Home რუბრიკები საზოგადოება დღევანდელ ქართულ დროშაზე გამოსახულია «ხაჩ ვორდან კირმიზის» ხუთეული…

დღევანდელ ქართულ დროშაზე გამოსახულია «ხაჩ ვორდან კირმიზის» ხუთეული…

3083

თემა, რომელსაც «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველი დღეს გვთავაზობს, ვფიქრობთ, აქტუალურია და ამიტომაც გამოგვაქვს სამსჯელოდ. როგორც ჩანს, ავტორს _ არქიტექტორ ბაადურ ჩხატარაშვილს ბევრი უმუშავია, სერიოზულ ნაშრომებს გაცნობია და აი, მცირე ნარკვევის სახით წარმოგვიდგინა თავისი მოსაზრებები და დასკვნები. თუკი ვინმეს სურვილი გაუჩნდება და გამოგვეხმაურება, მათ მოსაზრებასაც სიამოვნებით გავაცნობთ ჩვენს მკითხველს.

 

2004 წელს, როდესაც ხელისუფლებამ დაამტკიცა ახალი სახელმწიფო დროშა, საზოგადოებამ გამოთქვა გარკვეული ეჭვი ტილოზე გამოსახული ჯვრების ეროვნული ხასიათის მიმართ. საპასუხოდ, ესკიზის ერთ-ერთმა ავტორმა, ქართული ჰერალდიკის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, იოსებ ბიჭიკაშვილმა, განაცხადა, რომ წრის სეგმენტებით გამოხაზული სოლისებური ჯვრის გამოსახულება მოძიებულია ჩვენ მიერ ბოლნისის, ბოჭორმის, ჩხარის ტაძრების კედლებზე. ისინი თარიღდება მეხუთე საუკუნით და წარმოადგენს ადრინდელი ქართული მართლმადიდებლობის სიმბოლოს.

გაუგებარია, რისთვის დასჭირდა ბატონ ბიჭიკაშვილს რაიმე «ძიება». ბოლნისის სიონი ჯერ კიდევ 1904 წელს აღწერა აკადემიკოსმა ნიკო მარმა. შემდგომ, 1936 წელს, აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა დეტალურად შეისწავლა ნაგებობა. 1938 წელს ლ. მუსხელიშვილმა ჩაატარა შენობის სათანადო აზომვები და გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში. ძეგლის შესწავლა გრძელდებოდა შემდგომშიც. დანართი #1 გვიჩვენებს, რომ ბოლნისის ტაძრის კედლები ნამდვილად არის ორნამენტირებული ორმაგი მრგვალი ნაყშიანი მედალიონებით, რომლებშიც მოთავსებულია სოლისებური ჯვარი. მინდა დავამატო: ანალოგიური ბარელიეფები ამშვენებს მცხეთის ჯვრის ტაძრის კედლებს (დანართი 2). იოსებ ბიჭიკაშვილმა მოიყვანა კიდევ ერთი არგუმენტი, რომ არსებობს შუა საუკუნეებში დამზადებული რუკები, რომლებზეც ქართველთა მიწები დანიშნულია ანალოგიური ჯვრებით (ამ განცხადების თაობაზე მოგვიანებით ვიმსჯელოთ).

უფრო ფრთხილობს დასკვნების გამოტანისას ბატონი ბიჭიკაშვილის თანაავტორი _ საქართველოს ჰერალდიკური ასოციაციის ხელმძღვანელი, ეროვნული ატრიბუტიკის კომისიის წევრი მამუკა გონგაძე.

რუსეთის მედიასთან ინტერვიუში ბატონი მამუკა ამტკიცებს, რომ:

_ ეროვნული ჯვარი, როგორც ასეთი, არ არსებობს;

_ შუა საუკუნეების პერიოდში ქართველებს გააჩნდათ დროშა, რომელიც წარმოადგენდა თეთრ ტილოზე ხუთი მართკუთხა ჯვრის გამოსახულებას;

_ რომ 1995 წელს მან გადაწყვიტა, მართკუთხა ჯვარი შეეცვალა «წმინდა ლეოპოლდის» ჯვრით;

_ წითელი ფერი წარმოადგენს წმინდა გიორგის სიმბოლოს.

«ყველაფერი ნათქვამი აქსიომაა», _ გაუსვა ხაზი ბატონმა გონგაძემ. ამგვარი «აქსიომები» ჩნდება განათლების უკმარისობისგან. ქართულ წეს-ჩვეულებაში წმინდა გიორგის ასახავს თეთრი ფერი («როგორც მთვარეს, ანუ ბადრის» შედარებით გვიანი ინტერპრეტაცია); ხუთჯვრიანი ალამი ქართულმა ისტორიამ არ იცის, ხოლო ახალი დროშის ესკიზი ჩვენმა «ჰერალდიკის მცოდნეებმა» ინათხოვრეს ლოტარინგიის ჰერცოგებისგან (დანართი 3).

