იურისტმა კოკა კვინიკაძემ სოციალურ ქსელ facebook– ში იმ არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებიც აღიარებენ ან არ აღიარებენ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას. პარადოქსია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში არიან ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას არ აღიარებენ. როდესაც ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ არ მოაწერეს ხელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრების დასაცავად შედგენილ მემორანდუმს, აღმოჩნდა, რომ ეს სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა. ზოგიეთმა კვინიკაძეს პოპულისტიც კი უწოდა, სხვებმა კი მიზეზად მოუცლელობა და მემორანდუმის ტექსტის გაუმართაობა დაასახელეს. ფაქტი კი ერთია _ მემორანდუმს მათ ხელი არ მოაწერეს. «საქართველო და მსოფლიო» იურისტ კოკა კვინიკაძეს დაუკავშირდა.
_ თქვენ გამოაქვეყნეთ იმ ორგანიზაციების სია, რომლებმაც მემორანდუმზე არ მოაწერეს ხელი. რა მოტივით განაცხადეს მათ უარი?
_ უარის მიზეზი სხვადასხვა იყო. მაგალითად, «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» ხელმძღვანლმა თამარ ჩუგოშვილმა თავიდან განაცხადა, რომ ტექსტი დაუბალანსებელიაო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვით ადრე გადავუგზავნე და ვუთხარი, რომ, თუ საჭირო იყო, თავიდან გადავუგზავნიდი და ჩავასწორებდი, რადგან მაშინ ხელმოწერები ჯერ კიდევ არ მქონდა და პირველად სწორედ მას შევთავაზეთ მემორანდუმზე ხელის მოწერა. ნებისმიერ თქვენს შენიშვნას გავითვალისწინებთ-თქო, ვუთხარი, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ ვერაფერს მოიმიზეზებდა, გვიპასუხა: მე ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიანო.
ორგანიზაციის «ციხის საერთაშორისო რეფორმა» წარმომადგენელი ცირა ჭანტურია კი, როგორც ვიცი, დღემდე ლონდონიდან ელოდება პასუხს. როგორც მითხრა, სათაო ოფისიდან თანხმობის გარეშე ხელს ვერ მოაწერდა. არადა, ერთი თვით ადრე გადავუგზავნე აღნიშნული დოკუმენტი ხელის მოსაწერად.
_ როგორც ვიცი, ზოგიერთი მათგანი მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ მცირე დრო ჰქონდათ და ასე უცებ, საკითხში გაურკვევლად ხელს ვერ მოაწერდნენ.
_ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სიცრუეა, ეს კარგად იცის ეკა ბესელიამ და დაგიდასტურებთ, ვინაიდან მაშინ მე გახლდით მისი ორგანიზაციის «სოლიდარობა უკანონო პატიმრებს» წევრი და თავად მირჩია, ერთი თვით ადრე გადამეგზავნა ყველასთვის დოკუმენტი. ხელმოწერების შეგროვებაში მოძრაობა «არას» ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე მეხმარებოდა და ისიც მოწმეა, როგორ გვებნებოდნენ უარს.
_ თქვენ მიმართ ერთ–ერთი პრეტენზია ტექსტის გაუმართაობაც იყო.
_ რა ვერ გაიგეს, არ ვიცი. საქართველოში არსებულმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწერეს ხელი და მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციისთვის აღმოჩნდა ტექსტი გაუგებარი? აქ არ იყო საუბარი რომელიმე კონკრეტულ პატიმარზე, რათა არ მოჰყოლოდა გაუგებრობა. თუ მიაჩნდათ, რომ თუნდაც ერთი პოლიტპატიმარი მაინც არის ქვეყანაში, ხელი უნდა მოეწერათ.
ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ საქართველოში ნამდვილად არიან პოლიტპატიმრები და ვითხოვთ ევროსაბჭოსგან შეიქმნას საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია, როგორც აზერბაიჯანში. იქ სწორედ ამგვარი მიმართვის საფუძველზე უამრავი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. დაგეგმილი გვქონდა პრესკონფერენციის ჩატარება, სადაც დიპლომატიურ კორპუსს ხელმოწერებს დემოსტრაციულად გადავცემდით.
