Home რუბრიკები ისტორია ჯონ კოლემანი «300-თა კომიტეტი»

ჯონ კოლემანი «300-თა კომიტეტი»

«რომის კლუბი» – ეს არის შეთქმულთა ორგანიზაციის ოფიციალური საფარი, რომელიც ანგლოამერიკელი ფინანსისტებისა და ევროპის «შავი არისტოკრატიის» ძველი ოჯახების, განსაკუთრებით _ ლონდონის, ვენეციისა და გენუის . . არისტოკრატიის კავშირს წარმოადგენს. მათ მიერ მსოფლიოს მართვის წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ  ეკონომიკური კრიზისების ვარდნებისა და დეპრესიების გამოწვევა შეუძლიათ. «300-თა კომიტეტი» გლობალურ სოციალურ კატაკლიზმებსა და ეკონომიკურ დეპრესიებს განიხილავს, როგორც  უფრო სერიოზული მოვლენების მოსამზადებელ საშუალებას და ძირითად მეთოდს მსოფლიოს მასშტაბით ხალხის ისეთი მასების შექმნისა, რომლებიც მომავალში მისი «უმუშევრობის შემწეობის» მორჩილი მიმღებები გახდებიან.

 

როგორც ჩანს, კაცობრიობის მიმართ კომიტეტის ბევრი  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პოლონელი არისტოკრატის _ ფელიქს ძერჟინსკის ფილოსოფიას ეყრდნობა. ძერჟინსკი მიიჩნევდა, რომ ადამიანი განვითარების დონით პირუტყვზე ოდნავ მაღლა დგას. იყო რა ბრიტანელი მზვერავ სიდნეი რეილის ახლო მეგობარი (ფაქტობრივად, რეილი ძერჟინსკის ქმედებებს  აკონტროლებდა ბოლშევიკური რევოლუციის განვითარებისას), იგი ხშირად გულწრფელად საუბრობდა მასთან ლოთობის დროს. ძერჟინსკი სწორედ ის მტარვალი იყო, რომელიც წითელი ტერორის აპარატს მეთაურობდა. ერთხელ, მორიგი ღრეობის დროს, მან რეილის უთხრა: «ადამიანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეხედეთ, რა ხდება, როდესაც თქვენ მას აშიმშილებთ. იგი თავისი მკვდარი თანამოძმეების ჭამას იწყებს, რათა გადარჩეს. ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენით არის დაინტერესებული. მხოლოდ ეს არის რეალობა. სპინოზას მთელი ფილოსოფია კი ნაგვის გროვაა».

«რომის კლუბს» საკუთარი კერძო სადაზვერვი სააგენტოები აქვს და, გარდა ამისა, ინფორმაციას დევიდ როკფელერის  კონტროლს დაქვემდებარებული  ინტერპოლისგანაც «სესხულობს». მათთან ძალიან ახლოს თანამშრომლობს აშშის, აგრეთვე, რუსეთისა და ისრაელის ყველა სადაზვერვო სამსახური. ერთადერთი სპეცსამსახური, რომელიც არ მოექცა მისი გავლენის ქვეშ, გდრ-ის დაზვერვა «შტაზი” იყო. «რომის კლუბს» ასევე ჰყავს საკუთარი კარგად ორგანიზებული პოლიტიკური და ეკონომიკური სააგენტოები. სწორედ მათ უბრძანეს პრეზიდენტ რეიგანს «300-თა კომიტეტის» კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრის, პოლ ვოლკერის (Paul Volcker) პოსტზე დატოვება. ვოლკერი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარედ დარჩა, მიუხედავად იმხანად პრეზიდენტობის კანდიდატ რეიგანის მტკიცებისა, რომ მას გადააყენებს, როგორც კი რეზიდენტად აირჩევენ.

კარიბის ზღვის კირიზისში საკვანძო როლის შესრულების შემდეგ, «რომის კლუბი» ცდილობდა, პრეზიდენტ კენედისთვის თავს მოეხვია «კრიზისების მართვის» საკუთარი პროგრამა («საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტოს» _  FEMA-ს წინამორბედი). ტავისტოკის ინსტიტუტის (დიდი ბრიტანეთი) რამდენიმე მეცნიერმა მოინახულა პრეზიდენტი, რათა აეხსნათ პროგრამის აზრი, მაგრამ კენედიმ უარყო მათი რჩევები. იმავე წელს, როდესაც კენედი მოკლეს, ტავისტოკის წარმომადგენლებმა ნასა-სთან მოლაპარაკებები განაახლეს. ამჯერად მოლაპარაკება წარმატებული აღმოჩნდა. ნასა-მ ტავისტოკთან კონტრაქტი გააფორმა მომავალი კოსმოსური პროგრამის ამერიკულ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შეფასების მიზნით.

