Home რუბრიკები ისტორია 1939 წლის პოლონური სირცხვილი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ

1939 წლის პოლონური სირცხვილი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ

აღორძინებული პოლონეთის პირველი მთავრობის თავმჯდომარე და პოლონეთის არმიის შემქმნელი იოსეფ პილსუდსკი

ნაწილი მეორე

ეკონომიკურად ღატაკი პოლონეთი და ბალტიისპირელები

დღეს ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ 1939 წელს ღატაკი, ჩამოფლეთილი და მშიერი სსრკ გასაძარცვავად თავს დაესხა ჯერ მდიდარ პოლონეთს, შემდეგ კი _ ბალტიისპირეთის უმდიდრეს ქვეყნებს და სწორედ ამით დაიწყო მეორე მსოფლიო ომიგანვიხილოთ წინასაომარი სიტუაციის ეს ასპექტი _ ვინ იყო ღარიბი და ვინ არა.

რევოლუციამდე პოლონეთის ნახევარიც და ბალტიისპირეთის ყველა ეს “სახელმწიფოც” რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდნენ და დამაკავშირებელი გზების განვითარებისა და ამ საიმპერიო ტერიტორიების ნაწილზე ზღვაზე გასასვლელის არსებობის წყალობით იქ მრეწველობა რუსული ნედლეულითა და რუსეთის ბაზრისთვის ვითარდებოდა. არც სოფლის მეურნეობისთვის არსებობდა პრობლემები: იმპერიის ამ ნაწილებში კლიმატი უფრო რბილი იყო, ვიდრე რუსეთის დანარჩენი ტერიტორიის უდიდეს ნაწილში. შესაბამისად, რძის, პურისა და ხორცის თვითღირებულება ნაკლები იყო, ხოლო პეტერბურგის რაიონთან სიახლოვე პროდუქციის უკეთეს ფასად გასაღების საშუალებას იძლეოდა.

მაგრამ რევოლუციის შემდეგ ამ სახელმწიფოებში ნაძირალა ნაციონალისტებმა გამოაცხადეს “დამოუკიდებლობა” და ეს ქვეყნები “სუვერენული” გახდნენ. ბოლშევიკებმა თვითონვე გაუშვეს ისინი იმპერიიდან. უბედურებად იქცა ის, რომ ეს ქვეყნები მყისვე მტრულად განეწყვნენ სსრკ-ის მიმართ და გერმანელებს დაუთმეს საკუთარი ტერიტორიები რუსეთის წინააღმდეგ ინტერვენციისთვის.

