Home რუბრიკები პოლიტიკა პარაფირებული, პრიალა და მაპზე უკეთესი

პარაფირებული, პრიალა და მაპზე უკეთესი

637

სუბიექტური, არაადეკვატური, ავადმყოფური მიზეზებით განპირობებული მსჯელობა, რეალურ საფუძველს მოკლებული, ალოგიკური, ცრუ დასკვნები არის ბოდვა _ ასე უბნობენ დასტაქრები. პარანოიდული ბოდვითი სინდრომი ხასიათდება ინტერპრეტაციული ბოდვით, რომელიც აღმოცენებულია პაციენტის სუბიექტურ ლოგიკასა და ფაქტების ცალმხრივი გააზრებით მიღებულ ფსევდომტკიცებულებებზე. ავადმყოფებს ბოდვის დროს აღენიშნებათ რეფორმატულობისა და გამომგონებლობის აკვიატება, ისინი გამუდმებით ამუშავებენ ზეფასეულ, არქიმნიშვნელოვან იდეებს, ზოგადსაკაცობრიო პროექტებს, მუდმივი ძრავის კონსტრუქციებს, ბოდავენ ნატოში გაწევრიანებისა თუ ასოცირების პარაფირების შედეგად მოსალოდნელ ოქროს მთებზე, რძის მდინარეებსა და შოკოლადის პრიალა ყაბაყებზე…

არ იფიქროთ, რომ შესავალში ფარულად მივანიშნებდი ჩვენებურ მედასავლეთე ვაიპოლიტიკოსებზე, რომლებიც, აგერ უკვე ოცი წელიწადია, დაუღალავად გვკვებავენ ნატოსა თუ ევროკავშირის ციური მანანების ბოდვითი იდეებით.

მერწმუნეთ, არც ყოფილ პრეზიდენტს ვგულისხმობ ირიბად და არც მოქმედს, არც ყოფილ «ნაცმოძრაობას» და არც მოქმედ «ნაცმოძრაობას» (კოალიციაში რესპუბლიკელებს ეძახიან), არც ერთ მათგანზე არ მივუთითებ, რომ ბოდვითი ფსიქოზით არიან შეპყრობილნი და არც იმის თქმა მინდა, რომ ნატო-ევროკავშირის ოცწლიანი ბღავილი პარანოიკის ბოდვითი იდეებია.

უბრალოდ, მოგიყვანთ ამონარიდს კომპეტენტური სამედიცინო ცნობარიდან და დასკვნები, ისევე, როგორც შედარებები და პერსონიფიკაცია, თქვენთვის მომინდვია.

მაშ ასე:

«კლინიკურ სურათში სჭარბობს განდიდების მანია, ავადმყოფები დარწმუნებულნი არიან თავიანთ მაღალ დანიშნულებაში, განსაკუთრებულ მისიაში. ისინი საკუთარ თავს აცხადებენ სამყაროს მხსნელებად, აკუთვნებენ მაღალ ჯილდოებს და ორდენებს, გააჩნიათ «წინასწარგანჭვრეტის ნიჭი», «გენიალური უნარი», ნებისმიერი წინააღმდეგობა იდეების რეალიზაციაში მათთვის მიუღებელია. ბოდვითი სინდრომის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცრუ, გამოგონილ მოგონებებს»…

შორს ვარ აზრისგან, რომ სააკაშვილის აკვიატებას _ «პირველად საქართველოში», ასევე მის სურვილს, მუდმივად გაჯიბრებოდა და გაესწრო დავით აღმაშენებლისთვის, წარმოედგინა თავი «დემოკრატიის შუქურად», რაიმე საერთო აქვს განდიდების მანიასთან; ამჯერად არც სხვა, როგორც ძველი, ასევე ახალი პრეზიდენტებისა და მმართველი პარტიებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე გავაკეთებ მინიშნებას, მიუხედავად იმისა, რომ ერთნიც და მეორენიც უხვად ავლენენ პარანოიდული ბოდვისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს _ მე ექიმი არ ვარ, რომ მათ დამამშვიდებელი პერანგი ჩავაცვა და სახელოები ზურგსუკან გავუნასკვო.

