Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი ჩხეიძე: ყველამ თავის გაპედერასტებულ ქვეყანას მიხედოს!

ვალერი ჩხეიძე: ყველამ თავის გაპედერასტებულ ქვეყანას მიხედოს!

ვალერი ჩხეიძე _ უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე 1993-2004 წლებში. საუბარი, რომელიც მასთან შედგა, 28 მაისს დაემთხვა, ერთ დროს საბჭოთა მესაზღვრის დღეს.

_ საქართველოში ჩვენი პროფესიული დღესასწაული 21 მარტს აღინიშნება, _ ამბობს ბატონი ვალერი, _ მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომელ დღეს და რომელ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების დროს აღინიშნებოდა ეს პროფესიული დღესასწაული, არამედ ის, რომ ამით მესაზღვრისადმი სახელმწიფოს პატივისცემა ოფიციალურად და ფაქტობრივადაა დაფიქსირებული.

საზღვარი, კარგად მოგეხსენებათ, მარტო რუკაზე გავლებული ხაზი არ არის. იგი ერთ-ერთია იმ ხუთი ატრიბუტიდან, რომლებიც სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია: ჰიმნი, დროშა, გერბი, ვალუტა, სახელმწიფო საზღვარი, ერთ-ერთი თუ გამოაკლდა, ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო არ არსებობს.

საზღვარი დაკავშირებულია ქვეყნის შიდა ოპერატიულ მდგომარეობასთან, სახელმწიფო საგარეო პოლიტიკასთან და ა. შ. ლექციების წაკითხვა შეიძლება ამ თემატიკაზე.

_ ლექციებს თავი რომ დავანებოთ, ეგებ, პირდაპირ ვთქვათ, საზღვარი, რომელიც საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით გვერგო, როგორც ბევრი სხვა რამ, მოვშალეთ?

_ მოვშალეთ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით მივიღეთ ის, რაც გვაქვს. სამწუხაროდ. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისთვის საქართველოს საზღვარი დაფიქსირებული იყო ლაგოდეხიდან ფსოუმდე, მამისონიდან ნინოწმინდამდე, როკიდან ბათუმამდე.

დღეს საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი საერთოდ არ კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რადგან იქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. ამაზე ჩვენ «საქართველო და მსოფლიოსთვის» მიცემულ პირველ ინტერვიუში ვილაპარაკეთ.

_ ბატონო ვალერი, ესესაა რუსმა მესაზღვრეებმა 150 მეტრით გადმოწიეს საზღვარი. ასეთი «თამაში» საზღვართან იმის შედეგიც ხომ არ არის, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობა მეორეხარისხოვან ჩინოვნიკებზეა მინდობილი? ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია და თქვენც უთუოდ იცით, რომ არსებობს მრავალმხრივ დასაბუთებული წინადადება ამ ურთიერთობის უმაღლეს დონეზე აწევის შესახებ. კერძოდ, ახლადარჩეული პრეზიდენტის ერთერთ წამყვან ფუნქციად და პრიორიტეტად, გნებავთ, უშუალო მოვალეობად უნდა იქნას მიჩნეული ამ მიმართულების კურირება.

_ ვიცნობ ამ წინადადებას და პირდაპირ გეტყვით, _ აქამდეც უნდა განხორციელებულიყო. ბატონი ალექსანდრე ჭაჭია, ამ შემოთავაზების ავტორი, მაღალი რანგის ანალიტიკოსია, აფხაზეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, დეტალურად ერკვევა აფხაზეთის პოლიტიკურად არაერთგვაროვან პალიტრაში, აქვს პირადი კონტაქტები და, როგორც ვიცი, პატივისცემითაც სარგებლობს. გასაკვირია, რომ აქამდე ოფიციალური სტრუქტურები მის წინადადებაზე არ რეაგირებენ. მაგრამ, როგორც ყველაფერ ახალს, ამასაც შეჩვევა და გათავისება სჭირდება.

სააკაშვილის პერიოდში საზღვრის თემატიკა საერთოდ მიგდებული იყო.

ახლახან ბაქოში ჩემს მეგობრებს ვსტუმრობდი. შევხვდი ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებს, რომლებმაც შემახსენეს, რომ სამთავრობო კომისია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე, რომელიც აქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად იყო შექმნილი, 2004 წლის შემდეგ არც ერთხელ არ შეკრებილა.