“სუვერენების” ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ სსრკმა იქ დაკარგული წარმოებები თავის ტერიტორიაზე მოაწყო და პოლონეთისა და ბალტიისპირეთისკენ გასაგზავნად განკუთვნილი ნედლეულის გადამუშავება თვითონ დაიწყო, თვითონვე ამარაგებდა საკუთარ ბაზარს ამ საწარმოების საქონლით. ისევე, როგორც სსრკის დაშლის შემდგომ, მრეწველობა პოლონეთსა და იმავე ბალტიისპირეთში სწრაფად წავიდა უკუსვლით. მაგალითად, ესტონეთის მრეწველობაში მომუშავეთა რაოდენობა 36 ათასიდან (მეფის დროს) 17 ათასამდე შემცირდა “დემოკრატიისას”. ხეტყის გარდა, ბალტიისპირეთში მნიშვნელოვანი ნედლეული არ არის, ამიტომ ბალტიისპირელებს მხოლოდ ერთი გზა დარჩათ _ სოფლის მეურნეობის განვითარება, მაგრამ ამისთვისაც ბაზარია საჭირო. არადა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება დანარჩენ ევროპაში უფრო იაფია, ვიდრე ბალტიისპირეთში. ამის გამო ბალტიისპირელი გლეხები იძულებულნი იყვნენ, ევროპაში კარაქი და ღორის ხორცი იაფად გაეყიდად, რაც მათ უტოვებდა მიზერულ შემოსავალს ნახევრადღატაკი არსებობისთვის. არა სსრკ, არამედ ესტონეთი იყო ევროპაში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილას ცხოვრების დონის მიხედვით. ინტერნეტფორუმ ВИФ-2-ზე ამ თემის განხილვისას კორესპონდენტმა ესტონეთიდან გვაუწყა: როგორც ცნობილია, ომამდე სსრკში ბევრი კამპანია იყო შემდეგი ლოზუნგებით: “ყველანი ტრაქტორზე”, “ყველანი ავტომობილზე”, “ვოროშილოველი მსროლელიდა . . ესტონეთში ტრაქტორები და თვითმფრინავები არ იყო, მაგრამ იყო ლოზუნგიყოველ ხუტორს შესაფერისი ფეხისადგილი”. ხუტორებში ცხოვრობდა მოსახლეობის 90%, მათი ნახევარი მოჯამაგირეები იყვნენ. 1930-იანი წლების ბოლომდე ესტონეთის ხუტორებში არ იცოდნენ, რა იყო საპირფარეშო (კანალიზაციაც კი არა) და, უბრალოდ, დადიოდნენ მოფარებულში ან სადაც მოუწევდათშედეგად იყო ბევრი დაავადება. კონკურსიც კი გამოაცხადეს პრემიით. კონკურსში გამარჯვებულები სამაგალითონი ხდებოდნენ, პრეზიდენტი პირადად ულოცავდა მათ და შედეგად, საპირფარეშოიანი ხუტორების რაოდენობამ 5%-დან 35%-მდე მოიმატა. 1938-40 წლებში ესტონეთიდან სსრკში დაახლოებით 1000 ადამიანი გაიქცა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მიღებული ჰქონდა ბრძანება, დამიზნებით ესროლა გაქცეულთათვის”.

სანამ მეზობელ სსრკ-ში ადამიანები ასევე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ბალტიისპირეთის რეჟიმები ჯერ კიდევ ახერხებდნენ სიტუაციის კონტროლს, მაგრამ, როდესაც სსრკ-ში ადამიანების ცხოვრების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო, ვერანაირი ფაშისტური დიქტატურა მათ ვეღარ დაეხმარებოდა. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საზღვრებმა გაყო არა მხოლოდ ერთი ერი, არამედ მილიონობით ოჯახი. ხალხს ჰქონდა მიმოწერა ერთმანეთთან. და, როდესაც ერთი ძმა მინსკის ან კრივოი როგის შემოგარენიდან სწერდა მეორე ძმას ლვოვის, კაუნასის ან ტარტუს შემოგარენში, რომ ის შეაგდეს კოლმეურნეობაში, რომ მხოლოდ ძროხა და ათიოდე ცხვარი დაუტოვეს, ეს კიდევ უბედურების ნაწილი იყო; მაგრამ, როდესაც სწერდა, რომ მისი უფროსი ვაჟი ბატალიონს ხელმძღვანელობს წითელ არმიაში, მეორე კი უნივერსიტეტს ამთავრებს მოსკოვში, ქალიშვილი სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობს ხარკოვში, ავადმყოფი მეუღლე უსასყიდლოდ წაიყვანეს კიევში საოპერაციოდ, უმცროსი შვილები კი უსასყიდლოდ ისვენებენ ყირიმში, როგორ უნდა ეგრძნო თავი ადგილობრივ ჩვეულებრივ მოსახლეს პოლონეთში ან ბალტიისპირეთში? ჩვეულებრივ მოსახლეს, რომელიც საკუთარი მიწით გაჭირვებით არჩენდა ოჯახს, ხოლო შვილების ოჯახების რჩენა უკვე აღარ შეეძლო; ჩვეულებრივი მოსახლე, რომლის ოცნების მწვერვალი იყო, ვაჟი მატროსად მოეწყო უცხოურ ხომალდზე იმის იმედით, რომ ოდესმე, ასე 5 წლის შემდეგ, ეს ხომალდი ისევ შევიდოდა რეველში (ტალინში _ რედ.) შვილი რამდენიმე გროშს დაუტოვებდა და ასანთის საყიდელი ფული გაუჩნდებოდა.

