Home რუბრიკები პოლიტიკა «ვალერიანოვიჩების» ხაფანგი ბიძინა ივანიშვილისთვის

«ვალერიანოვიჩების» ხაფანგი ბიძინა ივანიშვილისთვის

673

ცნობილი და გახმაურებული ამბავია _ «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» კიდევ უფრო ახალგაზრდა დირექტორი კახა კოჟორიძე, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილსა და მის უწყებაზე იერიშს მიიტანდა, მანამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო «მერიოტში» გიგა ბოკერიას შეხვდა, ხოლო მოგვიანებით _ დათო ბაქრაძეს, რომელსაც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ემუსაიფებოდა სასტუმრო «რადისონის», ანუ ძველი «ივერიის» ბარში


«ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია» ბიძინა ივანიშვილის კოალიცია «ქართული ოცნების» ერთ-ერთი «პარავოზის» _ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის კადრების სამჭედლოა. როგორც მარწმუნებენ, იმისათვის, რომ ამ ასოციაციის წარმატებული წევრი გახდე, აუცილებელია, რესპუბლიკური პარტიის მანდატი გიმძიმებდეს ჯიბეს, ანუ ეს არის ერთი, მთლიანი სტრუქტურა და ორგანიზმი და პრინციპი: «ვამბობთ პარტიას და ვგულისხმობთ ლენინს!», რაც სრულად შეესატყვისება რესპუბლიკელებისა და «ახალგაზრდა იურისტების» ვნებიან სიყვარულს!..

ბოკერიასთან და ბაქრაძესთან კოჟორიძის მიერ გამართული საიდუმლო სერობები მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც მახსენებს საქართველოს უახლესი ისტორიის იმ ავადსახსენებელ პერიოდს, როცა 1991 წლის აგვისტოს მიწურულს გიორგი ჭანტურიას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ზვიად გამსახურდიას «მრგვალი მაგიდის» პროტესტანტმა წევრებმა ედუარდ შევარდნაძესთან სიარულს მოუხშირეს. მაშინ სასტუმრო «როსია» იქცა შევარდნაძისა და შეიარაღებული ქართული ოპოზიციის შტაბად, სადაც საქართველოს დასაქცევად და ამოსაგდებად შეხვედრებმა და თათბირებმა სისტემატური ხასიათი მიიღო!.. თუ რით დამთავრდა ის შეხვედრები და თათბირები, დახედეთ საქართველოს დღევანდელ რუკას და მიხვდებით!..

სხვათა შორის, იარაღით არა, მაგრამ სიტყვით, გონითა და ინტელექტით რესპუბლიკური პარტია მაშინდელი სისხლიანი მოვლენების ავანგარდში იდგა და პატივცემული ვახტანგ ხმალაძე, მაგალითად, მაშინ მთელი ძალითა და რუდუნებით ცდილობდა, როგორც მწიგნობარსა და კონსტიტუციონალისტს, უნაკლოდ და მარჯვედ მოეწმინდა შევარდნაძისა და მისი პირსისხლიანი ხუნტისთვის მისვრილმოსვრილი ადგილები!..

მერე იყო კიდევ უფრო პატივცემული ლევან ბერძენიშვილის ცნობილი და ყბადაღებული გადაცემა «მჯერა». ბატონი ლევანი აფხაზეთის ჩამბარებელ და გამყიდველ შევარდნაძეს ხან ოდებს და ხან იამბიკოებს უძღვნიდა, _ არიქა, ამ კაცისა გინდა დაიჯერეთ და გინდ _ არა, მაგრამ მაინც მჯერაო!..

ერთი სიტყვით იდეოლოგიასა და განსაკუთრებით აზრის სიწმინდესა და გულწრფელობაში რესპუბლიკელებს ისევე უჭირდათ და უჭირთ, როგორც გიორგი არველაძის ბორდელიდან გამოგდებულ მეძავს _ უბიწო გოგონად თავის გასაღება.

