Home რუბრიკები პოლიტიკა ცისფერი პარიზი, «მუჟიკი» პუტინი და «ნახალოვკის» იაღლიში…

ცისფერი პარიზი, «მუჟიკი» პუტინი და «ნახალოვკის» იაღლიში…

1172

სად ერეკლეო, _ ამის თქმას ნუ იჩქარებ, მკითხველო! ნამდვილად სრულ ჭკუაზე ვარ და ქვემოთ დაინახავთ, ეს, ერთი შეხედვით, აბრაკადაბრა რაოდენ ტრაგიკომიკური შიგთავსის მატარებელია და იმასაც, თუ რა შეხების წერტილები შეიძლება ჰქონდეთ: საფრანგეთის დედაქალაქს, რუსეთის ვაჟკაც (მუჟიკი, რუსულად ამასაც ნიშნავს. _ . .) პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და თბილისის ერთერთ ძველ უბანს, რომელსაც ამ ბოლო დროს ნაძალადევსაც ეძახიან ხოლმე, ამიტომაც ქვემოთ, სადაც დამჭირდება, ამ სიტყვებს ყოველგვარი წინწკლების გარეშე ვიხმარ


ა.წ. 23 აპრილს საფრანგეთის პარლამენტმა ტაშის გრიალით მიიღო კანონი ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების და ამ საფუძველზე შექმნილი «ოჯახების» ჩვეულებრივ ოჯახებთან უფლებრივი გათანაბრების, მათთვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების ჩათვლით, რის შემდეგაც საფრანგეთი მსოფლიოში რიგით მეთოთხმეტე ქვეყანა გახდა, რომელიც  ლიბერალური დემოკრატიის «უმაღლეს სტანდარტებს» ეზიარა, ანუ დარტანიანის, მატეო ფალკლონეს, ბოლოს და ბოლოს ნაპოლეონის, დე გოლის რაინდულ-ვაჟკაცური საფრანგეთიც ოფიციალურად დაადგა გალურჯების გზას!

 იმან, რომ საფრანგეთი მეთოთხმეტე ქვეყანაა, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა, უნებურად გილიოტინაზე თავმოკვეთილი ლუი მეთოთხმეტე გამახსენა _უთვალავ ლუდოვიკოებში, მეფე მზე ლუი XIV იყო სწორედ ის მონარქი, რომელიც ტრადიციული სექსის დიდი მოტრფიალე იყო, უამრავი საყვარელიც ჰყავდა და ბედის ერთგვარი ირონიაც არის, რომ სწორედ ამ ნუმერაციით შეუერთდა საფრანგეთი იმ «ბედნიერი ქვეყნების» რიგს, რომლებშიც სოდომ-გომორის მომაკვდინებელი ცოდვა კანონის ძალითაც არის გარანტირებულ წახალისებული…

ახლა ვითომ და რაო _ სად ჩვენ და სად საფრანგეთი? თავშიც ქვა უხლიათ და მუცელში სამართებელი ფრანცუზებს! იტყვის მავანი და ერთი შეხედვით მართებულადაც, მაგრამ, სამწუხაროდ, რომ არ არის ასე?! რადგან (ერთი ცნობილი გამოთქმის მცირე პერიფრაზით) პედერასტობა ის აქლემია, რომელიც ადრე თუ გვიან ჩვენს, ქართველების, კარებთანაც ჩაიჩოქებს!

საფრანგეთი, არც ჰოლანდიაა და არც ბელგია-დანია, სადაც ერთსქესიანი ქორწინებები კაი ხნის დაკანონებულ-კულტივირებულია, საფრანგეთი მსოფლიო კათოლიციზმის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო აქამდე, პლუს _ ევროკავშირის მთავარი ეკონომიკური მონსტრი, გერმანიასთან ერთად. იმ ევროკავშირის, რომლისკენაც, ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად, მიისწრაფვის საქართველო. ანუ მანამდე არაფერი გვეტკინოს, სანამ ჩვენ ნატოში ან ევროკავშირში მიგვიღებენ, მაგრამ ამ გზაზე დიდხანს მიმავლებს (დიახ, დიდხანს, რადგანაც მიახლოებითაც კი არ გვეუბნებიან, რამდენ ხანში «გაგვაბედნიერებენ»), აუცილებლად მოგვთხოვენ, რომ ავანსად ჩვენც დავაკანონოთ ქალის ქალზე და კაცის კაცზე ქორწინება ზუსტად ისევე, როგორც უკვე ითხოვენ ე. წ. ევროპული ქარტიის რატიფიკაციას, რაც მესხეთელი თურქების ჩამოთესლებას და რეგიონული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას, ანუ საქართველოს საბოლოოდ ამოგდებას, ფესვიანად მოთხრას გულისხმობს!