პოლონელი გლეხები ხვდებიან საბჭოთა ჯარისკაცებს
პოლონელი გლეხები ხვდებიან საბჭოთა ჯარისკაცებს

დიახ, ამ ქვეყნების ქალაქებში იყო რამდენიმე მაღაზია, რომელთა ვიტრინებიც ბრწყინავდა საქონლის სიმდიდრით სრულიად მსოფლიოდან, და არსებობდა მოსახლეობის გარკვეული პროცენტი, რომელსაც შეეძლო ამ მაღაზიებში შესვლა. და ეს ნაწილი იყო სსრკ-თან მიერთების წინააღმდეგი. მაგრამ რა შეეძლოთ ამ მართლაც ხალხის მტრებს ჩვეულებრივი ადგილობრივი ბრბოს წინააღმდეგ, რომელიც სსრკ-ისკენ მიისწრაფოდა და აბსოლუტურად მართლი იყო ამ მისწრაფებაში? სსრკისგან გამოყოფილი ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ბრაზაუსკასი, როდესაც ჯერ კიდევ ლიტვის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, სსრკის საბჭოების სხდომაზე ყვებოდა საკუთარი თვალით ნანახის შესახებ ლიტვაში 1940 წელს. იგი ამბობდა, რომ მის რაიონში ყველა ხუტორის გლეხმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი საბჭოთა ხელისუფლებას და სსრკთან მიერთებას. ეს მაშინ, როცა ამ რაიონში ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა არათუ საბჭოთა ჯარისკაცი, არამედ საბჭოთა ადამიანიც კი არავის ჰყავდა ნანახი. აღსანიშნავია, რომ პოლონეთს არ ჰქონდა არანაირი ეკონომიკური საფუძველი, ყოფილიყო ისეთ საცოდავ მდგომარეობაში, როგორშიც ბალტიისპირელები იმყოფებოდნენ. პოლონეთის ტერიტორიაზე საკმაოდ იყო სასარგებლო წიაღისეული: რკინისა და თუთიის საბადოები, ნავთობი; ქვანახშირის მარაგით ის ევროპაში მესამე ადგილს იკავებდა. შესანიშნავად იყო განვითარებული საწყლოსნო-სატრანსპორტო სისტემა, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფართო ქსელი და, რაც მთავარია, ძლიერი მრეწველობა, რომელიც პოლონეთს მემკვიდრეობით ერგო სამი ყოფილი იმპერიისგან _ გერმანიის, ავსტრო-უნგრეთისა და რუსეთის. თუმცა ქვანახშირს მოპოვების შესაძლო სიმძლავრის, 60 მლნ ტონის ნაცვლად, მოიპოვებდნენ დაახლოებით 36 მლნ ტონას; თუჯს, 1 მლნ ტონის ნაცვლად, ადნობდნენ 0,7 მლნ ტონას; ფოლადს, წარმოების შესაძლო სიმძლავრის _ 1,7 მლნ ტონის ნაცვლად, აწარმოებდნენ 1,5 მლნ ტონას; ისეთ ლიკვიდურ საქონელსაც კი, როგორიც ნავთობია, აწარმოებდნენ 0,5 მლნ ტონას, როცა 1913 წელს მოიპოვეს 1,1 მლნ. ომამდე პოლონეთს არც ერთხელ არ მიუღწევია 1913 წლის წარმოების მაჩვენებლისთვის და მოსახლეობით, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 1,6% იყო, აწარმოებდა მხოლოდ მსოფლიო სამრეწველო პროდუქციის 0,7%-. ამასთანავე, ომამდელი წლიური ბიუჯეტის (2,5 მლრდ ზლოტის) პირობებში, პოლონეთს გააჩნდა სახელმწიფო ვალი 4,7 მილიარდის ოდენობით და 400 მილიონი ზლოტი ყოველწლიურად გადიოდა ქვეყნიდან სესხის პროცენტებისა და დივიდენდების სახით.

