Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინა _ გეოპოლიტიკის გორდიას კვანძი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაჭრას

უკრაინა _ გეოპოლიტიკის გორდიას კვანძი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაჭრას

240

მსოფლიო მასმედიაში გამოქვეყნებული წერილების უმრავლესობა, როგორც წესი, იმის კონსტატაციით იწყება, რომ დღეს რუსეთსა და ნატოს (აშშ) შორის შექმნილი უაღრესად დაძაბული ვითარების სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის ალბათობა უპრეცედენტოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უდავო ჭეშმარიტებაა, მსოფლიო საზოგადოებრიობას, დიდი ხანია, “ყური მოჭრა”, დაღალა ამ ჭეშმარიტების წარამარა უმთავრეს ახალ ამბად მოსმენამ თუ წაკითხვამ, ამიტომ ერთად გავიხსენოთ, როგორ, ვის და რის გამო აღმოჩნდა მსოფლიოცივი ომისდამთავრების შემდეგ უპრეცედენტოდ დაძაბულ, ომის ზღვარზე მყოფ ვითარებაში, და იქნებ გამოსავალიც ერთად ვიპოვოთ. თუმცა ჩვენ რის მპოვნელები ვართ, ვინ რას გვეკითხება ამ გეოპოლიტიკურ მონსტრთა ჭიდილში? ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და, მომავალზე ვარაუდების გამოთქმა თუ შეგვიძლია, მეტი არაფერი.

ე.წ. ფერადი რევოლუციები _ აი, თავიდათავი უბედურებებისა, რაც მოხდა და, სავარაუდოდ, მოხდება, თუ პუტინმა არ ივაჟკაცა, მაგრამ ამაზე ქვემოთ. მანამდე კი… სიტყვამ მოიტანა და, მასმედია, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს, ხშირად რუსეთის მაგივრად პუტინს ახსენებს. მაგალითად, აშშ-პუტინი და ა.შ. თუმცა რაღა შორს მივდივართ. ახლახან, როდესაც ამერიკამ რუსეთის 5-პუნქტიან მოთხოვნაზე (ულტიმატუმზე) რუსეთისთვის მიუღებელი წერილობითი პასუხი გასცა, ამერიკელები იმას კი არ კითხულობენ, რას უპასუხებს რუსეთი, არამედ საჯაროდ მსჯელობენ, რას უპასუხებს აშშ-ს ვლადიმერ პუტინი, რადგან ანგლოსაქსებმა იციან, რომ რუსეთის პრეზიდენტი იმპერიის ერთპიროვნული დიქტატორი არა, მაგრამ ავტორიტარული მმართველია. სხვანაირად არც შეიძლება _ მსოფლიო იმპერიათა ისტორიამ არ იცის მაგალითი იმისა, რომ ანტიკური ხანიდან დღემდე რომელიმე იმპერია დიქტატორულად ან ავტორიტარულად არ იმართებოდა, რადგან იმპერიისა და ლიბერალური დემოკრატიის ერთად “ბალახობა” სახელმწიფოში სრულ ქაოსს, ანარქიას ნიშნავს. ეს რომ ასეა, მტკიცებულების მოსაძებნად შორს წასვლა არ დაგვჭირდება. ე.წ. კოლექტიური დასავლეთიც ხომ გარკვეულწილად იმპერიაა, რომელსაც ანგლოსაქსური ლიბერასტური დემოკრატიის კანონებით ერთპიროვნულად მართავს აშშ?!

