Home რუბრიკები პოლიტიკა ფორთხვაში მრავალნაცადი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს: დაბადებული ხოხვისთვის ფრენას ვერ შეძლებს!

ფორთხვაში მრავალნაცადი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს: დაბადებული ხოხვისთვის ფრენას ვერ შეძლებს!

მიხეილ სააკაშვილი

ძალიან იშვიათად ხდება, როცა კონკრეტული ადამიანი ისეთ უტიფარ განცხადებას აკეთებს, რომ სტატიის დაწყება მიჭირს, ანუ არც კი ვიცი, როგორ დავიწყო და დავამთავრო უსინდისობის აპოგეაზე წერა. ეს ის შემთხვევაა, როცა მიხეილ სააკაშვილმა უტიფრობა ხელოვნების დონეზე აიყვანა და ისეთი რამ თქვა, თავმოყვარეობის ნატამალი რომც მოიძიოს, ვერ იპოვის.

და მაინც, რა თქვა ასეთი კაცმა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ქვეყნის პირველი პირი.

ორიოდე დღის წინათ მიშამ კიევში მორიგი საპროტესტო აქცია გამართა, მერე სცენაზე აძუნძულდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და… “დაბადებული ხოხვისთვის, ფრენას ვერ შეძლებს! შესაძლოა, პეტრო პოროშენკო კანფეტების ფაბრიკის კარგი დირექტორია, მაგრამ პრეზიდენტობა არ არის მისი ბედისწერა…”

ხოხვისთვის დაბადებული, ფრენას რომ ვერ შეძლებს, დიდი ხანია, ვიცით და მაშინაც ვიცოდით, როცა 2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა გორში, მიწაზე ოთხზე მხოხავი სააკაშვილი; როცა მიშა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, სრულიად მსოფლიომ გაიგონა დაცვის განწირული ყვირილი: “ფეხი დაუდეთ, ფეხი!..” და კაცი, რომელმაც მთელ ქვეყანას ისე დაუდო ფეხი, რომ დღემდე ვერ წამოვდექით, ოთხზე დაეცა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის წინ იხოხა. სხვათა შორის, ფრანგ მინისტრს რუსული ვერტმფრენების დანახვაზე წარბიც არ შეტოკებია, ამაყად იდგა ნაპოლეონის ქვეყნის შვილი, მაგრამ აღმაშენებლის ქვეყნის შვილი მის წინ ხოხავდა.

ვერ გეტყვით, იკადრებს თუ არა პოროშენკო მიშას სიტყვებზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ უპრიანი იქნება, თუ ხმას არ ამოიღებს, უბრალოდ, ბრიფინგს დანიშნავს და მდუმარედ აჩვენებს ჟურნალისტებს იმ ვიდეოს, რომელზეც ასახულია, მიშა როგორ ხოხავს. ერთი ეგაა, ვიდეოში სუნი არ იგრძნობა. არადა, დაცვა და იქ მყოფი ხალხი ამბობს, სუნიც გვარიანი დააყენა სააკაშვილმაო.

რისი და ვისი იმედი აქვს უკრაინაში სააკაშვილს, ვერ გეტყვით, მაგრამ, თუ უკრაინელებმა ასე განაგრძეს და მიხუილას დაკრულზე იცეკვეს, მალე მთელი ქვეყანა დადგება ოთხზე, მიშა კი მიადგება ცოცხებით, ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოში გააკეთა. მანამდე კი, სანამ უკრაინა აზრზე მოვა, სააკაშვილი ისევ აძუნძულდება ტრიბუნაზე, ისევ ომახიანად შეჰყვირებს პოროშენკოს, ისევ იტყვის ისეთ რამეს, რის შემდეგაც სტატიის დაწყება გაჭირდება და წარბიც არ შეუტოკდება, იმიტომ, რომ სააკაშვილმა თავმოყვარეობა 2008 წელს გორის მტვერში ამოგანგლა და იქვე დატოვა…

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. მაშინ კუშნერს ძალზედ გაუკვირდა რა სჭირსო, მერე კი მოითხოვა გორში სტალინის ძეგლთან მომიყვანეთო, მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან და სურათიც გადაიღო, რის შემდეგ ძალიან მშვიდად დატოვა გორი.ეს მიამბო მისი კორტეჟის ერთ ერთი ავტომანქანის მძღოლმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here