სსრკ, როგორც ცდუნება ევროპელებისთვის

იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად მდიდარი იყო სსრკ პოლონეთზე, შევადაროთ მათი ბიუჯეტები ერთ სულ მოსახლეზე გათვლით. რუბლი ღირდა 0,774 გრამი ოქრო და უკვე 1925 წლისთვის ხდებოდა მისი კოტირება სტამბულის, მილანისა და სტოკჰოლმის სავალუტო ბირჟებზე. მოსკოვში ის იყიდებოდა ნომინალზე ძვირად: 10 რუბლის ოქროს მონეტაში 9 რუბლსა და 60 კაპიკს იძლეოდნენ კუპიურებით 1937 წელს, გენერალთა შეთქმულების ორგანიზაციის მტკიცებულებებისთვის, რომელსაც ტუხაჩევსკი ხელმძღვანელობდა, გერმანელებმა 3 მილიონი რუბლი მოითხოვეს ოქროთი. სსრკ-მა საბანკო კუპიურებით გადაიხადა, გერმანელებმა უყოყმანოდ გამოართვეს, დარწმუნებულებმა ამ თანხის ოქროს შესაბამის ღირებულებაში.

პოლონური ზლოტის ნომინალი 0,169 გრამი იყო. პოლონეთის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, რომელიც 35 მილიონ ადამიანს შეადგენდა, 1938-1939 ფინანსურ წლებში მისი ბიუჯეტიდან (2,5 მილიარდი ზლოტი) პოლონეთის ერთ სულ მოსახლეზე მოდიოდა 12 გრამი ოქრო. 1938 წელს სსრკის ბიუჯეტი 124 მილიარდ რუბლს შეადგენდა და მოსახლეობის რაოდენობის (170 მილიონი ადამიანი) გათვალისწინებით, ერთ საბჭოთა ადამიანზე 564 გრამი ოქრო მოდიოდა _ 47-ჯერ მეტი, ვიდრე პოლონეთში! სსრკ უკვე 1928 წელსაც კი ორჯერ მეტი ბიუჯეტი ჰქონდა, ვიდრე პოლონეთს 1938 წელს. 1937 წლისთვის ლიტვის ბიუჯეტიდან ერთ ადამიანზე 16 გრამი ოქრო მოდიოდა, ლატვიაში _ 13 გრამი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ საბჭოთა კავშირისკენ მეზობლების მისწრაფება უდიდესი იყო (თემას გადავუხვევთ და ვიტყვით, რომ მსოფლიო პოლიტიკის მესვეურთა მიერ ჰიტლერის წაქეზება სსრკ-ზე თავდასხმისთვის ამითაც იყო განპირობებული _ რედ.). რა უნდა ვთქვათ ღატაკ პოლონეთზე? აი როგორ აღწერენ უნგრელი ისტორიკოსები საზოგადოების მდგომარეობას, ევროპული შეფასებით, შედარებით შეძლებულ უნგრეთში. 1939-ის დასაწყისში უნგრეთი ოფიციალურად შეუერთდა ანტიკომინტერნულ პაქტს, ღერძის ქვეყნებს _ გერმანიას, იტალიასა და იაპონიას. უნგრელი კომუნისტები დააპატიმრეს (უნგრეთის ხელისუფლებას პოლონურ ელიტაზე (შლიახტაზე) არანაკლებად სძულდა სსრკ. საკმარიასია იმის თქმა, რომ უნგრელი კომუნისტების ლიდერის _ მატიაშ რაკოშის გასათავისუფლებლად საბჭოთა კავშირმა ის გაცვალა მუზეუმებში დაცულ უნგრეთის ჰონვედის პოლკების დროშებში, რომლებიც რუსულმა პოლკებმა ხელში ჩაიგდეს სამხედრო ნადავლის სახით 1848-1849 წლების ლაშქრობისას). ამგვარად, კომუნისტური იდეების პროპაგანდა უნგრეთში უკიდურესად შესუსტდა. ამას გარდა, უნგრელებს, როგორც ძველ საიმპერიო ნაციას, შეეძლოთ ურთიერთობა სახელმწიფოში შემავალ ხალხებთან, ამიტომ უნგრეთში შიდა ნაციონალური კონფლიქტები იშვიათობა იყო. მიუხედავად ამისა, უნგრელი ისტორიკოსი მოგვითხრობს: “30-იანი და 40-იანი წლების მიჯნაზე იმიერკარპატებში არსებობდა რუსული ნაციონალური პარტია. მისი ლიდერი იყო უნგრეთის პარლამენტის დეპუტატი სტეფან ფენციკი. იგი იმიერკარპატების რუსინებისთვის (აღმოსავლეთსლავური ეთნიკური ჯგუფი _ რედ.) რუსული ენის ოფიციალურად დაშვებას უჭერდა მხარს. ფენციკი თვლიდა, რომ მომავალში კარპატების რუსები უნდა შესულიყვნენ რუსეთის შემადგენლობაში. თუმცა ისტორიკოსებს შორის არსებობს აზრი, რომ რუსული ნაციონალური პარტიის ლიდერის პოზიცია აიხსნებოდაპრაქტიკული მოსაზრებებით”, “იგი მას ფინანსური მხარდაჭერის მიღების საშუალებას აძლევდა”. აქ უნგრელ ისტორიკოსებს უნდა დაეწერათ, რომ ეს კომინტერნი უხდიდა ფენციკს, მაგრამ იმხანად ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მიჩვეულნი ბინძურ ტყუილებს, როგორც ჩვენი ანტისაბჭოელები, ამიტომ ცდილობდნენ, სხვანაირად გამომძვრალიყვნენ: “მხარდაჭერა მოდიოდა არა რუსებისგან _ სსრკ-ისგან, არამედ თვით უნგრელებისგან, რომლებიც იმიერკარპატებში ცხოვრობდნენ, ანუ მათგან, ვინც თავის რუსულ ორიენტაციას ნაკლებად საშიშად თვლიდა, ვიდრე “უშუალო მეზობლობას უკრაინასთან”.

