Home რუბრიკები საზოგადოება რამდენი ხელისუფლება მართავს დღეს საქართველოს?

რამდენი ხელისუფლება მართავს დღეს საქართველოს?

801

ღრმად ინტელექტუალურანალიტიკურმა გაზეთმა «საქართველო და მსოფლიო» . . 32- ნომერში მედიცინის დოქტორ, პროფესორ გელა ლეჟავას მიერ დასმულ კითხვებზე დისკუსიის დაწყების სურვილი გამოხატა. ბატონი გელა კითხულობდა: «რით განსხვავდება ქართველი ზულუსისგან, რა მინიმალურ მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდი, რომ იყოს ქართველი და არა ზულუსიიქვე მას მოჰყავდა კამერუნელი მიტერან იემენის განცხადება: «ბაკურიანში 4 წლის ცხოვრების შემდეგ მე თითქმის ქართველი ვარ». ბატონი გელა კითხულობდა: «რამდენად რეალური შეიძლება იყოს . იემენის გაქართველებათანაც ამ მიტერანს თავისი თავისთვის მიტო ჭავჭავაძე დაურქმევია.

 

პროფესორ გელა ლეჟავას მიერ დასმულ კითხვებს ცნობილმა დემოგრაფმა, პროფესორმა ანზორ თოთაძემ თავის ვრცელ სტატიაში «ვინ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს, იყო ქართველი» ამომწურავად უპასუხა. მეცნიერული სიღრმითა და ობიექტური ჭეშმარიტებით გამორჩეული მისი სტატიები «საქართველო და მსოფლიომ» ა.წ. 32-ე და 33-ე ნომრებში გამოაქვეყნა. მათი შინაარსი იმდენად დამაფიქრებელი და გამოყენებითი ღირებულებისაა, რომ ვინატრე მისი ცალკე ბროშურად 100-ათასიანი ტირაჟით გამოქვეყნება, რათა ქართულ ოჯახებში შევიდეს და ქართველობა გონს მოიყვანოს, მეტადრე ჩვენი პარლამენტარები და სხვა ხელისუფალნი. იმასაც ვიტყვი, რომ ბატონი გელა დიდად ერუდირებული პიროვნებაა არამარტო მედიცინაში და შეუძლია, ნათელი მოჰფინოს მის მიერვე წამოჭრილ კითხვებს. ამაზე ღაღადებს მისი საყურადღებო წერილიც «ქართველთა სიზმრები», რომელიც ახლახან «საქართველო და მსოფლიოს» 35-ე ნომერში გამოქვეყნდა. ავტორი ხელისუფლებას ხაზგასმით მოუწოდებს: «გლობალიზაციის შემოტევის პირობებში ყველაფერი ვიღონოთ ჩვენი ქართული იდენტურობის დაცვისთვის».

ზემოთ თქმულის მიუხედავად, ბატონი გელას მიერ დასმული აქტუალური კითხვების გარშემო სათქმელი ბევრია. კმაყოფილებით ვებმები დისკუსიაში და ვიმედოვნებ, რომ «საქართველო და მსოფლიო» ჩემს მოსაზრებებს მწვანე გზას მისცემს.

ბატონო გელა, ქართველი რომ ქართველად დარჩეს, უნდა იცხოვროს ქართულ მიწაზე, ქართველთა გარემოცვაში, მედგრად იცავდეს მშობლიურ ქართულ ენას. სწორედ ასეთ პირობებში განუვითარდება მას ქართული ცნობიერება, ქართული წეს-ჩვეულება, ადათები, ტრადიციები, მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული იდენტურობა.

ნათქვამია, «ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო»; ჰოდა, ეს კამერუნელი მიტერან იემენი 4 წელი იყო დაბმული ქართულ გარემოცვაში და უკვე ფერი იცვალა. ასევე შეიცვლის ფერს ის ქართველი და იმ ხალხის სახეს მიიღებს, რომლის გარემოცვაში წლების მანძილზე იცხოვრებს. შორს არ წავალ, დღეს იტალიაში მცხოვრებ ჩემს შვილიშვილზე შევჩერდები, რომელიც დედასთან ერთად, უკვე მეექვსე წელია, იტალიაში ცხოვრობს და სწავლობს. როცა ინტერნეტის საშუალებით მესაუბრება, მას ვეღარ ვცნობ ისე შეიცვალა; იტალიური აქცენტით საუბრობს, ენას წარმატებით დაეუფლა, იტალიური ცნობიერების მატარებელიც გახდა. დიახ, ბატონო გელა, სავსებით რეალისტურია ვინმე მიტერან იემენის გაქართველება, თუ იგი ცხოვრებას ქართველებს შორის გააგრძელებს.

