Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი – ბიჭები,...

ალექსანდრე ჭაჭია: საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი – ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას

1120

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ალექსანდრე ჭაჭია.

_ ბატონო ალექსანდრე, საქართველოში საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო, უკვე ორმოცამდე ადამიანმა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი. მიმდინარე წელს თქვენ რამდენიმეჯერ გამოხვედით წინადადებით, რომ ახალი პრეზიდენტისთვის დაგვეკისრებინა აფხაზებთან, ოსებთან, ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების აღდგენის ვალდებულება, რათა ბოლოსდაბოლოს გადაწყდეს ქვეყნის ტერიტორიული პრობლემა. როგორ ფიქრობთ, რატომ უგულებელყო თქვენი წინადადება ახალმა ხელისუფლებამ?

_ მე, სხვათა შორის, ვთავაზობდი, დაევალდებულებინათ პრეზიდენტი, უკვე 1-2 წლის შემდეგ ამ მიმართულებით თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები წარედგინა საზოგადოებისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტობაზე პრეტენდენტთა რიცხვი არ იქნებოდა ორი-სამის მეტი და მათთვისაც თხოვნა იქნებოდა საჭირო, რათა კენჭი ეყარათ. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობის კისერზე დასვას მაღალი რანგის უსაქმური, რომელიც დახვდება უცხოელ სტუმრებს, ხელს მოაწერს მთავრობის მიერ მომზადებულ ქაღალდებს და პერიოდულად ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიყვება, თუ როგორ ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს ეს ხელისუფლება.

საერთოდ, ივანიშვილის ქცევიდან, მისი საკადრო პოლიტიკიდან, რიტორიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი კონფლიქტების მოგვარება არც პირადად მისთვის და არც ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. თუ თქვენ შენიშნეთ, აფხაზეთის თემა საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან შეუმჩნევლად ამოვარდა. არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არსებითად, ამ საკითხს არ ეხება. რაკი აცნობიერებენ, რომ მათგან ვერც ერთი ახერხებს თუნდაც შეუდგეს ამ პრობლემების მოგვარებას, ცდილობენ, მათ გვერდი აუარონ, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ, არ გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება ამ, მათი აზრით, უიმედო თემებზე.

თუთიყუშივით იმეორებენ ივანიშვილის გაუგებარ სენტენციას: «ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს». რომელმა აფხაზმა გიწოდა ძმა? რომელი ოსი დაგთანხმდა ერთად ქვეყნის აშენებაზე? გაიხსენეთ სააკაშვილის მმართველობის პირველი წლები, ისიც ლაყბობდა ძმობაზე, უკვეთავდა ისეთ სამარცხვინო კლიპებს, როგორიცაა «გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!», სადაც დაქირავებული მომღერლები ყველას აფხაზეთში ეპატიჟებოდნენ. სოხუმში სიამოვნებით აჩვენებდნენ ამ კლიპს, რათა დაეცინათ ბრიყვი ქართველებისთვის. არავის სჭირდება ძმობის შესახებ მტკიცებები, ამის არავის სჯერა, ეს არაფრის მომცემია, საკუთარი ღირსების დამცირების გარდა. საჭიროა პრაგმატული, არსებითი დიალოგი რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობით. მაგრამ ამგვარი დიალოგის დაწყების არც სურვილი და არც შესაძლებლობები ახალ ხელისუფლებას არ აქვს, ისე, როგორც არ ჰქონდათ არც სააკაშვილს და არც შევარდნაძეს.

_ საქართველოში ბევრი ელოდა, რომ თქვენ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდით მონაწილეობას. ჩვენმა რედაქციამ ათობით წერილი მიიღო, რომლებშიც ცალკეული პირები, მოქალაქეთა ჯგუფები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგიწოდებენ, წამოაყენოთ თქვენი კანდიდატურა. განსაკუთრებით ბევრი წერილია სამეგრელოდან. ზოგიერთი მათგანი ჩვენ გამოვაქვეყნეთ. ხალხი კი არ გთავაზობთ, არამედ მოითხოვს თქვენგან ასეთ გადაწყვეტილებას.

_ მე გაზეთებში წავიკითხე ეს წერილები, პირადადაც ვესაუბრე ბევრ ადამიანს, რომლებიც ამ ნაბიჯს საჭიროდ და დროულად მიიჩნევენ. მაგრამ მე ვერ მივიღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე არ ვცხოვრობდი საქართველოში. მართალია, მე საქართველო ჩემი ნებით არ დამიტოვებია და ეს ყველამ იცის, მაგრამ კანონი კანონია.

_ სალომე ზურაბიშვილიც არ ცხოვრობდა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს…

_ ზურაბიშვილისთვის რამეს მოიფიქრებენ, ჩემთვის ფიქრით კი თავს არ აიტკივებენ. ამას გარდა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში რეალური ძალაუფლება პარლამენტსა და მთავრობას ეკუთვნის.

პრეზიდენტის პოსტი მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, იძლევა საშუალებას, კონფლიქტის მხარეებთან ურთიერთობაში გარღვევა განხორციელდეს, დაიწყოს დიალოგი და მიღწეულ იქნას საჭირო შეთანხმებები, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც პრემიერს ეკუთვნის. ამიტომ ეს სამუშაო პრემიერმინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებაში უნდა ჩატარდეს. ჩემს შემთხვევაში ასეთი თანამშრომლობა გამორიცხულია ორი მიზეზით: პირველი _ ივანიშვილმა უკვე იპოვა თავისთვის ისეთი პრეზიდენტი, როგორიც მას სჭირდება და ყველა კონკურენტს, თუნდაც მან გაიმარჯვოს კიდეც არჩევნებში, აღიქვამს მტრად; მეორე _ მე ჩემს საქმიანობაში შემიძლია ვიხელმძღვანელო მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებით, ჩემთვის ამერიკის საელჩოს შტატგარეშე თანამშრომლის როლი მიუღებელია. ეს პოზიცია აუცილებლად მიმიყვანს კონფლიქტამდე ამ მთავრობასთან და ამ პარლამენტთანაც. საერთო ჯამში კი ისინი მაინც არ გამაკეთებინებენ იმას, რის გაკეთებასაც შევძლებდი პრეზიდენტის რანგში.

_ ამერიკელებთან არ შეიძლება ურთიერთმისაღები ურთიერთობების დამყარება?

_ შეიძლება, თუ მე დავთანხმდები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და ამით გზას გავუხსნი ნატოს სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსებას, დავთანხმდები ისლამური ექსტრემისტებისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში დერეფნის გახსნაზე, აჭარაზე თურქეთის უფლების აღიარებაზე, ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციაზე, იუვენალური იუსტიციის შემოღებაზე, უარს ვიტყვი ტრადიციულ მსოფლმხედველობაზე, ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე და შევცვლი მათ ამერიკული კულტურული სუროგატით, მაგრამ მაშინ ეს მე არ ვიქნები.

