Home რუბრიკები საზოგადოება ჩვენი ენა ქართული

ჩვენი ენა ქართული

5089
დედა ენის ძეგლი

პატივცემულო რედაქცია!

მე თქვენი გაზეთის სტაჟიანი მკითხველი ვარ. ძალიან მომწონს ,,საქართველო და მსოფლიოშიგამოქვეყნებული სტატიები და ინტერვიუები, ასევე გაზეთის პოზიცია ჩვენი რთული დროისათვის დამახასიათებელი პრობლემების განხილვისას. სტატიების უმრავლესობას სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. განსაკუთრებით მომწონს დავით მხეიძის, არნო ხიდირბეგიშვილის, ბაკურ სვანიძის, ბესო ბარბაქაძის მასალები. მეამაყება და მსიამოვნებს, რომ მე თქვენი ავტორიც ვარ: გასული წლის 39- ნომერში დაიბეჭდა ჩემი სტატია სათაურით ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს…”.

ამჟამადაც გიგზავნით სტატიას, რომელიც ქართული ენის სიწმინდის დაცვის პრობლემებს ეძღვნება.

პატივისცემით,

მერაბ ნადირაშვილი

“მამული, ენა, სარწმუნოება” _ ამ ილიასეული შეგონების უგულებელყოფით არანაირი ფასი არ ექნება აღზრდას, სწავლებასა და შენებას. დღეს, სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, მამულიც, მშობლიური ენაც და მართლმადიდებლობაც ბნელი ძალების სამიზნედაა გადაქცეული. იმედია, უფლის შემწეობით, ქართველობა შეძლებს საკადრისი პასუხი გასცეს არაკეთილმოსურნეებს.

ანტიქრისტესთან ბრძოლა და ქვეყნის გამთლიანება ადვილი არ იქნება. რაც შეეხება მშობლიური ენის დაცვას, ეს ქართველების ყოველდღიური საზრუნავი უნდა გახდეს. ჩემი მიზანია, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ქართველისათვის მშობლიური ენა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე კომუნიკაციის საშუალება, ის დედაენაა. დედა კი უპირველესი საფიცარი და სალოცავია ყოველი ქართველისთვის.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა არა ერთი და ორი თაობის საზრუნავი ყოფილა. ენობრივი ნორმებიდან გადახრას ყოველთვის სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდა.

ქვემოთ განხილული ენობრივი გადაცდომები აღებულია ბეჭდური და ელექტრონული მედიიდან, რეკლამებიდან, სხვადასხვა დოკუმენტიდან. მკითხველი, ალბათ, დამეთანხმება, რომ მსგავსი შეცდომები საკმაოდ ხშირად გვეჩხირება თვალში, ამიტომაც არ ჩავთვალე საჭიროდ ყველა “წყაროს” მითითება.

მაგალითად: გვეუბნებიან, რომ ორმოდანვერც ევროპა და ვერც ამერიკა ვერ ამოგვიყვანს”. აქვერსრულიად ზედმეტია.

ერთ-ერთი რეკლამა გვირჩევს, რომ ჩვენთვის დაბალი სესხია უკეთესი”. სესხის სიდაბლე ან სიმაღლე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ცხადია, უნდა ეწეროს დაბალპროცენტიანი”.

ლაქების ამოღება 1 გარეცხვაშიჩიქორთულია; სწორიალაქების ამოყვანა ერთი გარეცხვით”.

იქვე “თავს იწონებს” ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი ლგბტ-თა რეკლამაც, რომლის “სიღრმეებში” ჩაწვდომა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება…

სამწუხაროდ, რეკლამის ავტორებს მხოლოდ თავიანთი საქონლისა და იდეების “გასაღება” აინტერესებთ, ამიტომ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ისეთ “წვრილმანს”, როგორიცაა მშობლიური ენის პატივისცემა.

ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთში ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: “…გენერალს სახელმწიფო ბაზარში კი არა, თავდაცვის სისტემაში უნდა ასაქმებდეს”. ამ კონტექსტის მიხედვით, გენერალს სახელმწიფო ბაზარშიასაქმებენ. სწორად ასე უნდა დაიწეროს: “…სახელმწიფო, ბაზარში კი არა, თავდაცვის სისტემაში უნდა ასაქმებდეს გენერალს”.

