Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლებს ან სკოლაში არაფერი უსწავლიათ, ან დოლარებისგან თვალებზე ლიბრი გადაეკრათ

ხელისუფლების წარმომადგენლებს ან სკოლაში არაფერი უსწავლიათ, ან დოლარებისგან თვალებზე ლიბრი გადაეკრათ

დავით სუჯაშვილი გიორგი კვირიკაშვილი

ერს, რომელიც ივიწყებს საკუთარ წარსულს, მომავალი არ აქვს

უინსტონ ჩერჩილი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ნორმალურ ადამიანს ეგონება, ან სკოლაში არაფერი უსწავლიათ, ან მწვანე დოლარებისგან თუ თურქული ლირებისგან ისე გადაეკრათ თვალებზე ლიბრი, ვეღარაფერს ხედავენ. მათ უნიათობას, სიმხდალეს სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისადმი, “სტრატეგიული პარტნიორიიქნება თუ მტრულად განწყობილი, მონურ, ვასალურ დამოკიდებულებას საზღვარი არ აქვს.

2017 წელს საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარია, შემდეგ _ 2017 წლის 25 მარტს, როცა საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ლაშქარზე (თურქები ქართველებზე 5-6-ჯერ მეტნი იყვნენ), დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას, პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს თურქეთის საელჩომ თხოვნით (უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით _ მოთხოვნით) მიმართა: დიდგორი ჩვენი დამარცხების დღეა, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეული უსიამოვნება შეიტანოს ჩვენს ურთიერთობაში და ამიტომ ამ საკითხს ნუ განიხილავთო. კვირიკაშვილმაც, რომელიც თურქეთს “საქართველოს ისტორიულ მეგობარს” უწოდებს, საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის შეჩერება მოსთხოვა.…

საშინაო საქმეებში ასეთ უხეშ ჩარევას არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ მოითმენდა, ამის მოთმენა მხოლოდდამოუკიდებელისაქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, რომელიც, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს, თვალებში შესციცინებს საქართველოს ყველა ისტორიულ მტერს.

რამდენიმე დღის წინათ კი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა კვერი დაუკრა კვირიკაშვილს და პარლამენტის კომიტეტების დახურულ სხდომაზე განაცხადა: რუსეთი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მტერია, თურქეთი კი _ საქართველოს მთავარი მოკავშირე”. მან, პრინციპში, გაიმეორა კვირიკაშვილის ნათქვამი, მაგრამ ორივემ დაივიწყა თურქი ლიდერების სკანდალური განცხადებები, რომელთა თანახმად, ბათუმი და ქობულეთი ისტორიულად თურქეთს ეკუთვნის”, რომ არაფერი ვთქვათ თურქი მესაზღვრეების მიერ აჭარაში საზღვრის თვითნებურად გადმოწევაზე და სრულიად საქართველოში ეკონომიკურ და რელიგიურ ექსპანსიაზე.

* თურქეთს მიტაცებული აქვს ძირძველი ქართული მიწები _ ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქები, სამხრეთდასავლეთ მესხეთის ისტორიული რაიონები _ პარხალი, სპერი (ტაოკლარჯეთი), სულ 12 ათას კვ.კმზე მეტი ფართობი, ამ ტერიტორიებზე არსებული ქართული ტაძრების უმრავლესობა მეჩეთებად გადააკეთეს. საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ საქართველოს, იტაცებდნენ და სტამბოლის ბაზარზე მონებად ჰყიდიდნენ ქართველებს, ძირითადად, მოზარდებს. თურქულ სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილია რუკები, რომლებზეც აჭარა თურქეთის ნაწილია, თურქულ ენციკლოპედიაშიც ასეადა ამის შემდეგ როგორ შეიძლება მოგიბრუნდეს ენა და თქვა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია?! ჩვენი ისტორიული გამარჯვების აღნიშვნაზე უარი იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ეს თურქეთს აღიზიანებს?!

ამიტომ უნდა დავივიწყოთ დიდგორის ბრძოლა? ბასიანის ბრძოლა (1202 წელს), თურქ-სელჯუკთა დამარცხება ტაო-კლარჯეთში 1116 წელს და სხვა? როგორც ჩანს, ვასალის სინდრომი ისე ღრმად არის გამჯდარი საქართველოს ხელისუფლებაში, რომ ამ ადამიანებს ცნობიერება გამრუდებული აქვთ და ისტორიის მრუდე სარკეში ჩახედვას თავს ვერ ანებებენ.

* საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობას არ ახსოვს, ალბათ, არც უსწავლია საქართველოს ისტორია, მაგრამ, სამწუხაროდ, კარგად ასწავლეს, როგორ მოუხაროს ქედი ყველას, ვინც კი საქართველოს საწინააღმდეგოს განიზრახავს.

თურქეთი 896 წლის წინათ ქართველების მიერ მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებაზე დუმილს მოითხოვს ჩვენგან, _ არ იზეიმოთო; ირანი ირანელი ტურისტი ქალების სახის დანახვას გვიკრძალავს; სომხეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად არ აღიარებს, თანაც, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 442 ქართულ ეკლესიას გვედავება, აზერბაიჯანი _ დავითგარეჯას.

მოკლედ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან, თურქეთი და ირანი _ ისტორიული მეგობრები, სომხეთი _ კეთილი მეზობელი, მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი.…

ნიკა კორინთელი

P.S. ილია ჭავჭავაძე 1888 წელს წერდა: “ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგანმომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსულიმკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყომომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here