Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ალასანია სააკაშვილის გადარჩენაზე ზრუნავს; საინტერესოა, რას ფიქრობს პრეზიდენტის დიდი ბიძა

თემურ ალასანია სააკაშვილის გადარჩენაზე ზრუნავს; საინტერესოა, რას ფიქრობს პრეზიდენტის დიდი ბიძა

869

საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ხალხი კი მხოლოდ ერთ რამეზე საუბრობს: დაისჯება თუ არა სააკაშვილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ იქნება. ეს თემა უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნაო. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, სრულიად საქართველო იმის მოლოდინშია, თუ რა განაჩენს გამოუტანენ სააკაშვილს. ახლახან ცნობილი გახდა ისიც, რომ თემურ ალასანია ჩამოსულა საქართველოში და ივანიშვილისთვის მიშას გადარჩენა უთხოვია. «საქართველო და მსოფლიო» სააკაშვილის, ასე ვთქვათ, უფროს ბიძას, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს შეხვდა და დაინტერესდა მისი მოსაზრებით _ უნდა გადაურჩეს თუ არა სასჯელს სააკაშვილი.

_ ბატონო ელიზბარ, რას ფიქრობთ კოაბიტაციაზე, რომელსაც ასე გვავალდებულებენ?

_ კოაბიტაცია მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, ეს სიტყვა საფრანგეთიდან მოდის და იქ, ბუნებრივია, კოაბიტაციაზე საუბარი, რადგან, როდესაც ერთი პარტია იმარჯვებს, მას დამარცხებულ პარტიასთან თანაცხოვრება უწევს. ის ნორმალური ქვეყანაა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ სულ სხვაა კოაბიტაცია ჩვენს სინამდვილეში. ჩვენ ამას გარეშე ძალები თუ შიდა მტრები გვაიძულებენ. კოაბიტაციაში დამნაშავე, უცხოელებთან ერთად, «ქართული ოცნებაც» არის. მიხეილ სააკაშვილი ამერიკელებმა «დემოკრატიის შუქურად» გამოაცხადეს, სინამდვილეში კი საქართველოში მან ტირანული რეჟიმი დაამყარა მათი ხელშეწყობით.

სხვა რა უნდა იფიქრო? ჩამოდის რასმუსენი, რომელსაც ამერიკის პოლიციის უფროსს ვუწოდებ, ის მეტი არაფერი არ არის, ერთი გაუნათლებელი, ხეპრე ადამიანია და გვმოძღვრავს, რომ დემოკრატიისკენ და ნატოსკენ საქართველოს გზამ საჯდომებზე უნდა გაიაროს, რომ ყველაზე დიდი და საგანგაშო მოვლენა 17 მაისს მოხდა. ამაში კი ხელს უწყობს ქურდულ სამყაროში კარგად გათვითცნობიერებული ბოკერიას ცოლი, რომელსაც კაბის აფრიალება და კაცების გაღიზიანება კარგად ეხერხება. ამას გარდა, არსებობენ რესპუბლიკელები და… ჟურნალისტები, რომლებიც თავს ობიექტურობაზე დებენ (ელისაშვილი, მეტრეველი) და სვამენ კითხვას, _ ვერ გავიგეთ ხალხი რესპუბლიკელებს რას ერჩისო. თუ ვინმემ ეს ვერ გაიგო, განსაკუთრებით ჟურნალისტმა, მაშინ ჟურნალისტიკას თავი უნდა დაანებოს. რესპუბლიკელებს ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება, მათ და ახლანდელ «ნაციონალებს» ზნეობისა და ტრადიციების საკითხში ზუსტად ერთნაირი შეხედულება აქვთ. ვინმემ თუ დღემდე არ იცის მათი წარსულის შესახებ, მოვიდეს ჩემთან და ყველაფერს მოვუყვები. ძალიან კარგი იქნება, თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეიწავლის რესპუბლიკელების წარსულს და გააცნობიერებს, რა ძალა მოიყვანა ხელისუფლებაში, ისინი ივანიშვილმა პოლიტიკური მორგიდან გამოიყვანა, გააცოცხლა და პარლამენტში დასვა.

დავუბრუნდები ისევ რასმუსენის საკითხს და «ქართული ოცნების» დანაშაულს. მაინტერესებს, როდესაც ნატოს გენმდივანი ჩამოვიდა, აჩვენეს თუ არა ის კადრები, რომლებიც სამეგრელოში სამალავებში აღმოაჩინეს და, თუ აჩვენეს და მან მაინც ის განცხადება გააკეთა, რაც მოვისმინეთ, მაშინ ის აქედან ცოცხალი არ უნდა გაეშვათ ქართველებს, ხეზე უნდა ჩამოეკიდათ, მაგრამ, თუ კადრები არ უჩვენებიათ, მაშინ ეს ძალა საერთოდ არ მუშაობს იმაზე, მსოფლიოს დაანახოს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მკვლელი. სააკაშვილისა და «ნაცმოძრაობის» მხილება ხელისუფლებას რომ აინტერესებდეს, ვერავინ გაბედავს, მოგვთხოვონ «ნაციონალების» დანდობა.

ახალმა ხელისუფლებამ მსოფლიოს ვერ აუხსნა, რომ ქურდებთან, ჯიბგირებთან, მკვლელებთან ზავის დადება არ შეიძლება! რას უყურებენ უსუფაშვილს, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტი მშვენივრად არის დაკომპლექტებულიო. მას, მის ცოლს, ძმებ ბერძენიშვილებს, ზაქარეიშვილს ეს ხელს აძლევთ, ისინი ხალხის განწყობას არ გამოხატავენ, მათ აქვთ ძალიან დიდი ფული მიღებული, რაც საყოველთაოდ ცნობილია, სწორედ იმისთვის, რომ ის ჩაიდინონ, რასაც სჩადიან.  თავის დროზე მინდოდა ამ თანხის წარმოშობის გარკვევა, მაგრამ სასტიკად გამაფრთხილეს, თავი დამენებებინა.

რესპუბლიკელების გამოჩეკილია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც თავის დროზე ხელს აფარებდა «ნაციონალებს» და აცხადებდა, რომ 26 მაისს ძალის გადამეტება მოხდა და მეტი არაფერიო; დღესაც ერთ ამბავს ტეხენ იმაზე, რომ ცისფერებს თავისუფალი აზრის გამოხატვა აცადეთო. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ერის გადაგვარებისკენ არის მიმართული, რაშიც დიდი წვლილი რესპუბლიკელებს შეაქვთ.

 ახალი ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნების გზით შეძლეს მთავრობის შეცვლა. მინდა მათ ვუთხრა, რომ პირველად საქართველოში ეს ეროვნულმა ხელისუფლებამ გააკეთა და ისინი ებრძოდნენ ისეთ დიდ ძალას, რომელიც 80 წელიწადი ბატონობდა, მაგრამ მაშინ ორივე მხარეს ნამდვილი ქართველები იყვნენ და არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან, ადამიანები, რომელთა იდეოლოგიაც საკუთარი მუცელი, საჯდომი და სასქესო ორგანოებია. ამიტომ დღეს კოაბიტაციაზე ვინც საუბრობს, არ მაინტერესებს იქნება ეს იძულებით თუ ნება-სურვილით, ჩემთვის მიუღებელია.

 ბიძინა ივანიშვილის მადლობელი ვარ, რადგან მან შეძლო «ნაციონალების» მოშორება, მაგრამ, სანამ კოაბიტაციაზე ისაუბრენენ, ჭირი მოშორებული არ არის, არ არის მოშორებული მანამ, სანამ პარლამენტში ზის მხოლოდ ორი ძალა. «ქართულ ოცნებას» რომ ხალხისთვის ეთქვა, _ ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ და «ნაციონალებთან» კოაბიტაცია გვექნებაო, როგორ ფიქრობენ, ხალხი მათ ხმას მისცემდა? არც ერთი ადამიანი მათ ხმას არ მისცემდა, არც ერთი!!! ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და არა კოაბიტაციას! სამართლიანობა ჰქვია იმას, რომ ადამიანებს წართმეული დაუბრუნდეთ! სისტემა უნდა გასამართლდეს, რეჟიმი უნდა მოისპოს და უნდა აიკრძალოს «ნაციონალური მოძრაობა» და მათი მონაწილეობა ნებისმიერ არჩევნებში! ახალი ხელისუფლება კი რას შვრება?! «ნაციონალურ მოძრაობას» უოთხმაგებს დაფინანსებას. ვისი ფულით აკეთებენ ამას?! თუ ივანიშვილს ძალიან უნდა «ნაცების» დახმარება, მას აქვს საკმარისი ფული და თავისი ფინანსებით დაეხმაროს. ქართველი ხალხის ფულს, რომელიც ამ ნაძირლებმა აწამეს, მოკლეს, გააუპატიურეს, თავი დაანებოს. ეს რა კოაბიტაციაა?!  ეს ავაზაკების აღზევებაა.

არ შემიძლია არ შევეხო ბედუკაძის თემას, რომლის გარშემოც ასეთი ამბავია ატეხილი. შესაძლებელია, ამ ადამიანს რაიმე სახის დანაშაული ჩადენილი აქვს, მაგრამ დამსახურებაც რომ დიდი აქვს, ესეც ხომ ფაქტია. მას რომ ის კადრები სააშკარაოზე არ გამოეტანა, «ქართული ოცნება» ვერაფერს გახდებოდა. კბილაშვილი ძალიან კარგად მოიქცა, მან ადამიანური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ძველებიც და ახლებიც კბილაშვილს თითს უქნევენ, კუბლაშვილი კი, ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებელი ადგილზე დატოვეს.

მე ყველგან დავდივარ _ რაიონებში, სოფლებში, ხალხთან ურთიერთობა ჩემთვის უცხო არ არის, ვიცი მათი აზრი და უკმაყოფილების მიზეზიც. ხალხი სამართლიანობის აღდგენას კატეგორიულად მოითხოვს. თუ ახალ ხელისუფლებას ამის გაკეთება არ შეუძლია, გვერდზე გადგეს. მათ არ ესმით ერთი რამ, რომ ჩვენ ამერიკელები არ ვართ, რომ თითოეულმა ქართველმა თავის თავზე გამოსცადა «ნაციონალური» სისასტიკე.

_ ბატონო ელიზბარ, თუ ზუსტად მახსოვს, თქვენ სააკაშვილის დიდი ბიძა ხართ. ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა თემურ ალასანია, რომელიც ივანიშვილს შეხვდა და სააკაშვილის გადარჩენაზე ესაუბრა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია გამოვიდა გარეთ. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა გადაურჩეს თუ არა სასჯელს სააკაშვილი?

_ მე სააკაშვილი ბებიის ბიძაშვილი ვარ, უფრო ბაბუად ვეკუთვნი. თემური ძალიან განათლებული ადამიანია, მოაზროვნეა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა, თვითონაც ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მიშას მისამართით, მერე შევატყვე, რომ ეს კაცი შეიცვალა და მასთანაც გავწყვიტე ურთიერთობა.

თავის დროზე სულ ვამბობდი, რომ შევარდნაძე უნდა დაისაჯოს-მეთქი, მაგრამ შევარდნაძე, მიშასგან განსხვავებით, ფრთაშესხმული ანგელოზი ყოფილა.  

სააკაშვილს თუ ეს ყველაფერი შერჩა, მას ძალიან დიდი ქონება აქვს დაგროვილი და უცხოეთში წავა, ასეთი რამ დაუშვებელია. ის კადრები, რომლებიც ახლა სააშკარაოზე გამოვიდა, მიშასთვის იყო გადაღებული, როგორც მითხრეს, თურმე სიამოვნებისგან კრუტუნებდა, სწორედ ისე, ერთ დროს აჭარაში რომ გადაუღეს ონანიზმით დაკავებულს.

მიშა ძალიან მერიდებოდა, მას რამდენიმეჯერ შეეძლო ჩემი დაჭერა, მაგრამ ეს არ გააკეთა. არ ვიცი, ნათესაური კავშირის გამო არ გააკეთა თუ ავტორიტეტისთვის, რა მნიშვნელობა აქვს, მან მე დამინდო, მაგრამ ვიტყვი ერთ რამეს: ორი ვაჟი მყავს, თუ რომელიმე მსგავსს ჩაიდენს, მათ დასჯასაც მოვითხოვ. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არავის არაფერი ეპატიება. ამიტომ ძალიან ვთხოვ დიდად დამსახურებულ ადამიანებს, რომ ქართველი ხალხის სახელით ნუ საუბრობენ. ჯერ მათ ჰკითხონ, მომხრე არიან თუ არა პატიებისა. არავის აქვს უფლება, რომ ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, წინ რა გველოდება და რა გამჟღავნდება, შესაძლებელია უფრო თავზარდამცემი რამ გავიგოთ.

ივანიშვილი არის დიდსულოვანი და მიმნდობი კაცი, მაგრამ, თუ გაიგო, რომ ვინმე ღალატობს, არ დაინდობს.

_ დიახ, მაგრამ რესპუბლიკელები უდგანან გვერდით და თანაც ძალიან აქებს…

_ ნუ, რას იზამ, მას ისიც ჰგონია, რომ მარგველაშვილი არის ფილოსოფოსი, მე კი მგონია, რომ მარგველაშვილი ავადმყოფური აზროვნების არის. 2001 წელს «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატი ქართველ ხალხზე წერდა, რომ: «ეს არის ჩვენი ერის განაჩენი _ ტანსრული და აზროვნებით სუსტი». ალბათ, თავის თავს გულისხმობდა. და თან, თუ ასე ფიქრობს თავის ხალხზე, რად უნდა ასეთი ხალხის პრეზიდენტობა?! მე ახლა ვამზადებ წერილს, რომელიც მინდა ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხოს და გაიგოს, თუ ვინ არის მისი დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ასე აქებს.

ისე, გულდასაწყვეტია, მაგრამ ბატონ ბიძინასაც აქვს მსგავსი გამონათქვამი, რომ ქართველი ხალხი პოლიტიკურად ნაკლებად განათლებულიაო. არა, გენაცვალე, ასე არ არის, თუ უნდა, თავის ჭორვილაში ჩავიდეს, იქ გლეხს დაელაპარაკოს და ის ისეთ პოლიტიკურ ანალიზს გაუკეთებს, რომ განცვიფრდება. გაიხსენოს 26 მაისი, დღე, რომელმაც, ვფიქრობ, დიდი წვლილი შეიტანა ძველი ხელისუფლების დასამარებაში. ამას «პოლიტიკურად ნაკლებად განათლებული» ადამიანები ვერ გააკეთებდნენ. მაშინ სისხლის ზღვა იდგა მთელს ქალაქში, რაც ადგილზე შეძლეს, ყველამ იცის, მაგრამ თბილისის სამმართველოსკენ მიმავალ გზაზე რომ ჩაგევლოთ, კედლები სულ სისხლით იყო მორწყული.

ასე რომ, ივანიშვილმა ხალხს აცადოს და მისცეს საშუალება, რომ «ნაციონალებს» გათხრილ სამარეში მიწა საკუთარი ხელით მიაყარონ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. სოლიდარობას გიცხადებთ ბატონო ელიზბარ და ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა. წარმოუდგენელი იყო მაგრამ განგება ჩაერია და ეს ნაძირალები დაამხო. მაგრამ ეს 50% ია. დანარჩენი შენარჩუნებაა. ნაც ნაძირლების ერთადერთი შანსი, ბიძინას ფიზიკური მოცილებაა. როცა მონასტერი აირევა, დანარჩენი პარტიები ერთმანეთს დაერევიან, შეიძლება ფულმა და 10% რესურსმა შანსი შესძინოს. ამის იმედათ არიან. ძირს ნაძირლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here