გოტფრუა დე ბულიონმა, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთერთმა წინამძღოლმა, უფლის სამარის დამცველმა ADVOCATUS SANCTI SEPULEHN), იერუსალიმის მეფედ ნაკურთხმა, თავისი საგვარეულოს გერბი და დროშა გამოაცხადა ახალი ქრისტიანული სამეფოს ატრიბუტებად. რაც შეეხება «წმინდა ლეოპოლდის ჯვარს» _ 1485 წელს წმინდანად აღიარებულმა ავსტრიის მაკგრაფმა, ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილემ, ლეოპოლდ ბაბენბერგმა იერუსალიმიდან დაბრუნებისთანავე ცისტერიანელების ორდენს უბოძა მიწა ვენის ტყეში, სადაც ააგეს წმინდა ჯვრის მონასტერი. ეს ტაძარი დღემდე ფუნქციონირებს. შენობის ნაოსში მონასტრის არსებობის პირველი დღიდან განთავსებულია ტრადიციული რვაწვერა ლათინური ჯვარი, ხოლო საყდრის თავზე ჯვარცმაა დამაგრებული (დანართი 4). მართალია, კიდევ არსებობს ლეოპოლდის ორდენი, ჯილდო, რომელიც 1808 წელს დააწესა ავსტრიის იმპერატორმა ფრანც პირველმა, საკუთარი მამის _ ლეოპოლდ ავსტრიელის საპატივცემულოდ, მაგრამ ეს ჯვარი სტავროგრაფიის საგანი როდია. ჯილდოს ნახატს აღრიცხავს და აკანონებს ფალერისტიკა, ანუ დისციპლინა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ეროვნულ და არც სულიერ ატრიბუტიკასთან (დანართი 5).

შევეცადოთ, გავერკვეთ . . ბოლნისის ჯვრის, ანუ, რაც უფრო შეესაბამება დაკანონებულ ტერმინოლოგიას, «შემოფარგლული სხივური ჯვრის» ეტიოლოგიაში და განვსაზღვროთ მისი შემდგომი გენეზისი. ჩამოვყალიბდეთ, თავიდან რას წარმოადგენს ჯვარი, როგორც სიმბოლო:

ძველ სამყაროში, კერძოდ, აღმოსავლური ცივილიზაციებისთვის, ჯვარი წარმოადგენდა ამულეტს. ჯვრის ყველაზე ძველი გამოსახულება _ ეგვიპტელების «ანხი» _ წარმოადგენდა იეროგლიფის ტრანსფორმაციას და მარადიულ არსებობას ნიშნავდა. დასავლური აზიის ტომები იყენებდნენ ჯვარს, როგორც სოლარულ ნიშანს, როგორც ალის და სხივის სიმბოლოს, სამყაროს დედაბოძის გეომეტრიულ ვარიანტს. ყოფა-ცხოვრებაში ჯვარს ხმარობდნენ ავგაროზის როლში, მის გამოსახულებას განათავსებდნენ საცხოვრებლის და სალოცავის კედლებზე, დგამზე, იარაღზე, ტანსაცმელზე. ლოურენს უოდელი, ბრიტანელი არქეოლოგი და ისტორიკოსი წლების მანძილზე იძიებდა დღემდე აღმოჩენილი ყველა ჯვრის ნახატებს და რელიეფურ ნიმუშს.

რაც შეეხება ჯვრის გამოსახულების ტიპებს წარმართულ საქართველოში, ჩვენი დაინტერესების აღმძვრელი _ შემოფარგლული სხივური ჯვარი წარმოადგენდა კასების ტომთა ატრიბუტს (ბაბილონის კასიტების დინასტია _ ძვ.წ. VIII-XII ათწლეული). ბრიტანეთის მუზეუმში ინახება ცილინდრული ამულეტი-ბეჭედი ბაბილონიდან, რომელსაც აქვს ამგვარი ჯვრის რელიეფი. ძვ.წ. 1225 წელს ბაბილონში შეიჭრნენ ასირიელები და შვიდი წლის განმავლობაში ფლობდნენ შუმერის მიწებს. მას შემდეგ სხივური ჯვრის გამოსახულება ჩნდება ასირიის ძეგლებზე _ «მეფე შამში-ადადის სტელა» და სხვ.

