Home რუბრიკები ისტორია 1939 წლის პოლონური სირცხვილი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ

1939 წლის პოლონური სირცხვილი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ

ჰიტლერი დაპყრობილ პოლონეთში

ნაწილი პირველი

პოლონეთის შენარჩუნების მცდელობა

დღეს ისტორიის დამახინჯების მოყვარულნი არწმუნებენ მოსახლეობას, რომ სტალინმა და ჰიტლერმა პოლონეთი გაიყვეს საიდუმლო ოქმით და მისი განადგურების მიზნით მეორე მსოფლიო ომი დაიწყეს. ეს თავხედური ტყუილია. გარდა ამისა, ეს ისტორიკოსები მკითხველს არწმუნებენ, რომ გერმანიას ძლიერი ჯარი ჰყავდა, ხოლო პოლონეთის შეიარაღებული ძალები ძალიან სუსტი იყო. ეს ასე არ არის. 1939 წლის პოლონური ჯარი ფრანგულ ყაიდაზე იყო მოწყობილი და ევროპაში ერთერთ უძლიერეს ჯარად ითვლებოდა, როგორც იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, ისე ორგანიზებულობით.

პოლონეთმა მობილიზაცია ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადა, 27 აგვისტოს კი იგი მზად იყო გერმანიის ჯარის დასახვედრად. პოლონეთის ფრონტზე გერმანიისა და პოლონეთის ჯარების თანაფარდობა 1,5/3,5 იყო (გერმანია ვალდებული იყო, თავისი ჯარების ძირითადი ბირთვი საფრანგეთის საზღვართან ჰყოლოდა). შემთხვევითი არ იყო, რომ პოლონეთის მთავარსარდალმა ედვარდ რიდზსმიგლიმ ომის დასაწყისში დაიწყო მხატვართან პოზირება ნახატისთვის, რომელზეც გამოსახულია, როგორ შედის იგი პოლონეთის ჯარის მიერ დამხობილ ბერლინში თეთრ ცხენზე ამხედრებული. დღეს ეს ანეკდოტს ჰგავს, მაგრამ 1939 წლის აგვისტოში ყველა ევროპელი დამაჯერებლად თვლიდა ომის ასეთ დასასრულს.

მაგრამ სსრკ-ში არ იყვნენ დარწმუნებულნი პოლონელების სიძლიერეში, ამიტომ გერმანელებთან ერთად ხელი მოაწერეს საიდუმლო ოქმს, რომელიც დღეს ფალსიფიცირებულია მახინჯი გარდამქმნელების მიერ. ეს ოქმი სსრკისა და გერმანიის ინტერესების სფეროს ხაზს უსვამს, ამ ინტერესების საზღვრებს პრაქტიკულად პოლონეთის ტერიტორიის შუაგულში ატარებს და სსრკის მიერ პოლონეთის სახელმწიფოებრივი მთლიანობის შენარჩუნების მცდელობას წარმოაჩენს. თავის მხრივ, გერმანიას, რომელმაც სსრკთან ერთად ხელი მოაწერა ამ ოქმს და 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთთან ომი დაიწყო, განზრახული არ ჰქონია პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს, განადგურება.

შეიძლება ითქვას ასეც: პოლონეთმა თვითლიკვიდაცია მოახდინა იმის შედეგად, რომ მისი მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ეომა, საზღვარგარეთ გაიქცა.

ომის დაწყებით გერმანელებს მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შედეგად პოლონეთისთვის მიერთებული გერმანული ტერიტორიების დაბრუნება უნდოდათ. პოლონეთს გერმანელების გეგმის მიხედვითაც უნდა შეენარჩუნებინა თავისი სახელმწიფოებრიობა. პოლონეთის მთავრობა თავადაზნაურობასთან ერთად რომ არ გაიქცეულიყო ქვეყნიდან 17 სექტემბერს, პოლონეთი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა. გარდა ამისა, მოგვიანებით სსრკ-ში შესული უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთ ოლქებიც მის შემადგელობაში დარჩებოდა. შეაფასეთ? პოლონეთის მთავრობა თავად-აზნაურებთან ერთად რომ არ გაქცეულიყო ქვეყნიდან!

1939 წლის 7 სექტემბერს პოლონეთის ჯარი უკვე ყველა ფრონტზე “მამაცურად” გაურბოდა მომხდურს და ლოგიკა არწმუნებდა გერმანელებს, რომ პოლონეთის მთავრობა ზავს მოითხოვდა, რათა შეენარჩუნებინა პოლონეთი, როგორც სახელმწიფო. სწორედ მაშინ წინდახედულმა გერმანელებმა დაიწყეს პირობების მომზადება პოლონეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის. ამ პირობებში ლაპარაკიც არ იყო პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს, ლიკვიდაციაზე არც გერმანიის მიერ და არც სსრკთან ერთად. გერმანიის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი ფრანც გალდერი თავის დღიურებში წერდა, რომ გერმანელები მზად იყვნენ პოლონეთთან მოლაპარაკებაზე შემდეგი პირობებით: “პოლონეთის მიერ კავშირის გაწყვეტა ინგლისთან და საფრანგეთთან; პოლონეთის დარჩენილი ნაწილის შენარჩუნება; ვარშავისა და ნარევის რაიონები _ პოლონეთს; სამრეწველო რაიონი _ ჩვენ; კრაკოვი _ პოლონეთს; ბესკიდების ჩრდილოეთის განაპირა ნაწილი _ ჩვენ; უკრაინის (დასავლეთი) ნაწილი _ დამოუკიდებელი”.