ქუთაისში სომეხი ეროვნების მეზობელი მყავს, მისი მშობლები ცოცხლები აღარ არიან; ძალიან კარგად ქართველობდნენ; ასევე ქართველობენ და ქართული ცნობიერების მატარებელნი არიან მათი შვილები და შვილიშვილები იმდენად სიღრმისეულად, რომ ხშირად ვამბობ: ნეტავ, ასეთი ქართული იდენტურობა ბევრ ქართველს გააჩნდეს. ქართველთა გარემოცვაში ცხოვრებამ სომეხი ქართველად აქცია. სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოს იმ მიწებზე, კერძოდ ახალქალაქსა და მისი რაიონის სოფლებში, სადაც სომხები ჯგუფურად ცხოვრობენ და მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ; იქ ისინი სომხურ იდენტობას ინარჩუნებენ.

უმცროსი მეგობარი მყავს სომეხი კაცი, რომელიც ქუთაისის გარეუბანში ქართველების გარემოცვაში ცხოვრობს; მოზრდილ მიწის ნაკვეთზე მეურნეობას წარმატებით უძღვება; დედა ქართველი ჰყავდა, მეუღლეც ქართველი ქალი ჰყავს; უკვე სტუდენტი ქალ-ვაჟიც მოესწრო _ ამირან და დარეჯან მარტიროსიანები. თვითონ მან, სურენ მარტიოსიანმა, ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა, სკოლაში კარგი პედაგოგის სახელიც მოიხვეჭა; ქართულად ლექსებს წერს. მას არც გვარი შეუცვლია და არც ეროვნება. იგი უსაზღვროდაა შეყვარებული ბატონი ლაშა ნადარეიშვილის პატრიოტულ პოეზიაზე და მისი მიბაძვით შესანიშნავი ლექსიც შეთხზა, აი ისიც:

გავიღვიძოთ,

ქართველებო!!!

ჩვენი შვილი მიჰყავს დუშმანს,

ჩვენი მიწა დუშმანს მიაქვს

დარდისა და ვარამისგან

შეაშრება ცრემლი ლიახვს.

ჩვენი დედა, ჩვენი ენა

გაგვიხადეს ძუძუ მწარე,

სულ ცოტა და ქრისტესავით

გაგვაკრავენ ჯვარზე მალე.

გაქრა ძველი ისტორია _

ლეკი, ღლიღვი, დიდოელი,

ქართულ მიწას მოელტვიან

ჩინელი თუ ინდოელი.

ვინც სამშობლოს გამოექცა,

ყველა ჩვენკენ იშვერს ხელებს,

რას ვუტოვებთ ჩვენს მომავალს,

ცისფერებს და ლესბოსელებს?

შენ მოგძახი, ჩემო ხალხო,

ჩემო მთებო და ველებო:

გეყოთ ძილი, ბრძოლის დროა,

გაიღვიძეთ, ქართველებო!

ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ ბატონი გელა ლეჟავა კარგად გაიხსენებს, თუ როგორ გაქართველებულან არაქართული წარმოშობის ვოლსკები, ტრიპოლსკები, გერასიმოვები და ა.შ., რომლებიც წარმატებით ემსახურებოდნენ და ემსახურებიან დღესაც ქართულ საქმეს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. იაკობ ტრიპოლსკიმ განა ცოტა კვალი დაამჩნია ქართულ სამსახიობო ხელოვნებას?

ზულუსების ეროვნება-ეთნოსის ხალხი, ბატონი გელა რომ იხსენებს, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობს, მაგალითად სვაზილენდში, მაგრამ ყველაზე მეტი, თითქმის 15 მილიონამდე, მის მეზობელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამ მრავალრიცხოვან ხალხს ინგლისელმა კოლონიზატორებმა სახელმწიფო ენად თავს მოახვიეს ინგლისური; მხოლოდ მოგვიანებით შეძლეს ზულუსებმა თავიანთი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება გამოჩენილი მოღვაწის _ ნელსონ მანდელას ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად. ამასთანავე, ინგლისური ენა მაინც რჩება პირველ სახელმწიფო ენად. ნიგერიაში კი, მოსახლეობის რიცხოვნებით აფრიკის უპირველეს _ 115-მილიონიან ქვეყანაში, მკვიდრ მოსახლეობას სახელმწიფო ენის სტატუსი დღემდე არ გააჩნია; ერთადერთ სახელმწიფო ენად ყოფილი კოლონიზატორის ინგლისური რჩება.

ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ანგლოსაქსებმა ნიგერიელ ხალხს იდენტურობა შეუბღალეს; მისი ენა ჩრდილში დააყენეს.

დღეს ანგლო-საქსები ინგლისურენოვან აგრესიას ჩვენ წინააღმდეგაც მიმართავენ; გვაიძულებენ, 6 წლის ბავშვს, რომელსაც მშობლიური ქართულის ჯერ კიდევ მწირი მარაგი აქვს, ინგლისური პირველი კლასიდანვე შევასწავლოთ. ამით მსოფლიოს ამერიკულად გლობალიზების მესვეურები გვინგრევენ და მძიმე ჭრილობას აყენებენ ქართულ იდენტურობას, რამაც შეიძლება მალე სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. უყოყმანოდ უნდა დავეთანხმოთ ცნობილ მეცნიერს, პედაგოგიკური აზროვნების მესაჭე სულმნათ ლევან ჩიქვანაიას, რომელმაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მეცნიერული არგუმენტებით დაგმო პირველ კლასში 6 წლის ბავშვებისთვის უცხო ენის სწავლების შემოღება (იხ. «ასავალ-დასავალი». #18, 2011 წ.).

ანგლო-საქსები სხვისი ხელით ნარის გლეჯის დიდოსტატობით გამოირჩევიან; ჩვენი ხელით დაგვანგრევინეს განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული საქართველო და განვითარებად ქვეყნად ჩამოგვაქვეითეს. ასეთ დროს არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ მშვენიერ დღეს ქართული სახელმწიფო ენა მარტო სალაპარაკო ენამდე რომ ჩამოგვიქვეითონ, ხოლო ინგლისური სახელმწიფო ენად გვიქციონ. სიფრთხილეა საჭირო, რამეთუ ამ მიმართულებით ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე მზაკვრულად აძლიერებენ, ცდილობენ, ქართული იდენტურობა ჩაგვიკლან.

ეს წერილი შემთხვევით არ დავასათაურე ასე _ «რამდენი ხელისუფლება მართავს დღეს საქართველოს?» _ რადგან ყველას გვაინტერესებს, რამდენი ხელისუფლება აცხადებს პრეტენზიას საქართველოს მართვაზე, როგორ ემსახურებიან ისინი ქართულ ეროვნულ ინტერესებს, ქართულ პოლიტიკას, ქართულ ეკონომიკას, ქართულ მართლმადიდებლურ სულიერებას, ქართული ცნობიერების გაღრმავებას, ქართული ჯანსაღი ტრადიციების დაცვა-გაგრძელებას _ მოკლედ ყველაფერს, რათა დავრჩეთ ქართველებად, გვქონდეს ჩვენი იდენტურობა.

უნდა გაგაწბილოთ, თანამემამულენო, რომ არც ერთი ხელისუფლება, რომელსაც ქვემოდ ჩამოვთვლი, ქართულ ინტერესებს, ქართულ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებას არ იცავს, პირიქით, რიგი ხელისუფლებებისა ამ ინტერესებს ძირს უთხრის და ასამარებს სრულიად შეგნებულად და მიზანდასახულად.

დღეს ხშირად გვახსენებენ, რომ საქართველოში სახეზეა ორხელისუფლებიანობა; ერთ მხარესაა სააკაშვილი თავისი «ნაციონალებით», კუბლაშვილის სასამართლოთი, ადგილებზე საკრებულოთა მნიშვნელოვანი ნაწილით, ხოლო მეორე მხარეზე _ ბიძინა ივანიშვილის მეოცნებეთა მთავრობა და მისი საპარლამენტო უმრავლესობა.

ბევრს ავიწყდება, რომ სინამდვილეში საქართველოს გაცილებით მეტი ხელისუფლება «პატრონობს», თანაც ისინი მბრძანებლურ და საკანონმდებლო-განმკარგულებელ ხელისუფალთა ბერკეტებს ფლობენ; მათ მე საქართველოს გარე ხელისუფლებებს ვუწოდებ. ვაშინგტონიდან, სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან გვმოძღვრავენ თავიანთი ვენეციური კომისიით. ამათგან დირიჟორი ხელისუფლება ვაშინგტონშია, რომელსაც ქართველი ვაიპოლიტიკოსები ხშირად სტუმრობენ, ვითარცა საყაენოში. ამ ბოლო დროს იქ დივიდენდების მოსახვეჭად პრეზიდენტობის ზოგიერთმა კანდიდატმაც შეირბინა.

