Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, “ნაცმოძრაობა” კი არა, ამომრჩეველია, რომელიც არც ერთ პარტიას არ...

ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, “ნაცმოძრაობა” კი არა, ამომრჩეველია, რომელიც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს

საშუალო სტატისტიკური ქართველი არჩევნებს სკეპტიკურად უყურებს

ცესკო

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება პოლიტიკური პარტიების აქტიურობა, რათა ამომრჩეველი თავიანთი კანდიდატის უპირატესობაში დაარწმუნონმაგრამ ამჯერადაც, როგორც წინა წლებში, მთავარი პრობლემა იგივეა: ადამიანები არჩევნებს სკეპტიკურად უყურებენ _ საშუალო სტატისტიკური ქართველი არჩევანს არც ერთ პარტიაზე არ აკეთებს. ამდენად, ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, “ნაცმოძრაობაკი არა, ამომრჩეველია, რომელიც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, თუმცა იმედი იმისა, რომ ხალხისთვის ამ ორი პარტიის _ “ნაცმოძრაობისადაქართული ოცნების” _ გარდა სამყაროში არაფერი არსებობს, ხელისუფალთ ისევ აქვთ. სამართლიანი და ობიექტური არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის უცხო ხილია, რომლის გემოს, კაცმა არ იცის, როდის გავსინჯავთ, თუმცა, სანამ არ ვიგემებთ, ვიქნებით ასე _ გაცურებული და პირში ჩალაგამოვლებული.

გიორგი ლასხიშვილმა თავის მემუარებში შემოგვინახა საინტერესო ცნობები თბილისში 1897 წელს საქალაქო არჩევნების მიმდინარეობაზე, რომელიც ბევრი რამით წააგავს დღევანდელ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. წაიკითხეთ და დასკვნებიც თავად გააკეთეთ, ჩვენო მკითხველო.

ცნობისთვის: გიორგი ლასხიშვილი (1866-1931) ქართული კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885 .) სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია, დაითხოვეს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობისთვის. გიორგი ლასხიშვილი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1894) მუშაობდაივერიისრედაქციაში, სადაცლალისფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივპოლიტიკურ საკითხებზე, თანამშრომლობდანოვოე ობოზრენიეში”, “მოამბეში”, “კვალში”. 1900-დან იყოცნობის ფურცლისფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს, პარიზში ყოფნისას, იყო გაზეთსაქართველოსერთერთი რედაქტორი.

“წელს პირველად გავხდი მოწმე ტფილისის საქალაქო არჩევნებისა. ეს ამბავი იმდენად საყურადღებო და საინტერესო იყო, რომ ცოტა დაწვრილებით უნდა მოგიყვეთ, მით უმეტეს, რომ იმ ხანებში ტფილისის ყველა საქალაქო არჩევნები თავის მიმდინარეობით და შედეგებით, ერთმანეთს ძალიან წააგავდა.

უნდა გაგახსენოთ, რომ მაშინ არსებობდა მეფე ალექსანდრე მესამის მიერ შეცვლილი და დამახინჯებული ახალი საქალაქო დებულება, რომელიც 1870 წლის დებულებასთან შედარებით, კიდევ უფრო ავიწროვებდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას და კიდევ უფრო ზღუდავდა თვითმმართველობის საქალაქო ასპარეზს. საარჩევნო უფლება მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ მსხვილ სახლის პატრონთ და მსხვილ ვაჭართ.

დადგა თუ არა 1897 წელი, როცა უნდა მომხდარიყო საბჭოს განახლება, “ივერიამ” მაშინვე დაიწყო კამპანია: მხურვალე მონაწილეობით მიჰმართა ქართველ სახლის პატრონთ, ვაჭრებს და ყველა იმათ, ვისაც საარჩევნო უფლება ჰქონდა, _ დაუყოვნებლივ შეიტანეთ საქალაქო გადასახადებიო, _ ვინაიდან, ვისაც გადასახადები არ ექნებოდა სრულად შეტანილი, ისინი საარჩევნო სიებიდან გამოირიცხებოდნენ. ეს მოწოდება, რასაკვირველია ჰაერში დარჩა, რადგან ქართველ ამომრჩევლებს მცირე რამ ორგანიზაციაც არ ჰქონდათ მოწყობილი, რომელსაც სიებით ხელში უნდა ჩამოევლო ქართველი საარჩევნოუფლებიანი ხალხი და აეძულებია ისინი _ გადასახადები დროზე შეეტანათ. აპრილში გამოცხადდა სიები და მართლაც აღმოჩნდა, რომ ბევრი ქართველი გამორიცხული იყო გადასახადების დროზე შეუტანლობის გამო. სულ სიებში იყო 600-ზე მეტი სომეხი, 300 -მდე ქართველი და 100-ზე მეტი რუსი და დანარჩენი ეროვნების წარმომადგენლები. ამგვარად, ძალთა განწყობილება ქართველების სასარგებლოდ არ იყო. მაგრამ სომხობა არ გამოდიოდა გაერთიანებული ფრონტით. აქ იბრძოდა ორი პარტია: უმრავლესობას შეადგენდა ე.წ. “დვორცოვი ნომრების” პარტია (ამომრჩევლები იკრიბებოდნენ სათათბიროდ გოლოვინის პროსპექტზე “დვორცოვი ნომრებში”) ანუ “სოლოლაკელები”, როგორც ქართველები ვეძახდით. ეს იყო სომხის მსხვილი ბურჟუაზია, რომელიც წამოჭიმული იყო სოლოლაკის სასახლეებში.

