Home რუბრიკები პოლიტიკა აგრესიული ლიბერალიზმი და გაუკუღმართებული დემოკრატია

აგრესიული ლიბერალიზმი და გაუკუღმართებული დემოკრატია

790

როცა ამ წერილის დაწერა გადავწყვიტე, სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» გავრცელებული ერთი ფოტო გამახსენდა. ფოტოზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები წიხლით ამტვრევენ მუსლიმანური სოფლის მცხოვრების, ალიზის სახლის კარს. ფოტოს ქვემოთ კი წარწერაა: Открывай, падла, демократия пришла! ფაქტობრივად, ამ ფოტოთი ყველაფერია ნათქვამი.

 

ყველაფერია ნათქვამი თანამედროვე «დემოკრატიის» გავრცელების მექანიზმებზე, რომლებსაც დღევანდელი ლიბერალური დემოკრატიის იდეოლოგები სთავაზობენ მსოფლიოს. პრინციპში, ყველამ კარგად ვიცით, რომ სიტყვა «ლიბერალური» არ შეესაბამება იმ იდეოლოგიას, რომელიც დღეს ვრცელდება, ამიტომ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ და «ლიბერალურის» ნაცვლად ჩემი კოლეგისა და მეგობრის, დავით მხეიძის, მიერ დარქმეულ სახელს «ლიბერასტულს» გამოვიყენებ. ამ წერილს კი ორ ნაწილად გავყოფ. პირველ ნაწილში, შევეცდები, ძალიან მოკლედ განვიხილო ის თეორიული საფუძვლები, ის . . ინსტრუქცია, რომლითაც სარგებლობენ «ჩვენი» ლიბერასტები, ხოლო მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ამ მართლაცდა სასიცოცხლო პრობლემის გადაჭრის ჩემეულ გზას.

ლიბერასტული აგრესიის თეორია

ბუნებრივია, რომ ლიბერასტულმა სიომ საქართველოშიც დაბერა და მის მესაბერველეებად არასამთავრობო ორგანიზაცია «თავისუფლების ინსტიტუტის» ინკუბატორში გამოჩეკილი, სხვადასხვა ჯურის ლიბერასტ-დემოკრატები მოგვევლინენ.

2001 წელს გამოქვეყნდა დასავლური ფასეულობების ერთ-ერთი «სპეციალისტის», ფარად ზაქარიას, სტატია «არალიბერალური დემოკრატიის აღზევება», რომელიც ე. წ. კავკასიურ ინსტიტუტში (გია ნოდია), საკმაოდ ფართო დისკუსიისა და მის ქართულ მენტალობასთან მორგების გზების მოძიების მთავარი თემა გახდა.

«ჩვენი» ლიბერასტები საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი მთავარი საფიქრალია, თუ როგორ გაავრცელონ ქართულ საზოგადოებაში ლიბერასტული იდეოლოგია, როგორ შეფუთონ ის დემოკრატიის მანტიაში და როგორ მისცენ ამ ყველაფერს ისეთი «ტავარნი ვიდი», რომელსაც დაეწაფება ყველა _ მოხუციც და ახალგაზრდაც.

ამ საფიქრალის ასახსნელად გამოვიყენებ ოტო ნოიერის ე. წ. გემის ხატს.

ამ თეორიის მიხედვით, ისინი ჰგვანან მეზღვაურებს, რომლებიც იძულებულნი არიან, ზღვაში მოახდინონ თავიანთი გემის რეკონსტრუქცია, მაგრამ ამას ვერასოდეს შეძლებენ, რადგან, შესაძლებელია, გემის ნებისმიერი ნაწილის შეცვლა (კიჩოს, ბორტის, ანძის), თუ არის ისეთი ადგილი, რომელზეც შეიძლება დადგომა, ანუ დაყრდნობა, საჭეც შეიძლება შეცვალო, მაგრამ ძირს ვერასოდეს ვერ გამოცვლი.

