Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ უნგიაძე: როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა ჩათვალეს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშის...

ავთანდილ უნგიაძე: როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა ჩათვალეს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშის დრო მოვიდა

844

«მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის» ხელმძღვანელი ავთანდილ უნგიაძე საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს და «საქართველო და მსოფლიოსთან» იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაემუქროს.

_ ბატონო ავთანდილ, უკვე ორი კვირა გავიდა, მაგრამ 17 მაისს განვითარებული მოვლენების განხილვა მაინც მიმდინარეობს. რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური?

_ ამ საკითხის აქტუალიზაცია ბუნებრივია, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, რომლის ერთ-ერთ წარმმართველ ძალასაც რესპუბლიკელები წარმოადგენენ, როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა ჩათვალეს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშის დრო მოვიდა. ის ძალები, რომლებმაც ეს ყველაფერი დაგეგმეს, მაგალითად, «იდენტობა», ლგბტ საზოგადოება და ა.შ. რომლებიც თავის დროზე «ნაციონალების» ხელშეწყობით ჩამოყალიბდნენ და მათ ზონდერ-ბრიგადებს წარმოადგენდნენ, ახალ ხელისუფლებაშიც მხარდაჭერით სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, 17 მაისის მოვლენები იყო პროვოკაცია.

_ ანუ ამბობთ, რომ კვლავ გრძელდება ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ოღონდ ამჯერად რესპუბლიკელების დახმარებით?

_ კი, ბატონო, და მე ასე ვიტყოდი, რომ რესპუბლიკელები ამ პირობით არიან ხელისუფლებაში მოსულნი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც «ნაციონალები» ვერ ახორციელებდნენ, მაგალითად, გეიაღლუმების ჩატარებას, მეჩეთების მშენებლობას, თურქი მესხების ჩამოსახლებას, რეგიონული ენებისთვის სტატუსის მინიჭებას, როგორც კი რესპუბლიკელები მოვიდნენ ხელსუფლებაში, ამ საკითხებზე საუბარი უკვე დაიწყო.

_ რესპუბლიკელების გარდა, სხვა ძალებიც ხომ არიან ხელისუფლებაში, რატომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ პროცესებს? ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ღიად დაგმო აქციის მონაწილეების საქციელი, მოითხოვეს სასულიერო პირების დასჯაც. მოვისმინეთ პრემიერის განცხადებებიც

_ მათ ყველგან ჰყავთ მხარდამჭერები. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში დასავლეთმა მოახერხა თავისი აგენტურის ჩამოყალიბება. მოქმედებს რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაცია, როგორიცაა, მაგალითად, «იდენტობა», «ინკლუზივი», დასავლური ფულებით ჩამოყალიბებული ორ-სამკაციანი ორგანიზაციები, რომლებიც, ფაქტობრივად, აგენტურას წარმოადგენენ საქართველოში. ეს არის «მეხუთე კოლონა», რომელიც იბრძვის ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია.

მე, მაგალითად, ასევე ძალიან გამიკვირდა, როდესაც მასმედიის წარმომადგენლები ვითომ იმ საცოდავი ხალხის დასაცავად, სინამდვილეში კი, ცოდვის დასაცავად ერთხმად გამოვიდნენ. ჰომოსექსუალებს დაცვა არ სჭირდებათ, მათ პიროვნულად არავინ ერჩით. აქ საუბარია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტზე.

ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო პრემიერის მოსაზრება, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი განცხადება ჩვენთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არავინ იცნობს, არავინ იცის, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, ამიტომ შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებ, თუმცა ამჯერად მისი პოზიცია ჩვენთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა. ერთი რამ კი შემიძლია ვთქვა, რომ, თუ პრემიერმა აღნიშნული პოზიციის განმტკიცება დაიწყო და შესაბამისი ქმედებებიც განახორციელა, ისიც ისევე დაკარგავს ხალხის ნდობას და მასაც იგივე ბედი ეწევა, რაც «ნაციონალებს». ხალხმა მას ნდობა გამოუცხადა კეთილი საქმეებისა და ქველმოქმედების გამო, თუმცა ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობის ფაქტორი უკვე ძალიან შემცირებულია.

_ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალებიც საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც სხვები. კონკრეტულად რა არ მოგეწონათ მის განცხადებაში?

_ როგორ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები? ის, ვინც ბუნებისა და ღვთის საწინააღმდეგო ქმედებითაა დაკავებული და სურს, ეს ჩვეულებრივ ნორმად დაამკვიდროს, ჩვენი კონსტიტუციიდან თუ საერთაშორისო კონვენციებიდან გამომდინარე, ლახავს ჩვენს უფლებებს. აშშ-ში მიღებულია კანონი, რომლის თანახმადაც, MSM კატეგორიის ადამიანს, ანუ მამაკაცს, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონდა სექსუალური კავშირი მამაკაცთან, დონორობა ეკრძალება. მრავალი სამედიცინო გამოკვლევა ადასტურებს, რომ ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიაა. ერთ-ერთი ასეთი გამოკვლევა, რომლის გასაიდუმლოებასაც ცდილობენ, არის ის ფაქტი, რომ ჰომოსექსუალი მამაკაცის ჰიპოფიზის ზომა ოთხჯერ აღემატება, ანუ 400%-ით არის გაზრდილი ნორმალური ადამიანის ჰიპოფიზთან შედარებით. მედიცინაში კი მიჩნეულია, რომ, თუ ადამიანს ჰიპოფიზი 15-20%-ით გაეზარდა, ეს უკვე პათოლოგიაა. ამას გარდა, აშშ-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ MSM კატეგორიის ამ მამაკაცების მხოლოდ 3% აღწევს 47 წელს, საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მხოლოდ 43-45 წელს შეადგენს.

ჰომოსექსუალთა მიზნები კარგად ჩანს . . გეების მანიფესტში, რომელიც მაიკლ სვიფტმა შეადგინა, და პირველად 1987 წელს ჟურნალ GAY COMMUNITY NEWSში გამოქვეყნდა. წავიკითხავ ნაწყვეტებს მანიფესტიდან, რომელშიც შეხვდებით ნორმალური სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისადმი სიძულვილისა და მტრობის, შეურაცხყოფისა და ფიზიკური განადგურებისკენ მოწოდებებსაც. «ჩვენ სოდომური ცოდვით დავკავდებით თქვენს ვაჟიშვილებთან, რომლებიც თქვენი უსუსური მამაკაცურობის, ცარიელი ოცნებებისა და ჩვეული სიცრუის სიმბოლოს წარმოადგნენ. ჩვენ მათ ვაცდუნებთ თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში, გიმნაზიებში, გასახდელებში, სპორტდარბაზებში, სემინარიებში, ახალგაზრდულ ჯგუფებში, კონოთეატრების ტუალეტებში, სამხედრო ყაზარმებში, მოტელებში, მამაკაცთა კლუბებში და პარლამენტის შენობებში. ყველგან, სადაც კი მამაკაცები ხვდებიან სხვა მამაკაცებს. ისინი ჩვენი საყვარლები გახდებიან და შეასრულებენ ჩვენს ბრძანებებს

  ყველა კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმს, გაუქმდება. ამის ნაცვლად მიღებული იქნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც წაახალისებს სიყვარულს მამაკაცებს შორის… ოჯახი _ ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე, გაუქმდება… ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ დაგვგმობს დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთები სიმპათიური ჭაბუკები არიან… ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენც შეგვიძლია იარაღის სროლა და ბარიკადების აღმართვა. იკანკალე, ჰეტერო ღორო, როდესაც ჩვენ გამოვჩნდებით ნიღბების გარეშე».

