Home რუბრიკები საზოგადოება გეოპოლიტიკურად ბრმა პრეზიდენტად არ ავირჩიოთ!

გეოპოლიტიკურად ბრმა პრეზიდენტად არ ავირჩიოთ!

670

ამ სტრიქონების ავტორი, 84- წელში გადამდგარი ისტორიკოსპოლიტოლოგი, უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 58-წლიანი უწყვეტი სტაჟით, თავს უფლებას აძლევს, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოკრძალებული რჩევითა და სურვილებით მიმართოს ამომრჩევლებს, მთელ ხალხს:

 

თითქმის 25 წელია, გეოპოლიტიკურად დაბრმავებულები მოვაბიჯებთ, რამაც თავს დაგვატეხა ტრაგედიათა სერიალები. გეოპოლიტიკური სიბრმავე კიბოს დაავადებად ექცა ჩვენს ხელისუფალთ და, სამწუხაროდ, მათ მიერ გაბრიყვებულ და მოტყუებულ ხალხის დიდ ნაწილს.

სამწუხაროდ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, უფრო სწორად, გარედან ზემოქმედების გამო, საქართველოს ხელისუფალთ ისეთი მეცნიერული კონცეფცია, რომელიც ცნობილი იქნებოდა მთელი მოსახლეობისთვის, დღემდე არ გააჩნიათ; არადა, საქართველოს უაღრესად შესაშური გეოსივრცე უკავია შესანიშნავი ბუნებრივ-გეოგრაფიული სიკეთით; იგი ევრაზიის ყელ-კისერია; მისი მეცნიერული, გეოპოლიტიკური მართვით ქვეყანას შეუძლია დიდი სარგებლობა მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას და პირიქით _ ანტიგეოპოლიტიკამ, ანუ გეოპოლიტიკურმა სიბრმავემ შეიძლება ტრაგედიათა სერიალები მოგვიტანოს, როგორც ეს, საუბედუროდ, ჩვენს ბედკრულ საქართველოს დაემართა.

მაშ, რაში გამოიხატება საქართველოს ხელისუფალთა და მათი მოტყუებული ხალხის გეოპოლიტიკური სიბრმავე?

გეოპოლიტიკური სიბრმავეა, როცა ანგარიშს არ უწევ ობიექტურად ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიულ სივრცეშია და ისე მოქმედებ, ისეთ საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას ირჩევ, თითქოს ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრებთან ვიყოთ ან სულაც კარიბის ზღვაში, აშშ-ის მეზობლად;

გეოპოლიტიკური სიბრმავეა იმის არდანახვა, რომ მეზობლად გვყავს აშშ-ნატოზე დაპირისპირებული დიდი ქვეყანა _ რუსეთი, ასევე ირანი, აზერბაიჯანი და სომხეთი; მათ კარგად შეიმეცნეს თავიანთი გეოგრაფიული სივრცე, როგორც ნატოსადმი შეუთავსებადი.

გეოპოლიტიკური სიბრმავეა ისტორიული მემკვიდრეობა-მეხსიერების ხელაღებით დავიწყება, აბუჩად აგდება და არნახული უმადურობა რუსეთისა და მისი ხალხის მისამართით;

გეოპოლიტიკური სიბრმავეა 1989 წლის მარტი-აპრილის დღეებში წამოწყებული «ცივი ომი» რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ. ცნობილი ლოზუნგებით _ «რუსო ოკუპანტო», «რუსო წაეთრიე», «რუსო ბროდიაგა» და მისთანებით ვერაგული დოქტრინის ამერიკელი ავტორი დალესი საფლავში გავახარეთ.

უდიდესი გეოპოლიტიკური სიბრმავეა სააკაშვილის მიერ წამოწყებული 2008 წლის აგვისტოს ავანტიურა, რომელიც შავ ლაქად და უბედურებად დარჩება ორი მართლმადიდებელი ერის ცხოვრებაში.

