Home რუბრიკები პოლიტიკა ვაშინგტონმა ევროპას უბრძანა…

ვაშინგტონმა ევროპას უბრძანა…

563

ახლოაღმოსავლეთის ჩანაცრებამდე მისული კოცონი აშშმა ხელახლა ააბრიალა და დაძაბული ყურადღება ევროპაზე გადაიტანა, სადაც მოკავშირეებმა რუსულამერიკული ურთიერთობის «გადატვირთვის» პერიოდში ზედმეტად თავისუფლად იგრძნეს თავი. ნატოს ჯარების მასშტაბური მანევრები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრების სიახლოვეს, ფულითა და თანამედროვე იარაღით პოლონეთის გატენვა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაერთიანების შესახებ საუბრების განახლება _ ეს ყველაფერი თეთრი სახლის მიერ რუსეთთან «პარტნიორობის» პოლიტიკაზე საბოლოოდ უარის თქმის მანიშნებელია, პოლიტიკისა, რომლის დეკლარირებას ვაშინგტონი იძულებით ახდენდა, სანამ ეს სჭირდებოდა «საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ» ამერიკის შეიარაღებულ ძალებს.

 

ახლა ეს ომი დამთავრდა, აშშ ძმად ეფიცება «თალიბანს», «ალ ქაიდას» და «ძმებ მუსლიმებს» მოლაპარაკების მაგიდასთან. სირიელი ისლამისტები «ამერიკის მტრებიდან» უცებ მის მოკავშირეებად გარდაიქმნენ, ხოლო ანტიტერორისტული კოალიციის პარტნიორს ვაშინგტონმა «ნატოს პოტენციური მოწინააღმდეგის» სტატუსი დაუბრუნა.

მოულოდნელი ეს არ იყო.

გეოპოლიტიკურ კონკურენციას ევრაზიაში აშშ აგებს ყოველთვის, როგორც კი ევროპელები ხვდებიან, რომ «საშიშროება აღმოსავლეთიდან» ილუზორულია და კარგავენ ყოველგვარ ინტერესს ამერიკელების ყოფნის მიმართ ატლანტიკიდან კარპატამდე სივრცეში. ევროპის რუსეთისადმი ნორმალური ურთიერთობა ნატოსთვის ყელის გამოჭრასავითაა, რომელიც მსოფლიოს ამ ნაწილში აშშის პოლიტიკის მთავარი იარაღია.

არ დაუშვან, რომ ბებერ ევროპას ეჭვი შეეპაროს «ატლანტიკური სოლიდარობის» ფასეულობათა ურყევობაში, იყო და რჩება სტანდარტული ანგლოსაქსური სტრატეგიის არსენალში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ხოლო კრემლის დემონიზაცია და მოსკოვის კონფლიქტზე პროვოცირება ევროპის ჩვეულებრივი მიტმასნების პოლიტიკაა. ამერიკული «ქოლგის» ქვეშ თავის შეფარების საჭიროებაც ქრება, როგორც მოთხოვნა ჩვეულებრივი ქოლგების საჭიროებისა წვიმის გადაღების შემდეგ.

ამერიკას სჭირდება «მტრული» რუსეთი ისევე, როგორც ნარკომანს ჰეროინის მორიგი დოზა. ამიტომაა, რომ «პარტნიორობის» იძულებითი თამაშის შემდეგ, ვაშინგტონი გარდაუვალად დაიწყებს რუსეთამერიკის ურთიერთობის გართულებას, რათა მოსკოვისადმი უნდობლობის საწამლავი შეიყვანოს ევროპული პოლიტიკის ვენებში, რაც, სხვათაშორის, უკვე დაწყებულია. ამ საქმეში მის დამხმარეთა ავანგარდში, ბუნებრივია, იმყოფება პოლონეთი.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ბევრს აკეთებს მოსკოვსა და ვარშავას შორის ურთიერთგაგების გზების ძებნის საქმეში. მაგრამ იგი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს იმას, რომ პოლონეთის კონსერვატიულ წრეებში დომინირებს არაჯანსაღი მიდრეკილება თავისი ქვეყნის ტრაგიკული გამოცდილების თანამედროვეობაზე გადმოსატანად. დასავლეთში გერმანიასთან, ჩრდილოეთში რუსეთთან საერთო საზღვრების არსებობა, ბელარუსისა და ბალტიის ქვეყნების გავლით, აგრეთვე, აღმოსავლეთითაც, ბევრი პოლონელის მიერ კვლავ აღქმულია, როგორც მესამე რეჩ-პოსპოლიტას უშიშროების წინააღმდეგ მიმართული მთავარი მუქარა.

ეს ძალიან ეხმარება ვაშინგტონს, გამოიყენოს პოლონეთი, როგორც საშუალება რუსეთის «იმპერიული ამბიციებით» ევროპელთა დასაშინებლად…

პოლონეთისა და ბალტიის მასმედიის მიერ ანტირუსული და, უფრო ფარული ფორმით, ანტიგერმანული ისტერიის გამძაფრებაში გარკვეული ლოგიკა შეიმჩნევა. ასე, მაგალითად, როცა მოსკოვიდან გაისმის გაფრთხილება, რომ რუსეთი შესაბამის რეაქციას მოახდენს პოლონეთში ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტების განლაგების გამო, ან, როცა რუსი პოლიტიკოსები და სამხედროები არ მალავენ გაოცებას პოლონელების მიერ თავიანთი არმიის დამრტყმელი პოტენციალის გაძლიერების თაობაზე, ამას აფასებენ, როგორც რუსეთის ფედერაციის პირდაპირ მუქარას მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ. და პირიქით, როცა გერმანია არ გამოხატავს მზადყოფნას, ყველაფერთან ერთად, «ევროპული თავდაცვის» ტვირთიც აიკიდოს, ამას აღიქვამენ, როგორც ბერლინის გულგრილობას მოსკოვის «იმპერიული პოლიტიკის» მიმართ და ლამის _ როგორც ევროპის წინააღმდეგ რუსეთისა და გერმანიის «ახალი გარიგების» ნიშანს.