მერე? მანამდე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი, ანუ ან მიგვიღებენ, ან არა და დიდი, დიდი, ზემელის დამწვარ აფთიაქში იჩივლოს ოფიციალურად გაპედერასტებულმა საქართველომ…

ნებისმიერი სახელმწიფო წყობა, მათ შორის დემოკრატიაც, გარკვეულწილად ძალადობაც არის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის ნებით იმართება ქვეყანა და ამდენად, მეტ-ნაკლებად გამართლებულია ეს, მაგრამ ამ ბოლო დროს «შემოგდებული» ე. წ. ლიბერალური დემოკრატია, გნებავთ, ნეოლიბერალიზმი, მგონი, პირიქით არის _ სექსუალური იქნება, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების ე. წ. დაცვით იმდენად ღრმად შეტოპეს ათასი ჯურის ე. წ. არასამთავროებმა, რომ უმრავლესობები აქეთ ვართ, მგონი, დასაცავები!

ეს რომ ასეა, იმავე საფრანგეთის გაპედერასტების კანონის მიღებამდე მოვლენებიდანაც გამოჩნდა. გახსოვთ, ალბათ, ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების მოთხოვნით, როგორ გამოვიდა პარიზის ქუჩებში მრავალი ათასი დემონსტრანტი და ისიც, რომ ამის მერე ბევრად მეტი, სხვადასხვა დათვლებით 300-დან 500 ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა იმავე ქალაქში, რომლებიც მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რომ ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვების შვილად აყვანის უფლება მაინც არ მიეცათ, რადგანაც ჯანდაბას თქვენი თავი და ტანი, ლეზბიანკა-პედერასტებო, რაც გინდათ, ის გიქნიათ, მაგრამ პატარებს, ბავშვებს რას ვერჩით? რატომ უნდა გაიზარდონ ნორმალური ორიენტაციით დაბადებული ბავშვები ასეთ არანორმალურ «ოჯახებში»? ასეთი «დედმამის» შემხედვარენი, დიდი ალბათობით, გაპედერასტდებიან ან გალეზბიანკდებიან?

მაგრამ არა, ფრანსუა ოლანდი  სწორედ ამ უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირებით გახდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ამ სლოგანით დაამარცხა (?!) სარკოზი. ჰოდა, მან და მისმა სოციალისტების უმრავლესობამ, როგორც ზემოთ ითქვა, ტაშის გრიალში დაამტკიცეს ერთსქესიანი ქორწინებებიც და «შეყვარებული წყვილებისთვის» ბავშვების ყოლის უფლებაც!

როგორც საინფორმაციო სააგენტო «ინტერფაქსი» იუწყება, «რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციის და მათთვის შვილების აყვანის უფლების მინიჭების მიმართ.

რუსეთის ლიდერი საჭიროდ მიიჩნევს, გადაიხედოს სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმებული შეთანხმებები რუსი ბავშვების გაშვილებას შესახებ, თუ ეს ქვეყნები ისეთ კანონებს ღებულობენ, რომლებიც რუსეთში მიღებულ ნორმებს ეწინააღმდეგება».

ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა, რომ რუსი ბავშვები პედერასტებისა და ლეზბიანკების «ოჯახებში» მოხვდნენ…

და იქვე:

«ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ იმავეს მოვითხოვთ მათგანაც რუსეთის კულტურული, ეთიკური, ზნეობრივი ნორმების, კანონმდებლობის მიმართ. მართებულად მიმაჩნია მსგავს დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა. საკითხი აქტუალურია, დაფიქრება გვმართებს. ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა»…

რა არის ეს, თუ არა მუჟიკი კაცის პატრიოტული, მართლაც ვაჟკაცური ნაბიჯი? სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამით აღფრთოვანების გამოხატვის გამო, ერთი ახლობელი ადამიანისგან ურაპატრიოტული დამუნათება მივიღე _ რას ამბობ, საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს, მტერს ვაჟკაცს როგორ უწოდებო?

