Home რუბრიკები საზოგადოება უფლება მქონდა ძალადობისო

უფლება მქონდა ძალადობისო

792
ჩარლი პარკერი

ამერიკის ალაბამას შტატის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა ქალმა, ჩარლი პარკერმა, გადაწყვიტა, იბრძოლოს მოსწავლეებთან სექსუალური ურთიერთობის უფლების მოსაპოვებლად.

ამ ქალს ბრალად ჰქონდა წაყენებული 16 წლის ბიჭებთან გარყვნილი ურთიერთობის მცდელობა. პასუხად ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა, რომ მოსწავლეებთან სექსურთიერთობის დამყარების აკრძალვა ანტიკონსტიტუციურად იყოს აღიარებული.

ამჟამად მოქმედი კანონებით, მასწავლებლებს ეკრძალებათ სექსი მოსწავლეებთან, რომლებიც 19 წლისანი არ არიან. სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე აკრძალვა არ ვრცელდება.

ქალბატონს გადაწყვეტილი აქვს, დაამტკიცოს, რომ მასწავლებლებს აქვთ სხვა დარგებში დასაქმებულთა მსგავსი უფლებები.

თუ ეს “პროგრესისტი” ქალბატონი შეძლებს და სასამართლოს თავის სიმართლეში დაარწმუნებს, ამით მოგებული დარჩება მისი 33 ქმარიც, რომელსაც შარშან ზაფხულში ბრალად ჰქონდა წაყენებული სექსუალური კონტაქტი 16 წლის მოსწავლესთან.

იანვარში თავის ძაღლთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებაში ავსტრალიის მოქალაქე მამაკაცი დააჯარიმეს.

გულის ამრევია, ბატონებო, ამის წერაც და წაკითხვაც, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ, რა ზნეობრივი “სიწმინდეც” სუფევს იმ მხარეში, რომელშიც მზე ჩადის და რომლისკენაც ბრმასავით ხელებგაშვერილები მივყვებით, აქაურობას გაცლის სურვილით.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here