სწორედ იმის გამო, რომ «ძირის შეცვლა» შეუძლებელია, ამ «ჩვენმა» ლიბერასტებმა ჯერ «ჩარეცხილების ინსტიტუტი» შემოიღეს და შემდეგ შეეცადნენ, საქართველო .. «ერკორპორაციად» (Nation corporation) ჩამოეყალიბებინათ.

«ერიკორპორაცია», რომელიც უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად მკვიდრდებოდა, თავის თავში საზოგადოების ერთი ავტორიტარისთვის გადაცემას გულისხმობს. ავტორიტარი დემოკრატიის და სხვა ფასეულობების უგულვებელყოფით (მაგ: პოლიტიკური თავისუფლება) დროის მცირე მონაკვეთში ამკვიდრებს ლიბერალიზმს (მაგ: ეკონომიკურ თავისუფლებას). შედეგად კი იმპლაციტურად ვღებულობთ «ერიკორპორაციის» მოდელს.

ფაქტობრივად, ყველაფერი აქეთ მიდიოდა. სააკაშვილი იყო არა პრეზიდენტი, არამედ დირექტორი. მოქალაქეები იყვნენ არა ამომრჩევლები, არამედ კორპორაციის თანამშრომლები და უმუშევრები, რომელთა მხრიდანაც ნებისმიერი პროტესტი ჩახშული იქნებოდა პოლიციის, ანუ კორპორაციის მესაკუთრეთა მცირე ჯგუფის დაცვის სამსახურის მიერ.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მაინცდამაინც არ გამოვიდა «ერი-კორპორაცია». არ გამოვიდა მრავალი სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, რომელთა ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ.

რა მეთოდს მიმართეს ამ «ჩვენმა» ლიბერასტებმა?

თქვენ წარმოიდგინეთ, _ საკმაოდ მარტივს.

მათ ჯერ დასავლეთში უკვე აპრობირებული «აგრესიული ლიბერალიზმი» გამოიყენეს, ხოლო შემდეგ «ლიბერასტული ქველმოქმედება» მოიგონეს.

«აგრესიულმა ლიბერალიზმმა» გარკვეულ წილად გაამართლა. გაამართლა, რადგანაც ის ხალხი, რომელთაც მედიასაშუალებები ლიბერასტთა ქმედებებზე კომენტარის გასაკეთებლად იწვევდნენ, «რატომღაც» მუდამ თავის მართლების რეჟიმში გამოდიოდნენ.

ისმოდა ფრაზები: ჩვენ, ქართველები, მუდამ ტოლერანტულები ვიყავით. ნახეთ მეიდანი, იქ გვერდიგვერდ დგას სიონი, მეჩეთი და სინაგოგა. ჩვენ არ ვერევით სექსუალური უმცირესობების პირად ცხოვრებაში და ..

ეს «თავის მართლება» საკმაოდ დაჩაგრული ინტონაციით ისმოდა. რა თქმა უნდა, იყო მჭახე გამონათქვამებიც, მაგრამ ისინი ისე იკარგებოდა ლიბერასტების აგრესიასა და ტოლერანტი ექსპერტების პოლიტკორექტულ მსჯელობაში, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

აგრესორებისა და მათდამი ტოლერანტულად განწყობილი ხალხის მიერ საზოგადოების დასაშინებლად გავრცელდა კიდევ ერთ, მეტად უცნაური «რეკომენდაცია»: – არ ავყვეთ, პროვოკაციას!

ამ «რეკომენდაციასთან» დაკავშირებით სოციალურ ქსელ «ფეისბუქზე» გავრცელდა საკმაოდ საინტერესო სტატუსი, რომელიც ზუსტ კითხვებს სვამს და პასუხის გაცემას, როგორც  ხელისუფლებიდან, ასევე საზოგადოებისგანაც ითხოვს.