ალგირდას ბრაუზაუსკასი
ალგირდას ბრაუზაუსკასი

რა შუაშია აქ “უკრაინასთან მეზობლობა” და რომელ უკრაინაზეა საუბარი, როდესაც სხვა უკრაინა, გარდა საბჭოთასი, არ არსებობდა?! ისტორიკოსებისთვის ძალიან უხერხულია იმის აღიარება, რომ რუსინებთან ერთად სსრკ-ში შესვლა უნგრელებსაც უნდოდათ; თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ფულს აძლევდნენ ფენციკს, ღარიბები არ უნდა ყოფილიყვნენ. ხოლო როდესაც პოლონეთი დაიშალა და სსრკ-ის საზღვარი უნგრეთს მიუახლოვდა, 1941 წლის გაზაფხულამდე იმიერკარპატების 20 ათასამდე მცხოვრები გადავიდა საზღვარზე და დასახლდა სსრკში. ისინი კი, ვინც ვერ გადაწყვიტა, გადაედგა ეს გაბედული ნაბიჯი, მაგრამ სჯეროდა, რომ საბჭოთა წყობილებაში ცხოვრება უკეთესი იყო, დიდ ჯგუფებად გროვდებოდნენ იმიერკარპატების ცალკეულ ადგილებში და ელოდებოდნენ რუსი ჯარისკაცების მოსვლას. ამავე იმედით იმიერკარპატებში ჩრდილოეთ ტრანსილვანიის ნაწილიც გადმოვიდა. ამას გარდა, სსრკის უფლებამოსილ წარმომადგენლობას უნგრეთის მრავალმა ქვეშევრდომმა მიმართა თხოვნით, მიენიჭებინათ მათთვის საბჭოთა მოქალაქეობა…”

დაუჯერებელია, რომ სსრკ-ისკენ ხალხის ამ მასებს მათი კომუნისტური მოსაზრებები უბიძგებდა. აქ უფრო მარტივადაა საქმე.

