Home რუბრიკები საზოგადოება “რატომ გაიმეტეს ქართული გენი გადაშენებისთვის? მე და ჩემს თაობას გვაქვს ამაზე პასუხი”

“რატომ გაიმეტეს ქართული გენი გადაშენებისთვის? მე და ჩემს თაობას გვაქვს ამაზე პასუხი”

759

ყველაზე დიდი ზიანი საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა თავისი 9-წლიანი მმართველობით მიაყენა, მაგრამ ვერ ამოძირკვა ქართული გენი. დღეს ბევრი ახალგაზრდა ცდილობს, გაერკვეს, რა მოხდა? რატომ გაიმეტეს ქართული გენი გადაშენებისთვის? კარგია, რომ მომავალი თაობა იწყებს ამაზე ფიქრს. მე და ჩემს თაობას, რა თქმა უნდა, გვაქვს ამაზე პასუხი, მაგრამ უპირველესი მაინც საქმეა, რომელიც გასაკეთებელი გვაქვს, საქმე, რომელიც ჩვენ, პროფესიონალებს, არ დაგვვიწყებია, რომლის განხორციელებას მთელი ძალითა და მონდომებით ვცდილობდით გასული 9 წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ დავძლიეთ არსებული რეჟიმი.


ვფიქრობ, რომ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემთხვევაში (რაშიც დარწმუნებული ვარ) ხორცი შეესხმება ჩვენს ჩანაფიქრსა და პროექტებს, როგორიცაა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელთა საშუალებითაც სამი წლის თავზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მოგება 7 წლის შემდეგ მინიმუმ 3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, იგი მთლიანად დააკმაყოფილებს თავის თავს თავისივე გამომუშავებული ელექტროენერგიით. რაც ყველაზე მთავარია, 6-10-ჯერ შემცირდება მავნე აირებით ატმოსფეროს დანაგვიანება!

ბოლოსდაბოლოს, შევძლებთ ვაზიანში გაზზე მომუშავე ავტომანქანებისთვის მაღალი წნევის მთლიანლითონური ბალონების გამომშვები ქარხნის ამუშავებას, რომელიც წელიწადში მოგვცემს, სულ მცირე, 6 მილიონი ევროს მოგებას და დაასაქმებს 250 ადამიანს. დღეისთვის აქ არსებულ არანორმალურ მდგომარეობაზე ორჯერ გამოაქვეყნა წერილები «საქართველო და მსოფლიომ», რასაც ეკონომიკის სამინისტროს არც ყოფილმა, არც ახალმა ხელმძღვანელობამ ყურადღება არ მიაქცია.

ამას გარდა, დავიწყებთ და მაქსიმუმ სამ წელიწადში ავაშენებთ 6 ქალაქში _ რუსთავში, თბილისში, ზესტაფონში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალქალაქში ბაზალტის ბოჭკოს დამამზადებელ საწარმოებს, ხოლო საქართველოს ყველა რეგიონში _ ფიბრობეტონის ქარხნებს, რომლებიც გამოუშვებენ როგორც საწარმოო ფიბრობეტონს, ასევე ბაზალტოპლასტიკური არმატურით არმირებულ ფიბრობეტონის კონსტრუქციებს, რომლებიც რკინაბეტონის კონსტრუქციებზე მინიმუმ 5-ჯერ მსუბუქი და 2-ჯერ იაფი იქნება. ქუთაისსა და თბილისში აშენდება ბაზალტის ბოჭკოსგან მატერიის, ბაზალტოპლასტიკური არმატურისა და მილების გამომშვები წარმოებები. 5 წელიწადში აშენდება 400 კვ.მ სასარგებლო ფართის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადღეღამისო მოყვანის მატერიაზე თესვის 8 სართულიანი 12 ათასი კომპლექსი, რომლებიც მთლიანად დააკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებას უფასო ხორბალზე, ხოლო მომდევნო 5 წელიწადში ასეთივე ოდენობის კომპლექსების აშენებით მთლიანად დაკმაყოფილდება საქართველოს მოთხოვნილება უფასო ბრინჯზე, შაქარსა და ბოსტნეულზე. აღნიშნულ 8-სართულიან კომპლექსებში მოყვანილი სოკოსგან მიღებული სოკოს ფხვნილის რეალიზაცია წელიწად-ნახევარში აანაზღაურებს რვასართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს, ხოლო მესამე წლიდან თითოეული კომპლექსიდან მიღებული ყოველწლიური მოგება 1 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

დაიწყება პროექტირება, ხოლო მეორე წლიდან მასალების მომზადება და მშენებლობა უკაშხალო და მიკრო ჰესების.