ქართველ ხელისუფალთა დასამოძღვრად და ზოგჯერ ყურის ასაწევად საქართველოსაც ხშირად სტუმრობენ დელეგაციები და ერთეული ლობისტები ვაშინგტონიდან, სტრასბურგიდან თუ ბრიუსელიდან. ცხადია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე ისინი მოუხშირებენ თავიანთ ვოიაჟებს, რათა სასურველ დონეზე დააბალანსონ «მეოცნებეთა» და «ნაციონალთა» პირველი და მეორე ადგილები, ხოლო პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატები ამათგან შორს განარიდონ.

ხაზგასმით ვაცხადებ: საქართველოს დღეს ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი კანონმდებელი ხელისუფლება არა და არ გააჩნია; ჰყავს მხოლოდ მონა-მორჩილი აღმასრულებელი როგორც «ნაციონალებიდან», ისე «მეოცნეებიდანაც»; საქართველო, უკვე დიდი ხანია, აშშ-დასავლეთის ნეოკოლონიური რესპუბლიკაა, ხოლო აშშ-ის ელჩი რ. ნორლანდი _ შეთავსებით მისი გენერალ-გუბერნატორი. ბოლო დროს იგი ხშირად ტუქსავს ქართულ აღმასრულებელ ხელისუფლებას; ახლახან, 30 სექტემბერს, ყური აგვიწია: რატომ შეაჩერეთ უცხოელებზე მიწების გაყიდვაო, ე. ი. ქართული მიწა თურმე რაც შეიძლება ინტენსიურად უნდა გავყიდოთ თურქებზე, არაბებზე, ჩინელებსა თუ ინდოელებზე და ა.შ. ვაი, ჩვენს თავს უბედურს; დამოუკიდებელი, სუვერენული, თავმოყვარე ხელისუფლება რომ გვყავდეს, მკაცრ პროტესტს გამოთქვამდა და რ. ნორლანდის თავხედურ ჩარევას ჩვენს საშინაო თუ საგარეო საქმეებში მტკიცედ აღკვეთდა.

ქართული იდენტურობის, ქართველად დარჩენის საფუძველთასაფუძველი ღვთისმშობლის წილხვედრი ქართული მიწაა. როცა რ. ნორლანდი მის გაყიდვას გვაიძულებს, ამით ის მსოფლიოს გლობალიზების ამერიკულ დოქტრინას ემსახურება და მიზნად ქართველი ერის სახელმწიფოს გაქრობას ისახავს. უცხოელთა ჭრელი მასის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით დამკვიდრება ქართულ მიწაზე ნიშნავს იმას, რომ ერთი ან ორი ათეული წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში უმცირესობაში აღმოვჩნდებით; ასეთ დროს კი საქართველოს სახელსაც კი შეუცვლიან; კაცმა არ იცის, რას დაარქმევენ: ჩრდილოეთ თურქეთს, ახალ არაბეთს თუ ჯანდაბას ინგლისური ენით. აი, რას გვიქადიან ამერიკელი იანკები. საბჭოეთის წლებში საქართველოს ხელისუფალთ ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთიც არ გაუყიდიათ უცხო ტომელებზე, დღეს კი თურქებზე,არაბებზე, ჩინელებზე თუ ბურებზე და ა.შ. 35 ათასი ჰექტარი მიწაა გაყიდული, _ წერდა «საქართველო და მსოფლიო» (იხ. #29, 2012, გვ. 6-7).

ჩვენ, ქართველები, საბჭოეთის წლებში უფრო დამოუკიდებლები ვიყავით და უფრო მეტად ვეკუთვნოდით საკუთარ თავს, ვიდრე დღეს მრავალი ჯურის ვაიპატრონთა ხელში; შემომედავეთ, ოპონენტებო! დაგიმტკიცებთ! ვიწვევ ცეცხლს ჩემკენ.

