Home რუბრიკები პოლიტიკა შიბაქიზაცია

შიბაქიზაცია

973

შიბაქი რომ  აკვნის აუცილებელი ატრიბუტია, რომლის ფუნქციაც ძილის დროს ჩვილის მშრალად შენახვა იყო, ამის შეხსენება უფროსი და ჩემი, საშუალო თაობის, მკითხველისთვის, რომლებიც, წინაპართა მსგავსად, მამაპაპურ აკვნებში გავიზარდეთ, ვფიქრობ, ზედმეტია, განსხვავებით ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების _ პამპერსების თაობებისგან

თუმცა ეს სიტყვა სხვა დანიშნულებითაც იხმარებოდა ქართულ ყოფიერებაში _ მავანზეც იტყოდნენ ხოლმე, შიბაქიაო და ცხადი იყო, თუ რა იგულისხმებოდა ამ სიტყვის მიღმა: უტვინობა, ახვრობა, უზრდელობა, გაუნათლებულობა, გოიმობა თუ გამოქლიავებულობა და . .

რაც შეეხება წინამდებარე წერილის სათაურის ბოლოსართს, იპოლიტე ხვიჩიას ერთი კინოგმირისგან განსხვავებით, მკითხველს არ სჭირდება იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს «იზაცია» _ კოლექტივიზაციაზე თუ მხოლოდ გვსმენია, ხელისუფლების პადოშ-იზაცია აგერ სულ ახლახან მოხდა ჩვენ თვალწინ, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მიშნაცების ხელისუფლების კრახი; რით დასრულდება ოპოზიციადქცეული ნაცების შიბაქ-იზაცია, რაც ასევე ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს _ რევანშით (მანამდე არ ოუდგეთ გვერდები!) თუ ნაცების პოლიტიკურ «ნაცში», ლიბერტარიანული დასავლეთის პოლიტიკურ საშოში, საბოლოოდ და უკან მოუბრუნებლად შეძრომით, ანუ იქ, საიდანაც ამ 9 წლის წინ გამოძვრნენ, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს!

პირველი, ვინც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე გაშიბაქდა, ყოფილი სახალხო დამცველი და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხეების მინისტრად გადასული და ამით მიშასთვის ლეღვის ფოთლობის მკისრებელი, გიორგი ტუღუში იყო. მას მერე ჩემს ვალად მიმაჩნია, «ავი მუსაიფი» არ მოვაკლო მიშნაცების სხვა შიბაქებს, რომლებმაც, დღე ისე არ ჩაივლის, თავი არ შეგვახსენონ…

ყველანი შიბაქები ბრძანდებიან, ვინც შინ თუ გარეთ რაიმე სახით ცდილობენ მეცოცხეების პარტიის გამართლებას, გაკეთილშობილებას ან გვერდით დგომის დემონსტრირებას, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მეცოცხეები არიან!

დიახ, მისტერ რასმუსენ და ჰერ შულც! პირველმა, ანუ რასმუსენმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების გამო, თუმცა მეორე დღეს ვითომ შეარბილა ნათქვამი _ ბოლომდე ვენდობი «ქართულ ოცნებასო» და ქართული ენის არცოდნაზეც დაიჩივლა: იქნებ ინგლისურად მომწეროთ მესიჯებიო, გვთხოვა ქართველებს…

მეორემ კი, ანუ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა შულცმა, _ ჩემს ქვეყანაში ყოფილ მინისტრებს არ აპატიმრებენო. მაშ, მტყუანის, მისტერ შულც?! მართალია, იტალია მთლად ჰერ შულცის გერმანია არ არის, მაგრამ მათი ევროპული ოჯახის წევრი ხომ ბრძანდება და ყოფილი პრემიერი ბერლუსკონი არ გაასამართლეს?

ეგეც იქით იყოს და გერმანელებს ვისზე რა აქვთ სალაპარაკო, როცა საგარეო მინისტრი და ბერლინის მერიც ჰომოსექსუალები, ანუ ჩვენებურად პედერასტები ჰყავთ?!

სანამ ქართველები ამ თხოვნას შეუსრულებენ ნატოს გენმდივანს, მანამდე მე ვიტყვი ორიოდ სიტყვას ორივეს გასაგონად: მისტერ გენ მდივანო და ჰერ შულც, ის, რაც თქვენ გაუბედეთ ქართველ ხალხს, თვით ამხანაგ ცეკას გენ-სეკებსაც არ უკადრებიათ!