აი რას აღწერს ერთ-ერთი ანტისაბჭოელი, როგორ მუშაობდნენ სსრკ-ში 1940 წელს ტყვე პოლონელი სამხედროები რიგითებისა და სერჟანტების შემადგენლობიდან _ ისინი, ვინც ჟენევის კონვენციის მიხედვით, უარს ვერ იტყოდნენ შეთავაზებულ სამუშაოზე. პოლონეთის დევნილი მთავრობის მიერ 1939 წლის ნოემბერში სსრკ-ისთვის ომის გამოცხადებამდე ეს ტყვე პოლონელები სსრკ-ის ტერიტორიაზე ითვლებოდნენ ინტერნირებულებად _ დაკავებულებად გერმანიასა და პოლონეთს შორის ომის დამთავრებამდე: შავი მეტალურგიის სახალხო კომისარიატსა და შინსახკომს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის მცხოვრებლებისთვის გათვალისწინებული იქნა ინტერნირებულების ხელშეკრულებით გადაყვანა ნებით დაქირავებულ მუშათა კატეგორიაში, მაგრამ ეს ტენდენცია არ განვითარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს ჰპირდებოდნენ ფულად დახმარებას ინდივიდუალური სახლების მშენებლობაში, საბჭოთა პასპორტებსა და ოჯახების ჩამოყვანას. ხელშეკრულების თანახმად, ადამიანს აუცილებლად აკმაყოფილებდნენ საცხოვრებლით, რომლის რეზერვი საწარმოს ნაკლებად ჰქონდა. ამას გარდა, ინტერნირებულებს არ გააჩნდათ პროფესიონალური უნარჩვევები და, რაც მთავარია, მუშაობის სურვილი. ინტერნირებულთა ნაწილმა უარი განაცხადა მუშაობაზე. მაშინ დაიწყეს მათი “სტიმულირება” კვების განსხვავებული ნორმებით. სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრებოდა გამომუშავების ნორმით. ცნობები ნორმის შესრულებაზე ურთიერთგამომრიცხავია. ჭეშმარიტებასთან ახლოა ცნობები იმის შესახებ, რომ მომუშავეთა მხოლოდ 10-15 პროცენტი ასრულებდა ან გადაჭარბებით ასრულებდა ნორმას. ესენი იყვნენ ბელორუსები ან უკრაინელები, “რომლებსაც სურდათ, შენარჩუნებულიყვნენ მოცემულ საწარმოში”. ფორმალურად ხელფასი შესაბამისი უნდა ყოფილიყო საბჭოთა ნებით დაქირავებული მუშების ხელფასისა, მაგრამ მისი ოდენობა შეიძლებოდა განესაზღვრათ ასევე შინსახკომის ორგანოებსაც. თანხის ნაწილი შეეძლოთ გაეგზავნათ ოჯახებისთვის. ხელფასიდან გამოიქვითებოდა საცხოვრებელი ადგილის ღირებულება. ჯამში ის მერყეობდა 20-30 კაპიკიდან 40-50 რუბლამდე დღეში. ასე რომ, მატერიალური უზრუნველყოფა და ოჯახების დასახმარებელი რეზერვების შექმნა მათ მიერ ნაკლებად სარწმუნოა”.

მოდი, რაღაცები დავთვალოთ და გავიაზროთ, _ რას ნიშნავდა დღიური 50 რუბლი მაშინდელ სსრკში.