საჭიროდ ვთვლი, ჩემი პოზიციის განსამტკიცებლად დავესესხო პროფესორ ანზორ თოთაძეს, თუ რა დღეში იყო საქართველო XX საუკუნის დასაწყისში და თუ როგორ მეორდება იგივე დღეს _ XXI საუკუნის დასაწყისში:

«უცხოელები ჩალის ფასად ეპატრონებოდნენ არამარტო ქართულ მიწებს, არამედ ბინებს და სხვა უძრავმოძრავ ქონებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ თბილისში სასახლის ქუჩასა და გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის პროსპექტი) მხოლოდ ორიოდე სახლი ეკუთვნოდათ ქართველებს. ოქტომბრის რევოლუციამ, რომ იტყვიან, სულზე მოგვისწრო» («საქართველო და მსოფლიო» #32, 2013).

დიახ, ოქტომბრის რევოლუციამ ქართველ ხალხს დაუბრუნა ოლდენბურგების, ჰარიმანების, ანანოვების, სომეხი ბურჟუაზიის ხელში გადასული ქართული ქონება.

ამ ამბებიდან ერთი საუკუნის შემდეგ, დღევანდელ საქართველოში, _ აგრძელებს თხრობას ბატონი ანზორ თოთაძე, _ «არნახული მასშტაბით დაიწყო ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა. მიწის დიდ მასივებს ყიდულობენ… ინდოელები, პაკისტანელები, ჩინელები, საქართველოში საცხოვრებლად მოისწრაფვიან აფროამერიკული ხალხები და სხვ. ვინც ასეთ ანტიეროვნულ საქმეში ხელს უწყობენ უცხოელებს… მათ ქართველად ვერ მივიჩნევ» («საქართველო და მსოფლიო», #32, 2013 წ. გვ. 17). ასეთების შეფასებაში მე უფრო მკაცრი ვიქნები, ბატონო ანზორ, _ ქართველი ხალხის უბოროტეს და დაუძინებელ მტრებად ჩავთვლი მათ.

დიახ, გაიხსენეთ, მკითხველო, ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა «იყიდება საქართველო»; იგი, სამწუხაროდ, აქტუალურია დღესაც, ისტორია მეორდება!

ქართული იდენტურობის უბოროტეს მტრად მოგვევლინა იანკების მიერ გამოკვებილ-დაგეშილი სააკაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე წამოიწყო ქადაგება, რათა საქართველოს მოქალაქეთა პირადობის დოკუმენტებში არ ჩაწერილიყო ეროვნული კუთვნილება. 2003 წლის ივლისი იყო; სააკაშვილი მისი გუნდით ქუთაისში ხალხს შეხვდა; მას ბევრი შეკითხვა გაუგზავნეს, მაგრამ არც ერთს არ უპასუხა და შეკრება აჩქარებით დატოვა. ქალაქის ცენტრალურ ბაღში გაჭირვებით შევაჩერეთ; მე შევეკითხე, _ რატომ არ უპასუხეთ ჩვენს კითხვებს-მეთქი.

კითხვაზე: ეროვნებას, ანუ ჯიშსა და ჯილაგს ძაღლსაც კი უწერენ პასპორტში და ჩვენ, ადამიანებმა, რა დავაშავეთ? _ მან მიპასუხა: «ჩემს ეროვნებას მე გულში ვგულისხმობო». ამ პასუხზე მე ლამის გადავიხარხარე; გაიღიმა იქვე მდგომმა ოქრუაშვილმაც; იგი უხმოდ გაგვშორდა.

ქართული ეროვნულობა ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უცილობელი ატრიბუტია; იგი აუცილებლად უნდა აღსდგეს ჩვენს ყველა დოკუმენტში. ქართველს ქართული ეროვნული კუთვნილება უნდა ჩაეწეროს, ზულუსს _ ზულუსის.

ჩამოდიან ჩვენი მბრძანებელ-კანონმდებელი ხელისუფალნი ვაშინგტონიდან, სტრასბურგიდან თუ ბრიუსელიდან და გაუთავებლად გვსაყვედურობენ, როგორ გაბედეთ და 17 მაისს პედერასტ-ცისფერებს აღლუმი ჩაუშალეთო. თურმე მათ სავალ გზაზე ხალიჩები უნდა მოგვეგო და ყვავილები მოგვეფინა. ვერ მოგართვით, ბატონო ლიბერასტებო; ქართველმა ხალხმა, მართლმადიდებელმა მღვდელმსახურებმა ღირსეულად მიაგეს უღირსოებს.

საქართველოში სტუმრობას მოუხშირეს სააკაშვილის ლობისტებმა ევროპის სახალხო პარტიიდან. ერთმა იმათგანმა, ვინმე ქალბატონმა, თავხედურად გვისაყვედურა, _ გორში, სტალინის სახლმუზეუმში, რატომ არ გამოფინეთ მისი დანაშაულობათა ამსახველი მასალებიო. სტალინი მათ ხომ ყელში აქვთ გაჩხერილი.

