Home რუბრიკები საზოგადოება ფეხბურთელები, რომლებმაც მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს

ფეხბურთელები, რომლებმაც მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს

651
ფეხბურთელები, რომლებმაც მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს

ფეხბურთის ისტორიაში იშვიათად, მაგრამ მაინც არის მაგალითები, როცა ფეხბურთელს დაუმსახურებია მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივართა ოვაციები. ფეხბურთში ძალიან ძნელია ყველას პატივისცემის მოპოვება, მაგრამ გულშემატკივრები ზოგჯერ მზად არიან, გვერდით გადადონ ემოციები და ღირსეულად შეაფასონ ნამდვილი გენიოსი. ზუსტად ასეთი რამ მოხდა ამა წლის 17 მარტს სევილიაში, სტადიონბენიტო ვილამარინზეგამართულრეალ ბეტისისადაბარსელონასშეხვედრაში, როცაბარსელონასკაპიტნის, არგენტინელი ლიონელ მესის შესანიშნავი თამაშით აღტაცებული გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ და სკანდირებდნენ: “მესი, მესი, მესი!”.

დიეგო მარადონა
დიეგო მარადონა

დიეგო მარადონა.

1983 წ. “სანტიაგო ბერნაბეუ”, “რეალი” (მადრიდი) _ “ბარსელონა” (ბარსელონა) 2:2.

მადრიდული კლუბის გულშემატკივრებმა ოვაციები მოუწყვეს დიეგო მარადონას, როცა მან ესპანეთის სამეფო თასის პირველ ფინალურ მატჩში (იმხანად თასის ფინალი ორი მატჩისგან შედგებოდა) მეორე ბურთი გაიტანა “რეალის” კარში. იმ შეხვედრაში “რეალმა” შეძლო, თავი დაეღწია დამარცხებისგან, მაგრამ საპასუხო მატჩში ბარსელონას “კამპ ნოუზე” დამარცხდა _ 1:2.

რონალდო
რონალდო

რონალდო.

2003 წ. “ოლ ტრაფორდი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” _ “რეალი” 4:3

საკულტო მატჩი (“მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადავიდა მადრიდის “რეალი”) და რონალდოს საკულტო ჰეთ-თრიკი. ბრაზილიელმა მოედანი 67-ე წუთზე დატოვა _ მას ტაშს უკრავდა მთელი სტადიონი.

რონალდინიო
რონალდინიო

რონალდინიო.

2005 წ. “სანტიაგო ბერნაბეუ”. “რეალი” _ “ბარსელონა” 0:3

“სანტიაგო ბერნაბეუ” საშინელი ადგილია სტუმრებისთვის, მაგრამ “რეალის” თავგადაკლულ გულშემატკივრებსაც კი მოუწიათ “ბარსელონას” ვარსკვლავის ბრწყინვალე თამაშის აღიარება. ბრაზილიელმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა და 2 ბურთი გაიტანა. კატალონიელებმა მატჩი მოიგეს ანგარიშით 3:0. რონალდინიომ მადრიდელთა აპლოდისმენტების ქვეშ ჩვეული ფართო ღიმილით დატოვა მოედანი.

ალესანდრო დელ პიერო
ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო.

2008 წ. “სანტიაგო ბერნაბეუ”, “რეალი” _ იუვენტუსი 0:3

34 წლის დელ პიერომ შესანიშნავად ითამაშა, ჯერ მარცხენა ფეხით დაარტყა და ფანტასტიკური სილამაზის ბურთი გაიტანა, შემდეგ კი შეძლო საჯარიმო დარტყმის რეალიზება _ 0:2. მადრიდელებმა ალესანდრო ოვაციებით დააჯილდოვეს, როცა მოედანს ტოვებდა.

ლიონელ მესი
ლიონელ მესი

ლიონელ მესი.

2009 წ. “ვისენტე კალდერონი”, “ატლეტიკო” _ ბარსელონა: 1:5

ერთ-ერთი შესანიშნავი თამაში შედარებით ადრინდელი მესისგან, ლეომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და მცველები გააწამა. მეორე ტაიმში გვარდიოლამ (ეს იყო მისი მწვრთნელობის პირველი სეზონი “ბარსელონაში”) შეცვალა არგენტინელი, რომელიც ათასობით მადრიდელმა გულშემატკივარმა აპლოდისმენტებით გააცილა მოედნიდან.

ანდრეს ინიესტა
ანდრეს ინიესტა

ანდრეს ინიესტა.

2010 წ. “კორნელია _ ელ პრატი”, “ესპანიოლი” _ “ბარსელონა” 1:5

2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიელთა კარში გამარჯვების მომტანი ბურთის გატანის შემდეგ ინიესტამ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურა გაიძრო და გამოაჩინა წარწერა: “დანი ხარკე ყოველთვის ჩვენთანაა” ((Dani Yarque con nosotros)). ინიესტას მეგობარი ხარკე “ესპანიოლში” თამაშობდა და 2009 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ მატჩში “ბარსელონამ” გაანადგურა მეტოქე, მაგრამ “ესპანიოლის” გულშემატკივრებმა ინიესტა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.

ჩავი
ჩავი

ჩავი.

2015 წ. “სან-მამესი”, “ატლეტიკი” _ “ბარსელონა” 2:5

ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავის ბოლო სეზონი “ბარსაში” _ “ატლეტიკის” გულშემატკივრებმა ოვაციები არ დაიშურეს ლეგენდისთვის.

კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ.

2018 წ. “იუვენტუს სტედიუმი”, “იუვენტუსი” _ “რეალი” 0:3

ეს მომენტი ახლახან მოხდა და კარგად ემახსოვრება ფეხბურთის მოყვარულებს. “იუვეს” გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს კრიშტიანუ რონალდუ იტალიელთა კარში მაკრატელათი გატანილი ბურთისთვის. როგორც ჩანს, სწორედ ამ ეპიზოდმა გადააწყვიტინა მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ თავდამხსმელს “იუვენტუსში” გადაბარგება.

ლიონელ მესი
ლიონელ მესი

ლიონელ მესი.

2019, “ბენიტო ვილამარნი”, “რეალ ბეტისი” _ “ბარსელონა” 1:4

31 წლის არგენტინელმა ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. თავდაპირველად ბრწყინვალედ დაარტყა საჯარიმო, შემდეგ სუარესის პასით ერთი შეხებით გაგზავნა ბურთი სევილიელთა კარში, ბოლოს კი ფეხბურთის ჭეშმარიტ მოყვარულებს შედევრი აჩუქა _ ფილიგრანული დარტყმით გაიტანა მესამე გოლი. სტადიონზე შეკრებილი “ბეტისის” გულშემატკივრებმა აპლოდისმენტები არ დაიშურეს არგენტინელი გენიოსისთვის.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here