სამაგიეროდ, ვარ საქართველოს მოქალაქე და მაქვს კონსტიტუციური უფლება, ვკითხო, პირველ რიგში, ახალ ხელისუფლებას _ ბატონებო, თქვენ ხომ არ ბოდავთ? ან რა მოწიეთ ასეთი, რომ ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები ერთდროულად გეწვიათ?!

«შალახოს» აკომპანიმენტით ასოცირების პარაფირებას (თუ პირიქით) ხელი წაუკითხავად რომ მოაწერეთ, ამაზე დროს არ დავკარგავ…

არც იმაზე დავკარგავ დროს, რომ ვილნიუსის სამიტამდე და სამიტის მერე «მამაო ჩვენოსავით» იმეორებთ _ ეს რა ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, ეს რა წარმატებას მივაღწიეთ, ეს რა რძის მდინარეები და შოკოლადის ყაბაყები მოვიპოვეთ, როგორ ავშენდით, გავკეთდით და გავბრწყინდით საოცნებო იბერიასავითო…

ვიმეორებ, ბატონებო: თქვენ ან ბოდავთ, ან შამგონის თრიაქს ეწევით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქცევა და საუბარი «წინასწარგანჭვრეტის ნიჭზე», «გენიალურ უნარებზე», პარაფირებაზე, მაპზე უკეთესსა და მეოთხე წელიწადს აშენებულ ოქროს სარაიაზე შარლატანობა ან ბოდვის სიმულაციაა

და ვინაიდან თქვენი წარმომადგენლები ცოცხალი თავით არ განმარტავენ, რას მივაწეროთ ხელისუფლების ეიფორია _ ბოდვას თუ  რაიმე ჩვენთვის უცნობ ისეთ რეალობას, რომელიც იმ «მზეთუნახავ» 1000-გვერდიან პარაფირებულში წერია, გავბედავ და საჯაროდ დავსვამ რამდენიმე შეკითხვას.

პირველი:

შევარდნაძე-სააკაშვილიდან მოყოლებული, ახალი ხელისუფლებით დასრულებული, ნატო-ევროკავშირითა თუ ასოცირების პარაფირებით დიდ წარმატებას, მიწიერ სამოთხეს გვპირდებით _ მოლოდინი ამ პარაფირების მიმართ ლამის ისეთივე შექმენით, როგორც გამოცხადების მიმართ, მაგრამ არავინ _ არც ძველი და არც ახალი ხელისუფლებიდან _ არ განმარტა, თუ კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ, კერძოდ, რას მოგვიტანს ეს პარაფირება. რა პლიუსები და (ან) მინუსები აქვს მას, რისგან დაგვიცავს და რისი უნდა გვეშინოდეს ამ პარაფირების გამო?

მეორე:

უკრაინამ შეაჩერა უკვე პარაფირებული შეთანხმება, სომხეთმა უარი თქვა, აზერბაიჯანმაც. ფაქტია, რომ ეს არის გამოწვეული რუსეთის მზარდი გავლენით. ამიტომ კეთილი ინებეთ და აგვიხსენით, დაგვისაბუთეთ, რამდენად აუცილებელი, «ისტორიული» იყო ჩვენთვის ეს აქტი. რა, კიევი, ერევანი, ბაქო უგუნურები არიან, უარს რომ ამბობენ და, როგორც ჩანს, ითვალისწინებენ იმ ნეგატივს, რომელიც შეიძლება ამ პარაფირებას მოჰყვეს და რომლის გათვალისწინებაზეც ჩვენ უარი ვთქვით?

მესამე:

ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ამ პარაფირებულ შეთანხმებაში არის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ვიზების გამარტივება, მაგრამ ეს ხომ ჩვენთვის გინდ ყოფილა, გინდ არა, რადგან არ გვაქვს ეკონომიკა, არ გვაქვს წარმოება და, შესაბამისად, არ გაგვაჩნია ისეთი მოცულობის საექსპორტო პროდუქცია, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის გამოყენება შევძლოთ. თანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს საკუთარი წარმოება, ეკონომიკა, ხომ უკიდურესად მძიმე დღეში ჩააგდებს უამისოდაც მომაკვდავ ადგილობრივ წარმოებასა და სოფლის მეურნეობას? ბაზარზე შემოვა გაცილებით ძვირი პროდუქტი და ვინ აგებს პასუხს იმაზე, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს დახლებზე ფასები გვექნება ევროპული, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი _ ძველებურად მწირი, «ქართული»?