_ მახსენდება ინტერვიუ, რომელიც თქვენ მიეცით ჩვენს გაზეთს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. თქვენ მაშინ დიდი ოპტიმიზმით საუბრობდით იმ პერსპექტივების შესახებ, რომლებიც ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებასთან დაკავშირებით იკვეთებოდა. დღეს იმედი გაგიცრუვდათ?

_ დიახ, იმედი გამიცრუვდა. ჩემში არასოდეს იწვევდა ოპტიმიზმს კოალიციის შემადგენლობა, მაგრამ თავად ივანიშვილის იმედი მქონდა. საერთოდ, მე წინააღმდეგი ვარ, რომ არჩევნების შემდეგ მაშინვე ახალი ხელისუფლების მწვავე კრიტიკა დაიწყოს. სააკაშვილის შესახებაც კი მისი მმართველობის პირველ წელს არაფერს ვამბობდი. ვფიქრობდი, რომ მას რაიმე მაინც ასწავლა შევარდნაძის ბედმა და მისი პოლიტიკის შედეგებმა. ივანიშვილის შესახებაც ვფიქრობდი, რომ მარიონეტის უპერსპექტივო როლი, რომელსაც ასრულებდა მისი ორივე წინამორბედი, უბიძგებდა მას საკუთარი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესატყვისი პოლიტიკური ხაზის შემუშავებისკენ. სამწუხაროდ, პოლიტიკის მიმართულებები, მისი ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა. ძალიან კარგია, რომ ხალხს აღარ კლავენ და არ აწამებენ, სამშობლოში ბრუნდებიან გაძევებული მოქალაქეები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი განვითარებისთვის, ქვეყნის არსებითად ახალ მდგომარეობაში გადასვლისთვის. ქვეყანას სჭირდება ახალი საგარეო პოლიტიკა, ახალი ეკონომიკა, სულიერ-ზნეობრივი დეგრადაციისგან დაცვის ახალი მექანიზმები. სამწუხაროდ, არაფერს ეტყობა, რომ ახალ ხელისუფლებას ეს ესმის.

იცით რა, ბოლო ოცწლეული საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის პერიოდი. ეს ერთიანი პერიოდია პრინციპული მახასიათებლებით, ხარისხობრივად, თვისობრივად და შედეგების მიხედვით. ძალიან არასასურველია, რომ ამ ერთიანი მმართველობის ისტორიული ფარგლები გაფართოვდეს, ხოლო მის დასახელებაში დეფისით გამოყოფილი ივანიშვილის გვარიც გაჩნდეს.

_ როგორ აფასებთ საპრეზიდენტო კანდიდატთა რაზმის შემადგენლობას?

_ მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სტაჟიანი პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ, მაინც, როგორც ჩანს, არჩევნები რაღაც კლოუნადად გადაიქცა. ამ კომედიაში მონაწილეთა რაოდენობა და შემადგენლობა მეტყველებს სამ მნიშვნელოვან გარემოებაზე:

პირველი _ სააკაშვილის ამ თანამდებობაზე ყოფნამ პრეზიდენტის პოსტი იმდენად გააუფასურა, რომ პოლიტიკისგან ყველაზე შორს მდგომ ადამიანსაც კი ჰგონია, თითქოს მისთვისაც შესაძლებელია პრეზიდენტობა. ლოგიკა მარტივია: თუ მიშა 9 წელი იჯდა პრეზიდენტად, მე რატომ არ შემიძლია? საერთოდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეჭირათ და ახლაც უჭირავთ იმდენად უსარგებლო, უფერულ და გაუნათლებელ ადამიანებს, რომ საზოგადოების წესიერი, ავტორიტეტული, ღირსეული წევრისთვის უხერხული და სირცხვილიც კია, იყოს მინისტრი, დეპუტატი. მე ვიცნობდი და ახლაც ვიცნობ პარლამენტის რამდენიმე წევრს, რომლებიც უცხო საზოგადოებაში მალავენ თავის სტატუსს;

მეორე _ იმ ვალდებულებების არქონისას, რომლებითაც მე ვთავაზობდი, დაეტვირთათ პრეზიდენტი, ეს თანამდებობა აღიქმება, როგორც საპატიო, კომფორტული დროის ტარება, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, უნარს, შესაძლებლობებს, პატივი და კომფორტი კი ჩვენს ხალხს უყვარს, განსაკუთრებით სახელმწიფოს ხარჯზე;

მესამე _ თავისი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის რაიმე მექანიზმების არარსებობა პრეზიდენტის პოსტს უკიდურესად მიმზიდველს ხდის. ყოველი კანდიდატი დაგპირდებათ ყველა პრობლემის მოგვარებას და ქვეყნის მიწიერ სამოთხედ გადაქცევას. რით რისკავს იგი ამ დროს? არაფრით. 5-წლიანი ვადა მას გარანტირებული აქვს, ხოლო შემდეგ _ საპატიო პენსია და უზრუნველი ცხოვრება. ეს ეხება სხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებსაც.

ამიტომ მრავალი წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ. სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მე მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოითხოვონ კანდიდატებისგან თუნდაც საჯარო დაპირება, რომ, თუ ორი წლის შემდეგ იგი არ წარმოადგენს თავისი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს, მაშინ გადადგება.

მაგალითად, კანდიდატი გპირდებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, მოითხოვეთ მისგან საჯარო განცხადება, რომ, თუ იგი პირველი ორი წლის მანძილზე ორჯერ-სამჯერ მაინც არ ჩავა სოხუმში, არ შეხვდება იქაურ ხელმძღვანელობას, ადგილობრივ საზოგადოებას, არ ჩაატარებს მოლაპარაკებებს ამ თემაზე მოსკოვთან, მაშინ გადადგება თავისი წინასაარჩევნო დანაპირების შეუსრულებლობის გამო. გპირდებათ კანდიდატი მილიონ სამუშაო ადგილს? ე.ი. 2 წლის შემდეგ იგი ვალდებულია, წარმოადგინოს თუ 400 ათასი არა, 200 ათასი სამუშაო ადგილი მაინც; წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა დატოვოს თანამდებობა და ა. შ. მოდით, ამ ხერხით მაინც ვცადოთ, ვაიძულოთ პოლიტიკოსები, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მოვალეობებს.

_ საზოგადოებაში საუბარია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ ამერიკელები არ მისცემენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების უფლებას ამ ეტაპზე. მათ განახორციელეს ფანტასტიკური ოპერაცია: მიაბეს ივანიშვილის ლოკომოტივს მათ კონტროლქვეშ მყოფი პარტიები, რომლებსაც სააკაშვილის შემდეგ არანაირი შანსი არ ჰქონდათ, არჩეულნი ყოფილიყვნენ პარლამენტში.

ამერიკელებმა პარლამენტი ჩამოაყალიბეს «ნაციონალური მოძრაობისა» და მასთან სულით, იდეოლოგიურად და ხელქვეითობის მიხედვით ახლო მყოფი პარტიებისგან. მათ შეუძლიათ გარკვეული საკითხების გამო წაკინკლავდნენ, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებში ერთსულოვნად გაჰყვებიან ამერიკულ ხაზს. ასეთი პარლამენტის დათხოვნა შეიძლება?