სტალინი, როგორც ქართველი, ქართული ეროვნული იდენტურობის, მისი განსაკუთრებულობის მაჩვენებელი სავიზიტო ბარათია. ბატონი გელა ლეჟავა რომ კითხულობს, «რით განსხვავდება ქართველი ზულუსისგან», მე ვეტყოდი: არამარტო ზულუსისგან, არამედ მსოფლიოს ყველა ერისაგან განვსხვავდებით იმით, რომ ქართველმა ხალხმა ქვეყნიერებას სტალინის სახით პლანეტარული სიდიადის პიროვნება მისცა, რომლის შვილობასაც ნებისმიერი ქვეყნის ხალხი ინატრებდა.

ამას წინათ ჟურნალისტის შეკითხვაზე სტალინის შესახებ _ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ უპასუხა:

«სტალინი წარმოშობით ქართველი იყო და შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერა, გალობა. როდესაც ის გარდაიცვალა, სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. მისი დაკრძალვისას ყველანი დარბაზში ვიდექით და ვტიროდით. მის შესახებ ბევრს გვესაუბრებოდა ჩვენი რექტორი, მამა კონსტანტინ რუჟიცკი, რომელმაც სტალინის შესახებ ბევრი იცოდა რუსეთის პატრიარქ ალექსი პირველისგან, რომელსაც ძალიან უყვარს სტალინი.

ერთ-ერთი მიღების დროს, როცა სტალინი ალექსი პირველს, მიტროპოლიტ ნიკოლაისა და პროტოპრესვიტერ ნიკოლაი კოლჩიცკის ხვდებოდა, სტალინმა იკითხა _ რამ შეგაწუხათო? მათ უპასუხეს, მადლიერები ვართ თქვენი, რომ ტაძრები გავხსენითო. «არა, ეს საკმარისი არ არის, გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიებიო,» _ უპასუხა სტალინმა.

სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა. ასეთი პიროვნებები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა» («ასავალ-დასავალი», 5-11 აგვისტო, 2013 წ. გვ. 21).

უწმინდესისა და უნეტარესის აღნიშნული სიტყვების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, 4 სექტემბერს, ჟურნალისტის მსგავს შეკითხვაზე, როგორია თქვენი დამოკიდებულება ზოგადად სტალინის მიმართ, ბიძინა ივანიშვილი გამაოგნებელ პასუხს იძლევა: «მე ძალიან ფაქიზად, ძალიან ფხიზლად, მაგრამ უარყოფითად ვაფასებ სტალინის მოღვაწეობას; ეს არის ჩემი დამოკიდებულება მისდამი».

ბატონმა ბიძინამ უკადრებელი იკადრა. ასე მაინც ეთქვა: მისი მოღვაწეობის ზოგიერთ მხარეს, _ წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ლოგიკით, გამოდის, რომ სტალინის მოღვაწეობა ჰიტლერიზმის განადგურების საქმეში უარყოფითად ფასდება; სირცხვილია! თავისი განცხადებით ბატონმა ბიძინამ ჰიტლერი საფლავში გაახარა და აშშ-დასავლეთში პატრონთა გულებიც მოიგო. ასევე ისახელა თავი «ოცნების» ვაიმინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, როცა სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთთან გააიგივა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ვითომ დამოუკიდებელი გახდა; ამ მხრივ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დიდ ძალისხმევას მიმართავდა, მაგრამ დამარცხდა. ჭეშმარიტად დამოუკიდებლობას ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის ხელისუფლებამ მიაღწია. გეოპოლიტიკურად დავბრმავდით, მხარი გვეცვალა და ნაცვლად იმისა, რომ სომხეთის მსგავსად ორიენტაცია რუსეთისკენ აგვეღო, რასაც ჩვენი გეოგრაფიული სივრცე მბრძანებლურად ითხოვდა, აშშ-დასავლეთს დავემონეთ. შევარდნაძემ კი დააპირა რუსეთთან ჩარჩოხელშეკრულების დადება, მაგრამ აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა ჩაუშალა.

