Home რუბრიკები პოლიტიკა Незваный гость хуже татарина!

Незваный гость хуже татарина!

593

ამ წერილის სათაურად ძველი რუსული გამოთქმა იმიტომ მოვიყვანე, რომ ყოველგვარი მიკიბვმოკიბვისა და ღრმა ლიტერატურულფილოსოფიური ინსინუაციების გარეშე პირდაპირ გადავსულიყავი იმ «დაუპატიჟებელი სტუმრების» ნამდვილ ზრახვებზე და მათ ქართველ მასპინძლებზე.

 

23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რადოსლავ სიკორსკისა და კარლ ბილდტს, ბიზნესცენტრში შეხვდა.

ერთი შეხედვით ამ შეხვედრაში უცნაური არაფერია _ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მერე რა? იკითხავს მავანი და შეიძლება იქეთაც დამამუნათოს იმაში, რომ აღფრთოვანების ნაცვლად კრიტიკული წერილი დავწერე.

ასეთ ოპონენტს, ჯერ ერთი, აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის საყვარელი ფრაზით ვუპასუხებ: «ნურას უკაცრავად!» და ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ჯერ წერილი ბოლომდე ჩაიკითხე და, სავარაუდოდ, ბოლომდე თუ არ დამეთანხმები, საკმაოდ დიდ ნაწილში გამომყვები მაინც.

იმისათვის, რომ ბოლომდე ჩაგაყენოთ საქმის კურსში, ოფიციალურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რადოსლავ სიკორსკისა და კარლ ბილდტს, ბიზნესცენტრში შეხვდა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერმინისტრის _ ბიძინა ივანიშვილის თქმით, რადოსლავ სიკორსკისა და კარლ ბილდტს საქართველოში ვითარების სტაბილურობასთან დაკავშირებით ეჭვები რჩებათ. პრემიერის თქმით, ეს ნორმალურია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ორი გამოკვეთილი ლიდერი დატოვებს პოლიტიკას _ 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი და ინაუგურაციიდან ერთ კვირაში _ თავად ივანიშვილი.

«ისინი წუხან, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს, რომ არ მოხდეს ახალი დაპატიმრებები, რაშიც მე მათ ვეთანხმები. დაინტერესებული არ ვარ, რომ მუდამ უკან ვიყურებოდეთ. ჩვენი მიზანია, მთელი საქართველო გავერთიანდეთ და გავაგრძელოთ სწრაფვა ევროპისკენ. ამ მხრივ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა», _ განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის ინფორმაციით, კარლ ბილდტი და რადოსლავ სიკორსკი საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ მხარს უჭერენ.

«ჩვენ უნდა ჩავიცხროთ აგრესია, გავერთიანდეთ და წინ ვიყუროთ. ისეც არ გაიგოთ, რომ რამე გარანტიები ან პირობები დავდე. მე მათ კარგად ავუხსენი სიტუაცია, ჩვენს ხედვებში სხვაობაც დავაფიქსირე. სხვაობა მხოლოდ ერთია _ ისინი ნაკლებად იცნობენ საქართველოში არსებულ რეალობას. ვეცადე, მეჩვენებინა, რომ საზოგადოებაში არის სამართლიანობის აღდგენის განცდა, რაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და მალე უნდა დავასრულოთ. ნაკლებად უნდა ვიყუროთ უკან, ნაკლები გვქონდეს აგრესია და შურისძიების განცდა, მეტი პატიებითა და შერიგებით დავაჩქაროთ ჩვენი სწრაფვა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ», _ აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, სტუმრები რუსეთთან დაკავშირებით მისი ხედვითაც დაინტერესდნენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხედვები ამ მხრივაც დაემთხვა.

«ვილნიუსის სამიტი არის ჩვენი უახლოესი გამოწვევა, რომლისთვისაც, ვფიქრობ, აბსოლუტური მზაობა გვაქვს. ისინიც დაინტერესებულნი არიან, მაქსიმალურად მივიღოთ ის, რასაც ნოემბერში ველოდებით», _ თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და სტუმრები დაარწმუნა, რომ საქართველო ევროპულ არჩევნებს ჩაატარებს.

