ჩემ წინ ზის ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა კაცი და თავისი ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდებს მიყვება. 40 წლის სოსო ჩუტკერაშვილმა ბევრი რამ მოასწრო: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, 20 წლის ასაკიდან იბრძოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და კარგი მეომრის სახელიც მოიხვეჭა. სპორტშიც მიაღწია წარმატებას _ ჭიდაობის ორ სახეობაში (ძიუდო და სამბო) სპორტის ოსტატია. სამსახურეობრივი კარიერაც კარგად ააწყო: მუშაობდა პოლიციაში, დიდუბე–ჩუღურეთის რაიგანყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მერე _ ფინანსურ პოლიციაში მესამე განყოფილების უფროსის მოადგილედ. მსახურობდა შინაგან ჯარში, დაზვერვის სამსახურში, კერძოდ, სპეცდანიშნულების რაზმის G1-ის უფროსად. შემდეგ გადავიდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში საფინანსო–საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; და ბოლოს, დაპატიმრებამდე, ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს.
_ ბატონო სოსო, 2010 წლის 20 მარტს თქვენ დაგაკავეს. რისთვის?
_ იმ დღეს მე და ჩემი მეუღლე სამი მცირეწლოვანი შვილით და ჩემი ცოლის და, ისიც ორი მცირეწლოვანი ბავშვით სახლში მივდიოდით. ცოტნე დადიანის ქუჩაზე ხუთმა ავტომანქანამ ალყაში მოგვაქცია. გადმოვიდნენ კუდის თანამშრომლები, ამ სამსახურის ოპერატიული სამსახურის უფროსის _ გრიგალაშვილის მეთაურობით, და განმიცხადეს, რომ დაპატიმრებული ვარ. გაოგნებული მიმიყვანეს «მოდულის» შენობაში, სადაც დამხვდა კუდის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან შელია და მეუბნება: სოსო, ვიცი, რომ პატიოსანი კაცი ხარ, მაგრამ საერთო საქმისთვის საჭიროა, რომ ორი წლით ციხეში ჩაჯდეო!.. ჯერ ეს ხუმრობა მეგონა და შელიას იქეთ შევთავაზე: საქმეს თუ სჭირდება, შენ თავად ჩაჯექი-მეთქი. უცებ ისეთი ბოროტი სახით შემომხედა, მივხვდი, არ ხუმრობდა. ბრალად წამიყენეს ქრთამის აღება. თითქოს 2010 წლის 2 მარტს ერთი მოქალაქისგან ვეტერანის მოწმობის გაცემის დაჩქარებისთვის ავიღე ორასი ლარი…
_ ბატონო სოსო, 2 მარტს თქვენ «იღებთ ქრთამს» და მხოლოდ 20 მარტს, ანუ თვრამეტი დღის შემდეგ გიჭერენ?
_ მე პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, ქრთამზე დაკავება როგორ ხდება და რა მტკიცებულებაა საჭირო დასაკავებლად!
_ მაგალითად, დანომრილი კუპიურები, არა?
_ დიახ! არაფერი ხელმოსაკიდი კუდს არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა! ჩვენი დეპარტამენტის ოფისი კუდის ოფისის ზემოთაა. წარმოიდგინეთ, 5 წელი ვზივარ ამ ოფისში, 79 ათას კაცზე მაქვს დარიგებული ვეტერანის მოწმობა და 2010 წლის იანვარში რომ დავამთავრე აღრიცხვა, მერე მარტში ავიღე ქრთამი, თანაც 200 ლარი! სასაცილოა! ამ ბრალდების აბსურდულობაზე იქვე ვუთხარი შელიას, მან კი, თავის მხრივ, გადაურეკა საფრანგეთში მყოფ დათა ახალაიას და მოახსენა, რომ: ბატონი იოსები დაკავებულიაო. მიუხედავად იმისა, რომ დათა ახალაია, გვირგვლიანის საქმის გამო, გადაყენებული იყო, იგი, პრაქტიკულად, კუდის ბატონ-პატრონი გახლდათ! რა უბრძანა ახალაიამ შელიას, არ ვიცი, მაგრამ ერთ საათში წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩამიყვანეს და მეორე დღეს მოსამართლემ მომისაჯა ორთვიანი პატიმრობა…
_ თქვენი დაკავების ნამდვილი მიზეზი?
_ როდესაც ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში ვმუშაობდი, რამდენიმეჯერ არ შევასრულე ბრძანება _ სააკაშვილის მიტინგებზე ხალხი არ წავიყვანე.
_ ასე, პირდაპირ გეუბნებოდნენ: მიტინგზე ხალხი მიიყვანეო?