ძვ.წ. აღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში ბალკანეთიდან ცენტრალურ ანატოლიაში შეიჭრა პროტოსომეხთა მუშკების ტომი. ძვ.წ.აღ. 1160 წელს მუშკებმა დაიპყრეს ასირიის პროვინციები ალზი და პურუკუზი და ამავე დროს დაარბიეს დასუსტებული ხეთების სახელმწიფო. ამის შემდეგ მათ დააარსეს კაპადოკიაში სახელმწიფო ხატი. ძვ.წ. 681 წელს ურარტუს ხელმწიფემ რუსა მეორემ დაიწყო თავისი მიწების გაშენება, დააარსა ახალი დედაქალაქი რუსახონილი და ქალაქები ბასტამი, აიანისი, ტეიშებანი. მუშახელის უკმარისობის გამო, რუსამ დაარბია, ტყვედ აიყვანა და ურარტურში ჩამორეკა გაწაფული მშენებლების ტომი _ მუშკები. დროთა განმავლობაში მუშკების მიერ ასირიელებისგან გადმოღებული სხივური ჯვარი ამოტივტივდება ყოფილი ურარტუს ტერიტორიაზე და ახ. . აღ. IV საუკუნის დროიდან გამოიყენება, როგორც ქრისტიანული საეკლესიო ნაგებობების დეკორის ელემენტი (დანართი 6).

შემდგომ სომხეთში ფართოდ ვრცელდება მოჩუქურთმებული ქვის სტელების _ ხაჩკარების კულტურა. ხაჩკარის დეკორში სომეხი ქვის მჭრელები იყენებდნენ ტრანსფორმირებულ სხივური ჯვრის ნახატს (დანართი 7). ახალი დროების პირველივე საუკუნეებიდან სომეხი ხუროთმოძღვრების «არტელები» სხვადასხვა ეკლესიის დაკვეთით ახორციელებდნენ ტაძრების მშენებლობას მთელ ქრისტიანთა სამყაროში _ პალესტინაში, სირიაში, ბიზანტიაში, კათოლიკურ ევროპაში. ევროპულ ტრადიციაში სომეხი მშენებლების მიერ დანერგილი სხივური ჯვარი მიღებულ იქნა არა როგორც საეკლესიო, არამედ როგორც ჰერალდიკის ატრიბუტი და სტავროგრაფიამ მიანიჭა მას დასახელება CREOUSS PATTE , ანუ «თათისებური» ჯვარი (PETTEE _ ფრ. თათი). წრეში ჩასმული თათისებური ჯვარი (CRPIX PATTE CERCLE) ცნობილია, როგორც ყველაზე აგრესიული შუასაუკუნოვანი სექტის _ კატარების (ალბიგოელების) ემბლემა (დანართი 8).

თვალსაჩინოა ამ სექტის ჩამოყალიბების ამბავი: ანტიკლერიკალური სწავლება და მოციქულთა ტრადიცია განვითარდა, როგორც მანიქეების მოძრაობის განშტოება სომხეთში გრიგორ-განმანათლებლამდე. შემდგომ, მეშვიდე საუკუნეში სომეხმა კონსტანტინემ ჩამოაყალიბა არალეგალური პავლიკიანთა ეკლესია. მოციქულთა მიმდევართა მოძრაობამ კონსტანტინეს მეთაურობით, რომელმაც შეიცვალა სახელი და გახდა სილვანე, მიიღო ფართო მასშტაბი და თანდათანობით გავრცელდა მცირე აზიასა და ბიზანტიის იმპერიის ევროპულ ნაწილში. 872 წელს სექტა დაარბიეს და ყველაზე აქტიური ადეპტები გაასახლეს ბულგარეთში, ქალაქ ფილიპოპოლისში (თანამედროვე პლოვდივი). პლოვდივში მწვალებლობამ ახალი ბიძგი აიღო და გარდაიქმნა იმავე შინაარსის სექტათ, რომელსაც დაერქვა ბიგომილების თემი. X საუკუნეში მწვალებლობამ შეაღწია ევროპაში, კერძოდ ლანგედოკში, არაგონში, ჩრდილოეთ იტალიაში, დასავლეთ გერმანელების მიწებზე და მიიღო ალბიგოელების (კატარების) მოძრაობის სახე. პაპმა ინოკენტი მესამემ სექტანტების საწინააღმდეგოდ დააარსა საეკლესიო ინკვიზიცია და სანქცია მისცა ჯვაროსნულ ლაშქრობას. ლაშქრობა გაგრძელდა 20 წლის განმავლობაში, 1244 წელს ჯვაროსნებმა გაანადგურეს მონსეგიურის ეზოში კატარების ჯვრის გამომსახველი ობელისკი. მანიქეების ტრადიციის გამგრძელებელი პავლიკიანები ქადაგებდნენ ადამიანთა გვარის გაგრძელების უარყოფას, ამიტომაც სექტის წევრებს შორის სექსუალური აქტიურობა ხშირად ღებულობდა არატრადიციულ ფორმებს. პავლიკიანებს, ბოგომილებსა და კატარებს ბრალად ედებოდათ სექსუალური გარყვნილობა და ჰომოსექსუალიზმი.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროიდან რაინდებმა ტრადიციად შემოიღეს ალმების სხვადასხვა ფერებით ცროსს პატტე მოხატვა. ფრანკები იყენებდნენ წითელ ჯვარს, ბრიტანელები _ თეთრს, იტალიელები _ ლურჯს, ფლანდრიელები _ მწვანეს (ბრიტანელ ქრონიკოსი მეტიუ პერი). 1147 წლის 24 აპრილს რომის პაპმა _ ევგენი III-მ პარიზში ლუდოვიკო VII-ს თანდასწრებით ტამპლიერების ორდენის გენერალური კაპიტულის ჩატარებისას, მიანიჭა უფლება ორდენის მაგისტრს _ ედვარ დე ბარს, დაეტანა ტამპლიერების ლაბადაზე ალისფერი სხივური ჯვარი. იმავე პერიოდს მიეკუთვნება პაპის განკარგულება, რომელიც ავალებდა რუქების მხაზველებს, დაენიშნათ ქრისტიანი ხელმწიფეების სამფლობელოების ადგილსამყოფელი სხივური ჯვრით (გავიხსენოთ ბ-ნ ბიჭიკაშვილის არგუმენტი).