როგორც ვხედავთ, გერმანელები 7 სექტემბრისთვისაც კი არ ვარაუდობდნენ პოლონეთის ლიკვიდაციას. მაგალითად, მათ უკვე დაკავებული ჰქონდათ კრაკოვი, მაგრამ გეგმავდნენ პოლონეთისთვის მის დაბრუნებას.

რატომ წავიდნენ გერმანელები ასეთ დათმობაზე პოლონეთთან?

იმიტომ, რომ, გერმანელთა შტაბების ვარაუდით, პოლონელები გარბოდნენ სსრკ-ისა და გერმანიის ინტერესების გამყოფი ზოლის მიღმა პოლონეთის ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც შედიოდა სსრკ-ის ინტერესთა სფეროში და გერმანელებს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად, არ ჰქონდათ ჯარების შეყვანის უფლება. სხვათა შორის, გერმანელი გენერლების აზრით, ამ ზოლის გადალახვა არც შეიარაღებული გზით არ იქნებოდა მარტივი.

სსრკ-მა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის თანახმად, დაიცვა ის დარჩენილი ტერიტორია, რომელზეც შენარჩუნდებოდა პოლონეთის სახელმწიფო გერმანიასთან ომის ყველაზე ცუდი შედეგების პირობებშიც კი. გერმანელებისთვის რთული იყო არა მხოლოდ შეიარაღებული გზით ამ ზოლის გადალახვა, ეს შეუძლებელი იქნებოდა სსრკ-თან ურთიერთობების გამწვავების გარეშეც, ვინაიდან ეს საკითხი სსრკ-ის ინტერესების სფეროს მიეკუთვნებოდა. მეტიც, 28 აგვისტოს, პოლონეთზე გერმანიის თავდასხმამდე 4 დღით ადრე, სსრკმა დაიწყო თავისი ჯარების გაყვანა პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრიდან, რაც ნიშნავდა იმას, რომ პოლონეთს შეეძლო მოეხსნა ამ საზღვრებიდან ჯარები და გადაესროლა დასავლეთის მიმართულებით, გერმანელების საპირისპიროდ. გერმანელებმა მყისვე დაინახეს საფრთხე და თხოვნით მიმართეს სსრკ, რომ გაეკეთებინა განცხადება ჯარების გადასროლის შესახებ პოლონეთის საზღვრებთან. სსრკმა ეს თხოვნა არად ჩააგდო.

როგორც ვხედავთ, სსრკ ყველაფერს აკეთებდა, რათა პოლონეთს გაეძლო ამ ომში.