მეორე პარტია იყო ე.წ. “სომხის ახალგაზრდების ჯგუფი”, რომელიც შედგებოდა სომეხ ინტელიგენციისაგან, სავაჭრო და საბანკო დაწესებულებთა მოსამსახურეებისგან და, საერთოდ, წვრილ ბურჟუაზიისაგან: აი ამ ახალგაზრდა სომეხთა პარტიამ წინადადება მისცა ქართველებს _ შეთანხმებულის სიით გამოვიდეთ სოლოლაკელების წინააღმდეგო. ბრძოლის ტაქტიკა აუცილებლად მოითხოვდა ამ შეთანხმებას, მაგრამ ქართველებმა წინადადება უარყვეს. როცა ამის გამო შევეკითხე ვლადიმერ მიქელაძეს და სხვა ხელმძღვანელთ, საბუთად წინადადების უარყოფისა მოიყვანეს:

_ შეთანხმება არ შეიძლება, რადგან სულერთია, სომხები მოგვატყუებენ, რის მაგალითებიც ყოფილა წარსულში, და გარდა ამისა, ჩვენ შორის ურთიერთობა მეტად გამწვავდა და სჯობს, მთელ სომხობას შევებრძოლოთო.

სამაგიეროდ ქართველი ამომრჩევლები შეუთანხმდნენ რუსებს, რომელთა უმრავლესობას შეადგენდნენ ტფილისის მსხვილი მოხელეები და მოიჯარადეები _ წმინდა წყლის “ჭეშმარიტი რუსები”, როგორც შემდეგში ეძახდნენ ამ ხულიგან ელემენტებს.

დადგა არჩევნების დღე. ქართველებს არც ახლა ჰქონდათ ორგანიზაცია, რომელსაც უნდა ეზრუნა, ამომრჩევლები მოეყვანა საარჩევნო კრებაზე. მართლაც, ქართველობიდან მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 39%-მა, მაშინ როდესაც სომხების 50%-ზე მეტი მოვიდა არჩევნებზე. ცხადი იყო, რომ ამ პირობებში ქართველები უეჭველად დამარცხდებოდნენ. მე მხოლოდ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური მომენტის იმედი მქონდა. ვფიქრობდი, რადგან სომხების წინააღმდეგ მთავრობის მიერ სასტიკი ბრძოლაა გამართული და ოფიციალური პრესა მუქარას მუქარაზე უგზავნის სომხებს, ესენი ვერ გაბედავენ უკიდურეს შოვინიზმის გამომჟღავნებას და ქართველ ოც კანდიდატს შეიყვანენ საბჭოში-მეთქი. მით უმეტეს, ვფიქრობდი, რომ ქართველების სიაში შეტანილი არიან ილია ჭავჭავაძე და სხვა ცნობილი მოღვაწეები, ამიტომ სომხები წინდახედულად მოიქცევიან და არ მოისურვებენ ქართველთა ეროვნულ გრძნობის შელახვას-მეთქი. მოლოდინი გამიცრუვდა; “სოლოლაკელებმასასტიკად დაგვამარცხეს: ოც კანდიდატიდან ქართველი აირჩიეს მხოლოდ შვიდი კაცი, ისეთები, რომელთაც თითქმის არავითარი წონა არ ჰქონდათ ქართველ საზოგადოებრიობაში; მხოლოდ ერთი მოჰყვა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, მაგრამ ამანაც ჩხუბი ასტეხაათი თეთრი ქვა მეტი ჩამითვალესო, გაშავებული ვარო. გააშავეს ილია ჭავჭავაძე, ვლადიმერ მიქელაძე, გიორგი წერეთელი და სხვა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები. დამატებით არჩევნებზე უარი სთქვეს და უარი განაცხადეს იმათაც, ვინც არჩეული იყო. ამრიგად, ახალ საბჭოში მოჰყვა მხოლოდ ერთი ქართველი თავ. გიორგი ორბელიანი.

საარჩევნო ბრძოლის ამგვარმა შედეგებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მთელ ქართველ საზოგადოებაზე, სომეხ-ქართველთა ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.

ამ ამბავს მე ორი ფელეტონი მივუძღვენი “ივერიაში”. აღვნიშნე ქართველების შეცდომები ბრძოლის ტაქტიკაში, სომხის პლუტოკრატიის შოვინიზმი და იმავე დროს ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ არც ქართველ ერს და არც სომხის ერს მთლიანად დანაშაული არ მიუძღვის, რომ არ ღირს ეროვნულ შუღლისა და ბრძოლის გამწვავება”.

 რა არის არჩევნები?

არჩევნები ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების ფორმალური პროცედურაა. ხმის მიცემა კი არის მოქმედება, რომელსაც ასრულებს პიროვნება არჩევნების დროს სხვადასხვა კანდიდატს (პარტიას) შორის არჩევნის გაკეთებისას. მიუხედავად მცირე შეზღუდვებისა, სხვა მეთოდებთან შედარებით, არჩევნები საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეთა აზრის გამოსახატავად.

მაგრამ ხელისუფლებას მოქალაქეთა აზრი თუ არ აინტერესებს, მაშინ? _ მაშინ ხდება შედეგების გაყალბება და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა!

სწორედ ამის იმედი აქვს სალომე ზურაბიშვილს, “ქართული ოცნებისმხარდაჭერის შემდეგ ლამის თავი პრეზიდენტი რომ ჰგონია. მართლაც: თუსასწაულიარ მოხდა, მის პრეზიდენტობას წინ ვერაფერი დაუდგება.

და ამას არცაირაისადა არც სხვათა ვითომ კვლევები შეცვლის.

მაგრამ იქნებ ერთხელაც მართლა მოხდეს სასწაული და ისეთი პრეზიდენტი და მთავრობა გვეყოლოს, რომ ყარაჩოხელ გიჟუასავით გვითხრას: “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!”

მაგრამეჰა, ადამ და ევადან ასე იყოდა

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here