დავუბრუნდეთ საქართველოს. მემატიანეთა და ისტორიკოსების მოწმობით, ქართველთა რაზმები მონაწილეობდნენ იერუსალიმის იერიშში. ასევე ვიცით, რომ დავით აღმაშენებლის ჯარის შემადგენლობაში იყო იერუსალიმის სამეფოში დაქირავებული სამასამდე ფრანკი ჯვაროსანი. ამ პერიოდში ხდება სხივური ჯვრის შეღწევა ქართულ გამოყენებით ხელოვნებაში (მინანქარი, ნაჭედი) და არა საეკლესიო ატრიბუტიკაში. დვინის თავშეყრის და ქართული და სომხური ეკლესიის განცალკევების შემდეგ ჩვენი წინაპრები წესის აგებისას და საეკლესიო შენობების გაფორმებისას სარგებლობდნენ ბერძნული ჯვრით (ცრუხ ქუადრატა). დავით აღმაშენებელმა ერთხელ გამოიყენა სხივური ჯვარი, როდესაც მცირე რაოდენობით მოჭრა «საექსპორტო მონეტა», ქრისტიანული მიწების _ იბერიის, აფხაზეთის, სომხეთისა და ალბანეთის მმართველის სტატუსის აღსანიშნავად. მონეტის ერთადერთი ნიმუში ინახება ბრიტანეთის მუზეუმში (დანართი 9).

საინტერესო ფაქტი აქვს აღწერილი გერმანელ ეთნოგრაფს კარლ განს XIX საუკუნეში. მაღალმთიან საქართველოში მოგზაურობისას მან მიაქცია ყურადღება იმას, რომ ხევსურების დგამი და ტანისამოსი მორთულია კათოლიკური სიმბოლოებით, კერძოდ კი სხივური ჯვრის გამოსახულებით. ადგილობრივმა მოსახლეობამ აუხსნა, რომ ხევსურების რაზმი ჯვაროსნებთან ერთად იბრძოდა პალესტინაში და შინ დაბრუნებისას საპატიო ჯილდოს სახით ჩამოიტანეს ნაჩუქარი ალმები და იარაღი.

დავუბრუნდეთ «ბოლნისის ჯვრის» პრობლემას. როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, სომხების წინაპრები დაწყებული ძვ.წ. VII საუკუნიდან, იყვნენ სამშენებლო სამუშაოებით დაკავებულნი ურარტუს სამეფოში, რაც ბუნებრივია. ფორტიფიკაციური ნაგებობების საცხოვრებლის და საზოგადოებრივი შენობის გარდა, შენდებოდა ასევე სალოცავები. ურარტუს ტაძრებს ახასიათებს ფრიგიის და პაფლაგონიის ანალოგიურ ნაგებობებთან კავშირი. ფრიგიიდან სომხების წინაპრებმა გადმოიღეს ნაგებობების ორი ტიპი _ ბაქანზე შედგმული კარვისებური კონტრფორსიანი მეგარონი და მოცულობით-სივრცითი სამნეფიანი მოგრძო შენობა, შეზღუდული აღმოსავლეთიდან ნახევრადწრიული აპსიდით (ბაზილიკის პროტოტიპი). ბუნებრივია, რომ სომხების ტრადიციაში ვითარდება ამგვარი კონსტრუქციების ტიპები: სამნეფიანი მართკუთხა ბაზილიკა ცენტრალური აპსიდით და ტრანსფორმირებული გუმბათოვანი აპსიდური კონტრფორსებიანი მართკუთხედი ოთხფურცლა ტეტრაკონხი. მართკუთხა ძირიდან რვაწახნაგა გუმბათისკენ გადასვლა ხორციელდებოდა ეგრეთ წოდებული «ტრომპების», ანუ საფეხურებრივ მოწყობილი თაღების სისტემების მეშვეობით _ რიფსიმეს ტაძარი ეჩმიაძინში, ტერგამანაპაცი, ავანი, ადამიანი. სომხური ტაძრების ფასადები მორთულია მდიდრული ბარელიეფებით, რაც ბუნებრივია _ სომეხი ქვისმჭრელები განთქმულნი იყვნენ მაშინდელ სამყაროში.