თუ ამ ყველაფერს იმ სკანდალურ დოკუმენტსაც დავურთავთ, რომელიც ძმები ბერძენიშვილების (ლევან და დავით ვალერიანის ძე ბერძენიშვილების _ შემდგომში «ვალერიანოვიჩების») «დისიდენტობას» ფარდას ხდის და ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს არაერთხელ დაბეჭდილა და გამოქვეყნებულა, მაშინ მივალთ საშინელ და გულისამრევ დასკვნამდე, რომელიც ერთმა ენაკვიმატმა კაცმა ამასწინათ გააკეთა: «ძმები ბერძენიშვილები საბჭოთა ციხეში შევიდნენ, როგორც ძმები და ციხიდან გამოვიდნენ, როგორც დები

დღეს სიტუაქცია ასეთია: გუბაზ სანიკიძე, რომელიც მოსიარულე ენციკლოპედია და ინტელექტის უზარმაზარი ზვინია, პარლამენტში, ფაქტობრივად, უსაქმოდ ძევს; ის ქართული მენტალიტეტით გაპენტილი ბიჭები, ჩვენი ძვირფასი მსახიობები, აქაოდა, კანონებსა და იურისპრუდენციაში ვერ ერკვევითო, ფაქტობრივად, დაკომპლექსებულები ხმას ვერ იღებენ!.. ირაკლი ალასანიას გუნდი დარეტიანებულია და მოვლენებს შორიდან ადევნებს თვალს, მაჟორიტარებს თავიანთი გასჭირვებიათ, «ნაცები» რასაც აკეთებენ, ვხედავთ, და რა გამოდის? გამოდის ის, რომ მთელ პარლამენტში «პარადი» მიჰყავთ რესპუბლიკელებს!..

ნაძალადევში კოალიციის მიერ თამარ კორძაიას დასახელება დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად აშკარად იმას მიანიშნებს, რომ რესპუბლიკელთა გავლენა, როგორც პარლამენტში, ისე სახელმწიფოს უმაღლეს ჩინოსანთა გალერეაში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ეს კი ქმნის საშიშ პრეცენდენტს იმისას, რომ პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც სადღაც 2 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, თურმე შეიძლება ქვეყანას თავზე წამოაჯდეს!..

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ბიძინა ივანიშვილის სურვილით… ერთ ცნობილ ოჯახიშვილს, რომელიც ივანიშვილს პირისპირ შეხვდა, ჩემთვის ნათქვამი აქვს, _ რესპუბლიკელები ივანიშვილს სჭირდება!..

ალბათ, ბატონმა ბიძინამ თავისი საქმისა უკეთ იცის, მაგრამ მოდით ისიც ვიკითხოთ, თუ ვის მისცა 1 ოქტომბრის სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევნებში ქართველმა ერმა ხმა _ ბიძინა ივანიშვილს თუ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას?

1794 წლის 27 ივლისს, ანუ თერმიდორის ცნობილი გადატრიალების დროს, როცა საფრანგეთის კონვენტმა იაკობინელთა დიქტატურას ბოლო მოუღო და მაქსიმილიან რობესპიერი გილიოტინაზე აიყვანა, ვერავინ წარმოიდგენდა სიტუაციის ასეთ შემოტრიალებას!.. უფრო მეტსაც გეტყვით: რობესპიერმა, რომელმაც იცოდა შეთქმულების შესახებ, წინა დღით კონვენტში სიტყვით გამოსვლისას სცადა მოღალატეთა დასახელება, მაგრამპროცესების შეჩერება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა!..

შესაძლოა, დღევანდელი ქართული რეალობისთვის ამ ისტორიული ფაქტის შეპირისპირება ძალიან უგერგილოდ გამოიყურება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა გაისიგრძეგანოს ის ამბავი, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა სავსეა პროფესიონალი პუტჩისტებითა და თერმიდორელებით, რომლებმაც, თუ რამის გამოცვლა შეიძლებოდა, ყველა და ყველაფერი გამოიცვალეს, ათას პოლიტიკურ «ხეს» გადაახტნენ და დღეს ჩვენ წინაშე ერთი შეხედვით ყინწვისის ანგელოზებივით წარსდგნენ!..

თუ კარგად დავაკვირდებით საქართველოს პარლამენტში ერთობ უცნაური და ტრაგიკომიკური სიტუაციაა დავანებული, _ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკელები თავიანთი ქვოტითაც ნებივრობენ და საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის ქვოტითაც!.. ასე, მაგალითად, რესპუბლიკელებს ეკუთვნით ქალბატონი იმერლიშვილი!.. ამ ყველაფრის შემყურე რიჩარდ ნორლანდი _ ამერიკის პატივცემული ელჩი, რომელიც აშკარად ცსს-ს კადრის ოფიცრის შთაბეჭდილებას ტოვებს, ჩასაფრებულია და მარჯვე დროს ელოდება!.. ეს «მარჯვე დრო» კი ის დრო იქნება, როცა ივანიშვილის რეიტინგი «ვალერიანოვიჩების» მონდომებით მკვეთრად დაეცემა, ნორლანდი რესპუბლიკელებს «გაოპოზიციონერების» დირექტივას მისცემს და ქართული თერმიდორიც მოეწყობა, ხოლო რესპუბლიკელებისა და «ნაციონალების» ალიანსი საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად გაფორმდება!..

