Home რუბრიკები საზოგადოება პედერასტები ოლიმპიადის, ხიზილალის, არყისა და რუსეთის წინააღმდეგ

პედერასტები ოლიმპიადის, ხიზილალის, არყისა და რუსეთის წინააღმდეგ

624

ცოტაც და მორწმუნე კაცობრიობა არნახული მკრეხელობის მოწმე გახდება: აგერ ნახავთ, რომ ბარაკ ჰუსეინ ობამას, აშშის პრეზიდენტს, რომელიც პედერასტებმა პირველ გეი პრეზიდენტად გამოაცხადეს, მალე წმინდანადაც შერაცხავენ: ჟურნალ Newsweekის ბოლო ნომრის ყდაზე მისი პორტრეტი წმინდანთა ღირსი შარავანდედით არის გამოქვეყნებული და ეს შარავანდედი, არც მეტი, არც ნაკლები, მამათმავალთა და ლესბოსელთა ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი. წარწერაც ამასვე გვეუბნება «პირველი გეი პრეზიდენტი». ჟურნალის ეს ნომერი ესესაა აშშის საგაზეთო ჯიხურებსა და დახლებზე გამოიფინა: პირველი გეი პრეზიდენტი «გასაყიდად» გამოიტანეს.

 

Newsweek -ის რედაქციის ეს პროვოკაციული ნაბიჯი დაკავშირებულია იმ განცხადებასთან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას ჯორჯ კლუნის მიერ გამართულ საზეიმო სადილზე გააკეთა. ობამამ მაშინ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჰომოსექსუალთა ქორწინებებს და მათ ლეგალიზაციაში აშშ-ის მომავალს ხედავს.

აუფორიაქებია ობამას სიტყვებს მწერალი-ჰომოსექსუალი ენდრიუ სალივანი, _ ამას თავად წერს ჟურნალის ამავე ნომერში. სიხარულის ცრემლი უღვრია ბლომად. სტატიის ავტორი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტს კარგად უნდა ესმოდეს გეებისა და ლესბოსელების აუტანელი მდგომარეობა, იმიტომ, რომ იგი შავკანიანი მამის და თეთრკანიანი დედის შვილია (!). მან «მზისქვეშეთში ადგილი მისცა მათ, ვინც დათრგუნული იყო თვითიდენტიფიკაციის პრობლემებით, ვისაც თავისუფლება სწყუროდა, _ ასკვნის სელივანი, _ მან დაუბრუნა მათ საყვარელი ოჯახები და პატივისცემა, რასაც ისინი იმსახურებენ».

ისტორიამ იცის აღმაშენებლები, დამპყრობლები, მოკლეები, მრისხანენი, ბოლოს და ბოლოს _ თვითმარქვია თვითმპყრობელები, ახლა ახალი თავი იწყება, ანუ ეპოქა ელგებეტე პრეზიდენტების.

მზე, კარგა ხანია, დასავლეთიდან ამოდის, ახალი ისაა, რომ ცისარტყელის კამარითაა დამშვენებული _ ცისარტყელას ფერებით, რომლებიც გეების თანამეგობრობამ უსინდისოდ მიითვისა.

სინდისი და ესენი?!

სტივენ ფრაის სასოწარკვეთა

მსოფლიო გადაიხმარეს (გადინადირეს ანალოგია) პედერასტებმა, თავიანთ გამრუდებულ ორიენტაციაზე გადაყვანა მოინდომეს. დღეს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისკენ მოგვიწოდებენ, ხვალ აღლუმებს არ დასჯერდებიან და თავიანთი ოლიმპიადების ჩატარებას მოსთხოვენ მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს.