კონტრაქტის შესრულება «სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს» და «კორპორაცია რენდს» (Rand Corporation) დაევალა. ამ პროექტის ბევრმა მასალამ, რომელიც ტავისტოკის უნივერიტეტის, სტენფორდის ინსტიტუტისა და რენდის მიერ მომზადდა, მზის შუქი ვერ იხილა და დღემდე დახურულია. სენატის რამდენიმე სადამკვირვებლო კომიტეტმა და ქვეკომიტეტმა, რომლებსაც მივმართე ინფორმაციისთვის, მაცნობეს, რომ «არასოდეს სმენიათ ამის შესახებ» და  წარმოდგენა არ აქვთ, სად შემეძლო იმის პოვნა, რასაც ვეძებდი. ასეთია «300-თა კომიტეტის» ძალაუფლება და პრესტიჟი.

1966 წელს ჩემმა კოლეგებმა დაზვერვიდან მირჩიეს, ექიმ ანატოლი რაპაპორტისთვის მიმემართა. მან დაწერა ნაშრომი, რომლითაც, როგორც ამბობდნენ, ადმინისტრაცია იყო დაინტერესებული. ამ დოკუმენტის მიზანი იყო, ბოლო მოეღო ნასა-ს კოსმოსური პროგრამისთვის, რომელმაც, რაპაპორტის მტკიცებით, დიდი ხანია, სარგებლიანობა დაკარგა. რაპაპორტმა სიამოვნებით წარმომიდგინა თავისი ნამუშევრის ასლი, რომლის აზრიც, რომ არ დავწვრილმანდეთ, იმაში მდგომარეობდა, რომ ნასა-ს მთელი კოსმოსური პროგრამა სანაგვეზე იყო მოსასროლი. ნასა-ში მეტისმეტად ბევრი მეცნიერი დაგროვდა, რომლებიც ამერიკაზე ცუდ გავლენას ახდენდნენ, რადგან ყოველთვის სიამოვნებით კითხულობდნენ ლექციებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რაკეტები _ მათი მოძრაობის პრინციპით დაწყებული, კონსტრუქციის დეტალებით დამთავრებული. რაპაპორტი ამტკიცებდა, რომ ეს მომავალში გამოიწვევს ზრდასრული ადამიანების მთელი თაობის გაჩენას, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ კოსმოსის კვლევის სპეციალისტები გახდნენ და რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს  «ზედმეტები» აღმოჩნდებიან, რადგანაც 2000 წელს მათი ცოდნა არავისთვის იქნება საჭირო.

როგორც კი «რომის კლუბმა» ნატო-ში ნასა-ს შესახებ რაპაპორტის ეს მოკლე ანგარიში წარადგინა, «300-თა კომიტეტმა» მოქმედება მოითხოვა. ნატო-ს ფუნქციონერთა რიგებში მყოფი «რომის კლუბის» წევრები, რომლებსაც დაევალათ ნასა-ს წინააღმდეგ კამპანიის ჩატარება, იყვნენ: ჰარლანდ კლივლენდი, ჯოზეფ სლეიტერი, კლეიბორნ კ. პელი, უოლტერ ჯ. ლევი, ჯორჯ მაკჯი, უილიამ უოტსი, რობერტ შტრაუს-ჰუპე (აშშ-ის ელჩი ნატო-ში) და დონალდ ლეში. 1967 წლის მაისში «ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტისა» და «საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის» მიერ ორგანიზებულ იქნა «კონფერენცია ტრანსატლანტიკური დისბალანსისა და თანამშრომლობის შესახებ», რომელიც დედოფალ ელისაბედის სასახლეში გაიმართა.