იმ წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი (წოდებით სსრკ მარშალის ტოლფასია) ლავრენტი ბერია ყოველთვიურად იღებდა 3500 რუბლს; გენერალი, წითელი არმიის დივიზიის მეთაური _ 2200 რუბლს; პოლკის მეთაური _ 1800 რუბლს; ბატალიონის მეთაური _ 850 რუბლს; მასწავლებელი _ 250-დან 750-მდე რუბლს; სტუდენტი სტიპენდიის სახით _ 170 რუბლს; ბიბლიოთეკარი _ 150 რუბლს; საწყობის გამგე _ 120 რუბლს. პური ღირდა 90 კაპიკი; ხორცი _ 7 რუბლი; შაქარი _ 4,50; არაყი _ 6 რუბლი; მამაკაცის კოსტიუმი _ 75 რუბლი. ბადრაგის ჯარისკაცები (მევახტეები), რომლებიც ტყვეებს სდარაჯობდნენ, ყოველთვიურად იღებდნენ 275 რუბლს. საშუალო ხელფასი ქვეყანაში 1940 წელს შეადგენდა 339 რუბლს თვეში, საარსებო მინიმუმი _ 5 რუბლს დღეში. ამრიგად, კარგად მომუშავე ტყვე იღებდა 1300 რუბლს თვეში (50 რუბლი X 26 დღეზე), ანუ ბატალიონის მეთაურზე მეტს, რომელმაც იგი ტყვედ აიყვანა; ოთხჯერ მეტს ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე; ათჯერ მეტს საარსებო მინიმუმზე; ხუთჯერ მეტს თავის ბადრაგზე. ამას გარდა, ის სახლის ასაშენებლად იღებდა უპროცენტო ფულად დახმარებას. დასავლეთი კი იმაზე გოდებდა, რომ სსრკ ერთი მთლიანი საპატიმროა. ეს მხოლოდ გაიძვერა და ჩლუნგი უსაქმურებისთვის იყო სსრკ საპატიმრო, ხოლო მშრომელებისთვის სტალინური საბჭოთა კავშირი იყო მშობლიური. სწორედ ამიტომ მიილტვოდნენ მშრომელები მისკენ. პილსუდსკის ადიუტანტი, კაპიტანი მ. ლეპეცკი თავის მოგონებებში აღწერს ინგლისელებთან შეხვედრის ეპიზოდს, რომლითაც კარგად ჩანს, როგორც პოლონური შლიახტის ინტერესთა სფერო, ასევე ის, რამხელა ფული იყო მათთვის 400 ზლოტი: “ჩვენ, ადიუტანტები, განსაკუთრებული ინტერესით ვათვალიერებდით მის უნაკლოდ შეკერილ საგარეო მუნდირს, რომელზეც მოგვიანებით რომელიღაც ბელვედერელმა ვახმისტრმა ასე აღნიშნა: “ასეთი კოსტიუმი ნაღდად ოთხასი ზლოტი მაინც ეღირება”.

მაგრამ, 400 ზლოტი ხომ მხოლოდ და მხოლოდ 87 რუბლია, ანუ ის, რაც საბჭოთა ქარხანაში კარგად მომუშავე ტყვე მუშას ორი დღის ხელფასიდან რჩებოდა საარსებო მინიმუმის გამოკლების შემდეგაც კი (კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ _ სტალინური სსრკ-ის ქარხანაში!).

კიდევ ერთი ეპიზოდი: 1939 წლის 17 სექტემბერს, როდესაც წითელი არმიის ნაწილებმა გადალახეს საზღვარი და შევიდნენ ყოფილი პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კიევის ოლქის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მოსკოვში გაგზავნილი შეტყობინების ბოლოში აღნიშნა მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემის შესახებ:

პოლონური სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობა ყველგან მიესალმება ჩვენს ნაწილებს, ხელს უწყობს და ეხმარება მათ მდინარეებზე გადასვლაში, ტვირთების გადაზიდვაში, პოლონური გამაგრებების დანგრევასა და განადგურებაშიც კი. დარეგისტრირებულია ჩვენს მხარეზე ჯგუფური გადმოსვლის მცდელობები ნათესავების მონახულებისა და ჩვენი საზღვრისპირა სოფლების კოოპერატივებში სხვადასხვა საქონლისა და პროდუქტის შეძენის მიზნით”. ომია, სისხლი იღვრება და რიგითი პოლონელები საბჭოთა კავშირის მაღაზიებში გამოქანდნენ საყიდლებისათვის; მიაქციეთ ყურადღება _ პროდუქტებისთვის”.

“არასდროს არ გვიცხოვრია ისე კარგად, როგორც ომამდე”, _ ამბობდნენ ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 70-იან წლებში.

და ეს ომი საბჭოთა კავშირს არ დაუწყია.

მომზადდა

ymuhin.ruის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here