როცა ამას ვერ ითავისებს პრეზიდენტი და პრეტენზია აქვს, ლამის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდეს, ამ სიტუაციაში რაზე შეიძლება სერიოზულად ლაპარაკი?! ელემენტარულ, დილეტანტურ დონეზეც კი უვიცია, თუმცა ეფრეიტორი იყო (ეღიმება).

_ განგებ ხომ არ მოუწყვეთ, ბატონო ვალერი, როცა სააკაშვილს სასაზღვრო ჯარებში მისი სამსახურის ამსახველი ფოტოალბომი აჩუქეთ?

_ ეს მის სინდისსა და მის ავადმყოფურ აზროვნებაზე იყოს…

როცა არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა საზღვრის პრობლემებისადმი, მაშინ აბუჩადაც აგიგდებენ და საზღვარსაც გადმოგიწევენ. ის დრო წავიდა, როცა საბჭოთა კავშირის საზღვარზე სამ რიგად იყო გაყოლებული მავთულხლართული ღობე გადახნული და გაფხვიერებული მიწის ზოლით. ასეთი ჩაკეტილი საზღვარი განსხვავებული და დაპირისპირებული იდეოლოგების არსებობის აუცილებელი შემადგენელი იყო.

ახლა ღობე საჭირო არ არის, თუმცა აშშ მექსიკის საზღვარზე უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად უზარმაზარ ღობეს აშენებს.

ტერორიზმის შესაკავებლადაც, თუმცა ეს ნაკლებად ეფექტიანია.

საზღვარზე გადასვლა მთელი რიტუალია, მესაზღვრე შენი ტერიტორიის დამცველია. ჩვენთან კი ეს საქმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე პატრულს ჩააბარეს (!). ეს დაახლოებით ისეთივე უაზრობაა, ექიმ გინეკოლოგს პროქტოლოგობა რომ დააბრალო. აბსურდია.

9 წლის განმავლობაში «ნაციონალებმა» ისე «კარგად» იმუშავეს, რომ ყველა სფერო დაშალეს და დაანგრიეს. მათ შორის, სპეცსამსახურებიც, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე კი არ იყო ორიენტურებული, არამედ ელიტის კლანური ბიზნესის შენარჩუნებაზე.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, პირდაპირ გეტყვით: ზოგიერთი საგუშაგო კერძო ბიზნესის ხელში აღმოჩნდა, გაიყიდა.

_ რას ლაპარაკობთ?!

_ კი _ გონიოსა და სარფში, მაგალითად.

განა შევარდნაძის პერიოდში არ იყო სირთულეები საზღვართან დაკავშირებით? იყო. მაგალითად, ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს ხუთკილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის დაწესების გამო: საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთიაო. ერთ კილომეტრამდე შემცირდესო. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ. დიდი გაჭირვებით მივიღეთ კანონი.

_ ვინ გეწინააღმდეგებოდათ? ისინი ხომ არა, ვინც შემდეგ ოპოზიციაში გადავიდნენ და საბოლოოდ «ნაცების» ხელისუფლების სახით მოგვევლინენ?

_ მე მათ ნეობოლშევიკებს ვეძახი. ხელმოცარულ კომკავშირელებს, რომლებიც ნაციონალ-პატრიოტებად იქცნენ…

ჩვენ გვინდოდა, რომ საზღვრისპირა ტერიტორიები, რომლებსაც უცხო მეპატრონეთა ხელში ჩავარდნა ემუქრებოდა, სახელმწიფოს ეკლესიისთვის გადაეცა სამონასტრო, საეკლესიო მშენებლობის განსავითარებლად. ამით ჩვენს ქვეყანას შემოერტყმებოდა ქრისტიანულმართლმადიდებლური სარტყელი, როგორც ერთიანი გალავანი. ეს იდეა პატრიარქსაც მოეწონა, მაგრამ განხორციელება აღარ დაგვცალდა.

გვქონდა სხვა იდეაც: საზღვრისპირა სოფლების, რომლებიც დაცლის პირზე იყო, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგვედო კონტრაქტები, აგვეყვანა სამსახურში, დაგვესაქმებინა ეს ხალხი. და ეს იქნებოდა არა ფორმალური ღონისძიება, არამედ იმ ძირძველი ტრადიციის აღდგენა, იმ ისტორიული ფუნქციის, რომელიც საზღვრისპირა მოსახლეობას ათადან-ბაბადან ჰქონდა დაკისრებული. დავიწყეთ ეს საქმე, ჩვენს სასწავლო ცენტრში შევუდექით მათ სწავლებას, მაგრამ ეს უნიკალური პროექტიც, რომელიც მეცნიერებთან ერთად შევიმუშავეთ, ჩვენს სასწავლო ცენტრთან ერთად მოშალეს.