_ დიახ, იქ უნდა მიმეყვანა არა მხოლოდ თანამშრომლები, არამედ ოჯახის წევრები, სამეგობრო, სანათესაო. ამას ხმამაღლა ვაპროტესტებდი და ვაცხადებდი, რომ მიტინგებზე ხალხის მიყვანა ჩემს მოვალეობაში არ შედიოდა. მე ხომ პოლიციის სისტემიდან სწორედ ამიტომ წამოვედი!
_ პოლიციაშიც ასეთივე ბრძანებებს იძლეოდნენ?
_ რა თქმა უნდა! აგრეთვე, უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, როცა ჩვენი დეპარტამენტიდან კუდის თანამშრომლებს გაჰქონდათ ჩვენი წევრების სიები, თითქმის 80 ათასი ადამიანისა, არჩევნების გასაყალბებლად! ასევე, მე, როგორც მაგ სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვხვდებოდი მეამბოხე ვეტერანებს, როდესაც ისინი საპროტესტო აქციებს აწყობდნენ პარლამენტთან, პრეზიდენტის სასახლესთან და მათი მოთხოვნები არა მარტო მიმქონდა უფროსობამდე, არამედ მხარსაც ვუჭერდი ვეტერანთა კანონიერ პრეტენზიებს. როგორც ჩანს, ჩემი ურჩობა «ნაციონალებს» ყელში ამოუვიდათ და გადაწყვიტეს ჩემი სამაგალითოდ დასჯა!
შვიდი თვე ვიყავი გაუსამართლებელი. გამოძიება ჩემგან ბრალდების აღიარებას მოითხოვდა და ყოველთვის კატეგორიულ უარს იღებდა.
_ რა ხდებოდა ციხეში?
_ იცით, ადამიანის მორალური განადგურებისთვის მაინც და მაინც ცოცხი და ხელკეტი არაა საჭირო. ზეწოლის უამრავი საშუალება არსებობს. მე ფიზიკურად არ მისწორდებოდნენ, სამაგიეროდ, შვიდი თვის განმავლობაში სრულ იზოლაციაში ვიმყოფებოდი. ესეც წამებაა, რადგან არ იცი, რა ხდება ოჯახში! ყოველ დღეს ტვინს გიბურღავს აზრი, შენს ყველაზე ახლო ადამიანებზეც ხომ არ ხდება ზეწოლა, შესაძლოა, ფიზიკურიც! დასაწყისში ვთხოვდი, ტელევიზორში არ გამომაჩინოთ, ბავშვები ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებენ-მეთქი! რას ლაპარაკობო, შენ მაგიტომ დაგიჭირეთ, ტელევიზორში საქვეყნოდ რომ გამოგაჩინოთო. ეგებ, სხვები გონს მოეგონო!
_ ბატონო სოსო, ამ სიტყვებს კონკრეტულად ვინ გეუბნებოდათ?
_ დათა ახალაიას თანამზრახველი ლევან შელია! ეს ის შელიაა, რომელიც თავკაცობდა ყველა იმ ბინძურ ფალსიფიკაციებსა და დეზინფორმაციებს, რომელთაც მერე «რუსთავი 2», «იმედი» და «საზოგადოებრივი არხი» მოსახლეობაში ავრცელებდნენ!
_ სასამართლო 7 თვის შემდეგ დაინიშნა?
_ ასე იყო… სასამართლო დარბაზში რომ შევედი, ვნახე მეუღლე და შვილები. ნეტა, არ მენახა! რა სახეები ჰქონდათ!.. ბავშვები ტირიან და რაღაც თეთრ ფურცლებს ზევით წევენ. ვეკითხები ადვოკატს, ეს რაღაა-თქო? მპასუხობს: ის, რაც უნდა წაიკითხოო _ აღიარების ტექსტი!..
პროკურორ ბერეკაშვილის «მოწოდებით» მოსამართლემ _ დალი მეტრეველმა განაჩენი გამომიტანა: 2 წელიწადი, რომ იტყვიან, ზარიდან ზარამდე, ხოლო შემდგომში, «ლაგამამოდებული» რომ ვყოფილიყავი, კიდევ პირობითად 4 წელი «მიბოძეს», აქედან ერთი, გამოსაცდელიო. დარბაზშივე გავაპროტესტე ეს უსინდისობა: რომელი რეციდივისტი მე ვარ-მეთქი, ერთი ომი არ გამომიტოვებია, სახელმწიფო ჯილდოები მაქვს მიღებული, წამყვან თანამდებობებზე ვმუშაობდი, შეიარაღებულ ბანდიტებთან მქონდა შეტაკებები და არაერთი გახმაურებული საქმე გამიხსნია მეთქი! სულ ტყუილად მოვუწოდებდი სასამართლოს სამართლიანობისკენ! ეს არავის აინტერესებდა.