აქედან გამომდინარე, იმ სამსართულიან, ქართულ, მამაპაპურ «დალოცვებს» ვერა (რომლითაც აჭრელდა ნატოს გენმდივნის «ფეისბუკი»), მაგრამ ერთ ანდაზას თუ გამოთქმას «მოგითარგმნით»: «ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს!» და კიდევ: «კბილებს გაცდენილ სიტყვას ქამანდითაც ვერ დაიბრუნებ»…

ეს უკანასკნელი არა ანდაზა, არამედ ჩვენი კლასიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას, ფრთიანი გამონათქვამია და, რაც, მისტერ თუ ჰერ, იმის წინაპირობაა, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოშიც ისე დახვდებიან ნატოს თუ ამერიკის მაღალჩინოსნებს, როგორც მთელ მსოფლიოში _ საპროტესტო მანიფესტაციებით, ნატოს და აშშის დროშების «აუტოდაფეთი», გაძლიერებული პოლიციური კორდონით, ანუ ისე, როგორც იმსახურებთ!

და ეს იმის მიუხედავად მოხდება, ნატოს მასპინძელ «ქართულ ოცნებაში» ვინმეს მოეწონება თუ არა, რადგანაც «სორე სკანი აღშფოთებები მაგალითად», როცა დემოკრატიის ფასადს მიღმა 9 წელიწადი გვარბევდნენ, გვაპატიმრებდნენ, ქუჩებში გვხვრეტდნენ და ციხეებში გვაუპატიურებდნენ, მისტერ და ჰერ შიბაქებო?..

აქ არის და, 7 ნოემბრის (რა სიმბოლური დამთხვევა!) შემდეგ, რაც ცოცხების პარტიის სადისტი მანიაკი, ბაჩო ახალაია დააპატიმრეს, ნაცბანდის სხვადასხვა ზომა-წონის შიბაქები არ ისვენებენ _ ბაჩო ახალაია გმირი, თავშეწირული ქართველი, ქურდულ სამყაროსთან მებრძოლი რაინდი და ა. შ. რას აღარ როშავენ მინაშვილ-წიკლაურები, გაბაშვილ-დარჩიაშვილები, ბარამიძე-ჩიორები და სხვანი. რამდენი ხართ! «ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა» ან ნაცებში შიბაქები?!

თუმცა აქ განსაკუთრებულად მაინც თეა (ბუდარიხა) თუთბერიძეა აღსანიშნავი _ ჯერ აქამდე რას ჰგავდა («ჯოჯოხეთიდან ამორწყეული ჩლიქოსანი», როგორც რეზო ამაშუკელმა უწოდა) ეს საწყალი და ახლა სულ დაილია და ჩამოდნა უილაჯო ნერვიულობისგან, წერა-კითხვის უცოდინარი «პროფესორი», ეტყობა, სიმართლეს შეეფერება ბაჩო-ბუდარიხას მიმართ მოარული ხმები და თეკუნას პირადი ტრაგედიაა ბაჩანას ასე უეცრად «დახეული ფლაგები»…

თითქოს რა უნდა გაგვკვირვებოდა ამ ყველაფრის მერე, მაგრამ . . ისტორიკოსმა, სვიმონ მასხარაშვილმა, მართლაც გაგვაკვირვა და გაგვაოცა (ცოტნე დადიანიაო ბაჩანა!). ამის გამო მას, უბრალოდ, შიბაქი რომ ვუწოდოთ, ალბათ, არ იქნება სამართლიანი და ამიტომ, თუ კი მკითხველი დამეთანხმება, მე მას გრანდშიბაქის ტიტულს მივანიჭებ.

დიახ, კი არ ჰგავს ან წააგავსო, არამედ თანამედროვე ცოტნე დადიანია და ის ისტორიაში შევა ამ სახელითო; ჩვენ მისთვის ისედაც მადლობა უნდა გვეთქვა, რომ მან ქურდული სამყარო დაამარცხა და ჩვენი შვილები სამუდამოდ იხსნა ქურდული მენტალიტეტის მავნე გავლენისგან და ახლა, როგორც ცოტნე დადიანი, ისე დაბრუნდა, საქართველოში თაფლის სუნით გაიჟღინთა ყოველიო _ აი, ეს ისტორიული აღმოჩენა გააკეთა ამ მართლა მასხარამ…

მაამებლობა ვის უკვირდა ჩვენში ნაცების ზეობის ჟამს, მაგრამ ასეთი? მოდი და ნუ მიანიჭებ ასეთ შემთხვევაში გვარ-სახელს მნიშვნელობას _ ისტორია და ხალხი ტყუილუბრალოდ არ არქმევს ამა თუ იმ მოვლენას თავის სახელს და მასხარაშვილი (მომიტევონ ამ გვარის სხვა, ღირსეულმა წარმომადგენლებმა), ეს გვარი ზუსტად გამოხატავს ამ, უკაცრავად და ისტორიკოსის ბუნებას _ იგი მართლაც სააკაშვილის კარის მასხარა იყო ამ წლების მანძილზე!