ბრიტანელი მსახიობი და მწერალი სტივენ ფრაი პოლიტიკას და სპორტს ისე ურევს, როგორც ორიენტაციააღრეული ტრანსვესტიტი, და ღია წერილით მიმართავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს _ დევიდ კემერონსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, უარი თქვან სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე იმიტომ, რომ რუსეთში ელგებეტე საზოგადოების უფლებები ილახება. «საკმარისი არაა, _ წერს იგი, _ იმის თქმა, რომ გეი ოლიმპიელებს ოლიმპიურ სოფელში არავინ შეავიწროებს. ჰუმანიზმის საერთო ინტერესები, რომელთაც ოლიმპიური მოძრაობა ქადაგებს, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ავალდებულებს, მტკიცე უარი უთხრას ბარბაროსულ, ფაშისტურ კანონს, რომელიც დუმამ პუტინის ჩაწოდებით მიიღო». ერთმანეთს ისე ადარებს ფაშისტური მმართველობის პერიოდში, 1936 წელს ბერლინში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს და სოჭში ჩასატარებელ ზამთრის ოლიმპიადას და ისე «ვაჟკაცურად» გაჰყვირის, რომ ეს იქნება წარუშლელი დამღა მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობაზე, თითქოს მისი ქვეყანა არ იყო, ფაშისტების დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების გამართვას მხარი რომ დაუჭირა.

მოკლე მეხსიერებას და გულმავიწყობას ვერ დააბრალებ ასეთ დეზინფორმაციას, რადგან ეს არის დასავლეთისთვის ჩვეული ორმაგი სტანდარტის გამოვლენის კიდევ ერთი შემთხვევა.

ფრაი, რომელიც თავის პედერასტობას არ მალავს, იცით, რითაა შეწუხებული? შეწუხებულია პრობლემებით, რომლებსაც რუსეთში ყმაწვილი გეები აწყდებიან. მომავალი თაობის ბედი ადარდებს ფრაის _ ხელიდან ეცლებათ მათი გზის გამგრძელებლები. ფეხი დაუბაკუნეს ამ სულიერმა საჭურისებმა რუსეთს: უარს ვიტყვით რუსულ «ვოდკაზე», თუ რუსეთის ხელისუფლება ოლიმპიადამდე არ გააუქმებს კანონს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. და ნიუ იორკში რუსეთის გენერალური საკონსულოს წინ 70-კაციან აქციაზე მსოფლიო ქალაქის ასფალტზე 6 ბოთლი «სტოლიჩნაია» და «რუსკი სტანდარტი» დაღვარეს.

როგორც რამდენიმე წლის წინათ კომპანია «ბადაგონის» შავი ღვინის დეკალიტრები სააკაშვილის კონტროლიორებმა თავიანთი «პრინციპული» პოზიციის დასადასტურებლად კანალიზაციის კოლექტორში ჩაუშვეს.

იმ აქციიდან მხოლოდ ის გამოიწურა, რომ ამერიკელმა პედერასტებმა მიშას რეფორმირებული აქცია უცვლელად გადაიღეს.

ამაოდ, სრულიად ამაოდ, რადგან იქ დაღვრილი არაყი რუსეთში კი არ იყო წარმოებული, არამედ ლატვიაში. აქაურმა კომპანია SPI-მ ეს ბრენდი შარშან რუსეთის მთავრობისგან იყიდა.

ნიუ იორკის აქციაში მონაწილეებზე მეტი, ლამის მამათმავლების თანამეგობრობის ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი, მათ შორის «რუსულენოვანი (!) ელგებეტეს ამერიკული ორგანიზაცია» (RUSA LGBT), რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თანათავმჯდომარეები _ ელენა გოლცმანი და ნინა ლონგი, რომლის ქალიშვილობის გვარია ზარეცკაია. აქ იყვნენ სრულიად ამერიკის რამდენიმე რადიკალური ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის Qveen Nation და Act Up.

დემონსტრანტები წარმოთქვამდნენ მრისხანე სიტყვებს, გაჰყვიროდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს, რომლებსაც დროდადრო ახშობდა ნარინჯისფერი ექსკავატორის გუგუნი. აბა, გეიპედერასტების ხათრით ვინ შეწყვეტდა ნიუ იორკის ქუჩებში საკომუნიკაციო სამუშაოებს?!

