Home რუბრიკები პოლიტიკა ღმერთო, დაიფარე საქართველო გამძვინარებული რუსული დათვის ხახაში თავის შეყოფისაგან!

ღმერთო, დაიფარე საქართველო გამძვინარებული რუსული დათვის ხახაში თავის შეყოფისაგან!

316

ვლადიმერ პუტინი, სამხედრო თვალსაზრისით, მსოფლიოს ზესახელმწიფოთა შორის ყველაზე ძლიერი (ერთერთი კი არა) იმპერიის პრეზიდენტი რომ არის, მხოლოდ ბრიყვთათვის შეიძლება იყოს სადავო. ამასთანავე, ის, ჩემი აზრით, ნომერი პირველი პოლიტიკოსიც არის. მისი იუმორი ხომ საერთოდპირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გონებამახვილური, ხშირადუხეშიდა შოკისმომგვრელი ფრაზები (მაგალითად, ანგელა მერკელს რომ უთხრა, საქორწინო ღამე პატარძლისათვის გარდაუვალი შედეგით მთავრდებაო) დღესაც ღიმილისმომგვრელია, თუმცა წერილის მთავარი თემა ეს ვერ იქნება.

ამას წინათ გამართულ მორიგ კლოუნადაში ქოც-ნაცებმა რუსეთთან პარალელის გავლებისას კარგა ხნის მივიწყებული პოლიტიკური ტერმინი ახსენეს _ “სუვერენული დემოკრატია”. თქვენც პუტინივით სუვერენულ დემოკრატიას ხართ ამოფარებულიო, _ დაამუნათეს ნაცებმა ქოცები… რა თემაზეც უნდა იყოს ბრიფინგი (თუნდაც მთვარეზე მანდარინების პლანტაციის გაშენებაზე), აუცილებლად გამოხტება მავანი “ჟურნალისტი” ე.წ. კოლექტიური დსავლეთიდან, რომელიც ბრიფინგის მთავარ აქტორს, ტრადიციების მიმდევარ მავან პოლიტიკოსს ლგბტ სექტის უფლებების დაცვის შესახებ კითხვას დაუსვამს და ჰგონია, რომ “ჩაჭრის”.

ტერმინი “სუვერენული დემოკრატია” პირველად სწორედ ვლადიმერ პუტინმა ახსენა რამდენიმე წლის წინათ გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე აბეზარი ჟურნალისტის კითხვის პასუხად. დიახ, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პოსტის მესამე ვადით უეჭველად დასაკავებლად (დიახ, დასაკავებლად და არა ასარჩევად), რადგან უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე და, დიდი ალბათობით, ხვალაც, საბედნიეროდ (თუ, რატომ საბედნიეროდ, ამაზე ქვემოთ) მის პრეზიდენტობას რეალური ალტერნატივა არ გააჩნია…

ლიბერასტი ჟურნალისტის კითხვა კი კოლექტიური დასავლეთის უმთავრეს ღირებულება-ფასეულობიდან გამომდინარეობდა _ თუ დემოკრატები ხართ, რატომ არის აკრძალული რუსეთში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება?

ამ კითხვას ვლადიმერ პუტინმა შესანიშნავი პასუხი გასცა, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც სიტყვასიტყვით ჩამესმის: _ Да вы что, если такими идеями в сибирь, в Татарстан или в Чечне войдём то, нас простые местные жители топорами зарубят! У нас суверенная демократия.

ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო პოლიტიკაში პირველად ახსენა ეს ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, ერთობ ტევადი და მნიშვნელოვანი შინაარსის ტერმინი _ “სუვერენული დემოკრატია”…  მნიშვნელოვანი, რადგან ყველა კულტურულ ხალხს, ერებს საკუთარი, ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების წესი და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ ყველა სარწმუნოების მიმდევართ აერთიანებთ, რომელსაც საზოგადოებრივი მორალი, ბიბლია, ღმერთის რწმენა ჰქვია

ასეა თუ ისე, ოდნავ განათლებულ მკითხველს, რომელსაც შეიძლება გადაბულბულებული არ აქვს დოსტოევსკის გენიალური რომანი “ძმები კარამაზოვები”, ის მაინც ეცოდინება, რომ წინამდებარე წერილის სათაურის პირველ ნაწილს ერთ-ერთ კარამაზოვს, ივანეს, მიაწერენ.  თუ დავუშვებთ, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ამქვეყნად ყველანაირი ავის ქმნა შეიძლება.