მეოთხე:

რატომ არის პანაცეა ვიზების გამარტივება ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის მესამედზე მეტი ისედაც საზღვარგარეთაა წასული, იქაური მოხუცების მოსავლელად და მოჯამაგირეებად და რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი _ დარჩენილებსაც გავუადვილოთ მონური შრომისა და მათხოვრული ჯამაგირისთვის ქვეყნიდან გადახვეწა თუ აქ შევუქმნათ მათ ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები?

მეხუთე:

როდესაც პარაფირებაზე ან, გნებავთ, ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, სულაც უკვე გადაწყვეტილი რომ იყოს ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ, აფხაზების აზრი ამასთან დაკავშირებით ვიცით?

თუ აფხაზების აზრი აღარ გვაინტერესებს?

იქნებ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ახალი ხელისუფლების დღის წესრიგიდანაც ამოღებულია?

მეექვსე:

საყოველთაო ხბოს აღტაცება და რძიანი შოკოლადის ყაბაყების მოლოდინია შექმნილი ბრიტანეთში დაგეგმილი ნატოს მომავალი სამიტისგან; გვარწმუნებთ, რომ იქ მორიგ მაპზე უკეთესსა და პრიალას მოგვცემენ. ვთქვათ, ვირწმუნეთ «ნატოს სახარება» და მართლაც სადმე წევრ-კორად მიგვიღეს, დამეთანხმებით, რომ  საზოგადოებამ უნდა იცოდეს _ ეს მაპზე უკეთესი და პრიალა _ აფხაზეთთან ერთად გვეხება, ანუ მთელ საქართველოს ეხება თუ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შევარდნაძესააკაშვილის «ბრძნული პოლიტიკისა» და ნატოევროკავშირის ბღავილის შედეგად შემოგვრჩა?

მოკლედ, განმარტეთ, ბატონებო, პრიალას, პარაფირებულსა და მაპზე უკეთესს აფხაზეთთან ერთად ვიღებთ თუ მის გარეშე, და თუ აფხაზეთის გარეშე, მაშინ დაგვისაბუთეთ, რატომ გვიღირს მსხვერპლად ქვეყნის ტერიტორიების თითქმის მესამედის გაღება.

მეშვიდე:

დოკუმენტის პარაფირების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, აგრეთვე, სხვა ოფიციალურმა პირებმა, საზეპიროსავით გაიმეორეს, რომ რუსეთს აღარ აქვს საქართველოზე ზეგავლენის ისეთი ბერკეტები, როგორიც უკრაინასთან დაკავშირებით ჰქონდაო. განმარტეთ, გეთაყვა _ აფხაზეთი, სამაჩაბლო, რომლებიც რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული, რუსეთის სამხედრო ბაზები, რომლებიც ამ რეგიონებშია განთავსებული, ასიათასობით დევნილი, მილიონამდე რუსეთში ემიგრირებული ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც იქიდან გამოგზავნილი ფულით აქ ოჯახებს ინახავენ, მცირეოდენი, მაგრამ მაინც პროგრესი ექსპორტში, რომელიც რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებით მივიღეთ, არ არის საკმარისი ბერკეტი?

მერვე:

ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ასეთია _ ევროპა ჩვენთანაა, პარაფირებაც მოვახდინეთ, რუსეთთან კი დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ დეოკუპაციის, აღიარების გაწვევის შემდეგ აღვადგენთო.

თუ ტყემლის კენწეროდან ახალჩამოვარდნილი არ არის, ნებისმიერი არაგონებასუსტი პოლიტიკოსისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამ პირობებით, ჩვენი ამ რიტორიკით რუსეთი არც აღიარებას გაიწვევს, არც ბაზებს გაიყვანს და, ვიდრე კვლავ ნატოევროკავშირს გავყვირით, არაერთ სხვა გადაულახავ წინააღმდეგობას შეგვიქმნის. აქედან გამომდინარე, ხომ არ ნიშნავს ეს პოზიცია (რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ დეოკუპაციის, აღიარების გაწვევის შემდეგ აღვადგენ) იმას, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას არასდროს აღვადგენთ?

