Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: რა ობიექტურობაზეა საუბარი?! NDI-ს ყველა თანამშრომელი საქართველოდან გასაყრელია!

ელიზბარ ჯაველიძე: რა ობიექტურობაზეა საუბარი?! NDI-ს ყველა თანამშრომელი საქართველოდან გასაყრელია!

739

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი NDI- _ აშშის საერთაშორისო ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სხვადასხვა სახის კვლევა, რომელთა შედეგებიც ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის! საქართველოს მოსახლეობისთვის ცალსახაა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია სულაც არაა დაინტერესებული რეალური სურათის ასახვით, პირიქით, მისი თითოეული თანამშრომლის მიზანი კვლევის შედეგების გაყალბებით ფინანსების მოძიებაა.

 

ვის აინტერესებს მსგავსი კვლევების ჩატარება და რა მიზანს ემსახურება ის, უნდა იკრძალებოდეს თუ არა ოფიციალურად მათი საქმიანობა საქართველოში და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან _ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესა და კოალიცია «ქართული ოცნების» წევრ სოსო ჯაჭვლიანს დაუკავშირდა.

ელიზბარ ჯაველიძე:

_ მე ამ კვლევებს არავითარ შემთხვევაში არ ვენდობი, რადგან მისი თითოეული წარმომადგენელი უშუალოდ ამერიკის დაკვეთით მოქმედებს და ამ ქვეყნის დავალებებს ასრულებს. ამ კვლევის არც ერთი შედეგი არ არის რეალური და ობიექტური, რადგან ის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი არასოდეს ყოფილა. ამ ორგანიზაციის თითოეული თანამშრომელი საზოგადოებაში ძალიან დიდ ზიზღს იწვევს და ეს ზიზღი სწორედ მათი კვლევების მიკერძოებულობიდან გამომდინარეობს. მე არც ერთი შემთხვევა არ მახსენდებამათ კვლევებს რეალური სურათი რომ აესახოს. ისინი ყოველთვის თავიანთი პოლიტიკური დამფინანსებლების დავალებებს ასრულებდნენ და მათი ნებასურვილის მიხედვით მოქმედებდნენ, სანაცვლოდ კი სოლიდურ დაფინანსებას იღებდნენ. ამ კვლევის შედეგების გაყალბების  უამრავი ფაქტია, მაგრამ ერთს გავიხსენებ მხოლოდ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ასეც იყო: ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბოკერიას მისწერა, გადაეცით ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს, რომ წინასწარ უნდა იყოს შემდეგი გადანაწილებაო _ 60% მარგველაშვილს, 30% ბაქრაძეს და 10% ბურჯანაძეს. ეს შედეგები შემდეგ გამოაქვეყნეს და მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ყველაფერი ასეც მოხდა. რა ობიექტურობაზეა საუბარი?! ამ ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი გასაყრელია ჩვენი ქვეყნიდან! მათ უკან ის მასონური ჯგუფები დგანან, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოს განაგებენ. სწორედ მათი ინტერესია გარკვეული ქვეყნების განადგურება, ერთა კულტურის გაუფასურება და მოსპობა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები სწორედ მათ მიერ არიან ხელდასმულები ხელისუფლებაში.

სწორედ NDI იყო ის ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე მიხეილ სააკაშვილსა და «ნაციონალურ მოძრაობას» ღირსეულად ემსახურებოდა. ალბათ, გახსოვთ კიდეც, ახლახან გამოქვეყნებული მათი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო მოწინავე პოზიციები სააკაშვილსა და გიორგი თარგამაძეს ერგოთ. ეს ხომ სრული სიყალბეა და მეტი არაფერი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს კვლევები აუცილებლად უნდა აიკრძალოს და სწორედ მაშინ მიხვდება ქართველი ხალხი, თუ როგორი სიბრიყვეა ამ კვლევის ყველა შედეგი! მის ნაცვლად კი უნდა შეიქმნას ობიექტური ორგანიზაცია, რომელიც არ იქნება მიკერძოებული და არ ექნება პოლიტიკური სარჩული. კვლევითი ორგანიზაციის თითოეულმა თანამშრომელმა კვლევის შედეგებით ზუსტად უნდა ასახოს რეალობა და ჩვენი ქვეყნის სინამდვილე. მისი თითოეული შედეგი ქართველი ხალხის განწყობას ზუსტად უნდა ირეკლავდეს და ასახავდეს. სწორედ ესაა კვლევითი ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი, რომელიც არანაირად არ აქვს გათავისებული NDI-. 