ასეთები, ალბათ, არა მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შორის იქნებიან და ამიტომ ყველას გასაგონად გავიმეორებ _ ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს ვინ ოკუპანტია, ვინ _ დივერსანტი, მაგრამ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის პატრიოტი, მუჟიკი პრეზიდენტი რომ არის ვლადიმერ პუტინი, ეს უდავოა. რაც შეეხება მტერს, მტრის ვაჟკაცობის აღიარება თუ პატივისცემა, ისტორიულად არასოდეს გვეთაკილებოდა და გვიჭირდა ქართველებს, რისი დასტურიც თუნდაც ვაჟას «სტუმარ მასპინძელია»…

ამიტომ მეტსაც გავბედავ _ ნეტავი ისეთი პრეზიდენტი ჩვენც გვყავდეს, როგორი პრეზიდენტიც რუსებს ჰყავთ პუტინის სახით, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პედერასტობის ექსპანსია ჩვენც გვემუქრება!

გასული საუკუნეების მთავარი ჭირი ქართლისა ის იყო, რომ გამაჰმადიანების გზით ქართველობის დაკარგვა და ფიზიკური გადაშენება გვემუქრებოდა, რისგანაც ერეკლე მეფის ერთადერთმა სწორმა არჩევანმა გვიხსნა!

ახლაც თითქმის იმავე საფრთხეების წინაშე ვდგავართ და კვლავ მარტოდ მარტო, უნათესავო ობოლი ერი, ოღონდ მცირედი «პერიფრაზით» _ გამაჰმადიანების ნაცვლად, ათასი ჯურის სატანისტური სექტები ესწრაფვიან ქართველების გახლისტებას და, თუ ჩვენს კატასტროფულ დემოგრაფიულ სურათს, მიგრაციულ პრობლემებს  გავიხსენებთ, არც ფიზიკური ყოფნა-არ ყოფნის საკითხია ეფემერული.

რაც შეეხება ე. წ. ლგბტ-ებს, მათმა შემოტევამ ხომ პანდემიის სახე მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოსთვის მენტალური გადაგვარების რეალური საფრთხე, გახლისტებას თუ გადავურჩით, სწორედ პედერასტების უფლებების «უწყინარ» დაცვაშია!

ერთი სიტყვით, კვლავ ძლიერი მფარველის, მოკავშირის პრობლემა უდგას საქართველოს, რადგანაც ზემოთ თქმულს ჩვენი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება. აქედან გამომდინარე, აქტუალობას არ კარგავს მეუფე იობის თამამი გამონათქვამი, რომ საქართველოს ხსნა მართლმადიდებელ ერთა კავშირშია!

დიახ თამამი და გაბედული, რადგანაც ასეთი კავშირის შექმნა რუსეთის ეგიდის გარეშე წარმოუდგენელია…

წინამდებარე წერილის პათოსშია განსახილველი ე.წ. შუალედური არჩევნებიც, რომელსაც სათაურში ნახალოვკის იაღლიში ვუწოდე!

მართლაც, მთავარი იაღლიში ნახალოვკისა ის კი არ არის, რომ, ჩემის აზრით (და არა მხოლოდ), პარლამენტისთვის ამ ეტაპზე საჭირო და ღირსეულმა კანდიდატმა, სოსო მანჯავიძემ, ვერ გაიმარჯვა, არამედ (ციხის კადრების, ცოცხების გამომზეურების ერთ-ერთ ავტორობას თავი რომც დავანებოთ) ლგბტ-პედერასთებთან შეურიგებელ მებრძოლ სოსო მანჯავიძეს სწორედ პედერასტების უფლებების დამცველი, შესაბამისად, ერთსქესიანი ქორწინებების პოტენციური ლობისტი, თამარ კორძაია, არჩია!

სირცხვილი იმ ნახალოვკელებს, ვინც დაიზარა და არ მივიდა არჩევნებზე, რადგანაც სწორედ დაბალი აქტივობის გამო გაიმარჯვა ვითომ «ოცნების», სინამდვილეში კი რესპების ფავორიტმა ქალბატონმა. თორემ მხოლოდ ციხეებში გამწარებული პატიმარყოფილები და მათი ოჯახის წევრები რომ მისულიყვნენ არჩევნებზე, უსუფაშვილის ნანატრი იურისტი კი არა, საქართველოს პატრიოტი სოსო მანჯავიძე შევიდოდა პარლამენტში!