არ ვიცი, ისედაც რამდენად შესაძლებელია დღეს არსებული პოლიტიკური პარტიებისგან თვისობრივად განსხვავებული პარლამენტი აირჩეს. ჩვენ ხომ არ გვყავს პარტიები, რომელთაც მტკიცე იდეოლოგიური პლატფორმა, მკაფიო იდეური პრინციპები გააჩნიათ. პარტიები იქმნება არა იდეებზე, არამედ კონკრეტულ ადამიანებზე მორგებულად. მაგრამ უბედურება ისაა, რომ იდეური ლიდერების საშინელი დეფიციტიც გვაქვს. ჩვენი პოლიტიკოსები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ყველაფრით, იდეების გარდა. თუ გახსოვთ, სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის ჯგუფი გამოეყო შევარდნაძეს და «მოქალაქეთა კავშირს» «ვარდების რევოლუციამდე» ერთი წლით ადრე, რაც ახსნეს იმით, რომ შევარდნაძე ატარებს მიუღებელ პოლიტიკას, გადაუხვია დემოკრატიულ პრინციპებს და ა.შ. მე მაშინ საჯაროდ ვსვამდი კითხვას: რით განსხვავდება შევარდნაძის ბოლო ერთი წლის პოლიტიკა იმ პოლიტიკისგან, რომელსაც იგი ატარებდა 3-5-7 წლის წინ, როდესაც ეს სამეული და მათი თანამებრძოლები ერთგულებას ეფიცებოდნენ და აღმერთებდნენ მას? ნათელია, რომ არანაირი იდეოლოგიური მოტივი მათ უთანხმოებაში არ იყო. უბრალოდ, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, მოეშორებინათ შევარდნაძე, რომელმაც საკუთარი თავი სრულად ამოწურა და სძულდა მთელ ერს, და შეეცვალათ იგი თავიანთი კურსის ახალგაზრდა, ენერგიული გამტარებლებით.

თქვენ არ გაკვირვებთ ივანიშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მას იმედი გაუცრუა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განცხადებამდე ერთი წლით ადრე? ნუთუ 3-5-7 წლის წინ არ იყო გასაგები, საით მიჰყავს «ნაციონალურ მოძრაობას» და მის ლიდერს საქართველო? აგვისტოს ომის შემდეგაც არ იყო გასაგები? მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაგები იყო, ხოლო ივანიშვილისთვის არა? ასე რომ, ჩვენს პოლიტიკურ მოღვაწეებთან მიმართებაში რაიმე იდეოლოგიურ მოსაზრებებზე საუბარი ზედმეტია.

_ რას ფიქრობთ ივანიშვილის სურვილზე _ გადადგეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? როგორ ფიქრობთ, ეს პიარსვლაა თუ ნამდვილი სურვილი?

_ თუ ეს პიარია, მაშინ ეს მას ავტორიტეტს არ გაუზრდის ქართულ საზოგადოებაში. თუ მას იმ სპექტაკლის განმეორება სურს, როდესაც შევარდნაძის წინაშე თბილისის საზოგადოების ნაწილმა მუხლი მოიდრიკა, ამის გამეორება უკვე ფარსი იქნება. მეტიც, ასეთი პროვინციული კეკლუცობა ქვეყნის ინტერესებს ვნებს. იგი ჩვენ გვპირდება რაღაც საგარეოპოლიტიკური ინიციატივების წამოწევას, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმართვას, ეკონომიკაში მსხვილი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, მაგრამ ვინ წავა მოლაპარაკებებზე ადამიანთან, რომელიც მალე მიდის? ვინ ჩადებს ფულს, თუ მათი დაცულობის გარანტი ხვალ არავინ იქნება?

_ იგი აცხადებს, რომ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას და ყველა დანაპირების შესრულების გარანტიას იძლევა…

_ ეს შეუძლებელია. საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი. ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას. ჩაიგდებენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტს ხელში, მათ აღარ დასჭირდებათ მისი სუბსიდიები. მას საჭიროების შემთხვევაში მოუწევს მიმართოს ამერიკის ელჩს, რათა მისი მეშვეობით მოახდინოს გავლენა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად, მაგრამ ელჩსაც ეს ყველაფერი მალე მობეზრდება. თუ ივანიშვილი მართლაც გადადგება, მაშინ დადასტურდება ვერსია, რომელიც მე ერთხელ გამოვთქვი, მაგრამ რომლის დაჯერებაც თავად არ მინდა. მისი არსი იმაშია, რომ ივანიშვილს არანაირი პრინციპული უთანხმოება სააკაშვილსა და მის რეჟიმთან არ ჰქონდა, მაგრამ ეს თავხედი ახალგაზრდები მისგან სულ მეტ და მეტ ფულს მოითხოვდნენ, ამასთან, მადლობის თქმითაც არ იწუხებდნენ თავს. უცერემონიო სააკაშვილმა, ეტყობა, აწყენინა მას, არ გამოვრიცხავ, რომ შეურაცხყოფაც მიაყენა. ივანიშვილი თავმოყვარე ადამიანია, საკუთარი ღირსების გამძაფრებული გრძნობით.

შეუძლებელია, ამერიკელებს ყურადღება არ მიექციათ ამ ურთიერთობებისთვის. მათ თავიანთი პრობლემა ჰქონდათ: ცხადი გახდა, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის შემდგომი დარჩენა ხელისუფლებაში შეუძლებელი იყო – უკმაყოფილება მოიცავდა მოსახლეობის სულ უფრო ფართო მასებს, მწიფდებოდა მასშტაბური სტიქიური ბუნტი, «ნაცმოძრაობის» სასარგებლოდ კიდევ ერთი არჩევნების გაყალბებას ხალხი ვერ მოითმენდა, იქმნებოდა სოციალური აფეთქების რეალური საფრთხე. ეს არა მხოლოდ აშშ-ის იმიჯს ურტყამდა, რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე საქართველოს «დემოკრატიის შუქურად» აღიარებდა, არამედ შეუძლებელს ხდიდა კონტროლირებადი პოლიტიკური ძალების შემდეგი ეშელონის ხელისუფლებაში მოყვანას, რადგან ამერიკულ «ბახალებს» სოროსის სტრუქტურებიდან ხალხი უკვე აღარ მიიღებდა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გადაწყდა ოპერაცია «ლოკომოტივის» ჩატარება. ამერიკელები მოელაპარაკნენ ივანიშვილს, რომ ისინი არ დაუშვებენ არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციას, მაგრამ სანაცვლოდ ივანიშვილმა თავისთან ერთად პარლამენტში ის პარტიები უნდა შეათრიოს, რომელთაც რეკომენდაციას ამერიკელები მისცემენ. ამგვარად, ივანიშვილმა შური იძია სააკაშვილსა და მის თანამზრახველებზე, დაიკმაყოფილა საკუთარი თავმოყვარეობა, ხოლო ამერიკელებმა მიიღეს სასურველი პარლამენტი. თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ ივანიშვილი მართლაც გადადგება. მან მიზანს მიაღწია. მაგრამ ხალხი მის წასვლას შეაფასებს, როგორც არასერიოზულობისა და უპასუხისმგებლობის უმაღლეს გამოვლინებას.