«საოცარი ხალხი ვართ ქართველები! პედარასტები პირველ სკოლასთან, ჩვენი შვილების თვალწინ თავიანთი უკანალის პიარს ჩალიჩობენ და ნუ გავაპროტესტებთ _ პროვოკაციაა!!! შუა თბილისში არაბები დათარეშობენ, პატიოსან საქართველოს მოქალაქე (!) ქალბატონს აღმაშენებელსა და რუსთაველზე ვერ გაუვლია და ნუ გავაპროტესტებთ _ პროვოკაციაა!!! ბათუმში, 21- საუკუნის დიდთურქობა დაიწყო, ქუთაისის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ოკუპირებულია და ნუ გავაპროტესტებთ _ პროვოკაციაა!!! უცხოური წარწერებითაა აჭრელებული აბრები და ნუ გავაპროტესტებთ _ პროვოკაციაა!!! და კიდევ ერთი საოცრება _ მიტინგებითა და დემონსტრაციებით გამოხატული საქართველოს მოქალაქეების (!) მშვიდობიანი პროტესტი (ხაზს ვუსვამ _ მშვიდობიანი) ხელისუფლების მიმართ, რომ დაცული იქნეს ამ ქვეყნის უმრავლესობის (!) უფლებები, რატომ ეწინააღმდეგება ჩვენს ტოლერანტობას

მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოში ლიბერასტულმა დაჯგუფებებმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენეს დაშინების მექანიზმი.

ყველამ კარგად იცის, რომ აგრესორ ლიბერასტებს დღევანდელ ხელისუფლებაშიც საკმაოდ ძლიერი ლობი ჰყავთ რესპუბლიკური პარტიის სახითრესპუბლიკური პარტია მხოლოდ პარლამენტში არ «გრიმიტობს». მის დაქვემდებარებაშია «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია» და მარადგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი კოჰორტა, რომლებიც ლიბერასტების პირველივე დაძახილზე საზოგადოების ცხვირწინ სხვადასხვა კომისიისა თუ მონიტორინგის დასკვნებს აფრიალებენ, სხვადასხვა ევროპარლამენტარის შეშფოთებებს ახმიანებენ და ნატოს კარის ჩაკეტვით იმუქრებიან.

არადა, გულზე ხელი დავიდოთ და პირდაპირ ვიკითხოთ: რა უფრო აშფოთებს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას _ ამათი შეშფოთებები და მითიურ ნატოში არშეშვება თუ საკუთარი ოჯახის დაცვა სხვადასხვა ჯურის ახუნტრუცებული ლგბტ ინდივიდებისგან?

ახლა ვნახოთ მეორე მეთოდი, ანუ «პედერასტული ქველმოქმედება», რომელიც ასევე დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით გადმოიღეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერ რეალიზაცია ვერ გაუკეთეს.

ყველამ კარგად ვიცით, თუ რას წარმოადგენს  არასამთავრობო ორგანიზაცია «იდენტობა» და რა იდეალების სამსახურში ჩააყენეს ე. წ. დონორებმა. ჰოდა, ამ «იდენტობამ», იხილა რა ჩვენი სახელწიფოსა და საზოგადოების მხრიდან უსახლკარო ადამიანების იგნორირება, გული აუჩუყდა და ამ რამდენიმე დღის წინ თავშესაფრის დაარსების ინიციატივით გამოვიდა.

ერთი შეხედვით, ცუდი არაფერია. პირიქით, რაც მეტი ადამიანი დაკავდება ამ დიდი პრობლემის გადაჭრით, მით უკეთესი, მაგრამ… აი, ის წყეული «მაგრამ», რომელიც ძალიან ხშირად ისმის და ზუსტი პასუხის გაცემის შემთხვევაში ბევრ რამეს ხდის ფარდას.