პირადი კონტაქტების ჩართვით, თხოვნით მივმართე გერმანელ კოლეგებს, დაგვხმარებოდნენ საქართველოს საზღვრის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მოწყობაში. ჩამოვიდნენ, შეისწავლეს, შეადგინეს 300-გვერდიანი, დაწვრილებით დამუშავებული პროგრამა, როგორ უნდა განვითარებულიყო ეს მიმართულება საქართველოში _ რა უნდა გადმოგვეტანა ევროპიდან, რა _ არა. პროგრამა ეტაპებად იყო დაყოფილი, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად სტრუქტურულ ცვლილებებსაც ითვალისწინებდა, რეორგანიზაციის წინადადებებს, მაგრამ ესეც მივიწყებას მიეცა.

_ დღეს როგორ იმართება თქვენი ყოფილი უწყება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთ დანაყოფად აქციეს მოსვლისთანავე «ნაციონალებმა»?

_ ნუ მიწყენს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი, პირდაპირ გეტყვით: იგი არ არის ისეთი რანგის ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია რაიმე გადაწყვიტოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ვიცნობ მას _ ჩემი ყოფილი ოფიცერია. არაფერს არ წყვეტს.

_ აბა, ვინ წყვეტს?

_ არ ვიცი. ამ უწყების ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე მაინც უნდა იყოს და არა მეოთხეხარისხოვანი თანამშრომელი, როგორიც დღეს არის. კოლეგიის წევრი მაინც უნდა იყოს.

_ თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ავღანეთში. თუ ვინმემ იცის იქაური სპეციფიკა, იცით თქვენშეაფასეთ, თუ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის ტელეგაკეკლუცება, რომელიც ვიხილეთ 26 მაისს რეპორტაჟში ჰელმანდის პროვინციიდან _ ჩვენ რომ გვატყუებდა, როგორი «საქმეში ჩახედული» მთავარსარდალი ჰყავს საქართველოს არმიას.

_ ეს იყო პოზა საკუთარ თავზე შეყვარებული «ბოლვანის». რეგვენი, რაც რუსული «ბოლვანის» ზუსტი თარგმანია, მაინც კეთილშობილურად ჟღერს, ამიტომ დედნისეული «ბოლვან» ზედგამოჭრილია! ნარცისია _ ნარგიზი. მითიური ნარცისისგან იმით განსხვავდება, რომ პირველი დღე და ღამ წყალში თავის ანარეკლს შეჰხაროდა, ეს _ თავის ვიდეოგამოსახულებით ტკბება ტელეეკრანზე. სხვას არაფერს ანგარიშს არ უწევს. პირი დააღო და ისეთი რამეები გაშიფრა, რაზეც იქ ჩემი სამსახურისას საიდუმლო გრიფი გვქონდა დადებული და რაზეც დუშმანების დაზვერვა ნადირობს.

დაზვერვის პრინციპები არ შეცვლილა, სააკაშვილმა კი ლანგრით მიართვა ოპერატიული ინფორმაცია.

ან ჩასვლის მიზანი რა იყო? რა სახელმწფო აუცილებლობით იყო გამოწვეული?!

არავითარი! მოუნდა და წავიდა. 9 წელიწადი გავუძელით. ოქტომბრამდეც ავიტანთ… მაგრამ, იცით, რა? არ გვინდა არავის დამოძღვრა, ვიცით, რომ ქვეყნისთვის ასე სჯობს. ნუ დაიტრაბახებენ ნურც ხიდაშელი, ნურც უსუფაშვილი, ნურც ალასანია და ნურც რომელიმე პარტიის ლიდერი, პირადად ბიძინა ივანიშვილი რომ არ ჩასდგომოდა სათავეში სახალხო-გამათავისუფლებელ მოძრაობას, ამათ არაფერი გამოუვიდოდათ… ვაცალოთ იმ კაცს, გააკეთოს თავისი საქმე, და სხვები იმ ბუზივით ნუ ტრაბახობენ, ხარს რქაზე რომ აჯდა და იქადნიდა _ ჩვენ ვხნავდითო!