გადავხედოთ ქართული საეკლესიო მშენებლობის ტრადიციას. ადრე ბრინჯაოდან ცნობილია ქართველთა მიწებზე «ბერიული» გვირგვინოვანი კიბურგუმბათოვანი გადახურვებით აგებული დარბაზის ტიპის შენობები. ამ ტიპის ნაგებობების ერთერთი ნიმუშია მეხუთე საუკუნეში აგებული ბოლნისის ნასახლარი.

ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ამოცანების გადასაწყვეტად, გვირგვინის ტიპის კონუსური ფორმის გუმბათი, ანუ დარბაზის აგების ძირითადი პრინციპი ჩვენმა წინაპრებმა პირველი სალოცავების მშენებლობისას გამოიყენეს. განვითარების მანძილზე გამომუშავდა მთელი რიგი თვითმყოფადი ხერხებისა, შეთანხმებული ადგილობრივ პირობებთან. კერძოდ _ ხის ფორმებიდან გადასვლა ქვის ორდერში, მზიდავი და ზიდური ელემენტების სისტემის შერწყმა დარბაზის სპეციფიკური პირობების შესაფერისად. კონუსური ფორმის გუმბათი გამოიყოფა ნაგებობის საერთო კომპლექსიდან, წამოიწევა მიწის ზედაპირიდან და ახასიათებს ცალკე სივრცეს (ცხრა-კარი, ყველა წმინდა ვაჩნაძიანის, ოშკი, ნინოწმინდა, შიომღვიმე, ერადაანთ საყდარი, ძველი გავაზი _ ყველა VI-VII საუკუნე). ფორმის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს ჯვარისებული გუმბათიანი ნაგებობები. პირველი ნიმუში _ წრომის ტაძარი (VIII ს.) _ თავისუფალი კედლისპირა ბოძებზე შემდგარი გვირგვინის ტიპის გუმბათი, რომლის მართკუთხა ძირი შეესაბამება ქართლ-კახური დარბაზის სტანდარტებს. გადასვლა ოთხკუთხა ძირიდან გუმბათის დოლურაზე პანდატივების (აფრის ტიპის კონსტრუქცია) მეშვეობით ხდება, რაც გამორიცხავს კიბისებურ გადასვლას და უშუალოდ ახდენს მართკუთხას ტრანსფორმაციას წრეში. ამ დროისთვის ქართველმა ოსტატებმა დახვეწეს ქვის დამუშავების და ჩუქურთმის მოჭრის ტექნიკა, რაც შემდგომში, არაბების ბატონობის დამთავრებისას გამოიხატა ისეთი შედევრების შექმნაში, როგორიცაა: სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი, ახალი შუამთა, ბეთანია, გელათი, ახალი იყალთო, მთავარანგელოზი, ახალი ნეკრისი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიის საეკლესიო არქიტექტურაში თავიდან და მეცხრე საუკუნის ჩათვლით აღინიშნებოდა სომხური გავლენა, X საუკუნიდან კი იბერიული სტილი ჭარბობს.

ახლა შევხედოთ, რას წარმოადგენს 478-493 წლებში აგებული ბოლნისის სიონი: მართკუთხა სამნეფიანი ბაზილიკა ნახევრადწრიული აპსიდით. ჩრდილოეთიდან შენობას მიერთვის გალერეა-ნარტექსი გადახურული ცილინდრული კამარით. შენობის დეკორი წარმოდგენილია ორმაგ მრგვალ მედალიონებში ჩართული სხივური ჯვრების რელიეფური გამოსახულებით. მედალიონის ორნამენტი წარმოადგენს გეომეტრიულ წნულს, რომელიც შედგება სამკუთხა კბილებისგან. კედლები ამოყვანილია გათლილი ჭოჭანაჭებით, ორმხრივი ჯავშნის ტიპის წყობით და ბუტო-ბეტონის შევსებით _ ეგრეთ წოდებული სომხური ტექნოლოგია «მიდის».