«მათ აინტერესებდათ არჩევნების შემდგომი პერიოდიცგადაამოწმეს, რას ვაპირებ და როგორ ვხედავ სიტუაციას არჩევნების შემდეგ», _ აღნიშნა ივანიშვილმა.

დავიწყებ ბოლოდან.

მართალი გითხრათ, ძალიან შემაშფოთა ფრაზამ «გადაამოწმეს, რას ვაპირებ და როგორ ვხედავ სიტუაციას არჩევნების შემდეგ».

ნამდვილად ვერ გავიგე, თუ რას ნიშნავს სიტყვა «გადაამოწმეს». რომელიღაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა «გადაამოწმეს», თუ რას აპირებს სუვერენული ქვეყნის პრემიერმინისტრი? (კი, ბატონო, გასაგებია, რომ საკმაოდ წარმატებული ქვეყნებია პოლონეთი და შვედეთი. ჩვენი მეგობარი ქვეყნებია, მაგრამ მაინც «რომელიღაცა»).

გავაგრძელო «ჩაკითხვა» თუ მიხვდით ჩემი შეშფოთების მიზეზს?

დიახ, სწორად გამოიცანით და მაგან შემაშფოთა. არა, მარტო კი არ შემაშფოთა, «ევროპარლამენტარულად» რომ ვთქვა, «აღმაშფოთა».

რა ვქნა, ვერ დავმალავ და ვიტყვი, რომ წინა ორი ფრაზაც ვერ გავიგე «მათი წუხილის» და «ჩვენი აგრესიის» შესახებ. არა, როგორ ვერ გავიგე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრით მოვარგე სამართლიანობის აღდგენის არამარტო ჩემეულ, არამედ საყოველთაოდ აღიარებულ ფორმულას: სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც დაიქცეს ქვეყანა!

აღარ გავშლი ამ თემას, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ სამართლიანობის აღდგენის მომხრეა და ეს სამართლიანობა მხოლოდ მავანი მაღალჩინოსნის მთავარ მოედანზე გაროზგვას არ გულისხმობს. სამართლიანობა, პირველ რიგში, იმ კანონების გაუქმებას გულისხმობს, რომელთა მოქმედება მოქალაქეების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

შეიძლება ვინმეს სასაცილოდ და არც თუ ისე მნიშვნელოვნად მოეჩვენოს, მაგრამ სამართლიანობამ დამამცირებელი საარსებო მინიმუმი და მასზე «მთელი» 5 ლარით მეტი პენსია უნდა გაზარდოს. სამართლიანობამ დედაქალაქის მერის მიერ 2010 წლის ივლისში გამოცემული ის ბრძანება უნდა გააუქმოს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი შპს-ს თანამშრომლებს მოქალაქეების ადმინისტრაციული დაჯარიმების უფლება მიენიჭათ (თბილისის სატრანსპორტო კომპანია). სამართლიანობამ ის ტარიფები უნდა დაარეგულიროს, რომლებიც უმძიმეს ტვირთად აწევს მოსახლეობას. და კიდევ მრავალი სხვა პრობლემა უნდა გადაწყვიტოს, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და რომლებსაც, ფაქტობრივად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით.

ბუნებრივია, ამას ვერც ბატონი სიკორსკი, ვერც ბატონი ბილდტი, ვერც ევროპარლამენტარი ანა გომესი, თავის ლოთ კოლეგა კშიშტოფ ლისეკთან ერთად ვერ გაიგებენ.

ვერ გაიგებენ, რადგანაც ისინი ლაღად მიაბიჯებენ იმ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეთიუ ბრაიზამ, მათიას იორშმა და საქართველოს ბედითა და მომავლით «შეწუხებულმა» სხვა მრავალმა კორუმპირებულმა «მეგობარმა» გაკვალეს.

ცხადია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ბატონებს ქართველი «მეგზურები» ჰყავთ. ისინი ხშირად დაფრინავენ ევროპა-ამერიკაში მწვანე კუპიურებით სავსე საკმაოდ «მსუქანი» ჩემოდნებით და ბიუჯეტის ხარჯზე უთბობენ გულებს ამ ე. წ. ლობისტებს.