ვაცალოთ ბიძინა ივანიშვილს, დარწმუნებული ვარ, მან იცის, საით მიჰყავს ქვეყანა.

_ დღევანდელი საზღვარი, როგორც თქვით, ძირგავარდნილი ვარცლივითაა, რომელშიც შემოსვლა ყველაფერთან ერთად შეუძლია ნებისმიერ იდეას, მოძრაობას _ ანტიქართულს, ანტიმართლმადიდებლურს და ჩვენ «გაგებით უნდა მოვეკიდოთ», უფრო მეტიც, დავიცვათ ამ იდეის მატარებელთა უფლებები.

_ პედერასტიას გულისხმობთ?

_ დიახ. თქვენი დამოკიდებულება?

_ ამასწინათ ინტერნეტში წავიკითხე: მთელი საქართველო რომ გაპედერასტდეს, ნატოში მაინც არ მიგვიღებენო (ვიცინით).

ყოველნაირად მიუღებელია პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქისთვის, პიროვნებისთვის. აბსოლუტურად მიუღებელია და, რაც შემეძლება, ვიბრძოლებ ამის წინააღმდეგ. ამასვე მოვუწოდებ ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს.

საფრანგეთში, რომელმაც დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება, ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა სახალხო კრების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ეს მოძრაობა გრძელდება. არც საქართველოში ჩაცხრება.

გაგახსენებთ, რომ გეების გამოსვლის მცდელობა ერევანშიც იყო. იქაც დაუპირისპირდა ხალხი ელჯებიტელებს. იქაც გამოხტა (ხაზგასმით ვხმარობ ამ სიტყვას) აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი და დაგმო პედერასტების დარბევა. სომხები როგორ მოიქცნენ? მთავრობის წინაშე დააყენეს საკითხი აშშ-ის ელჩის გაწვევის შესახებ.

ეს უბედურება მარტო იმ ავადმყოფი ერთეულებისგან კი არ მოდის, არამედ ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებში მოკალათებული გავლენიანი აგენტებისგან. დაგვანებონ თავი და თავიანთ გაპედერასტებულ ქვეყნებს მიხედონ.

ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავის დროზე აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო გაწმინდეს სქესობრივი ორიენტაციაშეცვლილი კაცებისგან და ქალებისგან და ისინი «ამერიკის ხმაში» გადაიყვანეს, როგორც სპეცსამსახურისთვის არასანდო ხალხი.

_ მძიმე სურათი დახატეთ, ბატონო ვალერი, და როგორც ყოველთვის ამგვარ შემთხვევებში, ბოლო შეკითხვას ტრადიციულს დაგისვამთ: სადაა გამოსავალი?

_ თუ ჩვენი ეს ინტერვიუ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ყურადღების საგანი გახდება, შევთავაზებდი, მოეწვია თათბირი საზღვრის დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელზეც სერიოზულად გაანალიზდებოდა დღეს სახელმწიფო საზღვარზეა ჩამოყალიბებული მდგომარეობა. თქვენი მონამორჩილი ამ თათბირში სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას მსმენელის რანგში.

ყურად იღეთ, ბატონებო, იმ პროფესიონალების მოსაზრებანი, რომლებმაც ეს გზა გაიარეს, დააგროვეს გამოცდილება და სურთ ამ გამოცდილების წაშველებით მუშაობა გაუადვილონ ახალგაზრდებს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. თქვენი დროის მესაზღვრეები მებაჟეებზე არანაკლები ყაჩაღები იყვნენ და ნაძარცვის ნახევარს თქვენ გიგზავნიდნენ თუმცა ყველასთან არ გასდიოდათ, ბაქოდან მომავალი ვაჭრების კოლონას "სარანჩას" რამდენჯერ გამოექცნენ წითელი ხიდიდან თქვენი მებაჟეები? მე სამი მახსოვს თქვენ? ისიც არ გახსოვთ მოპარული მანქანები ქვეყნიდან ლიწინ – ლიწინით რომ გადიოდა? ან ჯავახეთში სომხეთის საზღვარზე ჩვენს მესაზღვრეებს ძაღლადაც რომ არ აგდებდნენ არც ეს გახსოვთ? შეირგეთ ნაძარცვი და ნი ვაზნიკაიტე რა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here