და არაფრით ეკადრება «ქართულ ბიოგრაფიულ ცენტრს»!

ყოველივე ამის ფონზე, მართლაც, «ლირიკად» მოგეჩვენებათ სხვა ფაქტობრივი თუ ორთოგრაფიული «უზუსტობანი» (ბოლომდე ვიყოთ კორექტული): ვთქვათ, ჯ. ვერდის მეოთხე ოპერის სახელწოდება _ «ლომბარდიელები პირველ ჯადოსნურ (უნდა იყოს _ «ჯვაროსნულ» _ გ. დ.) ლაშქრობაში» (გვ. 327). ამასთანავე, პირველი ოპერა ხან წერია დეფისით («ობერტო, გრაფი სან-ბონიფაჩო» (იქვე), ხან _ უდეფისოდ და ცალ-ცალკე _ «…სან ბონიფაჩო» (გვ. 330). 22-ე ოპერის სახელწოდებაც დასახვეწია _ რა თქმა უნდა, «ბედისწერის ძალა», როგორც კარგა ხანია, დადგენილია ქართულად და არა «ბედის ძალა» (გვ. 327) და ა. შ.

რაც შეეხება, მოკლედ რომ ითქვას, ორთოგრაფიას, უკვე ნამდვილად მოსაბეზრებელია  იმის გაუთავებლი ჩიჩინი, თუ რომელი სიტყვა როგორ იწერება, რომელი გამოთქმა, ტერმინი და ა. შ. და ა. შ. სხვათა შორის, შარშან ამ საკითხებზე გაზეთ «ლიტერატურული საქართველოს» ფურცლებზე (22.VIII და 13.IX) საგანგებო სემინარებიც კი ჩავუტარე მწერლებს, რომლებიც ერთობ დახუნძლულები კი არიან უმაღლესი საპატიო წოდებებითა და პრემიებით, მაგრამ დღემდე დეფისი ტირესგან ვერ განურჩევიათ… აქაოდა, ეს რა ჩვენი საქმეა, ჩვენ უნდა ვწეროთ და მერე «წერტილ-მძიმეებზე» (ასე აგდებულად ეკიდებიან ისინი მშობლიური ლიტერატურული ენის სიტყვათა წერის წესების სათანადოდ დადგენილ სისტემას), გამომცემლობის მუშაკებმა უნდა იზრუნონო, მთელი სერიოზულობით მითხრა ერთმა ძალიან, ძალიან ცნობილმა მწერალმა…

ახლა, ტრადიციულად, რამდენიმე ნიმუში ყოველივე ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, ანუ ისევ ჩვენი «ძველი ნაცნობები»:

I. «რაღაც-რაღაცეები» კი არა (70, 179, 284), არამედ _ «რაღაც-რაღაცები»; «ლაკონური» (109, 115, 138) _ «ლაკონიური»; «პროფესიონალური» (180,236) _ «პროფესიული»; «ქაოტურმა» (161) _ «ქაოსურმა». «ვ» ზედმეტია შემდეგ სიტყვებში: «თრთოლვა» (217), «მთრთოლვარება» (103), «აბურძგვნილები» (276). ცალ-ცალკე იწერება: «ან კი» («ანკი», გვ. 27), «ზემოთ მოყვანილი» («ზემოთმოყვანილი» გვ. 71). ერთად იწერება: «აბდაუბდა» (და არა დეფისით _ «აბდა-უბდა», 115), «თავისუფლებისმოყვარე» («თავისუფლების მოყვარე», 22), «ვაივაგლახით» («ვაი-ვაგლახით», 92).

II. «წინ» და «წინათ» არ შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ: «რამდენიმე თვის წინ რომ წერდა» (81), «ორი თვის წინ…» (94), «ერთი წლის წინ…» (123) და ა. შ და ა. შ. ყველგან უნდა იყოს «წინათ».

III. ნამეტარი «რუსულია» ეს ვითომ იტალიურიდან თარგმნილი კონსტრუქციები: «ისეთ ავტორთა რიგს არ განეკუთვნება…» (83), «ისეთ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი…» (137) და ა. შ. ან შემდეგი: «ყოველგვარი შურის გარეშე…» (72), «ყოველგვარი ძალადობის გარეშე» (300), «ყოველგვარი მიზნის გარეშე» (301), «ყოველგვარი გეგმის გარეშე» (309) და ა.შ.

IV. ეს კია ქართული, მაგრამ ესეც ნამეტანია: «…მიწერილ წერილში… წერდა» (159), «წერილი მისწერა პიავეს… და თან სწერდა» (137), «იგი წერილებს წერილზე სწერდა პიავეს» (100) და ა.შ. და ა.შ.

V. ახლა, მიხეილ ჯავახიშვილის შეფასებით, ე. წ. დაკუტებული წინადადებები: «…მესის შესრულებისათვის უფრო შესაფერისი იქნებოდა სან-მარკოს ტაძარი» (243), უნდა იყოს: «…მესის შესასრულებლად…» და ა.შ.

VI. დროის, წლების უცნაური შეგრძნებებიც იპყრობს ყურადღებას _ 1866 წლის ნაცვლად რომ 1966 წერია (157), ცხადია, ეს ნამდვილი «კორექტურაა», მაგრამ 125-ე გვერდზე როცა ვკითხულობთ: «კვლავ დადგა 1852 წლის გაზაფხულიო», უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ რაღაც ასტრონომიული ცდომილება იგულისხმება…

ერთი სიტყვით, საგაზეთო სტატიებით (ცხადია, შეზღუდულ ფორმატს ვგულისხმობ) მხოლოდ საკითხის დაყენება შეიძლება და კარგი იქნება, თუ ეს შევძელით. ახლა კი სიტყვა გამომცემლობაზეა _ თუკი აინტერესებთ დაწვრილებითი საუბარი თავიანთ პროდუქციაზე, მაშინ ისღა დამრჩენია, მივესალმო ამ წინადადებას _ ჩვენი ხმალი და ჩვენი კისერი, ჩვენო ძვირფასო კოლეგებო!

გოგი დოლიძე,

პროფესორი,

აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი

P.S. წინა ნომერში ორი უზუსტობა გაიპარა, როგორც მითხრეს, შრიფტის კონვერტირებისას ლათინურად აწყობილი ორი სიტყვაბუნიუელი» და «სპელინგი»), ვერ მიეწოდა რედაქციას ადეკვატურად, რაზეც, ჩემდა წილად, ვიხდი ბოდიშს მკითხველის წინაშე (. .).

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here