გავთავისუფლდი 2012 წლის 19 მარტს; უკვე მერვე თვეა.
_ ახლა რით ხართ დაკავებული?
_ ფაქტობრივად, არაფრით. შეიძლება ითქვას, მეგობრების ხარჯზე ვცხოვრობ. სასამართლომ «სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ» 15 ათასი ლარი შემატანინა. თითქმის ყველაფერი გავყიდეთ. მშობლების ბინაღა შემომრჩა, რომელიც მათ 1979 წელს მიიღეს.
_ რომ გამოხვედით, ძველი სამსახურიდან თუ გქონდათ შემოთავაზება, დაბრუნებულიყავით?
_ მქონდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ბაჩო ახალაიამ «წაგლიჯა» ჯანდაცვის სამინისტროს და თავდაცვის უწყებას შეუერთა.
_ რისთვის სჭირდებოდა?
_ ეს დეპარტამენტი 80 ათას წევრს ითვლის და, ალბათ, პირველი ოქტომბრის უფრო «საიმედო» გაყალბებისთვის. ამ ახალაიამ, როგორც კი დაინიშნა შს მინისტრად, ჩემი ძმაც _ შინაგანი ჯარების დაზვერვის სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ზაზა ჩუტკერაშვილი გაათავისუფლა სამსახურიდან მარტო იმ მიზეზით, რომ მისი ძმა, ანუ მე, ვიყავი «ქართული ოცნების» აქტიური მხარდამჭერი! პირდაპირ ასე თავხედურად განუცხადა ზაზას!..
_ 2008 წლის ომში თუ მონაწილეობდით?
_ 2008 წლის 6 აგვისტოს სამი ათასი კაცი, ვეტერანთა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ნუგზარ ცაგარეიშვილის, მეთაურობით, ჩავედით გორის რაიონის სოფელ შავშვებში. იქვე იყვნენ გენერლები კობა კობალაძე, ვლადიმერ იმნაძე და სხვები. კობა კობალაძეს ჰქონდა მშვენიერი გეგმა, თუ როგორ უნდა წარგვემართა საბრძოლო მოქმედებები, რაც გაუმხილა იქ მყოფ ქვემო ქართლის გუბერნატორს _ დავით კირკიტაძეს. ჩვენ, ვეტერანებს, გვეგონა, რომ ეს ომი გრძელვადიანი იქნებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, «ნაციონალური» ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობდა.
კირკიტაძემ უხეშად შეაწყვეტინა გენერალ კობალაძეს: კობა, აღარ მინდა შენგან პოლიტიკური განცხადებების მოსმენაო! რა შუაში იყო აქ «პოლიტიკური განცხადებები»?! გენერალი უხსნიდა გუბერნატორს, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო კონკრეტული სამხედრო ოპერაცია! ბოლოს კირკიტაძემ განაცხადა: რა ამბავია აქ ამდენი ხალხი! ამდენი არ გვჭირდებაო!.. ამას უსმენდა, სულ ცოტა, ექვსასი ვეტერანი. მხოლოდ სამოცდაათ კაცზე მომცეს სამხედრო ფორმა, რომელსაც პირადად მე ვარიგებდი. სანამ კირკიტაძე «პოლიტიკურ განცხადებებში» გვადანაშაულებდა, ჩვენ თვალწინ დროშებით დატვირთულმა სატვირთო მანქანებმა ჩაიარა. როგორც მერე გავიგეთ, სააკაშვილი ცხინვალში მიტინგის ჩატარებას გეგმავდა…
ვეტერანები «ნაცმოძრაობას» 11 აგვისტოს საღამოს გავახსენდით. მივიღე დირექტივა, სასწრაფოდ შემეკრიბა ვეტერანები, რადგან რუსები თბილისიდან 25 კილომეტრში დგანანო. ვეტერანთა თავმოყრა მე დამევალა. 12 აგვისტოს დილით 1800 ვეტერანი კიკვიძის ბაღში იდგა სრულ მზადყოფნაში; რეგულარული ჯარის ნაწილებთან ერთად გავნაწილდით თბილისის შემოსასვლელის ზედა პერიმეტრის დასაცავად. დაბრუნებულიყავით?
_ მქონდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ბაჩო ახალაიამ
_ რისთვის სჭირდებოდა?