_ ივანიშვილის წასვლა მოსახლეობის თვალში მთავრობას ლეგიტიმურობას წაართმევს, მის გუნდში არ არიან პიროვნებები, რომლებიც ხალხში ავტორიტეტით სარგებლობენ. ხომ არ გამოიწვევს ეს ქაოსსა და ანარქიას?

_ მართალია. საქართველოში შეუძლებელია ქვეყნის მართვა ხელისუფლების პირადი ავტორიტეტის გარეშე. როდესაც არაა ავტორიტეტი, ერთადერთი გამოსავალია პოლიტიკური ოპონენტების, მოსახლეობის, ყველა უკმაყოფილოს წინააღმდეგ ტერორი, როგორც ამას სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა. მაგრამ ახლა საეჭვოა, ეს გამოვიდეს. ტერორი ხორციელდება ძალოვანი უწყებების მეშვეობით, მათი თანამშრომლები კი უკვე დარწმუნდნენ, რომ ძალის უკანონო გამოყენებისთვის შემდეგმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, მათ პასუხისმგებლობა დააკისროს.

_ 90-იანი წლების ბოლოს თქვენ გამოაქვეყნეთ სტატიების ციკლი, რომელშიც ირწმუნებოდით, რომ პარტიული ნიშნით საზოგადოების დაყოფა დამღუპველია საქართველოსთვის და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის პროგრესულ განვითარებას. ახლაც ასე თვლით?

_ გასული წლების გამოცდილება ამ თეზისს არ ადასტურებს? ჩვენ ისტორიულად არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული მცირერიცხოვანი ერი ვართ, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის დანაწევრებისა და რეგიონული იზოლაციის რეციდივებს. იმისათვის, რომ თანამედროვე მსოფლიოში გადავრჩეთ, საჭიროა ერის სულიერი, მსოფლმხედველური ერთობა და თანმიმდევრული სვლა განვითარების გზით. ჩვენ კი საზოგადოებაში პარტიული ნიშნით დაყოფაც შემოგვაქვს. ამასთან ერთად, ჩვენს პარტიებს არანაირი იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნიათ და, სამწუხაროდ, არც შეიძლება, რომ ჰქონდეთ. საქმე ისაა, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და, ჩვენი მთავრობის პოლიტიკით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ დიდხანს იქნება ღარიბი. ჩვენ არ გაგვაჩნია შიდა რესურსი იმისათვის, რომ ვარჩინოთ ქმედითი პოლიტიკური პარტიები, აღარაფერს ვამბობ მასშტაბურ არასამთავრობო სექტორზე. რესურსები გააჩნია გარე ძალებს და მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც განკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტს. ყველამ იცის, რომ საქართველოში არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა აშშ-ის მხარდაჭერა. რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა? სიტყვიერი, მორალური მხარდაჭერა არაფერს იძლევა: ხალხს ამერიკელები არ უყვარს, მათი რეკომენდაციების ავტორიტეტი ნულის ტოლია. საარჩევნო კომისიებში ამერიკელები არ სხედან, არჩევნებს თვითონ არ აყალბებენ. რაშია მათი როლი? ისინი აძლევენ პარტიებს ფულს აქტივისტების სარჩენად, ამომრჩეველთა, საარჩევნო კომისიის წევრთა, მედიის მოსასყიდად. პარტიები, რომლებსაც აქვთ ფული და, შესაბამისად, მედიის მხარდაჭერაც, შედიან პარლამენტში. ვის ინტერესებს დაიცავენ ისინი, თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდგომ არჩევნებზე სურთ კვლავ პარლამენტში მოხვედრა?

იგივე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. პატარა, ღარიბ ქვეყანაში ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, ვისი წარმომადგენლებიც არ ჩამოდიან ტელევიზორების ეკრანებიდან და გამუდმებით გვასწავლიან სწორად ცხოვრებას. ისინი მოვლილი და მაძღრები ჩანან, ქირაობენ ოფისებს, მოძრაობენ მანქანებით. რა ფულით არსებობენ და შესაბამისად, როგორ «ფასეულობებს» უწევენ პროპაგანდას და როგორი «სწორი» ცხოვრების დანერგვა უნდათ მათ საქართველოში?

_ მაგრამ დემოკრატია შეუძლებელია პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის გარეშე…

_ თუ თქვენ დასავლურ დემოკრატიას გულისხმობთ, მისი თეორიული პრინციპებით, მაშინ იგი არსად არაა და არც არასოდეს ყოფილა. ამერიკელები აფრიალებდნენ თავიანთ კონსტიტუციას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, მაგრამ ამასობაში თავად ჯეფერსონი _ ამ კონსტიტუციის «მამა» _ რჩებოდა მსხვილ მონათმფლობელად, ხოლო ზანგებმა მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში მიიღეს კაფეებსა და პარკებში თეთრებთან ერთად შესვლის უფლება. გაიხსენეთ ლინჩის წესი, მაკარტიზმი… სადაა აქ დემოკრატია?

რა თქმა უნდა, აშშ XX საუკუნეში არ იყო ისეთი ტოტალიტარული სახელმწიფო, როგორც ახლა არის. უბრალოდ, მაშინ არ იყო ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რათა განეხორციელებინათ ტოტალური კონტროლი მოქალაქეებზე, მოეხდინათ ხალხის ცნობიერებით მანიპულირება. დღეს ასეთი შესაძლებლობები არის და ამერიკელები მათ აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ, როგორც აღმოჩნდა, ევროპაშიც, მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში XX საუკუნის დასაწყისში იყო მცდელობები, დაენერგათ დემოკრატიული პრინციპები პრაქტიკაში, მაგრამ ყველაფერი ფაშიზმით დასრულდა. იყო ასეთი მცდელობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, როდესაც ერები შთაგონებულნი იყვნენ თავისუფლებით, ფაშიზმის განადგურებით, ნათელი მომავლის იმედით, მაგრამ მოხვდნენ რა აშშ-ზე კოლონიურ დამოკიდებულებაში, ევროპულმა ეროვნულმა ელიტებმა სწრაფად გადაიღეს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზაციის ამერიკული პრინციპები და მეთოდები. საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების დროს ამერიკელები და ევროპელები ჯერ კიდევ ცდილობდნენ დემოკრატიული ფასადის შენარჩუნებას, მაგრამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ ამის აუცილებლობა თავისთავად გაქრა.