აშკარაა, რომ ისინი მსოფლიოს სამართავად ემზადებიან. ახლა კი ამ პროცესში მთელი მსოფლიოა ჩართული. ამას ადასტურებს საქართველოში მყოფი დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლების განცხადებები და ასევე უცხოელების შეფასებები. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა საბოლოოდ მიაყენონ ეკლესიას დარტყმა. სურთ, მოხდეს იმ სასულიერო პირების დისკრედიტაცია, რომლებიც ზნეობის დასაცავად იბრძვიან.

_ თქვენ თქვით, რომ მთელი მსოფლიოა ჩართული ამ პროცესშიჩვენს გაზეთში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ. იგი აცხადებს:  «ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შევეჯახეთ არა ერთ მუჭა გეებსა და მათ თანამგრძნობ ქართველ «ევროპელებს», არამედ მძლავრ საერთაშორისო ძალას, რომლის უკანაც შეერთებული შტატები, საქართველოს ფაქტორივი პატრონი, და მთელი ევროპა დგანან. ძალიან არათანაბარი ძალებია». რას ფიქრობთ აღნიშნულ მოსაზრებაზე და როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლა თავსმოხვეული ღირებულებების წინააღმდეგ არათანაბარი ძალის პირობებში?

_ ვეთანხმები მის მოსაზრებას. ეს უკვე მსოფლიო მოვლენაა. საქართველო ამ შემთხვევაში დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. ჩვენ აპოკალიფსურ ეპოქაში ვცხოვრობთ და ის, რაც წმინდა წერილში წერია, ნელ-ნელა ხდება. ჯერ დაცემა მოხდება და შემდეგ მოვა ანტიქრისტე. ფაქტობრივად, მსოფლიოში სექსუალური ეკუმენიზმი ხორციელდება, ყველა ორიენტაცია თანაბრად და მისაღებად, სურთ, მოგვაჩვენონ. ჰომოსექსუალიზმს მოჰყვება პედოფილია და ინცესტი, ამის ნიშნები უკვე არის ევროპაში. ნიდერლანდებში უკვე მიღებულია კანონი, რომლის თანახმადაც 12 წლის ბავშვთან სექსუალური ურთიერთობა არ ისჯება. გარდა ამისა, შვეციაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში უკვე დგას საკითხი ინცესტის დაკანონების შესახებ. ბევრი არასერიოზულად უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ გუშინ ასეთივე განწყობა იყო ჰომუსექსუალიზმის მიმართ, თუმცა შედეგები სახეზეა. 2012 წელს ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი სხვადასხვა სექსუალური სტატუსის (ზოოფილია, ინცესტი, პედოფილია, ნეკროფილია) მქონე პირების მიმართ  და ფედერალური და იურიდიული დაცულობის პირობა მისცა ამ ადამიანებს, ანუ, ფაქტობრივად, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

 როგორც წმინდა იერონიმე ამბობს, როდესაც მაცხოვარი იშვა, მთელ მსოფლიოში ცეცხლითა და მახვილით განიგმირა ყველა სოდომ-გომორული ცოდვის მატარებელი პირი, თუმცა ეს ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის რატომღაც უცნობია…

დიდი სახელმწიფოები თავადაც გრძნობენ საფრთხეს, მაგრამ მსოფლიოს სამართავად  ჩვენნაირ ქვეყნებში პროპაგანდა სჭირდებათ. მაგალითად, როდესაც ჰიტლერმა პოლონეთი დაიპყრო, იქ პორნოგრაფიული ჟურნალები დაუშვა, მაშინ, როცა გერმანიაში ეს აკრძალული იყო, ანუ გარყვნილების, ზნედაცემულობის გავრცელებით, ხალხიც ადვილი სამართავი ხდება.

საქართველო ერთადერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებშიც ჰომოსექსუალთა აღლუმები არ ჩატარებულა, ვინაიდან საზოგადოებას აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ამ პოზიციას ძალადობას და აგრესიას არქმევს.