ეს იქნება ამერიკისთვის იდეალური სიტუაცია _ პარლამენტში მიიღებენ ახალ უმრავლესობას, რომელიც თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, იქნება «მიშარასტული», მაგრამ გარეგნულადტრანსფორმირებული და მომხიბვლელი. ამერიკა ამ ფოკუსით ერთდროულად რამდენიმე კურდღელს დაიჭერს და, უპირველესად, იმ მილიარდების ფანტვას მოუძებნის გამართლებას, რომელსაც სააკაშვილსა და მის ხროვას, აგერ უკვე რამდენი წელია, წაღმაუკუღმა აყრიდნენ და ცხვირპირში ატენიდნენ!..

სწორედ ამ ფარული ალიანსის გაფორმებას ემსახურებოდა, სავარაუდოდ, კახა კოჟორიძის მისუნსულება ჯერ ბოკერიასთან და მერე ბაქრაძესთან!..

ამ ყველაფრის წამალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს და იმასაც ვნახავთ, ვის რა ხაფანგიან ვირთხას დაახატავენ «ვალერიანოვიჩები» თავისი ნორლანდითურთ.

ძნელი სათქმელია, წავა თუ არა ამაზე ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნები სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში უნდა შედიოდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ის «ჩახსნის» და განიშორებს იმ უამრავ მკვდარ ძაღლს, რომელიც ურეიტინგო და ორპროცენტიანი პარტიების სახით კისერზე ჰყავს ჩამოკიდებული და მეორე, _ ვადამდელი არჩევნებით პარლამენტში შეიცვლება ის არამართლზომიერი და უკანონო ბალანსი, რომლის ფაქტობრივი შედეგიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს!..

ვინმე ვინმეს დააჯერებს დღეს საქართველოში, რომ ის ორმოცი პროცენტი, რომელსაც პარლამენტში «ნაციონალები» ფლობენ, «ცოცხების პარტიას» სამართლიან და წესიერ ორთაბრძოლაში აქვს მიღებული? ხომ ფაქტია, რომ ეს გაყალბებული ხმებია? ჰოდა, თუ ეს ასეა და უეჭველია, რომ ასეა, რატომ უნდა ითმინოს საქართველოს მოსახლეობამ ოთხი წლით ეს სიბილწე და ბაკქანალია?

ახალქალაქის საკრებულოში «ნაცები» გადაბარგდნენ რესპუბლიკურ პარტიაში და სწორედ ასეთი ფორმით შემოაგდეს ევროპის ქარტიის მიერ ბეჭედდასმული ვალდებულება საქართველოში რეგიონული ენებისთვის ხელშეწყობის, განვითარებისა და ამ ენაზე სახელმწიფო ღონისძიებების წარმართვის შესახებ!..

ანუ ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი და ერთი ჯიქნით ნასაზრდოები ძალა… კაკოია ბობოხიძესაც კი აღარ უნდა მიშა «პრეზიდენტად» და ამ დროს რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე ნიფხავ-პერანგს იგლეჯს ტანზე, აქაოდა, მიშა ჩემი პრეზიდენტიაო!..

არ შეიძლება ასე ცხოვრება!..

ლუკა აბუსერიძე

 

1 COMMENT

  1. ეეჰ, საია… საია… თქვენ კი ***, ყველა უაზროს რომ "აზრების" ფრქვევის საშუალება მიეცით…

  2. გაგახარა რმერთმა!!! ძლივს სერიოზული სტატია აღმოვაჩინე მთელი ამ დღეების მანძილზე არ გამოგვილაყეს ყურები ამ კევიღეჭია და გრანტიჭამია თავხედი ახალგაზრდების ამბებით? ხო კიდევ ერთი გავიგე თურმე დიდი ამბავია ატეხილი საიას ”ქსივების გაჩალიჩებაზე” აქაოდა ჭრისო პოლიციასთანო! ვაი ამათ პატრონს თავი ვიღაცა ან რაღაცა ჰგონიათ! სწორედ თელიას მსგავსი ახალგაზრდები დგანან ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე თავისი სისხლის და ჯანმრთელობის ფასად! გმერთი გფარავდეთ ვაჟკაცებო!

  3. რესპუბლიკური კი არა პროფესიონალ მოღალატეთა, პროვოკატორთა და ნასედკათა პარტიაა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here