ხოლო თუ დემოკრატიაში ვგულისხმობთ მოსახლეობის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს ხელისუფლება, მაშინ ეს უფლება, უკვე დიდი ხანია, ფარსად იქცა. აშშ-ში, როგორც ცნობილია, საერთოდ არ არსებობს პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევნები, თუმცა ეს საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ხოლო რაც შეეხება კონგრესის არჩევნებს, რეალურად ორი პარტია არსებობს _ რესპუბლიკური და დემოკრატიული. ერთის უკან როკფელერების კლანი დგას, მეორის უკან კი _ როტშილდების კლანი. ხელისუფლებაში მხოლოდ ეს ორი პარტია შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ მათ უკან დიდი ფულია. და ამას ჰქვია დემოკრატია.

ბოლო რამდენიმე თაობის ყველა წამყვანი ამერიკელი პოლიტიკოსი თავისი ცხოვრების რომელიმე პერიოდში როკფელერების ან როტშილდების სტრუქტურებში მუშაობდა. მაგალითად, როკფელერის ფონდი მუშაობს ყველა წამყვან ამერიკულ უმაღლეს სასწავლებელში, ირჩევს ყველაზე გამორჩეულ კურსდამთავრებულებს და სთავაზობს მათ მაღალანაზღაურებად სამუშაოს თავის მრავალრიცხოვან სტრუქტურებში. შემდეგ მათ, ვინც პოლიტიკური საქმიანობის მიმართ მიდრეკილებას გამოავლენს, აგზავნიან პარტიულ სამუშაოზე, წარადგენენ საჯარო თანამდებობებზე, მაგრამ მათ ფინანსურ გამოკვებას განაგრძობენ გადაცემული აქციების, თავიანთი ფინანსური სტრუქტურების ფასიანი ქაღალდების მეშვეობით, ანუ ამ სტრუქტურების აყვავება ხსენებული პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავი ხდება. მათგან ყალიბდება კონგრესმენთა, სენატორთა, მინისტრთა, ელჩთა კორპუსი.

საჭირო ადამიანის კონგრესმენად ან სენატორად გადაქცევა როკფელერებისა თუ როტშილდებისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ყველა წამყვანი მედიასაშუალება მათ ეკუთვნით და წინასაარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი ფულიც მათთვის პრობლემა არ არის. მაგალითი: ყველასთვის უცნობი ზანგი ობამა, ძალიან გაურკვეველი ბიოგრაფიით, არჩევნებამდე 1 წლით ადრე იღებს წინასაარჩევნო ფონდში 3 მილიარდ დოლარს, ხოლო ამერიკული მედია მას ერის მხსნელად წარმოადგენს.

თუ იმასაც დავუმატებთ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც ფულს ბეჭდავს და ამერიკასა და მთელ მსოფლიოს დოლარებით ამარაგებს, კერძო საწარმოს წარმოადგენს, რომელიც 100 წლის წინ იმავე როკფელერებმა და როტშილდებმა მორგანებთან, ლემანებთან, დიუპონებთან ერთად ჩამოაყალიბეს, მაშინ ნათელი გახდება, რომ შეერთებული შტატები უბრალოდ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების კერძო კორპორაციაა, ხოლო აშშ-ის მთელი პოლიტიკური კლასი ამ კერძო კორპორაციის თანამშრომლები არიან. და აქ არანაირი სახალხო დემოკრატიის სიოც კი არ ქრის. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ _ ვერანაირ «ფორბსში» თქვენ ვერ ნახავთ ვერც როტშილდებს, ვერც როკფელერებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრილიონობით დოლარს ატრიალებენ და ვიღაც გეიტსებთან და აბრამოვიჩებთან ერთად მაგიდასთანაც არ დასხდებიან.

_ ევროპაში ხელისუფლების ფორმირების ანალოგიური პრინციპები მოქმედებს? ევროპაც როტშილდებისა და როკფელერების კორპორაციის ნაწილია?

_ სხვათა შორის, ინგლისის მთელი საბანკო სისტემა ინგლისელ როტშილდებს ეკუთვნით, საფრანგეთისა კი _ როტშილდების ფრანგულ ოჯახს. როდესაც მე ვასახელებ ამ გვარებს, ვგულისხმობ გიგანტურ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომლებშიც ეს კლანები გადამწყვეტ როლს თამაშობენ და რომლებთანაც დაკავშირებულია ათასობით მსხვილი კომპანია მთელ მსოფლიოში.

ყველა ევროპულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ორი-სამი ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომელთა უკანაც დგას მსხვილი კაპიტალი. ეს ფორმალურად ადგილობრივი კაპიტალიც რომ იყოს, იგი მაინც აფილირებულია უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციებთან. მსოფლიო კაპიტალისთვის ევროპა არის მოგების ამოღების ზონა. როდესაც კორპორაციებს მობეზრდათ ეროვნული კანონმდებლობების გარჩევა, როდესაც საზღვრებმა ხელი შეუშალა მათ ბიზნესს, მათ თავიანთ კუთვნილებაში მყოფი პარტიების, მედიის, უნივერსიტეტების პროფესურის, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების მობილიზება მოახდინეს და რამდენიმე წელიწადში გააერთიანეს ევროპის ქვეყნები ევროკავშირში. სხვა საქმეა, რომ ეს წარმონაქმნი დიდხანს ვერ იარსებებს, მაგრამ თავისი მოგება მან უკვე მოიტანა.

დღეს ევროპაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ატარებს პოლიტიკას თავისი ქვეყნის ინტერესებში ან თუნდაც ევროპის ინტერესებში. მეტიც, მთელ მსოფლიოში დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეიძლება ერთი ხელის თითებზე ჩამოვთვალოთ. თუ გამოჩნდება სახელმწიფო, რომელსაც სურს, საკუთარი რესურსები გამოიყენოს თავისი ხალხის და არა საერთაშორისო კაპიტალის სასარგებლოდ, იქ მაშინვე ამერიკული ბომბდამშენები მიფრინავენ.

ამგვარად, არანაირი დემოკრატია მსოფლიოში არ არის. დემოკრატია არის შირმა, რომლის უკანაც მსოფლიო კაპიტალის მტაცებლური და აგრესიული მისწრაფებები იმალება. ე.წ. დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები – ეს არის დემაგოგია და მას ამოფარებული ძლიერი სახელმწიფოები იმორჩილებენ სუსტებს და ძარცვავენ მათ რესურსებს. ასეთია თანამედროვე მსოფლიოს მწარე რეალობა.