_ და მაინც, როგორ ფიქრობთ, ძალადობა გამართლებულია? ბატონო ავთანდილ, თქვენს ორგანიზაციასაც ხშირად ადანაშაულებენ აგრესიულ ქმედებებში, მაგალითად, ჰელოუინის ჩაშლაშიც დაგდეს ბრალი

_ ძალადობა არავის მხრიდან გამართლებული არ არის. ვინც აიღოს მახვილი, მახვილითვე განიგმიროსო, _ ნათქვამია. სასულიერო პირიც შეიძლება შეცდეს, მაგრამ ე. წ. ლიბერალური საზოგადოების არაკეთილსინდისიერება იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ უნდა დაგვანახონ, სად იყო ძალადობის პრეცედენტი.

სამწუხაროდ, მოხდა ჩვენი ორგანიზაციის მარგინალიზაცია. ტელეკომპანია «კავკასიაში» მომხდარი ინციდენტის დროს ჩვენი ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს, თუმცა სასამართლომ დაამტკიცა, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. რაც შეეხება ჰელოუინს, 2008 წელს ომი ახალი დასრულებული იყო, დაღუპული ჯარისკაცების პანაშვიდები ახალი გადახდილი და წარმოიდგინეთ, სიონის ტაძართან ახლოს თითქოს უწყინარი ღონისძიება იწყება შემდეგი სცენით: შემოაქვთ შიშველ ქალებს კუბო, დგამენ სცენაზე და ამბობენ: აი, ვნახოთ, რომ ამტკიცებენ მართლმადიდებლობა დაუმარცხებელია, მართლა ასეა თუ არაო. დაესევიან ბიჭს, რომელიც მართლმადიდებლობას განასახიერებს, ჩაასვენებენ კუბოში და გაიტანენ. ეს არის პირდაპირი გამოწვევა და ჰელოუინი მხოლოდ გარეგნულადაა კარნავალი, ეს არის სატანისტური რიტუალი. სიონის ტაძრის ეზო ტუალეტად აქციეს. ჩვენი სიმწინდეები შეურაცხყვეს, მივიდნენ იქ მამაოები, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ჰელოუინის მონაწილე გოგო-ბიჭები მამაოებს «კოკა-კოლას» ასხამდნენ. რატომ არ გამოიძიეს ეს ყველაფერი თუ მართლები იყვნენ?

ან საიდან ასაბუთებენ, რომ ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესხნენ ვინმეს თავს და სცემეს? საბუთი ანახეს? უბრალოდ, ჩვენ იმიტომ ვიყავით «ნაციონალებისთვის» მიუღებელი, რომ ხელს ვუშლიდით მათი ანტიეკლესიური გეგმების განხორციელებაში.

_ თქვენი ორგანიზაცია სკოლებში სექსუალურ განათლებას ეწინააღმდეგებარას ფიქრობთ იმ შედეგებზე, რომლებიც სწორედ გაუნათლებლობით არის გამოწვეული? რამდენიმე მაგალითი უახლოესი წარსულიდანაც შეგვიძლია გავიხსენოთ

_ ამას არ სჭირდება სკოლებში სექსუალური განათლება. ეს არის თითიდან გამოწოვილი მოტივაციები, რომლებმაც არ გაამართლა. ერთ-ერთი მოტივაციით, თითქოს სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვა ნაადრევ ასაკში ორსულობის, შიდსით დაავადების შემცირებას გამოიწვევდა, მაგრამ დავინახეთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სკოლებში სექსუალური განათლება დაინერგა, არც ერთი ეს მიზანი მიღწეული არ აღმოჩნდა. პირიქით, ვენერიული დაავადებებისა და ნაადრევ ასაკში ორსულობის რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. წაიკითხეთ სიონის ბრძენთა ოქმები და იქ ამოიკითხავთ,რომ ”დღეებიღა გვაშორებს ქრისტიანული კლესიის დანგრევამდე”-ო,ეს არის სიონისტურ თალმუდისთური კლანის გეგმა-ესენი არიან ე.წ. ის გარკვეული ძალები და ამის თქმის ნუ გეშინიათ ბატონო ავთანდილ,მაგ დამალვებმა ქნა ერი რომ ვეღარ აზროვნებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here