გეოპოლიტიკური სიბრმავეა «ნატო მინდას» შეუწყვეტელი რიტორიკა და ამით რუსეთის მუდმივი გაღიზიანება, რომელიც გულს უხარებს აშშ და მტრულ ფსიქოლოგიას აბეტონებს რუსი ხალხის ცნობიერებაში. შემთხვევითი არაა, რომ რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ჯერ კიდევ 2007 წელს ყოფილ საბჭოთა ხალხებს შორის ყველაზე დიდ მტრად ესტონელების შემდეგ რუსებმა ქართველები მიიჩნიეს (იხ. გაზ. «კომსომოლსკაია პრავდა», 8-14 ივნისი, 2007 .).

გეოპოლიტიკური სიბრმავეა, სიბრიყვე და თავის მოტყუება იმისი განცხადება, რომ ნატოშიც შევალთ, რუსეთთანაც დავალაგებთ ურთიერთობებს და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ; ეს სხვა არაფერია, თუ არა ფართო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

გეოპოლიტიკური სიბრმავეა, როცა ვერ ხედავ უშუალო მეზობლები _ სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად არ დაბრმავებულან და უარს ამბობენ ნატოში გაერთიანებაზე.

გეოპოლიტიკური სიბრმავეა, როცა ქართველი ხელისუფალნი ვერ ხედავენ იმ რეალობას, რომ საკუთრივ საქართველოში მცხოვრები აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, სხვა ეთნიკური ჯგუფები მასობრივად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ნატოში გაერთიანებას. სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ერთ-ერთმა თავკაცმა აგასი არაბიანმა განაცხადა კიდეც: თუ საქართველო მაინც გაერთიანდება ნატოში, ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას საქართველოდან გამოსაყოფადო. (იხ. გაზ. «საქართველო და მსოფლიო», 2012, #13, გვ. 11).

გეოპოლიტიკური სიბრმავეა, როცა დაჟინებით გავიძახით, _ ევროპელები ვართო, აზიელობას კი ვიწუნებთ; არადა, ევროპის ხსენებაც არ იყო აზიურ ბაბილონში, ქრისტეს შობამდე 17 საუკუნით ადრე, ჰამურაბის ცნობილი კანონები რომ დაიწერა.

გეოპოლიტიკური სიბრმავეა, როცა მ. სააკაშვილს, ი. ალასანიას, გ. ბარამიძეს, დ. ბაქრაძეს, სხვებს და სხვებს ნატო პირმშვენიერი მზეთუნახავი ჰგონიათ და თავდავიწყებით ეტრფიან მას. სინამდვილეში ნატო აშშ-ის იარაღია მსოფლიოში ახალი წესრიგის დასამყარებლად, სისხლის მნთხეველი ჯალათი და ავაზაკია; გავიხსენოთ მისი «საქმენი საგმირონი» ერაყში, იუგოსლავიაში, ლიბიაში, ავღანეთში და ა. შ.

გეოპოლიტიკური სიბრმავეა საკაშვილის განუწყვეტელი ანტირუსული ისტერიკები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ გამოსვლებისას; ასეთი გზით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას?

გეოპოლიტიკური სიბრმავეა იმისი არდანახვა, რომ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გასაღები მხოლოდ მოსკოვშია; ეს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ 18 წლის წინ დაბეჯითებით გვამცნო ამერიკელმა გენერალმა ჯონ-მალხაზ შალიკაშვილმა, რაც მას ქართულმა გენმა ათქმევინა. ამას გეიტსები, მაკ-კეინები და მისთანები არასოდეს გვეტყვიან.

რა შედეგები მოგვიტანა გეოპოლიტიკურმა სიბრმავემ?

უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და დამატებით 130 სოფლის დაკარგვა; მავთულხლართების მოახლოება ქ. გორთან.

გეოპოლიტიკური სიბრმავის გამოძახილია ასიათასობით დევნილ-ლტოლვილი; მათი ტრაგიკული ბიოგრაფიები, მილიონზე მეტი საზღვარგარეთ გადახვეწილი, ათიათასობით თანამემამულის ბრმადშეწირული სიცოცხლე, ქართული საზოგადოების მრავალმხრივი გადაგვარება,  უმუშევრობა, სიღატაკე და სხვა უბედურება, რომელთა ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს.

ჩვენმა გეოპოლიტიკურმა სიბრმავემ მიგვიყვანა იმ უბედურებამდე, რომ დღეს საქართველო ვაშინგტონიდან, სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან იმართება და არა თბილისქუთაისიდან; ქვეყანა ტიპიურ ნეოკოლონიად გვიქციეს; აშშის ელჩი . ნორლანდი შეთავსებით მისი გენერალგუბერნატორია; დღითიდღე უფრო მეტად  ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში.

ჩვენი გეოპოლიტიკური სიბრმავის უშუალო გამოძახილია სააკაშვილის მიერ დიდი სამამულო ომის რელიქვიების ნგრევა, ქუთაისში მემორიალის ბარბაროსული აფეთქება, რასაც დედა-შვილის სიცოცხლეც შეეწირა; პლანეტარული სიდიადის პიროვნების _ ი. სტალინის ძეგლების აღება და ა.შ. ყველაფერი ეს გარედან ჰქონდა დაკვეთილი, სანაცვლოდ სააკაშვილმა მილიონები მიიღო.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფალთა გეოპოლიტიკური სიბრმავე კვლავაც გრძელდება; თავი ვერ დაგვიღწევია აშშ-ნატოს მარწუხებისგან;  მეტიც, ნატოს ხელმძღვანელობა დაგვცინის კიდეც. «ვინ გითხრათ ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნატოში მიგიღებთო?» _ მოგვახალა რასმუსენმა.

ჩვენი გეოპოლიტიკური სიბრმავის ზენიტია ამერიკისადმი მსახურება ავღანეთში, თანაც უკიდურესად იაფფასიანი საზარბაზნესანაღმე ხორცის სახით; ბოლო უნდა მოეღოს ქართველი ერისათვის ამ მეტად სამარცხვინო ტრაგედიას.

დიახ, უმძიმეს პირობებში ვცხოვრობთ; საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს თავი უნდა დავაღწიოთ გეოპოლიტიკურ სიბრმავეს. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა დავინახოთ, ამ ორ ათეულ წელზე მეტი ხნის მანძილზე რა მივიღეთ ამერიკა-დასავლეთიდან წყეული ნატოსკენ ქაჩვით? ხელისუფალნო!

რამ დაგიკარგათ აზროვნების უზარი? ამერიკულმა დოლარებმა? ხალხი, სამშობლო არ გეცოდებათ? სულ ერთიანად დაკარგეთ სინდისი, ნამუსი, პატიოსნება, თავდადება და პატრიოტიზმი?

აღნიშნულ პირობებში, ბუნებრივია, გეოპოლიტიკურად ბრმა და აშშ-ნატოს მოთაყვანე პიროვნება პრეზიდენტად არ უნდა ავირჩიოთ. ხალხს, ამომრჩევლებს ვთხოვ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს დაუსვან საკითხი: ემხრობა თუ ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაერთიანებას.

რამდენადაც საქართველო კანონის, დისციპლინისა და წესრიგისადმი კვლავაც ურჩობით გამოირჩევა, ამიტომ მას ფართო უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტი ესაჭიროება _ მკაცრი, მაგრამ უაღრესად სამართლიანი, თანამედროვე დავით აღმაშენებელი; უხეში შედარება რომ გავაკეთო _ იგი კავკასიურ ნაგაზს უნდა მოგვაგონებდეს და არა მოლაქუცე, მოწკავწკავე ფინიას.

უნდა ვირწმუნოთ, რომ ხალხი პრეზიდენტად არ აირჩევს ისეთ კაცს, რომელსაც საკუთარი მე არ გააჩნია და სხვის ჩრდილქვეშაა; დასანანია, რომ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ასარჩევად უკვე წამოყენებულია.

ხმა უნდა მივცეთ პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც არა სიტყვიერად, არამედ საქმით შეუდგება რუსეთთან კეთილმეზობლობის აღდგენას; სწრაფად განაახლებს თბილისიმოსკოვის, წყალტუბომოსკოვის, ერევანითბილისიმოსკოვის ადრინდელ სარკინიგზო მიმოსვლას, რომელსაც უაღრესად მრავალმხრივი ეკონომიკური, პოლიტიკური, სულიერკულტურული და .. დატვირთვა მიეცემა, გეოპოლიტიკური სიბრმავიდან გამოსვლის პირველი მძლავრი შუქურა იქნება. სწორედ ამიტომ ამ დიდ საქმეს აშშ გააფთრებით ეწინააღმდეგება, რამეთუ იგი გაალღობს რუსეთსაქართველოს ცივი ომის ყინულს, ხელს შეუწყობს ხალხებს შორის საქმიან ურთიერთობებს, ტერიტორიული გამთლიანების მოგვარებას; ეს კი აშშის ინტერესებში არა და არ შედის.

ხმა მივცეთ პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც გადაჭრით მოითხოვს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს: «საქართველო ნატოში ან სხვა რომელიმე სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არ გაერთიანდება».

ინტელექტუალები და თვით ჩვეულებრივი ადამიანებიც კარგად ხედავენ, ვინ შეიძლება იყოს პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი. უკვე დაასახელეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასეთი პიროვნება _ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რიგი სამეცნიერო აკადემიების წევრი, მრავალმხრივ ერუდირებული და ქვეყნის მოჭირნახულე პატრიოტი, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია.

მის თითქმის ყველა პუბლიკაციას და ცალკე წიგნებად გამოცემულ მასალებს ვიცნობ. ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა ვრცელმა ინტერვიუმ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში». მის საუბარში მათემატიკური სიზუსტითაა გამოხატული დღევანდელი საქართველოს ჭირ-ვარამთა მიზეზები და გასაჭირიდან თავის დაღწევის გზები და საშუალებანი. პრესის ფურცლებზე მრავლად ქვეყნდება მკითხველთა სურვილები, რომ ბატონმა ალექსანდრემ კენჭი პრეზიდენტობაზე იყაროს. ამ სურვილებს მეც ვუერთდები.

მინდა, მკითხველთა ფართო მასას ვურჩიო: პატივცემულო თანამემამულენო, ყოველთვის ყურადღებით იკითხეთ საკუთარი ორიგინალობით, ღრმა ინტელექტუალური და ანალიტიკური მასალებით გამორჩეული, პოლიტიკის ლოგიკის ერთეული, დიდებული გაზეთი «საქართველო და მსოფლიო». იგი მყარად დგას ისტორიული სიმართლის, ობიექტური ჭეშმარიტების, გეოპოლიტიკური სიბრმავიდან ქვეყნის გამოყვანის პოზიციებზე. 32-გვერდიანი გაზეთის თითოეული ნომერი 128-გვერდიან წიგნს უტოლდება. მე, ხანდაზმული კაცი, «საქართველო და მსოფლიოს» შეძენა-კითხვას სიკვდილამდე გავაგრძელებ; იგი ჩემთვის უდიდესი სულიერი საზრდოა.

მაშ, ვიაზროვნოთ გეოპოლიტიკურად, დავაღწიოთ თავი გეოპოლიტიკურ სიბრმავეს, ანუ აშშნატოს მონობას, შევცვალოთ საგარეოპოლიტიკური კურსი, რომელმაც დღემდე მხოლოდ უბედურებათა სერიალები მოგვიტანა; ავიღოთ გეზი სამხედრო ნეიტრალიტეტზე; რუსეთთან კეთილმეზობლობაზე; პრეზიდენტად ჭეშმარიტი მამულიშვილი, ქვეყნის პატრიოტი და ხალხის სოციალური სიდუხჭირის დაძლევაზე ორიენტირებული ძლიერი პიროვნება ავირჩიოთ!

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პოლიტოლოგი ქუთაისიდან

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here