არ არის და არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოწყობის უნივერსალური პრინციპები, რომლებიც ერთნაირად მისაღები იქნება ყველა ქვეყნისთვის და ერისთვის. ჩინელებმა სახელმწიფო მოწყობის სტალინური მოდელი აიღეს საფუძვლად, ერთგვარი მოდიფიკაცია მოახდინეს საკუთარი ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით და დღეს ჩინეთი არა მხოლოდ უზრუნველყოფს თავის 1,5-მილიარდიან მოსახლეობას, არამედ პროდუქციით მთელ მსოფლიოს ამარაგებს. ევროპა ჩიხში მოექცა და ევროპელი ინტელექტუალები დაბნეულად აღიარებენ, რომ არსებული საზოგადოებრივი სისტემა ვერ გამოიყვანს მათ ამ ჩიხიდან. სავარაუდოდ, საქმე ფაშიზმით დამთავრდება, ევროპას სხვა გამოცდილება არ აქვს. ისლამური სამყარო კატეგორიულად არ იღებს დასავლურ დემოკრატიას, აქტიურად ეწინააღმდეგება მის შემოტევას და ამის გამო ღვრის ზღვა სისხლს. მსოფლიო მრავალფეროვანია, ერთგვაროვანი მიდგომები, პრინციპები და წესები შეუძლებელია და არ იმოქმედებს. უცხოს, მიუღებელს კი მხოლოდ დანგრევა შეუძლია. ამიტომ დღეს მსოფლიოს ინტელექტუალური ელიტები განვითარების ახალი გზების, ახალი ფორმების ძიებით არიან დაკავებულები. ამაზე უნდა იფიქრონ პატარა ქვეყნებმაც, მათ შორის საქართველომ, საკუთარ ისტორიულ გამოცდილებაზე, ეროვნულ სპეციფიკასა და კულტურულ თავისებურებებზე დაყრდნობით.

ესაუბრა ირაკლი თოდუა

1 COMMENT

  1. ბატონო ირაკლი!ეს სტატია,ყველა დეპუტატს და მინისტრს,გაუგზავნეთ და ცხვირზე ააფარეთ,ასეთი ზუსტი ანალიზი იშვიათია დღევანდელ ქართულ რეალობაზე!!!

  2. რა აფხაზეთი აინტერესებთ ამათ? ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დებატი რაც ჩაატარეს პარლამენტში ეხებოდა მძიმე ნაცრის იმპორტს და იმაზე სჯა ბაასს არის თუ არა ულვაშიანი პრეზერვატივი სექსუალური ნივთი… ესენი დაიბრუნებენ აფხაზეთს? მე მეეჭვება!

  3. ბატონო ირაკლი!ეს სტატია,ყველა დეპუტატს და მინისტრს,გაუგზავნეთ და ცხვირზე ააფარეთ,ასეთი ზუსტი ანალიზი იშვიათია დღევანდელ ქართულ რეალობაზე!!!

    ბატონო კუკური აზრი არ აქვს მაგის გაგზავნას ჩვენი პოლიტიკოსებოსათვის,იმდენად გაუნათლებლები არიან, რომ ვერაფერს გაიგებენ.ამიტომ სჯობია თვითონ რესპოდენტი დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკას.

  4. ეს როგორ გამიტყდა ეს კაცი არჩევნებში რომ ვერ მონაწილეიობს მე კი იმედი მქონდა ამ უტვინოებში ერთი მოზგი მაინც იქნებოდა …..არა ძმაო აღარ მივდივარ არჩევნებზე სახლში ვრჩები

  5. «ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს»

    რატომ მოინდომებს აფხაზი, თუ ოსი შენთან ერთად ქვეყნის აშენებას? რომელ აფხაზსა, თუ ოსს მოუნდება ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მამაკაცის ღირსებას, თავმოყვარეობას სრულიად ანადგურებდნენ, „დუბინკებითა“ და ორალურად აუპატიურებდნენ, წამებით კლავდნენ?

    ის ადამიანები ხომ არავის დაუსჯია? პირიქით, შესანიშნავად არიან ჩაკოაბიტირებულნი და მათ გასამართლებას კი არა, გამართლებას ცდილობენ ყველაირად. ეს ყველაფერი, აფხაზებმც და ოსებმაც ხომ იციან?

    ამის დავიწყებას საუკუნე დასჭირდება. საუკუნის შემდეგ კი, თუ „ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს“, კარგი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, იმ დროისათვის მთელი მსოფლიო ერთ მთლიან სახელმწიფოდ გადაიქცევა ! ! ! აღარც ქართველი იქნება, აღარც აფხაზი და აღარც ოსი. გლობალიზაციის დღევანდელი ტემპებისა და პროცესების გათვალისწინებით, ერთეროვანი, ერთ ენაზე მოლაპარაკე მსოფლიო იქნება, ალბათ ! ! !

  6. ერთი საყვედური უნდა ვუთხრა ჭაჭიას, ის ამბობს:
    "ვერანაირ «ფორბსში» თქვენ ვერ ნახავთ ვერც როტშილდებს, ვერც როკფელერებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრილიონობით დოლარს ატრიალებენ და ვიღაც გეიტსებთან და აბრამოვიჩებთან ერთად მაგიდასთანაც არ დასხდებიან"

    ეს სრული სიმართლეა სამაგიეროდ ფორბსში ხშირად ჩნდება ბიძინა… საყვედურის არსიც ის არის, რომ ჭაჭიას სათქმელი ბოლომდე უნდა ეთქვა ანუ ბიძინა როტშილდების ან როკფელერების კაპიტალის ნაწილია, მათი ფულის ყარაული, გინდათ ხელისბიჭი და ის არასდროს არ გააკეთებს არაფერს იმას რაც არ შედის საერთაშორისო კაპიტალის ინტერესებში. უფრო მეტიც ბიძინა არსით, თავის საზოგადოებრივი და სოციალური მდგომარეობით არის მემარჯვენე და ის არასოდეს არ გაატარებს მემარცხენე პოლიტიკას. მემარცხენე მიდგომების გარეშე კი საქართველოში მცირერიცხოვანი კასტა გახდება უფრო მდიდარი ხოლო სხვები უფრო ღარიბები – ეს ბურჟუაზიის და პროლეტარიატის ურთიერთობის კლასიკური მოდელია როდესაც ძალაუფლება მთლიანად მემარჯვენე კაპიტალის ხელშია.

    დარწმუნებული ვარ ამ მინიშნებას გულისხმობდა ჭაჭია როდესაც ამ ინტერვიუში რატომღაც როტშილდებზე როკფელერებსა და მსოფლიო კაპიტალის ბუნებაზეც ამდენი ილაპარაკა, მაგრამ ჩვეულებრივი ლუმპენები ამას ვერ მიხვდებიან ირიბად ნათქვამს. საჭიროა სიმართლის თქმა პირდაპირ და ღიად – რომ ივანიშვილი საქართველოში არის არა ქართველი ერის და გურჯი პროლეტარების ინტერესების, არამედ მსოფლიო კაპიტალის (ბურჟუაზიის) ინტერესების განმხორციელებელი და ამ მსოფლიო კაპიტალისი სამეთაურო პუნქტია აშშ.

  7. ეს საპრეზიდენტო არჩევნები არის ფარსი, მარგველაშვილი კლოუნია, ბურჯანაძე კიდევ მიმრა რომელიც ცდილობს ამ სიტუაციაში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

  8. ბიძინას რაღააცეები გონია… ბადრის ასე ეგონა რომ ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მას აწყობდა, მაგრამ… ბადრი საფლავშია მიშა კიდე პრეზიდენტია… გადადგება ბიძინა და 2 თვეც არ გავა საქართველოდან კუდით ქვას ასროლინებენ თუ გაასწრო რა თქმა უნდა

  9. მაინც უნდა დაეყენებინა კანდიდატურა და რომ გამოჩნდებოდა რომ სალომეს გაატარებდნენ და და სხვა კანდიდატს არა ერთი და იგივე მოტივით ეამაზე ხალხი დასკვნას გამოიტანდა

  10. ვისაც ტერიტოირული მთლიანობის აღდგენა უნდა, ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს ალექსნადრე ჭაჭიას დაბრუნებას პოლიტიკაში, მნიშვნელობა არა აქვს რა იდეოლოგიური მრწამსის მატარებელია,მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტი.