და, თუკი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას არასდროს აღვადგენთ, რა შეუშლის მოსკოვს ხელს, ცალმხრივად, ისე, რომ არც გაგვაფრთხილოს, გავიდეს ყარსის ხელშეკრულებიდან?

რაც მთავარია, კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი ნატო-ევროკავშირის აქტიურად მობღავილეთაგან, იმაზე, რომ, რუსეთის ყარსის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიები ან მოსკოვსა და ანკარას შორის კონსენსუსის შედეგად გაიყოფა (უკეთეს შემთხვევაში), ან სულაც თურქეთი «აგვითვისებს»?

მეცხრე:

რითაა იმ კავშირთან (ევროკავშირი) ასოცირების შეთანხმების პარაფირება ისტორიული, რომელიც, როგორც ახალი ხელისუფლება ამბობს, გვიკრძალავს სააკაშვილის დაპატიმრებას, ითხოვს მერაბიშვილის გაშვებას, ღიად და კატეგორიულად ითხოვს, რომ თავი დავანებოთ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარს და იმის ნაცვლად, რომ ადამიანების გამაუპატიურებელი და ავაზაკი ჩინოვნიკები გავასამართლოთ, ითხოვს გეიაღლუმის ტაკუცუნა მონაწილეები წავახალისოთ და ქაშვეთში პედერასტებს ჯვარი დავწეროთ?

განმარტეთ, გეთაყვა: კონკრეტულად ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში გვექნება იუვენალური სამართალი, ევროპული კანონები, მამათმავლების დაკანონებული ჯვრისწერა და ჩვენი ტრადიციული საზოგადოების, ქრისტიანული მორალისთვის მიუღებელი ყველა ის აღვირახსნილობა, რომელსაც დღემდე ეწინააღმდეგება ეკლესია და მოსახლეობის უმრავლესობა.

მეათე:

ეს პარაფირება ხომ ავტომატურად ნიშნავს რუსეთთან, შესაბამისად, სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის ისედაც მწირ შესაძლებლობათა ამოწურვას, დაკარგული ტერიტორიების ჩამოწერას და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ზრდას?

იქნებ ამ პარაფირებული, პრიალა და მაპზე უკეთესი ისტერიის რეალური მიზანი არის ბანალური ოინბაზობა, კერძოდ, მომავალ წელს, როდესაც სულთმობრძავ ეკონომიკას კონვულსიები დაეწყება, ბიუჯეტი ისევ რამდენიმე ასეული მილიონით გაირღვევა, მოსახლეობა დაიმშევა _ ხელისუფლებამ საპროტესტო მუხტი ძველი, ნაცადი ზღაპრით დააგდოს _ აგერ წუთიწუთზე მოვაწერთ ხელს მორიგ ბოდვაზე და ყველანი რძის მდინარეებში ვიბანავებთ, შოკოლადის ყაბაყებით ხელშიო?!

მომიტევეთ ცინიზმი, ბატონებო, მაგრამ, თუკი მართლა ამ აფერისთვის არ ამზადებთ ამხელა ფარსს, მაშინ ღვთის გულისთვის გვიხსენით: ლევან ბერძენიშვილის ხბოს აღტაცების გარდა, რას მივიღებთ სანაცვლოდ, ამ ყბადაღებული პარაფირებისგან?!

ვეჭვობ, რომ მარტოდენ ძვირფასი ბატონი ბერძენიშვილის ხბოს აღტაცება ამად გვიღირდეს!

პატივისცემით,

გიორგი გაჩეჩილაძე

1 COMMENT

  1. საქართველო საჯიჯგნად არის გადაცემული ხელისუფლებისთვის. ტერიტორიების აღდგენა არ მოხდება ნატოს იმედით. თუ ჩვენ ყველამ ერთად არ ავისხით იარაღი და ძალით არ დავიბრუნეთ ძალით წართმეული ტერიტორიები ისე არავინ მოგვართმევს. ხელისუფლებას მარტო ფული აინტერესებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here