თავისი სიმართლის დასადასტურებლად საუბარში ხშირად იყენებენ გამოთქმას სწორი ვარ, ნაცვლად ფრაზისა მართალი ვარ”.

“სირისტი” დამახინჯებული კალკია რუსული სიტყვისა “ყძპრყიტ”. ქართულად უნდა ვთქვათ ნესტი, სინესტე…

ტელეწამყვანები რესპონდენტს ხშირად ასე მიმართავენ: “მართლა გეკითხებით”, “მართლა მაინტერესებს”… რა გამოდის: ის, რომ მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ აინტერესებთ და მხოლოდ დროის გასაყვანად უსვამენ რესპონდენტებს?!

არასწორია ფრაზები: “საფრთხის შემცვლელი” და “ლომის წვლილი”. სწორია: “საფრთხის შემცველი”, “ლომის წილი”.

არ არის მართებული გამოთქმა “ცოცხალი ლუდი”. განა შეიძლება ლუდი ცოცხალი ან მკვდარი იყოს?! თუმცა ქართულ ენაში არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგ.: “ცოცხალს” ეძახიან გარკვეული წესით მომზადებულ თევზის კერძს. რაც შეეხება მუსიკას, ცნობილია, რომ ტერმინები “ვივო” (ვივო), “ვივაჩე” (ვივაცე) მუსიკის სწრაფ ტემპში შესრულებას აღნიშნავს და არაფერი აქვს საერთო ე.წ. ცოცხალ მუსიკასთან.…

ექსპერტები და კრიმინალისტები შეცდომას უშვებენ, როდესაც ერთზე მეტ დანაშაულს დანაშაულებებს უწოდებენ. თუ მხოლობითში დანაშაულია, მრავლობითში უნდა იყოს დანაშაულები”. ანალოგიური შეცდომაა კარებები მხოლობითში გვაქვს “კარი”, მრავლობითში იქნება “კარები”.

ტერმინი ყავა დაფქვით ორნაირად შეიძლება გავიგოთ: 1. როგორც მიმართვა რამდენიმე პირისადმი, რათა მათ ყავა დაფქვან; 2. მყიდველისთვის ყავის შეთავაზება დაფქვასთან ერთად. ამ კურიოზულმა გამოთქმამ, რომელიც მეორე ვარიანტს უფრო გულისხმობს, გამახსენა გასული საუკუნის 30-იანი წლების რუსული ფილმის “человек с ружъем” ქართული სახელწოდება: “კაცი თოფით” (აჯობებდა, ეთარგმნათ ასე _ “თოფიანი კაცი”). ეს ჩიქორთული თარგმანი ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას დაუნდობელი კრიტიკის ობიექტი გახდა. საყოველთაოდ ცნობილია, როგორი შემართებით იბრძოდა ქართული სიტყვის დიდოსტატი მშობლიური ენის სიწმინდის დასაცავად.

ბეჭდურ მედიაში ხშირად წერენ _ “…უვადო პატიმრობა გაუნახევრა”. განახევრება ნიშნავს ორზე ან ორად გაყოფას. თუ ეს “გასანახევრებელი” უცნობი სიდიდეა (და ეს მართლაც ასეა, რადგან არავინ იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს “უვადოდ დაპატიმრებული” ადამიანი), მაშინ ამ სიდიდის ნახევარიც უცნობი იქნება და ეს ფრაზაც, ბუნებრივია, არაფრისმთქმელია, უაზრობაა.

მენტორობის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად უნდა გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებებისა, პირველ რიგში კი, სკოლას უნდა დაუბრუნდეს იაკობ გოგებაშვილის “დედაენა”, ხოლო აკაკი შანიძის “ქართული ენის გრამატიკა” უნდა ისწავლებოდეს იმ პროგრამით და იმ მოცულობით (თუ მეტით არა), როგორც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში.

მერაბ ნადირაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here