დღეს ბიძინა ივანიშვილის «მეოცნებეთა» ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ ისიც აშშ-ნატოს კლანჭებშია მოქცეული. ბ. ივანიშვილი არ ყოფილა დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის არჩევანში. მას გარედან უბრძანეს, რომელი პარტიები და პოლიტიკური ძალები მიეზიდა და რომელი არა «ქართული ოცნების» კოალიციაში. ძირითადად, ვაითავისუფლების ინსტიტუტში გამოჩეკილი ანტიქართველები შეიერთა, სხვანაირად არ ძალუძდა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მან ბევრი დაპირება მოგვცა, მაგრამ ყველა ვერ განახორციელა; ცხადია, გარედან დაუშალეს. ასე, მაგალითად, მან განაცხადა _ რუსეთთან ადრინდელ სარკინიგზო მიმოსვლას აღვადგენო. ხალხი ამას მიესალმა, რამეთუ მას უაღრესად მრავალმხრივი დატვირთვა მიეცემოდა საქართველოს სასარგებლოდ, გაალღობდა სააკაშვილის მიერ წამოწყებული ცივი ომის ყინულს რუსეთთან და პერსპექტივაში მოამზადებდა პირობებს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

აშშმა მკაცრად დაუშალა და ივანიშვილიც დადუმდა; ამ სარკინიგზო მიმოსვლის წინააღმდეგ სააკაშვილიც აიფოფრა.

ქ. გორში წინასაარჩევნო გამოსვლისას ხალხს შეჰპირდა, სტალინის ძეგლს ადრინდელ ადგილზე აღვადგენო, ამას ისევ აშშ-დასავლეთის განრისხება მოჰყვა და ბიძინა ივანიშვილი კვლავ დადუმდა; სანაცვლოდ სტალინის აუგად მოხსენიება წამოიწყო.

ახლახან გაეროს ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა წარმოთქვა, რომელიც თავისი შინაარსით გეოპოლიტიკური სიბრმავის მწვერვალია, რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული ცივი ომის კულმინაციაა; მასში ამებას ტოლ დიპლომატიას მიკროსკოპითაც ვერ იპოვით; არის უაღრესად მტრული საქართველოს აწმყოსა და მომავლისთვის. სააკაშვილმა საბოლოოდ დაგვიმტკიცა, რომ იგი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ფიქრსაც კი გამორიცხავს. იგი ცხადში თუ სიზმარში ჩამოშლილ და დაკნინებულ რუსეთზე ოცნებობს და ვერ ჭვრეტს იმ უბედურებას, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოს დაემართება. ჩვენ ნეოლეკიანობა და პანთურქიზმი დაგვემუქრება.

ვფიქრობ, ბატონი გელა ლეჟავა დამეთანხმება, თუ პარლამენტში შევალ თხოვნით, რათა საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებების პირველ მუხლში დამატებით შევიდეს შემდეგი ფორმულირება:

«საქართველო არის აშშ-დასავლეთის ნეოკოლონიური რესპუბლიკა, ნედლეულის წყარო და გასაღების ბაზარი; მისი კანონმდებელ-განმკარგულებელი ხელისუფალნი ვაშინგტონში, სტრასბურგსა და ბრიუსელში სხედან, ხოლო მორჩილი აღმასრულებლები სააკაშვილი-ივანიშვილის ხელისუფალთა სახით _ თბილისსა და ქუთაისში.»

ივანიშვილის «მეოცნებეებს», სააკაშვილის «ნაციონალებს», სხვებს და სხვებს რჩევას ვაძლევ: მუშტრის თვალით წაიკითხონ რუსეთის პრეზიდენტის _ ვ. პუტინის ვრცელი გამოსვლა «ვალდაის კლუბის» სხდომაზე, რომელიც ღრმად ინტელექტუალურ-ანალიტიკურმა გაზეთმა «საქართველო და მსოფლიომ» გამოაქვეყნა (იხ. #35, 25 სექტემბერი, 2013 წ. გვ. 10-11). დარწმუნებული ვარ სათანადო დასკვნებს გამოიტანენ; იქნებ გეოპოლიტიკური სიბრმავიდანაც გამოვიდნენ.

დღეს გეოპოლიტიკური სიბრმავიდან გამოსვლა ნიშნავს გაბედულად ვთქვათ უარი აშშ-ნატოსკენ სწრაფვაზე; ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ საქართველო ნატოში ან სხვა რომელიმე სამხედრო ბლოკში არ გაერთიანდება.