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები თავიანთ თავს «აღმოსავლეთის ბარბაროსებითა» და «ვერაგი გერმანელებით» აშინებენ, უბიძგებენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, დემონსტრაციულად გამოხატონ «ატლანტიკური სოლიდარობა» რუსეთის მიმართ და იმედოვნებენ, რომ კვლავ შუბლით შეაჯახონ მოსკოვი და ბერლინი. ამასთან, ისინი დახმარებას სთხოვენ ამერიკელებს, რომლებმაც თითქოს ბედის ანაბარა მიაგდეს ახალგაზრდა ევროპელები «აგრესიული» გერმანელებისა და რუსეთის პირისპირ. და მაშინ ვაშინგტონი ბრუნდება ევროპული პოლიტიკის სცენაზე, როგორც გამაერთიანებელი ძალა ამ მუქარის გასანეიტრალებლად _ ნატო სწავლებაში ჩართავს არა მხოლოდ მოკავშირეებს, არამედ მსგავს ნეიტრალებს… კაცმა რომ თქვას, ეჭვი არავის  ეპარება, რომელი ცენტრისკენ მიიზიდებიან ეს, თითქოსდა ნეიტრალური ქვეყნები. მაგრამ ძნელი გასაგებია ოფიციალური კიევის ლოგიკა, რომელიც Steadfast Lazz 2013-ში მონაწილეობის მისაღებად ორჯერ უფრო მეტ კონტინგენტს აგზავნის, ვიდრე ნატოს წევრი გერმანია.

ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინაში, ბუნებრივია, განაცხადეს, რომ მანევრები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მაგრამ სწავლების სცენარი ყველაფერს ააშკარავებს: პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს ურთულდებათ ურთიერთობა მავან სახელმწიფოსთან, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე დომინირების პრეტენზიას აცხადებს. მათი თხოვნით, ნატო პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის ტერიტორიებზე განალაგებს სწრაფი რეაგირების ძალებს, რომლებიც აგრესორს ალიანსის ძირითადი ძალების გაშლამდე წინ აღუდგებიან.

ხოლო რადგან ნატოს სახმელეთო და საავიაციო დანაყოფები სწავლების სცენარის მიხედვით განლაგებულია რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან, საეჭვოა, რომ ბრიუსელში პოტენციურ აგრესორად გულისხმობდნენ, ვთქვათ, ნატოს წევრ ესტონეთს.

ამგვარად, აშშის წინამძღოლობით მოქმედმა ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა მოიცილა «რუსეთთან პარტნიორობის» ლეღვის ფოთოლი და აშკარად დაგვანახა, რა მიმართულებით შეიცვლება მისი სტრატეგია ავღანეთში წარუმატებლად დამთავრებული ოპერაციის შემდეგ

ეს ყველაფერი და, ამასთან ერთად, ცნობილი ვიშეგრადის ჯგუფის _ პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება სწრაფი რეაგირების ბრიგადის შექმნის შესახებ კარგად ერწყმის ამერიკის ძალისხმევას ჩრდილოატლანტიკური კავშირისთვის ძველი დანიშნულების დასაბრუნებლად, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში დარჩება, გერმანია _ «გაერთიანებული ევროპის» უღელქვეშ, ევროპა _ რუსეთის გარეშე.

თუ ჯერ კიდევ შარშან ნატოელები სამშვიდობო ოპერაციებითა და ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პირობებში მოქმედებით იფარგლებოდნენ, ამჟამად გვპირდებიან, ყოველწლიურად სრულმასშტაბიანი სამხედრო სწავლების გამართვას ევროპაში, თითქოს ალიანსის უსაფრთხოების მთელ პერიმეტრზე რაიმე პრინციპულად შეცვლილიყოს; ან, იქნებ, ატლანტისტების გონებაში ჩაისახა იდეა ამ ცვლილებათა მიზანმიმართულად პროვოცირების შესახებ?

სერგეი მაქსიმოვი

www.fordsk.ru

(უმნიშვნელო შემცირებით)

P.S. ნატოელთა გააქტიურებას რუსეთი გულხელდაკრეფილი არ შესცქერის: გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამას რუსეთი თავისი ბირთვული ძალების მთავარი შემადგენელის პრიორიტეტული ძალისხმევით უპასუხებს, რომ წლეულს უკვე ორი სარაკეტო პოლკი აღიჭურვა სტრატეგიული დანიშნულების მოძრავი კომპლექსებით, გაისად კი დაემატება 22 კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა.

რუსეთის სპეციალისტები მუშაობენ ისეთი რაკეტების შექმნაზერომლებსაც შეეძლება, დაუბრკოლებლად გადალახოს მოწინააღმდეგის ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. 2013 წლის ივნისში რუსეთმა ასეთი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა უკვე გამოსცადა. გამოცდა წარმატებული იყო.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here