_ ეს დეპარტამენტი 80 ათას წევრს ითვლის და, ალბათ, პირველი ოქტომბრის უფრო «
_ 2008 წლის ომში თუ მონაწილეობდით?
_ 2008 წლის 6 აგვისტოს სამი ათასი კაცი, ვეტერანთა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ნუგზარ ცაგარეიშვილის, მეთაურობით, ჩავედით გორის რაიონის სოფელ შავშვებში. იქვე იყვნენ გენერლები კობა კობალაძე, ვლადიმერ იმნაძე და სხვები. კობა კობალაძეს ჰქონდა მშვენიერი გეგმა, თუ როგორ უნდა წარგვემართა საბრძოლო მოქმედებები, რაც გაუმხილა იქ მყოფ ქვემო ქართლის გუბერნატორს _ დავით კირკიტაძეს. ჩვენ, ვეტერანებს, გვეგონა, რომ ეს ომი გრძელვადიანი იქნებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, «
კირკიტაძემ უხეშად შეაწყვეტინა გენერალ კობალაძეს: კობა, აღარ მინდა შენგან პოლიტიკური განცხადებების მოსმენაო! რა შუაში იყო აქ «
ვეტერანები «
_ აკი, კირკიტაძემ «ამდენი ხალხი არ გვჭირდებაო»?
_ როცა ჯარიდან მაღალი დონის პროფესიონალებს, უნიჭიერეს გენერლებს და ოფიცრებს გააძევებ, მაგალითად, იგივე კობალაძეს, უნდა ილოცო, რომ ქვეყანას უარესი არ დაემართოს! სრული არეულობა, დაბნეულობა მეფობდა «ნაცების» მმართველ წრეებში. ერთი სიტყვით, «ბარდაკი» იყო! მერე, როცა ვითარება დაწყნარდა, ვეტერანები ისევ დაივიწყეს! ამას ჰქვია უნამუსობა!..
_ «ნაციონალებიდან» კიდევ ვინ «სარდლობდა» ჯარებს?
_ თბილისის მერი უგულავა, რომელიც არ მინახავს და «წითელი ხიდიდან» იძულებით ჩამოყვანილი, შეშინებული ვარძელაშვილი…
_ მაინტერესებს თქვენი აზრი, რატომ ხდება ვეტერანების ასე აბუჩად აგდება?
_ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამიანს არ გაუჩნდეს სამშობლოს დაცვის სურვილი! აბა, რომ დაინახავს დაუფასებელ, დამცირებულ ვეტერანს, სხვა რაღაზე იფიქრებს?!
_ ახლა «ნაციონალები» იმას გვიწინასწარმეტყველებენ, რომ კრიმინალები თავს აწევენო. არიან კადრები პოლიციაში, რომლებსაც აქვთ უნარი და გამოცდილება, რომ «ნაცების» ეს ნატვრა არ განხორციელდეს? საერთოდ, ვინ უნდა მუშაობდეს ძალოვან სტრუქტურებში?
_ ძალოვან სტრუქტურებში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც იჭერენ კრიმინალებს და არა უდანაშაულო მოქალაქეებს! რა თქმა უნდა, «ნაციონალების» დროსაც მუშაობდა საკმაოდ ბევრი პატიოსანი ოპერმუშაკი, მაგალითად, ალექსანდრე ელოშვილი, გია კობაჩიშვილი, კახა ჯარიაშვილი და სხვები, რომლებიც დატოვეს არა «ლამაზი თვალებისათვის», ვიღაცას ხომ უნდა გაეხსნა «დაუგეგმავი» დანაშაული.
_ აბა, «შავ საქმეებს» ვინღა ასრულებდა?
_ 20-23 წლის ახალგაზრდები. დარბევას, ცემას დიდი ჭკუა და გამოცდილება არ სჭირდება! ზოგიერთს დიპლომებიც არ ჰქონდა აღებული და შს სამინისტროში და პროკურატურაში სერიოზული თანამდებობები ეკავა!