სირცხვილი, რადგან ნახალოვკა ის უბანი იყო ყოველთვის, რომელშიც ვაჟკაცობა, ქართველობა, რაინდობა მუდამ წინა პლანზე იყო და განსაკუთრებულად ფასობდა, ახლა კი, ალბათ, საფლავში ტრიალებენ ძველი ნახალოვკელები: ლერი კირვალიძე, უნგერ მაცაბერიძე თუ ლეო ახვლედიანი და ა. შ. ვინ ჩამოთვლის იმ ბიჭებს, რომლებიც არა მხოლოდ ნახალოვკაში, არამედ მთელ ქალაქში, გნებავთ, საქართველოშიც, ვაჟკაცობის, ქართველობის, პატრიოტობის, ერთი სიტყვით, ზნეობრიობის  კანონმდებლები იყვნენ!

შარშან, 17 მაისს ხომ გაბედეს და ვერაზე გეიპარადის ჩატარება, რომელსაც სხვათა შორის და ისე, ცნობისთვის, «დომკინოსთან» პირველი სწორედ სოსო მანჯავიძე გადაუდგა წინ. ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხვალე იმავეს ბებერი ნახალოვკის კიკვიძის ბაღში გაგვიბედავენ, რასაც, დარწმუნებული ვარ, ვერ მოითმენენ ნახალოვკელები, მაგრამ გვიანი იქნება _ პედერასტების უფლებების დარღვევის გამო, პირველი თქვენივე რჩეული თამარ კორძაია მოითხოვს თქვენსავე პასუხისგებაში მიცემას, ჩემო საყვარელო ნახალოვკელებო!..

დავით მხეიძე

P.S. კარგი იქნებოდა, პოლიტიკური რუკების მსგავსად, რომლებზეც ქვეყნები სხვადასხვა ფერითაა გამოყოფილი, პედერასტული რუკებიც დაიბეჭდოს, სადაც ცისფრად იქნება გამოყოფილი ის ქვეყნები, რომლებიც უკვე ეზიარნენ ერთსქესიანი ქორწინებების მადლს _ თვალნათლივ დავინახავთ, თუ რამდენ მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული პედერასტების იმპერია და იმასაც ადვილად მივხვდებით, თუ რამდენ ხანშია მოსალოდნელი მთელი პლანეტის გაცისფერება.

ისე, ცისფერ პლანეტას კი უწოდებდნენ ადრეც ჩვენს დედამიწას და ვინ იფიქრებდა, რომ ეს მეტაფორა მართლაც რეალური გახდებოდა?!.

 

1 COMMENT

  1. უნდა შევაჩეროთ სასწრაფოდ ცისფერთა Nავარდი საქართველოში
    თორემ დაგვენძრა

  2. ვაი ჩვენს პატრონს უბედურს. მართლა არ მეგონა რომ, ნაძალადევის წარმომადგენელი პარლამენტში პედარასტების ქომაგი(რომელი საარჩევნო ნომრითაც არ უნდა ეყარა კენჭი) გახდებოდა

  3. შეირცხვინეს ტავი დაძალადეველებმა. ხალხი ეტკობა არ აკტიურობდა, განელდა პატოსიც ამდენი განუკიტხაობიტ და მტავრობიას ზოგიერტი ადმინისტრაციის უუნარო ტუ განზრახ მიმარტული მოკმედებებიტ. მაგრამ ბატონი დავიტის მოსაზრებები ძალიან ნატელი და დროული. გაცისპერება ემუკრება საკარტველოსაც ტუკი არ გავერტიანდებიტ მარტმადიდებლებტან ანუ ერტმორჭმუნე რესეტტან ამ დიდი ცოდვის და უმსგავსობის ჭინაღმდეგ(ტკვენ გინდ ლიბერალობა დაარკვიტ გინდ დემოკრატია მე და ასობიტ ატას კარტველ არასოდეს გვინდა რომ საკარტველო წალეკოს უმსგავსობამ და ღვტის მიერ დაკანონებულის უგულებელყოპამ ისევ შვენდა გადასარჩენად).

  4. ზოგ საკითხში ვეთანხმები სტატიის ავტორს, მაგრამ რაც შეეხება ნახალოვკას და არჩევნებს, ამ საკითხში ცდება. არაფერი ნახალოვკას და ნახალოვკელებს სასირცხვილო არ ჭირს. ვეთანხმები, რომ მანჯანიძეს ან კუკავას უნდა გაემარჯვა. ორივემ ერთად კი დააგროვეს კორძაიაზე მეტი ხმა. ეს მწარე გაკვეთილი იყო და ყველასთვის გასათვალისწინებელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here