Home რუბრიკები პოლიტიკა ქიმიოთერაპია. ერთგული პროკონსული

ქიმიოთერაპია. ერთგული პროკონსული

696

პროკონსული იმპერიის ცენტრში ანგარიშის ჩასაბარებლად და ახალი დავალების მისაღებად დაიბარეს. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს სააკაშვილის «თეთრ სახლში» მიწვევისა და ობამასთან შეხვედრის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი, რომელიც ამერიკას «დემოკრატიის მესიად» აღიქვამს, ამ შეხვედრაზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა. საზოგადოების ამ ნაწილში იმთავითვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ობამა სააკაშვილს საქართველოში დემოკრატიის დასამარების გამო «ყურს აუწევდა» და ძალაუფლების დათმობას აიძულებდა. მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ანუ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს დაეხმარებოდა დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. «მიშაკრატიული» ავტორიტარიზმი კი ისევ ხელშეუხებელი დარჩა, რადგან ობამაც ისევე აღფრთოვანდა «დემოკრატიის შუქურით», როგორც მისი წინამორბედი. «საქართველო მართლაც ამაყი უნდა იყოს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია როგორც დემოკრატიულმა და სუვერენულმა ქვეყანამ. ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე, გამოვხატე ჩემი პოზიცია, რომ ვაფასებ იმ ინსტიტუციების აშენებას, საქართველოში რომ განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობების პატივისცემა ხდება, პოლიციის სისტემა და კანონის უზენაესობა დაცულია. ვაფასებ, რაც წარსულში მოხდა და მოველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,» _ განაცხადა ბარაკ ობამამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო ამერიკას არ სჭირდება როგორც ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შეძლებს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას და არ იქნება მუხლებზე დაჩოქილი «თეთრი სახლის» შესასვლელთან დახმარების მოლოდინში, რომელსაც ექნება დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და სხვ., ის მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რაც თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოსთვის ღირებული და ფუნდამენტურია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here