სამწუხაროდ, ყოფილი  და დღევანდელი ხელისუფლების ლობისტების მენტალიტეტი და შეხედულებები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. არის კულუარული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესპუბლიკურ პარტიას ხშირად «უთხოვებია» თავისი უცხოელი პარტნიორები «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებისთვის. ბევრი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება იმის თქმას, რომ ასეთი «თანამშრომლობა» არ ეხმარება საქართველოს განვითარებას, მის წინსვლას. პირიქით _ შედეგებს ყველა კარგად ვხედავთ.

რაც შეეხება ნამდვილ ევროპას, მინდა მოვიყვანო ჩემი კოლეგის _ გიორგი ფოფხაძის მცირე პოსტი, რომელიც მან ამ ორი დღის წინ სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» გამოაქვეყნა:

«ძვირფასო ქართველო პოლიტიკოსებო, დიდი პატივისცემით გთხოვთ, სიტყვა «ევროპულს» ნუ იხმართ რაარაფერი იცით თქვენ, ევროპაში რა და როგორ ხდება და ასე ბრმად ამ სიტყვის წკნელივით ხმარება ევროპასაც უტეხს სახელს და ევროპულობასაც. თქვენი სიტყვების მერე ხალხი დედას აგინებს ამ საათივით აწყობილ ევროპას».

ძალიან ბევრი რამის დაწერა შემეძლო ამ ე. წ. ვაიმეგობრებზე. შემეძლო, ვრცლად მელაპარაკა ბოკერიას «ბიუჯეტზე მჯდომ» ევროპარლამენტარ ანა გომესზე, რომელმაც მედიაკავშირ «ობიექტივის» ხელმძღვანელ ირმა ინაშვილს და მის გუნდს (ანუ მათ შორის მეც) ექსტრემისტები გვიწოდა. შემეძლო, მომეყოლა იმის შესახებ, თუ როგორ გაოცდნენ ინგლისელი ჟურნალისტები მაშინ, როდესაც მათ ჩემმა კოლეგა მამუკა ბაკურიამ პრემიერმინისტრის სიტყვები, ყველა დამნაშავეს ვერ დავსჯით, ევროპა ვერ გაგვიგებსო, უთარგმნა.

ჩვენ ასეთი «მეგობრები» ბევრი გვინახავს იმ წლების განმავლობაში, როდესაც რუსეთის ფრთის ქვეშ ვცხოვრობდით და დღევანდელივით «უფროს ძმას» თვალებში შევციცინებდით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთშიც საკმაოდ მოიძებნებიან გომესები, ლისეკები, იორშები და ა. შ.

გამოსავალი კი ერთადერთია. ის ერთადერთი გზა, რომელიც ყველამ კარგად იცის, მაგრამ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, სამწუხაროდ, შორეული მომავლის პერსპექტივაში განიხილება.

უნდა შეიქმნას ნამდვილი ქართული პოლიტიკური ძალა, რომელიც ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით და სწორად ჩამოყალიბებული დიპლომატიით ითანამშრომლებს ნამდვილ ევროპასთან და ნამდვილ რუსეთთან. ნამდვილ და არა სიკორსკების, ბილდტების, გომესებისა და ლისეკების ევროპასთან.

არადა, ეს ყველაფერი სასწრაფოდაა გასაკეთებელი. სასწრაფოდ, რადგანაც  დრო აღარ ითმენს.

გია გაბრიჭიძე

 

1 COMMENT

  1. გეთანხმებით გია!ვფიქრობ საქართველოში არსებული ადამიანური რესურსებიდან ,უნდა" ამოვკენკოთ":პატრიოტი,ზნეობრივი,პროფესიონალი კადრები რომელიც საზოგადოებასთან ერთად შექმნის ახალ პოლიტიკურ ძალას,რომელიც ორიენტირებული იქნება ყველგან და ყოველთვის ,დაიცვას და გაატაროს ქართული სახელმწიფოს ინტერესები!

  2. ბატონებო გია და კუკური ეროვნული პოლიტიკური ძალა დიდი ხანია არსებობს საქართველოში "სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის", სახით რომელსაც ხელმძღვანელობს მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბატონი აკაკი ჯორჯაძე,მაგრამ იქეთ გახედვა არავის გინდათ საუბედუროთ, ახალ ახალი პარტიების შექმნამ ერი დახლიჩა ნაწილებად რაც მასონურ ძალებს ხელს აძლევს,საკმარისია ხალხო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here