თანაც გავიგოთ, ხელისუფალნო, რომ ნატოში არ გვიღებენ, მხოლოდ რიტორიკით გვკვებავენ. გ. ბარამიძემ, ი. ალასანიამ და სხვებმა მრავალი წელი იძახეს, ნატოს ასპირანტი ვართო. 2-3-წლიანი ასპირანტურა გამიგია, მაგრამ 8-10 წლიანი _ არა; სასაცილოა. ცოტა ხნის წინ თვით ნატოს ორგანიზაციის თავკაცმა რასმუსენმა ყინულივით წყალი გადაასხა თავზე ნატოს მოთაყვანე თავგახურებულებს, როცა განაცხადა: ავღანეთის მისიაში მონაწილეობა არ არის საქართველოს ნატოში მიღების გარანტიო.

მხატვარი რომ ვიყო, ორცხენიან ეტლს დავხატავდი, შიგ . ალასანიას და . ბარამიძის თავებით გამოსახულ ცხენებს შევაბამდი; მათ კვიცებად . პეტრიაშვილსა და . კანდელაკს გავაყოლებდი; კოფოზე რასმუსენს დავსვამდი გრძელი კეტით ხელში, რომლის ბოლოში ჩამოვკიდებლი ნატოს შტაბბინის გამოსახულებას; აი, ისე, კახელმა გლეხმა ჯიუტ ვირს ბალახი რომ ჩამოუკიდა პირით მიუწვდომელ მანძილზე. მიაქანებენ ეტლს ალასანია და ბარამიძე _ ცხენები, მაგრამ ვერა და ვერ მიაღწიეს ნატომდე; ვერც მიაღწევენ.

მივმართავ პატივცემულ გელა ლეჟავას: «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნებულ წერილში თქვენ რომ სამართლიანად მოგვიწოდეთ, «ყველაფერი ვიღონოთ ჩვენი ქართული იდენტურობის თავდაცვისთვისო», ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობ: უარი თქვას ამერიკა-დასავლეთის ორიენტაციაზე, როგორც უბედურებაზე, ანუ ქარიბდაზე და აიღოს ორიენტაცია რუსეთზე, როგორც ნაკლებ უბედურებაზე, ანუ სცილაზე. სწორედ ასეთი გზით შევინარჩუნებთ ჩვენს ქართველურ იდენტურობას, ქართულ ენას, ტრადიციებსა და მართლმადიდებლურ სულიერებას; პერსპექტივაში დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ.

იმედს არ ვკარგავ, ოპტიმისტი ვარ; ქართველი ხალხი გამოფხიზლდება; ისეთ ხელისუფლებას მოიყვანს, როცა თითოეული ჩვენგანი დიდი აკაკისებურად შესძახებს: «ამას ველოდი, მოვესწარ, _ ვიცინი აღარ ვტირი მე».

გივი გურეშიძე,

პოლიტოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქუთაისიდან

 

1 COMMENT

  1. ქართველი ხალხის გარკვეული ნაწილი გამოფხიზლებულია!ამიტომ ვერ დაველოდებით ,სააკაშვილ+ივანიშვილის"ამერიკულ’ პოლიტიკაზე "მეოცნებეთა’ნეოკოლონიური პოლიტიკითდაბოლებულ საზოგადოების ნაწილის გამოფხიზლებას.საჭიროა,თანაც სასწრაფოდ, პოლიტიკურ არენაზე გამოვიდეს ქართული სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი პიროვნებები,რომლებიც კვალიფიციურად დაასაბუთებენ ამერიკულ ნეოკოლონიური პოლიტიკის სიბეცეს და დაანახებენ სრულიად საქართველოს, ამ ჩიხიდან ,ჩაკეტილი წრიდან გამოსვლის ,მყარი,ეროვნული ინტერესების გამომხატველ გზას?!შენიშვნა:საბჭოთა საქართველომ მოგვცა ,გალაქტიონი,ანა კალანდაძე….,ხოლო ამერიკულმა ნეოპოლიტიკამ მოგვცა,დეისაძე,ბურჭულაძე და ქალბატონი თეა თუთბერიძე?!

  2. თქვენ ღირსი ხართ იცხოვროთ ქუთაისის და თბილისის გუბერნიაში რუსეთის იმპერია დაგიცავთ და დაგიწერთ ეროვნება ქართველს და არა საქართველოში, რომელშიც ეროვნება და სახელმწიფოებრიობა გაიგივებულია როგორც ნორმალურ ქვეყანაში, საკუთარ ქვეყანაში სეპარატიზმი არ გაგივათ.! საქართველო ქართველებს? ჰაჰა….)))))) ჯიშით ქართველებს და სხებს რაა? რა და თუ არ მოკეტავენ , ჩვეულებრივი ეთნიკური ფაშიზმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here