ანგლოსაქსებსა და კოლექტიურ დასავლეთს (აშშ) კი სურთ, რომ ყველა და ყველაფერი ერთ თარგზე მოჭრან. მათ არათუ დაუშვეს, არამედ ხმამაღლა უარყვეს ღმერთი და ამიტომ ჰომოსექსუალიზმით დაწყებული, ინცესტით გაგრძელებული, ყველანაირი გარყვნილების პროპაგანდისტები არიან. იქამდეც კი, რომ ზოგიერთ “განვითარებულ” ქვეყანაში პედოფილიაც კი დააკანონეს. ახლა გამოხტებიან ადგილობრივი თუ უცხოელი ლიბერალები და დაგვიწყებენ შეგონებას, რომ  დასავლეთში ყველა გარყვნილი არ არის, და რა მოხდა მერე, ჰომოსექსუალიზმი ქეცი კი არ არის, რომ გადაგედოს და ა.შ.

საქართველოსთვის ერთადერთი ძალა, რომელიც უზნეობის, გარყვნილების ექსპანსიას აღუდგება წინ, მართლმადიდებლობასთან ტანდემში, პუტინისსუვერენული დემოკრატიაა”. არ იქნება რუსეთი _ აღარ იქნება მართლმადიდებელი ეკლესია; არ იქნება მართლმადიდებელი ქრისტიანობა _ აღარ იქნება ქართველი ერი.

ეს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენმა ამერიკელმა “მეგობრებმაც” კარგად იციან, ამიტომაც მოაქციეს ნატოს (აშშ) ალყაში რუსეთი ანგლოსაქსებმა, მაგრამ ჰოი, საკვირველებავ… პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ალყაში მოქცეული რუსეთი კი არა, შიშისგან ისევ მოალყე იანკები ცახცახებენ, რადგან კარგად ესმით, რომ ბირთვული ომი მსოფლიოს დასასრულია, ხოლო არაბირთვული ომის შემთხვევაში ჰიპერბგერითი რაკეტების მფლობელი ვლადიმერ პუტინის მომრევი არავინაა პლანეტაზე, ამიტომ, მით უმეტეს, ავღანეთში განცდილი სირცხვილის შემდეგ აშშ, რომ იტყვიან, სახის შენარჩუნებას ცდილობს და ამ მცდელობაში, უკაცრავად პასუხია და, ძია სემს უკრაინა ისე სჭირდება, როგორც მიცვალებულს  ბროწეულის ოყნა.

ამიტომ  აწვდიან გულუხვად ანგლოსაქსები უკრაინას სხვადასხვა სახის შეტევით იარაღს. ეს უკვე აღარ არის კედელზე ჩამოკიდებული ჩეხოვის თოფი, რადგან დღეს ისეთი დაძაბული ვითარებაა, როგორიც “ცივი ომის” შემდეგ არასდროს ყოფილა.

ვინმე სულელს რომ წაუცდეს ხელი უკრაინაში და დონბას-ლუგანსკში, ან, უარეს ვარიანტში, ყირიმის მიმართულებით ერთი ტყვიაც რომ გავარდეს, მაშინ დაინახავს ამერიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნამდვილ ძალას, ხოლო ბანდერელი ფაშისტები იმას _ როგორი მეგობრობა იციან იანკებმა.

რაც შეეხება საქართველოს, არასამთავრობოები და ურაპატრიოტები ხელისუფლებას უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ…

ღმერთო, დაიფარე საქართველო გამძვინარებული რუსული დათვის ხახაში თავის შეყოფისაგან!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here