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ახლა მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არ სურდათ ხელის მოწერა. არადა, აღნიშნული დოკუმენტის მთავარი არსი სწორედ ის იყო, რომ ყველა, სამოქალაქო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კი ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები.
_ რაც შეეხება ყოფილ სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს, მან რატომ არ მოაწერა ხელი?
_ მე და გიორგი ტუღუშმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს ვიკამათეთ, ვკითხე, რატომ ამოიღო თავისი ანგარიშებიდან «პოლიტიკური დევნა», რომელიც მანამდე არსებობდა და მეტიც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც არის ცალკე თავი, რომელიც ეხება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს საქართველოში. მან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა შეხვედრის ადგილზე მისი თანაშემწე გიორგი მშვენიერაძე დამხვდა და მითხრა, რომ რამდენიმე მიზეზის გამო ჩვენ ვერ ვაღიარებთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს და ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ, როდესაც სოზარ სუბარმა აღიარა პოლტიპატიმრები, ის ხელისუფლებამ დაბლოკა და შემდეგ ხელისუფლებას მისი ხმა აღარ ესმოდა და მის ანგარიშებსაც აღარ კითხულობდაო. ჩვენ არ გვსურს იგივე დაგვემართოსო. მეორე მიზეზად კი დაასახელა, რომ ომბუდსმენის აპარატი არ არის ის ორგანო, რომ ვიღაცებს სტატუსები მიანიჭოსო. არადა, სტატუსების მინიჭებაზე არ იყო საუბარი, საკითხი მხოლოდ პოლიტპატიმრების აღიარებას ეხებოდა.
_ რატომ გადაწყვიტეთ სიის ახლა გამოქვეყნება, უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი სახალხო დამცველის არჩევნებს?
_ ზუსტად დროული იყო ამ სიის გამოქვეყნება. მართალია, თამარ ჩუგოშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოხსნა, ახლა არსამთავრობო სექტორი მხარს უჭერს თამარ გურჩიანს. არადა, სწორედ გურჩიანმა განაცხადა ტელევიზიით, ტუღუში საუკეთესო სახალხო დამცველი იყოო.
გურჩიანს არასდროს გაუპროტესტებია ციხეებში პატიმრების წამება თუ უკანონოდ ადამიანების დაპატიმრება.
«ენჯეოშნიკების» გარდა, მას არავინ იცნობს. მე თავად პოლიტპატიმარი ვიყავი და ვიცი, ვინ რას წარმოადგენს.
შორენა ცივქარაშვილი
P.S. გთავაზობთ იმ ორგანიზაციების სიას, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს პოლიტპატიმრების დასაცავად შექმნილ მემორანდუმს;
1.საქართველოს სახალხო დამცველი (ყოფილი) /გიორგი ტუღუში/;
2. «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია» /თამარ ჩუგოშვილი/;
3. «კონსტიტუციის 42-ე მუხლი» /ნანი ჯანეზაშვილი/;
4. «სამართლიანი არჩევნები» /ნინო ლომჯარია/;
5. «ციხის საერთაშორისო რეფორმა» /ცირა ჭანტურია/;
6. «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო» /ეკა გიგაური/;
7. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი «ემპათია» /მარიამ ჯიშკარიანი/.
ეს ENG-ოები ფინანასდებიან როგორც სხვადასხვა ქვეყნებიდან ასევე ნაცმოძის ფულებით"ჩვენი ბიუჯეტიდან ,ამიტომ ესენი საზოგადოების ნდობას არ იმსახურებენ,და საერთოდაც ყელში ამოვიდა მათი "სამოქალაქო საქმიანობა".გრანტებით იკვებებიან და რაც მთავარია უტვინო,ნაცრისფერი მასაა შეყრილი!
დიდი ხანია ეს მიშას ნაძირლები მოსაცილებლები არიან ისევე როგორც ნაცები, მისი კუდებიც ვერ უნდა პარატიზირებდნენ საქართველოს სხეულზე.მიწა უნდა იწვოდეს ამ გაპრანჭული უვიცების ქვეშ. თქვენც უნდა გაცამართლდეთ როგორც მიშას იდეოლოგიის დამცველები.