დასკვნა: ბოლნისის სიონის შენობა წარმოადგენს სომხური  ტრადიციის ტიპიურ ბაზილიკას, აგებულია სომხური წყობის ტექნიკის გამოყენებით, გააჩნია ცილინდრული კამარას ელემენტები, რაც უბრალოდ გამორიცხულია აღმოსავლეთ საქართველოს მშენებლობის ტრადიციაში. იგი დეკორირებულია აღმოსავლეთ საქართველოს მშენებლობის ტრადიციაში. იგი დეკორირებულია სხივური ჯვრის გამოსახულებით, რომელიც ჩასმულია სომხურივე კლასიკური სამკუთხა ორნამენტით დეკორირებულ მედალიონებშიპალმეტას» ტიპის ქართული საეკლესიო ორნამენტი არ სცნობს გეომეტრიულ ფორმებს). ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტაძარი მდებარეობს იმავე პერიოდში აშენებული ნასახლარის ცენტრში და აბსოლუტურად ყველა გარშემო მდგომი შენობა გვირგვინიანი დარბაზის ტიპისაა. აქედან გამომდინარე, ტაძარი ააგო სომხეთიდან დაპატიჟებულმა «არტელმა», მით უმეტეს ეკლესია ჯერ ერთიანი იყო. ამ მოკლე ნარკვევის თავში მე აღვნიშნე ჯვრის მონასტრის ფასადზე ანალოგიური მედალიონების არსებობა. აღარ დავკარგავ დროს დაწვრილებითი ანალიზისთვის, მოვიყვან რამდენიმე ფაქტს:

_ ჯვარის ტაძრის კონსტრუქცია _ ოთხფურცლა ჩახაზული მეგარონი სამიარუსიანი ტრომპების გადასვლის სისტემით (ტექნიკა «გლახათუნ»). სომხეთში აგებული ავანის, ვაგარშაპატის, არამუსის ტაძრების სრული ანალოგი. 682-689 წლებში ქართლში აშენდა კიდევ ერთი, მცხეთის ჯვრის სრული ასლი _ ატენის სიონი, რომლის კედელზე სომხურ ენაზე წერია _ ტაძარი და ჩემთან იყვნენ ჩემი ხალხისა _ აარონ, გევოქი, გრიგორი და დაპსი.

_ ჯვრის ფასადზე განთავსებული ბარელიეფები მოჭრილია ვარდისფერ ტუფის ფილებზე, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება.

_ ტაძრის ცენტრალური შესასვლელის თავზე, სხივური ჯვრის ქვეშ ჩაშენებულია კლასიკური სომხური ხაჩკარის გამოსახულება. ტაძრის დასავლეთის ფასადზე დამაგრებულია ქართლის მმართველის _ სტეფანოს პირველის ბარელიეფი. სტეფანოზ პირველი ჭრიდა საკუთარ ფულს. მონეტის რევერსზე იკვეთებოდა ჯვრის გამოსახულება, _ ფოთლისებური ჯვარი ერთადერთი მიზეზის გამო: 608 წლის დვინის «გაყრამდე» ქართულ ეკლესიას არ გააჩნია ჯვარის დამტკიცებული ატრიბუტი. ხოლო მოგვიანებით დამტკიცდა, როგორც კანონიერი სიმბოლო, ბერძნული წმინდა გიორგის ჯვარი.

ვფიქრობ, ზედმეტია ეგრეთ წოდებული ბოლნისის ჯვრის ეროვნულ ნიშანთვისებაზე მსჯელობის გაგრძელება. სიტყვამ მოიტანა და მე «ამერიკა არ აღმომიჩენია» _ ყველა ფაქტი დიდი ხნის შესწავლილია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ისტორიკოსების მიერ და ამ საკითხზე არა ერთხელ გამართულა მსჯელობა. ზოგჯერ ცხარე ფორმებშიც კი, მაგრამ ჩემთვის უცხო მიზეზების გამო ეს საკითხი არ ხმაურდებოდა ფართო საზოგადოების წინაშე.

გადავხედოთ ეროვნული ფერების ტრადიციას. ჩვენი ხალხის ტრადიციული ფერებია _ შინდისფერი, შავი, თეთრი. ქართული ეროვნული ფერების გენეზისი ძალზე ვრცელი საკითხია და მე არ შევეხები ამ თემას. დავეყრდნოთ ჩემზე ბევრად კომპეტენტური ავტორების მტკიცებას. ახლა ქართული დროშის ფერების შერჩევის დროს ბატონებმა ბიჭიკაშვილმა და გონგაძემ არ გაითვალისწინეს, რომ წითელი ფერი სომხური ტრადიციაა. ამის ახსნა ძალზე მარტივია: წითელი საღებავი მზადდებოდა საქართველოში ჰენდროს ნახარშისგან, აქედან _ მუქი შინდისფერი, ხოლო სომხეთში იმავე მიზნით იყენებდნენ სპეციფიურ ენდემურ მწერს სომხურ კოშენილს (porphyrophora lameliii). მიღებული საღებავი ალისფერს იძლეოდა და სახელად ერქვა «ვორდან კირმიზ». ასე რომ, დღევანდელ ქართულ დროშაზე გამოსახულია «ხაჩ ვორდან კირმიზის» ხუთეული…

ბაადურ ჩხატარაშვილი,

არქიტექტორი

P.S. დღევანდელ ვითარებაში წითელის ფერი ცროსს პატტე ამშვენებს რომის პაპის ეპიტრაქილს, ამავე დროს იგივე ჯვარი წარმოადგენს ბაიკერების, მეტალისტების და თავისუფალი მასონების ბრაზილიის ლოჟის ემპლემებს.