არანაკლებ მრისხანე იყო წარწერები პლაკატებზე: «გადააქციეთ რუსული ვოდკა!», «რუსული ვოდკა სიძულვილითაა გაჟენთილი!», «ბოიკოტი გამოუცხადეთ ხიზილალას!», «გამოთქვით პროტესტი პუტინის წინააღმდეგ, იგი გეების მოწინააღმდეგეა!», «ჰომოფობია დიქტატურის საფარი!» და «რუსეთი ავია» _  «ეზოში ავი ძაღლიას» მსგავსად, უძაღლო ეზოს ჭიშკარზე ცარცით რომ წააწერდნენ უწინ.

და ჰკანკალებდა რუსეთი ევრაზიის კონტინენტზე _ კალინგრადიდან ვლადოვოსტოკამდე.

რუსულენოვანი(!) მამათმავლები არა მარტო მოითხოვდნენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს, არამედ მის ვანკუვერში გადატანას, და  თამაშების ისეთ კორპორატიულ სპონსორებს, როგორებიცაა COCA-COLA, OMEGA WATCHES, VISA, PRICEWATERHOUSE COOPERS, PROCTER&GAMBLE, SAMSUNG, PANASONIC,  სთხოვდნენ, უარი ეთქვათ სპონსორობაზე.

ამ აქციაზე წესრიგს იცავდა ათიოდ პოლიციელი, მაგრამ მათი პროფესიული გამოცდილების გამოყენება საჭირო არ გამხდარა, რადგან ნიუიორკელებს სულ ფეხებზე ეკიდათ, რას მოითხოვდნენ რუსულენოვანი(!) გეიაქტივისტები.

გეიაქტივისტი ჟურნალისტი ამერიკამ შეიფარა

ეს გახლავთ ამ ცოტა ხნის წინათ რუსეთის ტელევიზიის ლამის უპირველეს ვარსკვლავად აღიარებული რომან მამონოვი, ნტვ-ს ყოფილი წამყვანი, რომელიც 9 თვის წინათ აშშ-ში ჩავიდა და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა: რუსეთში ჩემი ჰომოსექუალობის გამო ჩემს ძვირფას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შემიფარეთო.

მამონოვი დააფრთხო ვინმე ალექსანდრ ბოსიხის მუქარამ. ამ კაცთან კონფლიქტის შემდეგ საცოდავი მამონოვი შეაწუხა მობილურ ტელეფონზე უცნობი ნომრებიდან გამოგზავნილმა შეტყობინებებმა და, განსაკუთრებით, წარწერამ მისი ბინის კარზე, არაორაზროვანი მითითებით მის სექსუალურ ორიენტაციაზე.

თორემ ჟურნალისტიკაში პირველი იყო!

«და ამიტომ ვარ აქ», _ განუცხადებია ამერიკაში ჩასულ ექსვარსკვლავს, ხოლო მისმა მეგობარმა, რესტორატორმა დანიელე კუჩერამ კატეგორიულად და აშკარად საკუთარი თავის წარმოსაჩენად რუსულენოვანი(!) ელგებეტეების აუდიტორიის წინაშე განაცხადა: «მენიუდან ყველა რუსული პროდუქტი _ არყიდან ხიზილალამდე _ ამოვიღე. აქ კი მოვედი ლგბტ-ს წინააღმდეგ რუსეთის ფაშისტური კანონების გასაპროტესტებლად».

რუსეთის ალკოჰოლურ სასმელებს ბოიკოტი ლონდონის გეიბარებმა და გეიკლუბებმაც გამოუცხადეს, უწინარესად კი _ «ვოდკას». ამ აქციით ისინი შეუერთდნენ კამპანიას, რომელიც აშშისა და კანადის გეიბარებმა წამოიწყეს რუსეთის ლგბტეთა მხარდაჭერის მიზნით: «ცხენს ვერ მისწვდნენ და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო», _ ასეა ზუსტად.

ბოიკოტის ამჟამინდელი კამპანიის სათავეებთან დგას ამერიკელი მწერალი და აქტივისტი დენ სევიჯი, რომელმაც სიეტლის გეიბარებს მოუწოდა, უარი თქვან რუსულ არაყზე, «რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა რუსი გეებისა და მათი მომხრეების მიმართ და საერთაშორისო ყურადღება მივაპყროთ გეების, ლესბოსელების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ჰეტეროსექსუალების დევნას პუტინის რუსეთში».

