უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამ განაცხადა, რომ მისი უწყება გადახედავს საქმეებს, რომლებიც დახურულია წინა ხელმძღვანელობის მიერ, მათ შორის, საქმეს, რომელიც გახმაურდა ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
რიაბოშაპკის თქმით, სიაში საქმეებისა, რომლებიც აუდიტს ექვემდებარება, არის ისეთებიც, “რომლებშიც ფიგურანტებად შეიძლება იყვნენ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი, Burisma Group-ის მფლობელი ნიკოლაი ზლოჩევსკი და სხვები. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ასეთი საქმეების რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს.