Home რუბრიკები საზოგადოება მამათმავლობის პროპაგანდა საქართველოშიც ოფიციალურად უნდა აიკრძალოს

მამათმავლობის პროპაგანდა საქართველოშიც ოფიციალურად უნდა აიკრძალოს

608

17 მაისს პარლამენტის წინ ლგბტ წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას ქართულ საზოგადოებაში მძლავრი პროტესტი მოჰყვა. ხალხის უდიდესმა მღელვარებამ რუსთაველის გამზირზე 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოიყვანა. თავიანთი სულიერი შვილების გვერდით იყვნენ სასულიერო პირებიც, რომელთა აქტიურობამაც ევროპულლიბერალურ შეხედულებათა მქონე მოქალაქეთა და უფლებადამცველთა მხრიდან უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამ დღეს, უბრალოდ, მშვიდობიან აქციად ნათლავენ და დემოკრატია თავიანთი პოზიციის გასამყარებლად ხელში კოზირად უჭირავთ, მაშინ, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა  დარწმუნებულია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის უმთავრეს სამიზნეს საზოგადოების თვალში ეკლესიის დაკნინება წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მოსახლეობაში უკვე მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, რელიგიური დაწესებულებების გვერდით სექსუალური უმცირესობების მიერ აღლუმების გამართვისა და სხვა მსგავსი ტიპის შეკრებების წინააღმდეგ. მოახერხა თუ არა მავანმა თავისი მიზნის განხორციელება, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება ასეთ მძიმე რეალობაში, უნდა იკრძალებოდეს თუ არა კანონით პროპაგანდა, ამგვარად განვითარებული მოვლენები არჩეული პოლიტიკური კურსის ბრალია თუ გლობალიზაციის ლოგიკური შედეგი?! _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» «თავისუფალი საქართველოს» ერთერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოეტი ერეკლე საღლიანი და ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი, მამა ღვთისო შალიკაშვილი ესაუბრნენ.


დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ 2009 წელს საპარლამენტო ტრიბუნიდან, სწორედ საზოგადოებრივი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მომიწია განცხადების გაკეთება ე. წ. ლგბტ საზოგადოების ინტერესთა სფეროსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებული, სამართლებრივი აქტებით გამყარებული ისეთი უფლებების ერთმანეთისგან გამიჯვნის თაობაზე, როგორიცაა სამოქალაქო-პოლიტიკური უფებების პაქტით აღიარებული გარანტირებული უფლება ყველა მშობლისა, აღზარდოს შვილი იმ ღირებულებათა სისტემაში და იმ ზნეობრივ გარემოში, როგორშიც მიიჩნევს მას დაცულად, მათ შორის ბავშვის თავისუფალ ნებაზე ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობისგანაც, რომლის ფარგლებშიც ე.წ. გეიაღლუმები თუ ფლეშმობები პირდაპირ ატარებს პროპაგანდის ხასიათს! დღესაც ვაცხადებ ხმამაღლა, როგორც 4 წლის წინ, რომ ლგბტ საზოგადოების ცხოვრების პროპაგანდა შეფასებული უნდა იქნეს, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე და ამავე დროს არასრულწლოვნებზე უკიდურესად მავნე ზეგავლენის მატარებელი, და გარკვეული ფორმით უნდა ისჯებოდეს! სამწუხაროა, რომ ჩემი ამგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდა ჩემთვის სახალხო დამცველის პოსტზე არჩევნების პროცესშიც!

_ როგორც ცნობილია, უკვე გროვდება ხელმოწერები, რომ უნდა აიკრძალოს რელიგიური დაწესებულებების გვერდით სექსუალური უმცირესობების მიერ აღლუმების გამართვა. აქამდე რატომ არ დაიწყო ამ ყველაფერზე ფიქრი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საპატრიარქომ 2010 წლის 15 მაისს საგანგებო განცხადებაში მოუწოდა ხელისუფალთ, სასწრაფოდ მიეღოთ კანონი, რომელიც დაიცავდა მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს და დაიცავდა მათ უხამსობისგან?

_ 2013 წლის 17 მაისი ისტორიაში შევა, როგორც ქართველი ხალხის ნების მტკიცე გამოვლინება, ყველა იმ ეგზისტენციალურ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება 17-საუკუნოვანი ქართული ქრისტიანული კულტურისა და ტრადიციული ღირებულებების ერთგულებასა და დაცვას! რა თქმა უნდა, ძალადობას ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე უნდა გავემიჯნოთ და არა მგონია, კითხვები არსებობდეს! პოზიტიურად ვაფასებ სამოქალაქო აქტივობას ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით, რომლის ძალითაც საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა იმსჯელოს გეიპროპაგანდის აღკვეთის სამართლებრივ საფუძვლებზე, რაზეც ჯერ კიდევ 2010 წელს საქართველოს საპატრიარქომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

_ სავარაუდოდ, როდის მიიღებენ შესაბამის კანონს?

_ იმედს ვიტოვებ, რომ სამოქალაქო აქტივობისა და პოლიტიკურ ძალთა კონსენსუსით საკითხი საშემოდგომო სესიაზე დადებითად გადაწყდება!

ერეკლე საღლიანი:

_ რას ფიქრობთ 17 მაისთან დაკავშირებით  და რამდენად მტკიცედ გამოხატა ქართველმა ხალხმა თავისი პოზიცია?

_ ჩემი აზრით, ეს არ იყო არანაირი უფლებებისთვის წარმოებული ბრძოლა, ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა «ნაციონალური მოძრაობის» შტაბ-ბინაში და გამიზნული იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაეშავებინათ საქართველო მსოფლიოს წინაშე. ქართველმა ხალხმა აქ გამოავლინა დიდი სიბრძნე თავისი ქმედებებით. როგორც კულუარებიდანაა ცნობილი, უკმაყოფილონიც კი იყვნენ ამის დამგეგმავნი, რომ უმსხვერპლოდ დასრულდა ყველაფერი, ანუ მათ სურდათ, რომ ყველაფერი დასრულებულიყო მსხვერპლით და გამოეწვია დიდი სკანდალი, დიდი ხმაური, რაც, საბედნიეროდ, არ მოხდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოსვლებისას ყველაფერს ანგრევენ და ამავე დროს იქმნება უმართავი პოზიცია. ამ თვალსაზრისით, მე აღტაცებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნით.

_ მაგრამ ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და, როდესაც ჩვენ გვინდა დემოკრატია, მაშინ ეს ტერმინი თავის მხრივ ლიბერალობას, ტოლერანტობას, ყველას უფლებების დაცვას ითვალისწინებს და, თუ ეს ასეა, მაშინ წინააღმდეგობა არ უნდა გაგვეწია მათთვის. სწორედ ეს კოზირიც უჭირავთ ლგბტ წარმომადგენლებს და მათ მომხრეებს: კონსტიტუციაც იცავთ, აშშ და ევროპაც. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ რეალობაში, რაში ხედავთ გამოსავალს?

_ სხვაა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვაა ცხოვრების უკუღმართი წესი. აი, ამაშია განსხვავება. ამ შემთხვევაში ვინ უფრო დიდი მოძალადეა: ის, ვინც თავის პოზიციას გამოხატავს, თუ ის, ვინც გამოდის ქუჩაში მოთხოვნით, რომ ეს იქცეს ნორმად?! _ ეს არის ძალიან დიდი პროპაგანდა და არა მარტო პროპაგანდა.

ჩვენი უბედურება, იცით, რა არის? _ ყოველთვის მიზეზს ვეძებთ გარეთ და არა საკუთარ თავში. ამერიკამ, ევროპამ, მათმა მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა გამოყვეს თანხები მათ დასაფინანსებლად, მაგრამ საქმე ისაა, რომ თვითონ ქვეყანაში უნდა გვქონდეს ყველაფერი იმ დონეზე, რომ ეს გამოყოფილი დოლარები ამხელა მღელვარებას არ იწვევდეს. სულიერი მდგომარეობა და ატმოსფერო უნდა იყოს ჯანსაღი, თორემ დარწმუნებული ვარ, კიდევ მივიღებთ ასეთ შედეგს.

_ უნდა იკრძალებოდეს თუ არა პროპაგანდა ოფიციალურად?

_ აუცილებლად. ყველა ერმა უნდა დაიცვას თავისი სიწმინდეები და მითუმეტეს, რელიგიურ დაწესებულებებთან ახლოს არ უნდა ხდებოდეს მსგავსი სამარცხვინო შეკრებები. ჩვენ იმ ქვეყნის ბედნიერი ერი ვართ, რომელსაც 100 ათასი მოწამე ჰყავს, 17 მაისი კი სამარცხვინოა. ეს დღე ეწინააღმდეგება ქართულ მენტალიტეტს და არ ნიშნავს იმას, რომ ქართველები ტოლერანტები არ ვართ, პირიქით, ჩვენ ფსევდოტოლერანტები არ ვართ. მაგალითად, ქართველი არასოდეს მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ინდოეთში, ინდოელებისთვის წმინდა ადგილას ტაძარი ააშენოს. მსგავსი ტიპის შეკრებები წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებთან და ამიტომ ის ოფიციალურად უნდა აიკრძალოს ისევე, როგორც პროპაგანდა, რომელიც მრავალ განვითარებულ ქვეყანაში კანონითაა აკრძალული.

_ სასულიერო პირების ქმედებას როგორ შეაფასებთ?

_ სასულიერო პირებს, მე რაც ვნახე, დადებითი როლის მეტი არაფერი შეუსრულებიათ. ეს ყველაფერი მავანის მიერ იყო ჩადებული. აქციაზე იყო ერთი მოძღვარი, რომელიც ეხვეწებოდა ხალხს, შვილებო, მე დამინდეთო. სამიზნე არის ჩვენი ეკლესია. მართლმადიდებლური რწმენის წინააღმდეგ არის საშინელი ბრძოლა. სასულიერო და საერო პირთა ერთობამ განაპირობა ის, რომ მსხვერპლი ავიცილეთ თავიდან. გავრცელდა კადრები სასულიერო პირთა ბილწსიტყვაობის, რაც მე სატელევიზიო მონტაჟი მგონია, მაგრამ, თუ ეს სინამდვილე იყო, მაშინ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ისინი ამ ზომამდე მიეყვანათ?! ეს ნამდვილად ღირს დაფიქრებად და საზოგადოება ნუ აუვლის გვერდს ამას გულგრილად.

ხომ ხედავთ, საქართველოში იყვნენ უცხო ქვეყნების ელჩები და ზოგიერთმა თითიც კი დაგვიქნია, მაგრამ სკანდალში ვერ გახვიეს ჩვენი ქვეყანა, ეს ვერ შეძლეს, თუმცა ნაწილობრივ თავისი გაიტანეს.

ეს ყველასთვის იყო გაკვეთილი. იცით, რაშია საქმე?! – დემოკრატია, პირველ რიგში, უნდა ემყარებოდეს ხალხის უფლებებს და, როდესაც შენ უკვე ამ ხალხს მახინჯ ფასეულობებს აწვდი და მას დემოკრატიად ნათლავ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან.

იმ დღეს ვინც ამ ჰომოსექსუალების დამცველებად გამოვიდნენ, ისე გამაღიზიანებლად იქცეოდნენ, რომ ხალხი სწორედ მათ მიიყვანეს უკიდურეს მდგომარეობამდე, შემდეგ კი თვითონ სასულიერო პირებსაც კი გაუჭირდათ  აღელვებული მასის შეჩერება.

ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი, მამა ღვთისო (შალიკაშვილი):

_ თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ლგბტ წარმომადგენლების სიმრავლე საქართველოში?

_ ჩვენი ხელისუფლების დაინტერესებამ. მე მგონია, რომ ეს ზოგიერთების შემოსავლის წყარო გახდა. 17 მაისი იყო პროპაგანდა და არა აქცია. როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გინდა აღლუმი გამართო, ამას აქცია არ ჰქვია, ეს უკვე პროპაგანდაა, რაც არც ერთ ქვეყანაში არაა დაშვებული. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ და ეს ისევ და ისევ მიუთითებს იმაზე, რომ მათ მომხრეები საქარველოში არ ჰყავთ. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ ჰომოსექსუალები, მაგრამ ისე ცხოვრობდნენ, რომ არავის აწუხებდნენ.

_ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათი რიგები კიდევ არ გაიზარდოს?

_ ამისთვის მამათმავლობის პროპაგანდა საქართველოშიც ოფიციალურად უნდა აიკრძალოს და ასევე უნდა იქნას მიღებული კანონი რელიგიური დაწესებულებების გვერდით სექსუალური უმცირესობების მიერ აღლუმების გამართვის წინააღმდეგ. თუ ვინმე არის არატრადიციული ორიენტაციის, თავისთვის იყოს. ეს ერის სირცხვილია. ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალები ქცევის მიმბაძველობით გახდნენ ასეთები და შემდეგში უკვე დაავადდნენ ამ საშინელი სენით. მათ სწორედ მიმბაძველობით შეუძლიათ ძალიან ბევრი ადამიანის ჩათრევა ამ საქმეში.

_ აქციაში მამაოების მონაწილეობაზე რას იტყვით?

_ მამაოები ჩვეულებრივი ადამიანები, ქართველები და ამ ქვეყნის შვილები არიან. მათაც გული შესტკივათ, ამიტომაც გამოვიდნენ და თავიანთ ქვეყანას დაუდგნენ გვერდით. მამაოების შესახებ გავრცელებულ კადრებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გაზვიადებული იყო. მაცხოვარმა, როდესაც ეკლესიაში უწესრიგობა დაინახა, შოლტი აიღო, ყველა უღირსი გაშოლტა და ისე გამოყარა იქიდან. ყველაზე ცუდი, რაც კი საქართველოში ბოლო პერიოდში გაკეთებულა, სწორედ ამ აქციის ჩატარება იყო. მე შორს ვარ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან, მაგრამ ბოლო პერიოდში გავრცელებული ციხის კადრებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ წინა ხელისუფლებისთვის მსგავსი სისაძაგლე ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა და ლგბტ-ს პროპაგანდაც ამ გადმოსახედიდან მათთვის სახამუშო არაა. უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომლის დროსაც არც საპატიმროებში და არც გარეთ არ იქნება ასეთი საშინელი რეალობა.

შექსპირმა ძალიან კარგად თქვა: «ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, გინდ დასამალად დედამიწა ჩამოეფაროს». სწორედ ეს ვერ გაითვალისწინა ჩვენმა წინა ახალგაზრდა ხელისუფლებამ.

ესაუბრა

შორენა ღვაჩლიანი

 

1 COMMENT

  1. ”მამაოები” არ არის გამართული ქართული. მოძღვრები, სასულიერო პირები, მღვდლები.

  2. ვერ გავიგე უკაცრავად ამ პედარასტებს რა უნდათ.უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მთელი ევროპა პედარასტია.თავი დაგვანებეთ თქვე მართლა პედარასტებო,ვერ გაიგეთ ქართული ხასიათი? კისერში არ ამოგვიყვანოთ თორემ პირადად მე არცერთ კანონს არ დავემორჩილები და ასე მოიქცევა ყველა ქართველი……..ვერ დაგიცავთ ვერაფერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here