მიშას საამებლად ჭრიდა და კერავდა ისტორიას, ძირითადად, რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომ აგვისტოს სამარცხვინო ომის შემდეგ, ლამის, თუმცა რაღა ლამის, სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა გეორგიევსკის ტრაქტატის დამდები მეფე ერეკლე.

 თუმცა მე სხვა ხმაზე მოჭიკჭიკე სიმონაც მახსოვს, როცა «კავკასიის» ეთერში იმავე პატარა კახის ქებით არ იღლებოდა, მაგრამ ეს იყო მაშინ, «ვარდების რევოლუციამდე», სანამ მას «კარმუშკას» გაუხსნიდნენ მაღალი ხელფასის სახით თავდაცვის სამინისტროში, საიდანაც მისი განთავისუფლება გაუჭირდება ირაკლი ალასანიას, რადგანაც, დიდი ალბათობით და არც თუ უსაფუძვლოდ, ასეთი რამ მართლაც პოლიტიკურ დევნად აღიქმება _ სიმონა, ქუჩური ჟარგონით, უავტორიტეტო ხეპრეს _ «სიმონას» (სიფათზე დააკვირდით და მიხვდებით, რაზეა საუბარი) ნიშნავს და «სიმონას» რაიმე «ისეთში» არავინ ჩაახედებდა, რომ  კრიმინალში გარეულიყო; ერთადერთი «კრიმინალი», ვიმეორებ, ის შეიძლება იყოს, რომ «კარმუშკიდან» დაუმსახურებლად დიდ ხელფასს იღებდა და დღესაც იღებს, თორემ სად მასხარაშვილის ნაგინები მეფე ერეკლე და სად თავდაცვის სამინისტრო?!

სამი დღე ვურეკავდი ამ მასხარას, მაგრამ მუდმივად გასულია მომსახურების ზონიდან და ამიტომ ვერ «მოვემსახურე» სამსართულიანი «ლოცვა-კურთხევით», ამიტომ ისტორიაში ჩემი მოკრძალებული ცოდნით, აქედან მინდა  დავეხმარო «დიდ ისტორიკოსს» _  სანამ ცოტნე დადიანივით ჩამოვიდოდა, მანამდე, როგორც ნაპოლეონი ელბიდან, ისე წამოვიდა ბაჩო სარფის საბაჟოდან. ოღონდ ბონაპარტეს თუ პარიზამდე მთელი საფრანგეთი წამოჰყვა, სასამართლოში მიმავალ ბაჩანა (ცოტნე) ახალაიას თბილისში, მაიაკოვსკის ძეგლთან, ერთადერთი მომხრე დახვდა, გაიგე, სიმონ?

რაც შეეხებათ პატარა, საშუალო, დიდ და გრანდ-შიბაქებს, ანუ ყველას ერთად და ცალ-ცალკე, ამაოდ ცდილობენ ქართული საზოგადოების გაბრუებას ისეთი ტერმინებით თუ უცხო სიტყვების რახარუხით, როგორებიცაა: პოლიტიკური ნიშნით დევნა, უდანაშაულობის პრეზუმპცია, კონსენსუსი, სენსიტიური, ავტენტური და ა. შ. (რომლებსაც, როგორც წესი, საკუთარი განათლებულობის წარმოსაჩენად ხმარობენ ხოლმე, სინამდვილეში კი ასეთი რამ ღრმა პროვინციალიზმია და სხვა არაფერი), რადგანაც ქართველმა ხალხმა, ციხის საშინელი კადრების ხილვის შემდეგ, სწორედაც რომ მიშნაცების ფაშისტური ბანდის «დანაშაულთა პრეზუმპციაში» დარწმუნებულმა, გამოუტანა განაჩენი 1 ოქტომბერს, განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

კვლავაც ბევრს დაიჭერენ «პოლიტიკური ნიშნით» და ბოლოს, როდესაც ბაჩანას (ცოტნე) მსგავსი «რაინდები» ისე აჭიკჭიკდებიან, ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან, მათ «რუჩკას ვეღარ გააგდებინებენ ხელიდან», მაშინ  რატომღაც ისევ პრეზიდენტად წოდებულ მიშმაკს ჯერ გადააყენებენ და მერე ბაჩოს გვერდით მიუსვამენ. ჰოდა, იქნებიან ბედნიერად, თორემ სად არის სამართალი?! «ცოტნე დადიანს» გვერდს «დავით აღმაშენებელი» არ უნდა უმშვენებდეს?!

  დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. საღოლ დავით დაგლიჯე,გენაცვალე სულში,ჩემი სათქმელი სიტყვასიტყვით ამოვიკითხე ამ შენს შესანიშნავ ნააზრევში,ქების ღირსი ხარ

  2. კარგი იყო მომეწონა. ეს მასხარაშვილი მართლა რა შიბაქი ყავს გამჩენს. ხო ერეკლე მოღალატეა და მისი ბელადია გმირი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here