 

20 COMMENTS

  1. კარგით რა . ძალიან კარგი როშა გვაქ. მსოპლიოში არავის ააქვს ესეთი მაგარი დროშა! დიდება უფალს! ამით სძლო! ჯვარი პატიოსანი მადლიანი და მპარველი! შეგვეწიოს! უწმინდესმა აკურთხა ეს დროშა და შეეწიოს ჩვენ ერს! ვინ როგორ და სად გამოიყენებს კიდევ ამ ჯვრის სიმგოლიკებს , ამ გადარეულ მსოფლიოში არაფერია გასაკვირი! დიახაც უძლიერესი დროშა გვაკ და ვისაც შურს და თვალში ეჩხირება ის ვერ ეღირსებიან მის გაბითურებას!

  2. "შემდგომ სომხეთში ფართოდ ვრცელდება მოჩუქურთმებული ქვის სტელების _ ხაჩკარების კულტურა. ხაჩკარის დეკორში სომეხი ქვის მჭრელები იყენებდნენ ტრანსფორმირებულ სხივური ჯვრის ნახატს (დანართი 7). ახალი დროების პირველივე საუკუნეებიდან სომეხი ხუროთმოძღვრების «არტელები» სხვადასხვა ეკლესიის დაკვეთით ახორციელებდნენ ტაძრების მშენებლობას მთელ ქრისტიანთა სამყაროში _ პალესტინაში, სირიაში, ბიზანტიაში, კათოლიკურ ევროპაში. ევროპულ ტრადიციაში სომეხი მშენებლების მიერ დანერგილი სხივური ჯვარი მიღებულ იქნა არა როგორც საეკლესიო, არამედ როგორც ჰერალდიკის ატრიბუტი და სტავროგრაფიამ მიანიჭა მას დასახელება CREOUSS PATTE , ანუ «თათისებური» ჯვარი (PETTEE _ ფრ. თათი). წრეში ჩასმული თათისებური ჯვარი (CRPIX PATTE CERCLE) ცნობილია, როგორც ყველაზე აგრესიული შუასაუკუნოვანი სექტის _ კატარების (ალბიგოელების) ემბლემა (დანართი 8)."

    http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9e/Map_of_Angelino_Dulcert_cropped_area.jpg

  3. მუშკები პროტოსომხები არ არიან, პროტოქართველები არიან და ეს სიტყვა მესხების ეთნონიმს წარმოადგენს.

  4. ეს არაა ქართული ედოშა..დააბრუნეთ ძველი მართლა ქართული დროშა.ჯვაროსნებს მაგონეს..რავა ყველაფერი ქართული ჩაკლეს ამ სატანებმა…

  5. გოდფრუა დე ბუილონი /"Godfrey of Bouillon"/ და არა გოტფრუა დე ბულიონი, შე მართლა ბულიონო,სუპო და ხარჩოვ… ჭკუისკოლოფა… ახლა დაიწყე ცქმუტვა და "განათლების უკმარისობის" ხავილი…

  6. რა დროს დროშაა, რაც დაპირდით ხალხს ჯერ ის შეუსრულეთ, აბა მოედნების და ქუჩების სახელების შეცვლის გამო მოგცათ ხალხმა ხმა ქ20ებო???:DDDD 10 თვე გავიდა "საქმე -ხალხის დაბოლების ნაცვლად"!!!!

  7. დემოგოგია რასაც წერს ავტორი, ესაო ისაო , ფერებიაო . კარგით რა. არა პანაშვიდის დროშა გვჭირდება მუქ ფერებში და შავნარევი. ეგ იქნება აღორძინების და წინსვლის სიმბოლო 😉
    ჩვენ არ ვცხოვრობთ კლერიკულ სახელმჭიფოში რომ განსაზღვროთ რამდენად არა მართმადიდებლურია ეს ჩვენი დროშა. არის ასეთი და მორჩა, რა დროს ისტორია და პრეისტორია. წინა დროშას და წინა წინასას ბევრად ჯობს