სოსო ჯაჭვლიანი:

_ სიმართლე გითხრათ, მე ამ კვლევების შედეგებს მაინცდამაინც არ ვენდობი. შეიძლება რაღაცაში ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვას,  მაგრამ ეს მაინც არ ასახავს რეალურ სურათს. NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევები არ მოდის თანხვედრაში ქართულ მენტალობასთან. გარდა ამისა, აქამდე რა ტიპის კვლევებიც არ უნდა ჩაგვეტარებინა, რეალობასთან მიახლოებულ შედეგებს მაინც ვერ მივიღებდით და იცით, რატომ?! _ იმიტომ, რომ ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ტერორისა და შიშის ქვეშ იმყოფებოდა და დაბალი სოციალური მდგომარეობის გამო დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. როგორ გინდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხალხისგან ზუსტი ინფორმაცია მიიღო?! ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან ყოველი კითხვის დასმის დროს ის მრავალ რამეს ითვალისწინებს _ მის ამჟამინდელ ყოფასა და მომავალს აანალიზებს და შემდეგ სცემს პასუხს. მე ამით, იცით, რისი თქმა მინდა?!  თუნდაც მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ობიექტურები ყოფილიყო, მაინც ვერ მოგვცემდა რეალურ სურათს. ყველაფერი თავისუფლებას უკავშირდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავისუფლების გარეშე დარჩენილი საზოგადოებისგან რომ ზუსტ პასუხებს ვერ მივიღებდით, რა გასაკვირია! ზემოთქმულის ნათელი მაგალითია 1 ოქტომბრის არჩევნები. მანამდე ხალხი თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებდა, მაგრამ, როგორც კი ხმის მიცემისას საკუთარ თავთან მარტო დარჩა, საკუთარი პოზიცია თამამად დააფიქსირა. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს ხელისუფლების სათავეში «ქართული ოცნებაა».

ახლა კი NDI ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვას რაც შეეხება: ჩვენ ვერავის ვერაფერს ავუკრძალავთ. ამით შეიძლება უფრო ცუდი შედეგი მივიღოთ, რადგან აკრძალვა უკურეაქციას იწვევს და შეიძლება მეორე მხარის უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიო. ეს ფიზიკის კანონივით არის. პირიქით, ყველას ყველაფერი ისე უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, როგორც შეგვიძლია. კულტურა სხვანაირად ვერ ჩამოყალიბდება და ვერც საზოგადოება გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ყველანაირი კვლევა მაინც ზოგადია. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, თურმე რეიტინგით «ქართული ოცნება» ლიდერობს. უნდა გავვოცდეთ თუ რა უნდა ვქნათ?! რა გასაკვირი ესაა, რომ «ნაციონალების» მიერ ჩადენილი საშინელებებისა და სისაძაგლეების მერე «ქართული ოცნება» ლიდერობდეს! ძნელი წარმოსადგენია?! ადრე თუ გვიან ყველა აგებს პასუხს  ჩადენილი დანაშაულის გამო. მე არ ვამბობ, რომ ყველა «ნაციონალი» დასაჭერია. ყველგან არის ცუდი და კარგი, ამიტომ ყველაფერი ისე უნდა იყოს მიყვანილი ბოლომდე, რომ პატიოსანი ადამიანები შუაში არ მოექცნენ და არ დაზარალდნენ. ამასწინათ, მოგეხსენებათ, ერთი ამბავი და აჟიოტაჟი მოჰყვა ჩემსა და ბარამიძეს შორის მომხდარ გაუგებრობას. კაცი ამბობს, დამკითხონო და გეკითხებით, როგორ უნდა დაკითხონ ადამიანი, როდესაც ვიცესპიკერი და დეპუტატია?! თუ ასეთი მაგარია, მოიხსნას სადეპუტატო მანდატი და გამოძიებასთან ითანამშრომლოს, როგორც ეს, თავის დროზე ლევან პირველმა გააკეთა. მე უკვე მრავალჯერ მივეცი პირობა საკუთარ თავსა და საზოგადოებას, რომ, თუ გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად ბარამიძე გამართლდება, მე მას საქვეყნოდ ბოდიშს მოვუხდი!

ჩაიწერა

შორენა ღვაჩლიანმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here