ეს რამდენი ყოფილანო, ვეჟო, გადაირეოდა თავადი ლუარსაბ თათქარიძე და მასთან ერთად ჩვენც, ვისაც გვეგონა, მთელი პრობლემა საცოდავი რომ მამათმავლებით იწყებოდა და მთავრდებოდა.

ახლა საკაცობრიო საქმე გახდა და უფლებადამცველი(!) პიტერ ტეტჩელი იმედოვნებს, რომ ბოიკოტი გლობალური გახდება. ესეც და კიდევ გეიბარების _  G-A-Y ქსელის დამფუძნებელი ჯერემ ჯოზეფი ამ ბოიკოტს რუსეთის ლგბტ-ებისადმი სოლიდარობის აქციად მიიჩნევენ.

«არიან ქვეყნები, რომლებშიც გეები კანონგარეშე ადამიანებად ითვლებიან, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებით დაშოკილნი ვართ იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი უკან, _ განუცხადა ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს ზემოთ ნახსენებმა ჯოზეფმა. _ რაც ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში ხდება, ეს საშინელებაა, ეს საშიშია».

რამდენი პედერასტი რას ამბობს, აქ რომ ჩამოთვლო, შეიძლება საქართველომდე მოვიდე, რაც ფრიად საწუხარ არს, ამიტომ დავსვათ აქ წერტილი.

რუსეთი თავის პოზიციაზე დგას

რუსეთს მიაჩნია, რომ არ ღირს ცისფერ თუ ცისარტყელის ფერებიანი თანამეგობრობის ბოიკოტისა და ბაქიბუქობისთვის ყურადღების მიქცევა _ სოჭის ოლიმპიადაც ჩატარდება და არც გეი სპორტსმენებისთვის (თუ ასეთებიც იქნებიან) თითის დაკარებას აპირებს ვინმე. მამათმავლობის პროპაგანდის წინააღმდეგ ცნობილმა მებრძოლმა ვიტალი მილონოვმა «რია-ნოვოსტის» განუცხადა: «ჩვენ რუმინეთი რომ ვიყოთ, მაშინ სტივენ ფრაის მოსაზრებისთვის ანგარიში უნდა გაგვეწია, მაგრამ, რადგან ჩვენ დიადი რუსეთი ვართ, მშვიდად შეგვიძლია გავაგრძელოთ გზა და არავითარი ყურადღება არ მივაქციოთ ამას».

უფრო ადრე კი ვიცეპრემიერმა დიმიტრი კოზაკმა განაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებებს არავინ არანაირად არ შელახავს სოჭის ოლიმპიადის მსვლელობისას. ასეთი განცხადების მიზეზი გახდა 2013 წელს რუსეთის მიერ მიღებული კანონი არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ეს დოკუმენტი ეფუძნება, მათ შორის, პეტერბურგის საკანონმდებლო კრების მიერ მიღებულ კანონს გეიპროპაგანდის აკრძალვის თაობაზე, რომლის ინიციატორია ხსენებული ვიტალი მილონოვი.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ თქვა, რომ ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირების შესახებ არის რუსეთზე ზემოქმედების მცდელობა.

არმაზ სანებლიძე

P.S. გაუძლებს ამ შემოტევასაც რუსეთი, ამერიკელებს კი გიხაროდენ: აშშის პრეზიდენტი მამათმავლებმა თავიანთ პრეზიდენტად შერაცხეს.

 

1 COMMENT

  1. არ გვინდა ისეთ ქვეყნებთან მაგიბრობა, ვინც პედარასტებს იცავს, ეს სენი კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე იყო, მაგრამ იყვნენ თავისთვის და ჩუმად. არ მინდა ბატონო, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება ,სადაც პედარასტები მორალზე და ქვეყნის განვითარებაზე მესაუბრებიან, ძალიან კარგია თუ რუსეთი პედარასტებს ებრძვის…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here