  11. მთავარი და მნიშვნელოვანი დაპირებები ვერ შეასრულა ბიძინამ მაგრამ სამაგიეროდ ძმებ ბერძენიშვილებს აუხდინა პარლამენტში ასეთ ძლიერ პოზიციაზე მოსვლის ოცნება.
    გუბაზს მილონ სჩემტოს ოცნება…
    კობა დავითაშვილს პაჟიზნენნი ნავერტილეს ოცნება.
    ელისო ჩაფიძეს გათხოვების ოცნება…

    რა გინდათ რას ერჩით ამ კაცს 🙂

  12. "თქვენ არ გაკვირვებთ ივანიშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მას იმედი გაუცრუა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განცხადებამდე ერთი წლით ადრე? ნუთუ 3-5-7 წლის წინ არ იყო გასაგები, საით მიჰყავს «ნაციონალურ მოძრაობას» და მის ლიდერს საქართველო? აგვისტოს ომის შემდეგაც არ იყო გასაგები? მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაგები იყო, ხოლო ივანიშვილისთვის არა? "

    მანამდე ზემოდან უკაზი არ ქონდა და მანამდე მილიონებს ისე ახევდნენ პანღურს არ ურტYამდნენ აი "ვნეაჩერედნოი" 130 მილიონის გადახდაზე უარი რომ თქვა და რომ გატყიპეს მერე გამოფხიზლდა თან ზემოდანაც უთხრეს მიშამ ძალიან შეგვარცხვინა, იქნებ ეს ბედოვლათი რესპები და ალასანია შეათრიო ხელისუფლებაშიო და ბიძინასაც გაუჩნდა "იმედგაცრუება"

  13. მეოცნეები ჯერ კიდევ ოცნებაში არიან დარჩენილები და თან ისევ ამერიკელ ხაზეინებს უწევენ კუდებს მაგრამ არა უშავს ხალხი მაგ აწეულ კუდში ისე ამოართყავს ნაცების მონაგონი იქნება

  14. მანამდე ზემოდან უკაზი არ ქონდა და მანამდე მილიონებს ისე ახევდნენ პანღურს არ ურტYამდნენ აი "ვნეაჩერედნოი" 130 მილიონის გადახდაზე უარი რომ თქვა და რომ გატყიპეს მერე გამოფხიზლდა თან ზემოდანაც უთხრეს მიშამ ძალიან შეგვარცხვინა, იქნებ ეს ბედოვლათი რესპები და ალასანია შეათრიო ხელისუფლებაშიო და ბიძინასაც გაუჩნდა "იმედგაცრუება"

    ვეთანხმები ბატონ ალექსნადრე ჭაჭიას, ყველაფერი ამერიკელების მონაწილეობით მოხდა, რომლებმაც შესანიშნავად ჩაატარეს, ოპერაცია "ლოკომოტივი" და ქართველები კიდევ ერთხელ ხახამშარი დატოვეს, ამას მალე ნახავს საზოგადოება.

  15. დიდ პატივს გცემთ ბატონო ალექსანდრე და გვწყინს რომ თქვენნაირი პატრიოტი და თქვენნაირი შესაძლებლობების ადამიანი საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობთ!

  16. დენსიაპინის პოლიტიკის შედეგია რომ დღევანდელი ჩინეთი მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიოში ამიტომ იმისთვის რომ სახელმწიფო მართო ფული კი არა ტვინი ჭირდება

  17. ბატონი ალექსანდრეს თითოეულ სიტყვა სიმართლეა,სამწუხაროდ.ისიც გულდასაწყვეტია,რომ პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა,მაგრამ მიზეზები აბსოლიტურად ზუსტად ჩამოგვირაკრაკა.ესე იგი არაფერი გვეშველება.ასეც ვფიქრობდი.ვინც ჭკვიანია სახლში ზის და ეს არაპატრიოტები კი კარგად ინაწილებენ ხალხის ფულებს და არ აპირებან ამ პრიორიტეტებზე უარის თქმას .ძალიან გაუტკბათ გაჭირვებული ხალხის ზურგით სიამოვნებითა და კომფორტით ცხოვრება.რევოლუცია გვჭირდება/ეს ისე,ხუმრობით/

  18. მართალია ამერიკელებმა ჩვენი პარლამენტი ჩამოაყალიბეს «ნაციონალური მოძრაობისა» და მასთან სულით, იდეოლოგიურად და ისტორიის მიხედვით ახლო მყოფი პარტიებისგან. გარკვეული საკითხების კინკლაობენ კიდევაც , მაგრამ პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებში ერთსულოვნად გაჰყვებიან ამერიკულ, ლიბერასტულ, ცისარტყელურ ხაზს.
    და არავის არ უნდა გაუჩნდეს იდეა რომ ასეთი მონური პარლამენტის დათხოვნაში ამერიკელები ჩვენ მხარს დაგვიჭერენ

  19. დღეს საქართველოს ალექსანდრე ჭაჭიასნაირი მოაზროვნე და ინტელექტუალი თუ გამოიყვანს კრიზისული მდგომარეობიდან!
    ჩვენი ეხლანდელი პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის მოტყუებით და პირადი გამდიდრებით არიან დაკავებული, ხოლო პიროვნებას რომელსაც გული შეტკივა ქვეყნის ბედზე, მის მომავალზე პოლიტიკაში დაბრუნების შანს არ აძლევენ, ეტყობა ასეთია ნება მათი ამერიკელი პატრონების.

  20. ამ მთავრობას მართლა სულ დაავიწყდა რო არსებობს აფხაზეთი და სამაჩაბლო და რომ მათ გარეშე ჩვენ ქვეყანას მომავალი არ აქვს და რომ ასევე არსებობენ აფხაზები და ოსები და ასევე მათ გარეშე ეს პრობლეწმები არ მოგვარდება!

  21. ბატონო ალექსანდრე დიდი ენთუზიაზმით ველოდებოდი თქვენს გამოჩენას და საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას მაგრამ ეტყობა იმ ნაგავში რომელიც დღეს არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ისეთი მოაზროვნე მარგალიტის ადგილი ნაღდად არმ არის

  22. ბატონო ალექსანდრე დიდ პატივს გცემთ როგორც მოაზროვნეს და პატრიოტს . მეც, ჩემი საახლობლოც მოხარული ვიქნებოდით რომ თქვენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიგეღოთ!
    ერთს ვთხოვ უფალს გაახელიონოს თვალი ივანიშვილს რათა დაანახოს რომ არასწორი გზით მიდის

    ბატონო გიორგი აქ ბიძო არ წყვიტავს პოლტიკურ საკითხებს, ამას ამერიკელები აკეთებენ, ხოლო ამერიკელებს კი არ სჭირდებათ ბატონი ჭაჭიასანირი დამოუკიდებელი მოაზროვნე, მათთვის უფრო მისაღებია მარგველაშვილისნაირი მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი პრეზიდენტად, რომელიც ყველაფერზე მზად იქნება თავი დაუხაროს ამერიკელებს და უსიტყვოდ შეასრულოს ოკეანგაღმიდან წამოსული დირექტივები.