უნდა შეწყდეს ფიქრიც კი ხუდონჰესისა და სხვა კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. მომავალი უკაშხალო მიკროჰესებისაა.

5 წლის თავზე საქართველოში წყალი იქნება უფასო, დენი ეღირება მაქსიმუმ 4 თეთრი, ხოლო გაზის გადასახადი ერთ სულზე იქნება 50 თეთრი. მომდევნო მეორე 5 წელიწადში მთლიანად გაუქმდება სამრიცხველო მეურნეობა.

5 წლის თავზე საქართველოში დაუსაქმებელი არ დარჩება არც ერთი ადამიანი, ხოლო ჩვენი გამოგონების მსოფლიო მასშტაბით დანერგვის შემთხვევაში საქართველოს წლიური შემოსავალი გაიზრდება მინიმუმ 200 მილიარდ ევრომდე.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევისთანავე, ჩვენი საშუალებით, იპოთეკარების დავალიანების დასაფარავად მოსახლეობას მიეცემა სახელმწიფოდან წლიური 2-პროცენტიანი სესხები გადახდის 1-წლიანი გადავადებით.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევიდან 1 წელიწადში ქალბატონების საპენსიო ვადა იქნება 55 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის _ 60 წელი. პენსიონერებს მიეცემათ უფლება, სადაც უნდათ, იქ იმუშაონ და ხელფასთან ერთად მიიღონ კუთვნილი პენსიაც.

5 წლის თავისთვის ყველაზე მცირე პენსია იქნება 1000 ლარი.

ევგენი უშვერიძე,

უკრაინის საინჟინრო

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

 

1 COMMENT

  1. ბატონო ევგენი სიზმარში ნახეთ ? ეს ხომ უტოპიაა……………………………………………………………………………………………………………… ვაი,ჩვენს პატრონს.

  2. თKვენი პროგნოზი/დაპირებები კარტული ოცნების წIნა2012 წლის საარჩევნო დაპირებებს მაგონებს.:) ეჰჰჰჰ სადამდე Uნდა ატკუოტ ხალხი. ღვტუს შიში საერტოდ აღარ შეგრჩად?

  3. ახლა რომ ვართ, თუ ასე გაგრძელდა შეთანხმებული კოაბიტაცია ამ კეთილი აკადემიკოსის ნააზრევი სულ ტყუილი იქნება და როგორც ბიბლია გვასწავლის ”ნეტარ არიან მორწმუნენი’

  4. როგორც ჩანს,ქართული ოცნების ოცნებები გასცდა საქართველოს საზღვრებს/!აბა რაა,ბატონო ევგენი,ერთი დაგავიწყდათ:"ჩვენ დავეწევით და გავუსწრებთ ,მოწინავე ,განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს!!!"ბრეჟნევი,ამხანაგი.ეხლა რა უშლის ხელს ეგ ყველაფერი რომ გაკეთდეს?ვაი,თქვენს პატრონს…

  5. ეს ყველაფერი მაშინ განხორციელდება,მარგველაშვილს თუ ავირჩევთ?თქვენ გჯერათ,რასაც ამბობთ,ბატონო ევგენი?უკრაინის გამოცდილებიდან ამბობთ,ალბათ…ჰოდა,თუ ავირჩიეთ,ხომ არ გგონიათ,ვინმე შეგარჩენთ ამ დაპირებების შეუსრულებლობას?!ივანიშვილი ერთ წელიწადში გარბის…თუმცა,თქვენ რა,გაქცეული ხართ ისედაც…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here