კონფერენციის მთავარი მიზანი აშშ-ში ტექნოლოგიური და სამეწარმეო პროგრესისთვის ბოლოს მოღება იყო. კონფერენციის მასალები ორი წიგნის საფუძვლად იქცა, რომელთაგან ერთი _ ბჟეზინსკის «ტექნოტრონული ერა» უკვე ვახსენეთ; მეორე _ კონფერენციის თავმჯდომარის, აურელიო პეჩეის მიერ იყო დაწერილი და «უფსკრულის წინაშე» ჰქვია (The Chasm Ahead). პეჩეი ძირითადად ეთანხმება ბჟეზინსკის, მაგრამ ამატებს, რომ მომავალში მსოფლიო ქაოსში აღმოჩნდება, თუ იგი ერთიანი მსოფლიო მთავრობის მიერ არ იქნება მართული.  პეჩეი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირს უნდა შესთავაზონ «ნატო-სთან კონვერგენცია» (Convergence – შერწყმა, დაახლოება) და ეს კონვერგენცია ახალ მსოფლიო წესრიგში აშშ-თან თანასწორი პარტნიორობით დასრულდება. ორივე ერს უნდა ეგო პასუხი მომავალში «კრიზისების მართვასა და გლობალურ დაგეგმარებაზე». «რომის კლუბმა» «გლობალური დაგეგმარების შესახებ» პირველი კონტრაქტი  «მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს» (Massachusettes institute of Technology (MIT), «300-თა კომიტეტის» ერთ-ერთ მთავარ კვლევით ინსტიტუტს, მიანდო. პროექტს სათავეში ჯეი ფორესტერი და დენიზ მიდოუზი ჩაუყენეს.

რაში მდგომარეობდა მათი მოხსენების აზრი? თავისი არსით იგი მალთუსისა და ფონ ჰაიეკის (Frederich Von  Hayek) ქადაგებებისგან არ განსხვავდებოდა, ანუ კვლავ წამოიწია ძველი საკითხი იმის შესახებ, რომ ბუნებრივი რესურსები ყველას არ ეყოფა. ფორესტერ-მიდოუზის დასკვნა მტკნარი სიცრუე იყო. მასში განზრახ არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ გენია ადამიანისა, რომელმაც საკუთარი ძლიერება დაამტკიცა, ყოველთვის იპოვის რესურსის უკმარისობის პრობლემის გადაჭრის გზას. რესურსის შესაქმნელად შეიძლება გამოყენებულ იქნას ცივი თერმობირთვული სინთეზის ენერგია – «300-თა კომიტეტის» მთავარი მტერი. მაგალითად, ცივი თერმობირთვული სინთეზის ენერგიის დახმარებით შესაძლებელია ერთი კილომეტრი ცარიელი მადნიდან მივიღოთ იმდენი ალუმინი, რამდენიც სჭირდება  ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას 4 წლის განმავლობაში.

პეჩეის არასოდეს შეუწყვეტია ქადაგება ეროვნული სახელწიფოების წინააღმდეგ. იგი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ისინი კაცობრიობის პროგრესის მუხრუჭს წარმოადგენენ და «კოლექტიური პასუხისმგებლობისკენ» მოუწოდებდა. ნაციონალიზმი იგივეა, რაც ავთვისებიანი სიმსივნე ადამიანისთვის _ აი, პეჩეის მიერ წარმოთქმული რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვის თემა. მისმა ახლო მეგობარმა, ერვინ ლასლომ 1977 წელს დაწერა მსგავსი მოხსენება სათაურით «კაცობრიობის მიზნები». ეს მოხსენება «რომის კლუბის» კვლევებში მნიშვნელოვან მიჯნად იქცა და პროგრამულ დოკუმენტს წარმოადგენს, შედგება მწვავე თავდასხმებისგან სამრეწველო ზრდასა და ურბანიზაციაზე. მთელი ამ წლების განმავლობაში კისინჯერი, როგორც «საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის» უფლებამოსილი წარმომადგენელი, ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს მოსკოვთან. კისინჯერის მეგობრები კრემლში რეგულარულად იღებდნენ მოხსენებებს «გლობალური მოდელირების» შესახებ.

«რომის კლუბის» წევრმა ჰარლანდ კლივლენდმა მოამზადა მოხსენება მსოფლიოს მესამე ქვეყნებზე, რომელიც ცინიზმის მწვერვალს წარმოადგენდა. იმ დროს კლივლენდი შეერთებული შტატების ელჩი იყო ნატოში. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს მესამე ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ერთმანეთში, _ მათი მოსახლეობის რომელი ნაწილი განადგურდეს. მოგვიანებით პეჩეი წერდა (კლივლენდის ანგარიშის საფუძველზე): «მსოფლიოში სამი უმსხვილესი ქვეყნისა და ბლოკის დაპირისპირების  პოლიტიკის შედეგად არსებული საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი თვალსა და ხელს შუა ირღვევა…  ვინ უნდა გადარჩეს, მათი შერჩევის დაწყების აუცილებლობა საკმაოდ ბნელი პერსპექტივაა. მაგრამ, თუ, სამწუხაროდ, მოვლენები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც ეს მათ მისცემს მსოფლიოს მოშიმშილე ქვეყნებზე მზაკვრულ ძალაუფლებას».