  23. თქვენისთანები აკლია ქართულ პოლიტიკას ბატონო ალექსანდრე თქვენისთანა პატრიოტი და განათლებული თორემ წაგვლეკა ამ უვიცობამ

  24. ის რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება სრულიად მიუღებელია პარლამენტარები უკვე აჩოტს ამერიკის საელჩოს დაბალი რანგის ჩინოვნიკებს აბარებენ ხოლო პრემიერი სხვა ქვეყნის გაზეთებიდან გველაპარაკება თავის გეგმებზე ისეტი შთაბეჭდილება მჩება რომ დურდომში ვცხოვრობ ამიტომ საჩქაროდ საჭიროა ისეთი პატრიოტების დაბრუნება ქვეყანაში როგორიც ალექსანდრეა რათა ამ უმცირესობას და უმრავლესობას თავიანთიადგილი მიუჩინოთ ისტორიის სანაგვეზე

  25. ამ ინტერვიუს წაკიტხვის შემდეგ,აპათიაში ჩავარდი არ ვიცი რა გვეშველება. შეიძლება იფიქრო არ დაუჯერებო, მაგრამ მისი წიგნი მაქვს წაკითხული და ისე დეტალურად აქვს ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები საქართველოზე, რომ…… არ ვიცი რა ვერ ვიტყვი ვერაფერს.

  26. ბატონი ალექსანდრე მაგარი პატრიოტია!!!!! გაგიმარჯოთ!!!!
    სანამ თქვენნაირი ხალხი იქნება იმედი მაინც გვექნება რომ ივერია გაბრწყინდება!!

  27. ჩვენმა პრემიერმა ეტყობა გარეკა ისევ გაიძახის მივდივარო და სად მიდის ვერ გავიგე და ისევ ამ ქვეყანას იმ ნაძირალა ნაცების და რესპ-ალასანიების საჯიჯგნად გვტოვებს? მე მგონი ღალატის სუნი ტრიალებს აკი ვამბობდი რომ ეგ კაცი სანდო არ არისოთქო ……ბატონო ალექსანდრე გამოდით და ერთად ვიბძოლოდ ამ ნაძირლების წინააღმდეგ

  28. საჩქაროდ საჭიროა ისეთი პატრიოტების დაბრუნება ქვეყანაში როგორიც ალექსანდრეა რათა ამ უმცირესობას და უმრავლესობას თავიანთიადგილი მიუჩინოთ ისტორიის სანაგვეზე.(მაკო)

    ალექსნდრე ჭაჭია მართლა მალამოსავით სჭირდება დღეს საქართველოს.

  29. ამის დავიწყებას საუკუნე დასჭირდება. საუკუნის შემდეგ კი, თუ „ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს“, კარგი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, იმ დროისათვის მთელი მსოფლიო ერთ მთლიან სახელმწიფოდ გადაიქცევა ! ! ! აღარც ქართველი იქნება, აღარც აფხაზი და აღარც ოსი. გლობალიზაციის დღევანდელი ტემპებისა და პროცესების გათვალისწინებით, ერთეროვანი, ერთ ენაზე მოლაპარაკე მსოფლიო იქნება, ალბათ ! ! !
    ღმერთმა დაგვიფაროს მანანა ამას კიდევ წარღვნა ჯობია

  30. არ მესმის ბატონო საშა ამდენი კომენტარები რად გვინდა ადამიანზე რომელიც გაპარვას აპირებს და ლიბერასტ-ამლოკველების მთავრობას გვიტოვებს თავის ნაც ბანდას კი ოპოზიციად გვინიშნავს მე მგონი უნდა გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ რომ ქვეყანა რასაც საქართველო ქვია ინგრევა და იშლება რელიგიას გვიუფასურებენ, ენის მნიშვნელობას აუფასურებენ, მიწას ყიდიან ვიზეც გინდათ ოღონდ ქართველებზე არა , სოფლის მოსახლეობას აიძულებენ გაყიდონ და დატოვონ სოფელი და ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება რატა ქართველებისგან დაიცალოს და ლუკმაპურის საშოვნად სხვაგან წავიდნენ ხოლო აქაურობა ამერიკის ბაქტერიოლოგიური ექსპერიმენტების და რუსეთის შეჩიჩხინების პოლიგონად აქციონ ამიტომ ყველა პატრიოტი ქართველი უნდა გაერთიანდეს თქვენი თამადობით და საკადრისი პასუხი გასცეს ქვეყნის დამქცევლების ტალღას რომელსაც თუ არ გავაჩერებთ ახლო მომავალში წაგვლეკავს

  31. აგერ ამბობს კაცი ძმაო რომ ივანიშვილი ამერიკელების დავალებით მოქმედებდა და იყო ლოკომოტივი რომ შეეთრია პარლამენტში ნაცებზე უარესი ნაცები – რესპები და ალასანია…. აგერ ახდა კიდევაც ბიძინას განცხადება წასვლაზე იმის დასტურია რომ ივანიშვილი იყო ლ ო კ ო მ ო ტ ი ვ ი. ვერ ვისწავლეთ ჭკუა მივცემთ ხმას ვიღაც ვიღაცეებს და მერე ავტეხავთ ვიშ ვიშს რას გვიშვება ეს მთავრობაო 🙂

  32. ,,პოლიტიკაში მოსვლაზე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი,მაგრამ ვხედავდი სამშობლო მეკარგებოდაო”-წინასაარჩევნო პერიოდში ბრძანა ბიძინა ივანიშვილმა…
    ახლა უკვე მიდის…
    დააბოლა საქ.მოსახლეობას, ტყუილი დაპირებებით !ჩვენი ქვეყანა,ყოველმხრივ შევიწროვებას განიცდის და ახლა წასვლას რა შეიძლება ღალატის მეტი რამე უწოდო??

  33. ჰაი,ჰაი რომ მართალს ამბობს ბატონი!ისევ უფალს უნდა ვთხოვოთ საქართველოს გადარჩენა..

  34. ძალიან დიდი უსუსურობის გრძნობა დამეუფლა. არადა , სწორს ამბობს. არადა ვიცოდით, რომ ასეა, მაგრამ კიდევ რაღაცის იმედი კიდევ გვქონდა. ადამიანი, როგორც სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი, ადამიანს არ სჭირდება. ადამიანს ეტყობა ფული უცვლის ადამიანს და ზნეობრივ–მორალურ კატეგორიებს… აი საიქიოში კი სულ სხვა საქმეა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here