კითხვაზე _ რატომ აკეთებდა სტალინი ყველაფერს პოლონეთის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად? _ არსებობს მარტივი პასუხი, რომელიც ყველას არ ესმის. საქმე ის არის, რომ საზღვრის ამ ნაწილის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა გაცილებით იაფი ჯდებოდა, ვიდრე მასთან კავშირში ყოფნა და მის სახელმწიფოებრივ მოწყობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამის შემდეგ კი მის “მეხუთე კოლონასთან” (რომელიმე “სოლიდარობასთან”, რომელიც ასეთ სახელმწიფოში აუცილებლად წარმოიქმნება) ბრძოლაში დანაკარგების განცდა. სწორედ ამიტომ აკეთებდა სტალინი ყველაფერს, რათა პოლონეთს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ინგლისმა და საფრანგეთმა 1 სექტემბერს გამოაცხადეს მობილიზაცია, 3 სექტემბერს კი ჩაებნენ ომში პოლონეთის დასაცავად. 5 სექტემბერს საფრანგეთმა, პოლონეთთან შეთანხმების თანახმად, განახორციელა შეტევითი ოპერაცია. პოლონელებს უნდა გაეძლოთ მხოლოდ 15 დღე, სანამ ფრანგები დაიწყებდნენ შეტევას დასავლეთიდან გერმანიის სიღრმისკენ. პოლონელებიც უძლებდნენ, მაგრამ ომის პირველივე დღეს ვარშავიდან გაიპარა პოლონეთის პრეზიდენტი იგნაციი მოსციცკი, ხოლო 5 სექტემბერს გაიქცა მთავრობა სრული შემადგენლობით. პოლონეთის არმია სამი დღის განმავლობაში საკმაოდ მხნედ იბრძოდა და არა მხოლოდ ებრძოდა გერმანელ ჯარისკაცებს, მშვიდობიანი გერმანელი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაც დაიწყო ქალაქებში ბიდგოშჩსა (ყოფილი გერმანული ბრომბერგი) და შულიტცეში, რომლებიც იმხანად პოლონეთს ეკუთვნოდა. ამასთანავე, პოლონეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მარშალმა ედვარდ რიდზ-სმიგლმა 5 სექტემბერს გასცა უკანდახევის ბრძანება არა ნარევ-ვისლა-სანამდე, როგორც თავდაცვის ბუნებრივ საზღვრამდე, არამედ რუმინეთში გაქცევის. თვითონ მან კი 10 სექტემბერს მიატოვა ყველაფერი და გაიქცა “დალოცვილ” რუმინეთში, სადაც ციხეში ჩაჯდომა არჩია. მარშალთან ერთად თავქუდმოგლეჯილი გაიქცა პოლონეთის არმიაც. პოლონელებიდან ვიღაც კი იბრძოდა, მაგრამ პოლონეთის არმია უკანმოუხედავად და სრული შემადგენლობით გაექცა გერმანელებს. ჰიტლერმა პოლონეთთან ომი შეაფასა, როგორც “მანევრების თანაზომადი”. პოლონეთის მთავრობას, ვარშავაში დარჩენის შემთხვევაში, კაპიტულაციის პირობებშიც კი შეეძლო პოლონეთის ტერიტორიის მაქსიმუმის შენარჩუნება და პოლონეთში ყველა ტყვე და ინტერნირებული პირის დაბრუნება, მაგრამ პოლონეთის მთავრობამ, გააჩაღა რა საომარი მოქმედებები, არჩია, მალევე მიეტოვებინა ომში ჩაბმული საკუთარი ხალხი და არმიის სარდლობასთან ერთად გაქცეულიყო რუმინეთში. გერმანელები ვეღარავის დაელაპარაკებოდნენ გერმანია-პოლონეთის სამშვიდობო მორიგების პირობებზე და იძულებული შეიქნენ, პოლონეთის ადგილზე გენერალ-საგუბერნატორო შეექმნათ. გაკვირვებული საბჭოთა კავშირი ომის დაწყებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეფხიზლდა და განგაშით მოუხმო დასავლეთის სამხედრო ოლქების ჯარებს, რომლებიც ომის დაწყებიდან მე-17 დღეს შეიყვანა პოლონეთში იქ მცხოვრები უკრაინელებისა და ბელორუსების დასაცავად. მოლოტოვრიბენტროპის პაქტის მიხედვით, განსაზღვრული ინტერესების სფერო, რომელშიც ასევე შედიოდა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, სსრკ ესაჭიროებოდა პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს დასაცავად, მაგრამ, რაკი პოლონეთი, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობდა, არ არსებობდა აღარც ადრინდელი ინტერესთა სფეროს საზღვრებიც. საბჭოთა კავშირმა დადო ახალი ხელშეკრულება გერმანიასთან, რომლის მიხედვით მასთან საზღვარმა გადაიწია აღმოსავლეთით _ კერზონის ხაზამდე, რომელიც განუსაზღვრეს სსრკ პირველი მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით და 1920 წელს პოლონეთმა მიიტაცა. ანუ, სსრკმა დაიკავა თავისი კანონიერი მიწები, რომლებზეც უკრაინელები და ბელორუსები სახლობდნენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ სსრკ არ დაიკავებდა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილს. ის, რა, საერთოდ უპატრონოდ დარჩებოდა?! არა, რა თქმა უნდა _ მას ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაიკავებდა ჰიტლერი. არა მხოლოდ სსრკ-ის, არამედ ჰიტლერის მძვინვარე მტერი უინსტონ ჩერჩილი თავის ნაშრომში “მეორე მსოფლიო ომი” ამ პაქტს ასე აფასებს:

საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა გერმანული არმიის საწყისი პოზიციების მაქსიმალურად დასავლეთით გადაწევას, რათა რუსებს მისცემოდათ დრო თავიანთი კოლოსალური იმპერიის ყველა კუთხიდან ძალების შესაკრებად. მათ ძალადობით ან მოტყუებით სჭირდებოდათ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის უმეტესი ნაწილის დაკავება, სანამ თავს სხვები დაესხმებოდნენ. თუ მათი პოლიტიკა იყო ცივი გონებით ნაკარნახევი, მაშინ ის იმ მომენტისთვის იყო ასევე ძალიან რეალისტური”.

შესაბამისად, ეს გაიძვერები, რომლებიც ერთმანეთს ადარებენ სტალინსა და ჰიტლერს, თავიანთი პოლიტიკური არსით არიან ჰიტლერის თანამზრახველები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახრჩობელაზე ჰკიდებდნენ და ანადგურებდნენ სსრკ და მისი მოკავშირეები.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

მომზადებულია Ymuhin.ru მიხედვით

1 COMMENT

  1. პირველივე აბზაციდან ნათლად ჩანს რომ ავტორი დიდი საბჭოთა სტალინელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here