სწორედ აქედან მოდის კომიტეტის აფრიკული ერების შიმშილით განადგურების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ნათლად ჩანს საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნების მაგალითზე. ეს ამაზრზენი ცინიზმი იყო, რადგან «300-თა კომიტეტმა» უკვე მიითვისა სიკვდილ-სიცოცხლის  ერთპიროვნული განკარგვის უფლება და პეჩეიმ ეს იცოდა. ადრე იგი მიუთითებდა ამაზე თავის წიგნში «ზრდის ფარგლები». პეჩეი სრულიად უარყოფდა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროგრესს და ამის ნაცვლად ითხოვდა, რომ მსოფლიო ერთ საკოორდინაციო საბჭოს დაქვემდებარებოდა. გულისხმობდა, რა თქმა უნდა, «რომის კლუბს» და ნატო-ს დაწესებულებებს, რომლებიც ერთიან მსოფლიო მთავრობას უნდა წარმოადგენდნენ.

ბუნებრივი რესურსები გლობალური დაგეგმარების ფარგლებში უნდა გადანაწილდეს. ეროვნულმა სახელმწიფოებმა ან უნდა მიიღონ «რომის კლუბის» ხელმძღვანელობა, ან ჯუნგლების კანონებით იცხოვრონ და გადარჩენისთვის იბრძოლონ. პირველ «საცდელ შემთხვევაში» მიდოუზი და ფორესტერი გეგმავდნენ, რომ 1973 წლის არაბეთ-ისრაელის ომს არაორაზროვნად დაენახვებინა  მსოფლიოსთვის: ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა ნავთობი, მომავალში გლობალური მგეგმავების კოტროლქვეშ უნდა გადავიდეს, რაშიც, რა თქმა უნდა, «300-თა კომიტეტი» იგულისხმება.

ტავისტოკის ინსტიტუტი გამოვიდა პეჩეისთან კონსულტაციების მოწოდებით, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ მაკჯორჯ ბანდი (Mc George Bundy), ჰოუმერ პერლმუტერი (Homer Perlmutter) და დოქტორი ალექსანდრ კინგი (Dr. Alexander King). პეჩეი ლონდონიდან თეთრ სახლში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტსა და მის კაბინეტს შეხვდა. ამას მოჰყვა ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც მან სახელმწიფო მდივანთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სადაზვერვო სამსახურისა და პოლიტიკური დაგეგმარების სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელებთან მოითათბირა. ამგვარად, შეერთებული შტატების ხელისუფლება თავიდანვე სრულად იყო ინფორმირებული «300-თა კომიტეტის» გეგმების შესახებ ამ ქვეყნის მიმართ. აი, პასუხიც ხშირად დასმულ შეკითხვაზე: «რატომ აძლევს ჩვენი ხელისუფლება «რომის კლუბს» უფლებას, ძირგამომთხრელი საქმიანობა აწარმოოს შეერთებულ შტატებში?»

ვოლკერის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, «300-თა კომიტეტის» წევრის, სერ ჯეფრი ჰოუს, პოლიტიკის ანარეკლი იყო. ეს იმის მაგალითია, თუ როგორ მართავდა ბრიტანეთი შეერთებულ შტატებს 1812 წლის ომის შემდეგ და აგრძელებს ქვეყანაზე კონტროლს «300-თა კომიტეტის» პოლიტიკის მეშვეობით.

როგორია ამ საიდუმლო ელიტური ჯგუფის მიზნები, რომლებიც საკუთარ თავს ილუმინატების  («მორიას დამპყრობელი ქარი» –  Morih Conquering Wind), დიონისეს კულტის, იზიდას კულტის, კატარებისა და «ბოგომილების» მემკვიდრეებად მიიჩნევენ? ამ ელიტური ჯგუფის წევრებს, რომლებიც საკუთარ თავს «ოლიმპიელებსაც» უწოდებენ (მათ ჭეშმარიტად სჯერათ, რომ თავიანთი მდგომარეობითა და ძლიერებით ოლიმპოს ლეგენდარულ ღმერთებს უტოლდებიან, რომლებმაც საკუთარი თავი, მათი ღმერთის _ ლუციფერის მსგავსად, ჩვენს ჭეშმარიტ ღმერთზე მაღლა დააყენეს), მტკიცედ სჯერათ, რომ ისინი ღვთაებრივი უფლებით მოწოდებულნი არიან, განახორციელონ შემდეგი:

 1) დაამყარონ ერთიანი მსოფლიო მთავრობის მმართველობაახალი მსოფლიო წესრიგი გაერთიანებული ეკლესიითა და ფულადი სისტემით მათი მმართველობის ქვეშ. არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ერთიანმა მსოფლიო მთავრობამ დაიწყო თავისი «ეკლესიის» შექმნა 1920-30 წლებში. იგი აცნობიერებს კაცობრიობის ბუნებრივ მოთხოვნას რელიგიური რწმენის მიმართ და ამიტომაც დააფუძნა «საეკლესიო» ორგანიზაცია, ეს რწმენა მისთვის სასურველ კალაპოტში რომ წარმართოს;

2) სრულიად დაანგრიოს ეროვნული ცნობიერება და ეროვნული ღირსება;

3) გაანადგუროს რელიგიები და განსაკუთრებით _ ქრისტიანობა, გარდა ერთადერთი გამონაკლისისაზემოთ ნახსენები მის მიერვე შექმნილი რელიგიისა;

4) აკონტროლოს უკლებლივ ყველა ადამიანი ცნობიერების მართვის საშუალებათა გამოყენებით და ასევე, იმის მეშვეობით, რასაც ბჟეზინსკიმ «ტექნოტრონიკა» დაარქვა, რომელიც შექმნის ადამიანის მაგვარ რობოტებს და ტერორის ისეთ სისტემას, რომელთან შედარებითაც ფელიქს ძერჟინსკის წითელი ტერორი ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ;

5) სრულად შეაჩეროს სამრეწველო განვითარება და ბირთვულ სადგურებზე ელექტროენერგიის წარმოება . . «ნულოვანი ზრდის პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში». გამონაკლისი იქნება კომპიუტერული მრეწველობა და მომსახურების ინდუსტრია. შეერთებული შტატების შენარჩუნებული მრეწველობა გადატანილი იქნება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა, სადაც ჭარბადაა მონური შრომა. უმუშევრები, რომლებიც მრეწველობის ნგრევის შედეგად გაჩნდებიან ან ჰეროინისა და კოკაინის მომხმარებელი ნარკომანები გახდებიან, ან ციფრებად იქცევიან განადგურების პროცესის სტატისტიკაში, რომელიც დღეს ცნობილია სახელით «გლობალ-2000» (Global 2000);

6) ნარკოტიკებისა და პორნოგრაფიის ლეგალიზაცია;

7) დიდი ქალაქების მოსახლეობის შემცირება სცენარით, რომელიც კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმმა შეიმუშავა. საინტერესოა, აღვნიშნოთ, რომ პოლ პოტის გენოციდის გეგმები აქ, შეერთებულ შტატებში, შემუშავდა «რომის კლუბის» ერთერთი კვლევითი ცენტრის მიერ. საინტერესოა ასევე, რომ კომიტეტი ახლა კვლავ ცდილობს პოლ პოტის მკვლელების მოყვანას კამბოჯის მთავრობაში;

 8) ყველა სამეცნიეროკვლევითი სამუშაოს შეჩერება, იმათ გარდა, რასაც კომიტეტი სასარგებლოდ მიიჩნევს. ძირითადი ძალები მიმართული უნდა იყოს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების წინააღმდეგ. განსაკუთრებულ სიძულვილს იწვევს  ცივი თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტები, რომელთა ყოველმხრივ  დისკრედიტებას და დაცინვას ეწევა კომიტეტი და მისი ხელქვეითი პრესა. ცივი თერმობირთვული სინთეზის საფუძველზე რეაქტორების შექმნა ქვას ქვაზე არ დატოვებდა კომიტეტის კონცეფციისგან «შეზღუდული ბუნებრივი რესურსების» შესახებ. ასე, ენერგეტიკული დანადგარების დახმარებით, მათი სწორი გამოყენებით არის შესაძლებელი სასურველი ნივთიერებებისა და მასალების შექმნა ყველაზე ჩვეულებრივი მადნეულიდან. ცივი თერმობირთვული სინთეზის რეაქტორების გამოყენების შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და მათ შეუძლიათ  კაცობრიობას ისეთი სიკეთე მოუტანონ, რომლის შესახებაც ხალხს წარმოდგენაც  არ აქვს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here