ყოველგვარი ფილოსოფიურ-ლიტერატურული ჩახუჭუჭების გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, რომ «იდენტობის» მიერ მოწვეული ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და მოხალისეების მიერ ჩატარებული «ტრენინგები» და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამები საკმაოდ გაზრდის რუსთაველზე უკანალის ქიცინის მსურველთა რაოდენობას (განურჩევლად იმისა, გახდებიან თუ არა ისინი პედერასტები თუ ლესბოსელები; მიწოდებულ ლუკმას გამომუშავება უნდა); გაზრდის მათი მხრიდან საზოგადოების წინააღმდეგ განსახორციელებელი აგრესიის ხარისხს («აი ჩვენ, პედარასტები, რა კარგები ვართ, მიუსაფარ ადამიანებს ვიცავთ, შუა საუკუნეებში ჩარჩენილი, ტრადიციებზე ჩაციკლული საზოგადოების «გოიმი» ნაწილი კი გვებრძვის»); გაზრდის დონორების მხრიდან გამოყოფილი გრანტების რაოდენობას, რომელთა დიდი ნაწილი, ბუნებრივია, ლგბტ არსებების პროპაგანდაზე წავა, და მოიტანს კიდევ სხვა მრავალ უბედურებას, რომლებიც ამ არსებების მხრიდან ემუქრება ნორმალურ ადამიანებს.

«იდენტობამ» თავისი სურვილი ამჯერადაც აისრულა. დარწმუნებული ვარ,  ამ ტიპებს არანაირად არ აწუხებთ მიუსაფარი ადამიანების ბედი. არ აწუხებთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში 17 მაისს აქციას არა პედერასტების, არამედ გაჭირვებული ადამიანების დასაცავად გამართავდნენ.

მოკლედ რომ ვთქვა, ლგბტ-ებმა «ქველმოქმედება» კვლავ აგრესიად აქციეს.

როგორ უნდა მოვიქცეთ

წერილის ამ ნაწილს პუნქტების სახით ჩამოვწერ:

1. მივმართავ საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებს: ყურადღებით გაეცნონ არასამთავრობო ორგანიზაცია «იდენტობის» ამ განცხადებას და ანტისახელმწიფოებრივ გამონათქვამებზე მიიღონ შესაბამისი ზომები (საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მათთან ერთად მედიის წარმომადგენლები კვლავ ლეგიტიმურ მხარედ წარმოაჩენენ ამ მოძალადე დაჯგუფებებს, ე. ი. ხელისუფლება ახდენს მოძალადე ჯგუფების ლეგიტიმაციას, ანუ ძალადობის მომხრე ხელისუფლება გვყავს!);

2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტის მონიტორინგი (წარმომავლობა, რამდენად ჯდება დასაფინანსებელი მიმართულება საქართველოს სახელწიფოსა და  მოსახლეობის ინტერესებში);

3. საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმისა და მსგავსი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის აგიტაციაპროპაგანდა (მითუმეტეს, რომ ასეთი აკრძალვების პრეცედენტები რუსეთსა და ბელარუსში უკვე არსებობს და ამ ქვეყნებს არც თავიანთი მოსახლეობის და არც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რამდენიმე შეშფოთებული უკანალმოქიცინის წკმუტუნის გარდა, არაფერი დაშავებიათ).

რაც შეეხება საზოგადოებას და მედიას, ბუნებრივია, რომ მათ არ მოვუწოდებ ძალადობისკენ, მაგრამ სრული იგნორი, დაცინვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა ნამდვილად აუცილებელი და საშური საქმეა.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ლიბერასტიზმის აგრესიული გამოვლინება გაუკუღმართებულ დემოკრატიას იწვევს. ნამდვილი, ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურებას და საზოგადოებაში ზრდის იმ ანტიპათიას, რომელიც «ჩვენი» აგრესორების «მოღვაწეობამ» ყოველგვარი ამერიკულისა და დასავლურის მიმართ წარმოშვა. ეს აუცილებლად უნდა შეაფასონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და ლაგამი უნდა ამოსდონ თავიანთ «დემოკრატ იდეოლოგებს», თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დადგებიან იმ საშიშროების წინაშე, რაც «დემოკრატიის გამარჯვების» შემდეგ ლიბიაში მოხდა.

კიდევ ბევრი რამის დაწერა შემეძლო, მაგრამ ძალიან გამიგრძელდება სიტყვა და ამიტომ არააგრესიული და არალიბერასტული სურვილებით დაგემშვიდობებით.

გია გაბრიჭიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here