  8. სტატიაც და კომენტარებიც ცალსახად შეკვეთილია! მე არ ვიცი ვინ არის ბატონი ბაადურ ჩხატარაშვილი მაგრამ სტატია აშკარად მავნებლურია და ყოველგვარ პატრიოტიზმს მოკლებული, მასში მეტად მნიშვნელოვან საფიქრალზეა ლაპარაკი ვიდრე ჰერალდიკაა! ნუ ეწევით მსგავს საქმიანობას, გახსოვდეთ განიკითხებით და მანამდე კი, თქვენს აზრს არაკეთილმოსურნე ამტაცებლები გამოუჩნდებიან (საერთოდ, თუ მათი შეკვეთა არ არის…)

  9. ნუ კამათობთ ბატონებო- მე მაქვს ამომწურავი პასუხი განხილული საკითხის როგორც მომხრეთა ასევე ოპონენტთა წიაღში წამოშობილ ყველა შეკითხვაზე…
    ბატონი ჩხატარაშვილი ქართულ გვარს ამოფარებული ერთი ჩვეულებრივი ხაჩიკია. დიახ ის სომეხია, ქართულად თითქმის ვერ მეტყველებს, აქვს რუსულენოვანი ბლოგი რომელზეც შიგადაშიგ მსგავს მარგალიტებს აქვეყნებს. ვისაც ჩხტარაშვილის სომხობა არ გჯერათ ჰკითხეთ მას მამისა და ბაბუის სახელი – სხვ არგუმენტი აღარ დაგჭირდებათ.

  10. ამ წერილის ავტორი არც საქართველოს ისტორიას და არც ქართული ხელოვნების ისტორიას არიცნობს, საქართველოსა ეკლესიის ისტორიის ცოდნაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ზემოდ მის მიერ ჩამოთვლილი ავტორთა ნაშრომებიც, საკუთარი გემოვნების მიხედვით აქვს გააზრებული…

  11. საქართველოს დროშაზე ჯვრები რომ არის გამოსახული ეს აწუხებთ იმ ორგანიზაციებს რომლებსაც სპონსორობენ საერთაშორისო მემარცხენე ლიბერალი ორგანიზაციები და ათას მიზეზს იგონებენ მათი არაეროვნულობის შესახებ.

  12. დაგვანებონ თავი ამ სომხებმა რავა ყველაფერი თავიანთი გონიათ. მორჩით დაგვასვენეთ

  13. "ნუ კამათობთ ბატონებო- მე მაქვს ამომწურავი პასუხი განხილული საკითხის როგორც მომხრეთა ასევე ოპონენტთა წიაღში წამოშობილ ყველა შეკითხვაზე…
    ბატონი ჩხატარაშვილი ქართულ გვარს ამოფარებული ერთი ჩვეულებრივი ხაჩიკია. დიახ ის სომეხია, ქართულად თითქმის ვერ მეტყველებს, აქვს რუსულენოვანი ბლოგი რომელზეც შიგადაშიგ მსგავს მარგალიტებს აქვეყნებს. ვისაც ჩხტარაშვილის სომხობა არ გჯერათ ჰკითხეთ მას მამისა და ბაბუის სახელი – სხვ არგუმენტი აღარ დაგჭირდებათ."

    ამაზე კარგად ალბათ ვერ ვიტყვი … სწორია

  14. ეს სტატია აშკარად რუსულენოვანიდან არის ნათარგმნი, რადგან შეცდომა "ბულიონი" რუსულენოვან სივცრეში სულაც არაა შეცდომა, ეს საჰერცოგო რუსულ ენაზე იკითხება როგორც Бульон ან Буйон, ორივე ფორმა მიღებულია, ამიტომაც მტკიცედ მჯერა რომ ეს შეკვეთილი სტატიაა და გადმოქართულებისას ეს მომენტი გამოეპარათ, რადგან ქართულ ენაზე ცალსახად ბუილონია. თითოეულ აქ ნახსენებ ფაქტს უნდა გაეცეს მეცნიერულად დადასტურებული და შესწავლილი პასუხი. ყვირილი იმისა რომ "აეეე ეს დროშა ხაჩიკებისააა" ან "კარგით რა, რად გვინდა მუქ ფერებში დროშა ეს ხუთჯვრიანი ხომ ულამაზესია" საძირკველშივე შეცდომაა და არ უწყობს ხელს არც განათლების გაღრმავებას და არც საკუთარი ისტორიის უკეთ შესწავლას.

  15. დროშა რომ საშინელი გვაქვს, მაგას რად უნდა კვლევა და მტკიცება…

  16. სამეცნიერო-კვლევით არგუმენტაციას მოკლებული, ეს პასკვილი, რაღაც “სეროჟას სიზმარია”, რომელსაც ეტყობა მესროპ მაშტოცი ეზმანა და იმან მოუყვა ‘ქურქის ზღაპრები”, სრული აბსურდია, უცოდინარობა და დიფამაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here