_ ბატონო სოსო, თქვენ ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცი ხართ, 16 წელი მუშაობდით</stron
ბატონო სოსო თქვენი საუბარი არადამაჯერებელია ძალიან, თქვენი ძმა ზაზა ჩუტკერაშვილი არიყო იმ მიტინგებს დიდი მონდომებით რო არბევდა? აბა კარგად ჩაიხედეთ გულში და გაიხსენეთ სადიყო თქვენი ძმა 7 ნოემბერს, 26 მაისს? იქნებ ის ქრთამიც გქონდეთ აღებული? და ახლა ბატონ ბიძინას გინდათ რომ შეაცოდით თავი? მე თქვენ პირადად არ გიცნობთ მაგრამ ვიცი ვისი გორისაც ხართ. თქვენი ძმა ზაზა ჩუტკერაშვილი ის კაცი არარის სამთავრობო დაცვის სამსახურიდან ქურდობისთვის რომ გამოაგდეს და მეტსახელად ,,კრისა" შეარქვეს თანამებრძოლებმა? აბა კარგად გაიხსენე და ეროვნულ გმირად ნუ მოგაქვთ თავი. შენი ძმა იყო ზუსტად და კიდე მისი დამქაშები თავიანთი კრისული ქმედებებით ისეთ პირობებს უქმნიდნენ ნამდვილ ქართველ მებღძოლ ოფიცრებს რომ გააქციეს ყველა ორგანოებიდან და თვითონ კიდე თათუხაშვილის და ნაცების ყურმოჭრილი მონები იყვნენ, როცა დაგიჭირეს და თქვენი ჯერიც დადგა მაშინ ალაპარაკდით არა? მაგაზე ადრე უნდა გეფიქრათ რომ თქვენი ჯერიც დადგებოდა. აი თქვენზეა ნათქვამი მედროვეები ხართ ნამდვილი. არგაგივა ეგ ნომერი ბატონო სოსო ყველამ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაში ვინ ვინ იყო და საიდან მოდის, პატარაა საქართველო, ასე რომ თავს ნუ იკატუნებ. ვაფასებ იმას რომ იბრძოდით ყველგან სადაც საქართველოს ჭირდებოდა მაგრამ თქვენმა ძმამ ბევრი მებღძოლი გაყარა სამსახურიდან ჩაშვებით და ვირთხულად და არ გამიკვირდება თუ მისმა ძმამ ქრთამი აიღო, არხართ კაი ხალხი თქვენ. აი თქვენ მაგალითზეა ნათქვამი გემი რო იძირება პირველად ვირთხები გარბიან.
ღმერთმა დამიფაროს ბატონო დათო,რომ რომელიმე მთავრობის წინაშე თავი გამიხდეს გასამართლებელი.მე ჩემი სახელი და გვარის არ მრცხვენია და თუ თქვენ ვინმეს მიმართ პირადი უსიამოვნება გაქვთ ეგ თქვენი საქმეა. მთავრობა არაფერ შუაშია მე როცა სათქმელი მქონდა ჩემსას ყოველთვის ვიძახდი.მებრძოლი ვარ და ყოველთვის ვიბრძოლებ სიმართლისათვის.საქართველო მართლააც ძალიან პატარაა და ყველამ ნამდვილად იცის ვინ ვარ.
დათო შენ ალბათ გვარად ახალაია ხარ :))) ზაზა ჩუტკერაშვილზე და მის ძმაზე მასეთ რაგაცეებს რო წერ არ გრცხვენია ? :)) ხოლო რაც შეეხება სიტყვა ,,კრისას" კრისა ეს ის სახელია რომელიც შენ და შენნაირებს სახალხოთ უნდა გეძახდეთ ხმამაღლა. შენ ის ადამიანი იქნები რომელიც სამსახურიდან სამარცხვინო მიზეზით დაითხოვეს და ახლა სხვისი სახელის გასვრით რაიმე სარგებელს ელის. უბრალო ჯარისკაცსაც რო შეეკითხოთ თუ როგორი პიროვნებაა ზაზა ჩუტკერაშვილი უმალვე დადებით პასუხს გაგცემს ეს მარტო ჩემი აზრი არაა მე ეს მისი თანამშრომლებისგან ვიცი ხოლო რაც შეეხება სოსო ჩუტკერაშვილს პოლიტიკური ანგარიშ სწორების მსხვერპლია რომელსახ შემმაირი არა ადამიანები აწარმოებენ ……. პირად რო არ ვიცნობდე 2 ვეს ამას ნამდვილად არ დავწერდი …… და მაინტერესებს ამ დეზინფორმაციას რომელ წყაროზე დაყრდნობიტ ავრცელებ ?? ? ? პირადად დათა ახალაიას გან ხო არა ? სიტყვების ჰაერზე ყრა და ცილის წამება საქართველოს კანონმდბლობით ისჯება ეს ისე რო გაგანათლოთ
დათო შენ რაზე გაგადეს სამსახურიდან ისიც დაგვიწერე, ჩვენ კი ვიცით მაგრამ შენ მაინც თქვიი რაზე გაგიშვეს სამსახურიდან, სამსახურს იშოვის კაცი მაგრამ კაცობას ვერა;:)))))))))))))
ჩერქეზ მართალი კაცი ხარ, კაცობა არ იშოვება და არც იყიდება, ის ბუნებრივად უნდა გქონდეს