ჰოდა, იმაზე მეტი ქაოსი, ანარქია, უღმერთობა, უზნეობა გაგონილა სადმე, როცა ლიბერასტული დემოკრატიის ეგიდით, უკაცრავად პასუხია და, მამრი თავს ისაჭურისებს და ქალი ვარო, გაიძახის, ან როცა ადამიანი ოფიციალურად ქორწინდება რომელიმე ცხოველზე, ან სადაც “დემოკრატიის” ძალით დაკანონებულია პედოფილია, ინცესტი და ა.შ., რომელთა წარმოდგენაც კი სისხლს უყინავს ძარღვებში ყველა ნორმალურ ადამიანს… რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ზნედაცემული არ არის. უფრო მეტიც, იქ ნორმალური ადამიანები უმრავლესობაა, მაგრამ დუმან, რადგან ლიბერასტული დემოკრატიის კრიტიკისთვის სამსახურის დაკარგვა, ხშირად პატიმრობაც კი გარანტირებული აქვთ. ჰოდა, დაცულია “დემოკრატიის” მთავარი პოსტულატი _ უმცირესობა მართავს უმრავლესობას და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი “სამართლიანობის”, ანუ არაბუნებრივი ცხოვრების წესის დანერგვა ე.წ. ფერადი რევოლუციებით დაიწყო, რევოლუციებით, რომელთაგან პირველი აყვავებულ იუგოსლავიაში განხორციელდა. შედეგად კი ერთ დროს გაერთიანებული, მრავალეროვანი და მრავალკონფესიური იუგოსლავიის, დღეს მხოლოდ მართლმადიდებელი სერბეთის დედაქალაქი ბელგრადიდემოკრატიულადდაბომბა და მიწასთან გაასწორა ნატოს ავიაციამ, რომლისასებს”, პირველ რიგში, მართლმადიდებელი ტაძრების განადგურება ჰქონდათ ნაბრძანები. ამის მთავარი შედეგი იუგოსლავიის მარტივ მამრავლებად დაშლა და მის ადგილას რამდენიმედამოუკიდებელისახელმწიფოს გაჩენა იყო. ესეც არ იკმარეს ლიბერასტმა ანგლოსაქსებმა და სერბეთს კოსოვო “აახიეს”, ხოლო იუგოსლავიის სერბ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს, ჰააგის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ციხეში, სადაც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ასეთი განსაკუთრებული სიმკაცრით იმიტომ დასაჯეს სერბეთი, რომ ერთმორწმუნე რუსეთის ერთგულებაზე უარი არ თქვა. სერბები ხომ ბალკანეთში ერთმორწმუნე რუსეთის ისტორიულად მრავალსაუკუნებრივი მოკავშირეები იყვნენ და დღესაც არიან. იუგოსლავიის ადგილას წარმოქმნილი კვაზი სახელმწიფოები კი, რომლებმაც ჯორჯ სოროსის “ბიბლიაზე” ლიბერასტული იდეოლოგიისადმი ერთგულების ფიცი დადეს, სასწრაფოდ შეიყვანეს ნატოსა და ევროკავშირში. მოკლედ, ავადსახსენებელი ჯორჯ სოროსის პირველი ფერადი პროექტი მოსალოდნელზე მეტი წარმატებით განხორციელდა და, მადა ჭამაში მოდისო _ საქართველოს რიგიც დადგა. ე.წ. ვარდების რევოლუციით, სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულ მიხეილ სააკაშვილს მისმა მამა-მარჩენალმა ჯორჯ ბუშმა “დემოკრატიის შუქურა” უწოდა. მერე რა, რომ მას შემდეგ ამ შიზოფრენიკმა რუსეთთან ომში “გაიმარჯვა”?! დე ფაქტო ისედაც დაკარგული სოხუმ-ცხინვალი დე იურედაც დაკარგა, კოდორის ხეობა და ახალგორიც რუსეთს ჩააბარა და საქართველოს მოსახლეობას გენოციდი მოუწყო ციხეებში გაუგონარი წამებით. მიხეილ სააკაშვილის ანგლოსაქსი კურატორებისთვის მთავარი იყო ის, რომ საქართველო კავკასიაში უძლიერეს რუსოფობიურ ცენტრად ჩამოყალიბდა და ამიტომ ვერ ხედავდნენ ფართოდ დახუჭული თვალებით და ხმას არ იღებდნენ იანკები მათი აღზრდილის ზემოჩამოთვლილ ავკაცობებზე.

დავუბრუნდეთ აშშ-ის მიმართ რუსეთის მოთხოვნა-ულტიმატუმს უსაფრთხოების წერილობითი გარანტიების შესახებ, რომლის ტექსტი საჯაროდ გამოქვეყნდა, განსხვავებით ანგლოსაქსების პასუხისა, რომელიც, მათივე თხოვნით, ვლადიმერ პუტინმა არ გაასაჯაროვა, იანკების პასუხის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ თანახმანი არიან მხოლოდ მეორეხარისხოვან საკითხებზე სალაპარაკოდ. ეს მაშინ, როდესაც 5-პუნქტიანი მოთხოვნის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმთავითვე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებზე აშშ-ის გარდა არავისთან აპირებს საუბარს, რადგან ე.წ. კოლექტიური დასავლეთი მხოლოდ ქაღალდზე არსებული ფიქციაა და მისი ერთადერთი მმართველი ამერიკის შეერთებული შტატებია. რუსეთმა ისიც განაცხადა, რომ 5-პუნქტიანი მოთხოვნა არ არის რესტორნის მენიუ, რომლიდანაც მხოლოდ შენთვის გემრიელ კერძებს შეარჩევ. დოკუმენტის ყველა პუნქტს ან მთლიანად მიიღებ ან საერთოდ არ მიიღებ. დოკუმენტზე უარის შემთხვევას ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხედრო-ტექნიკურ პასუხს გასცემს. მას მობეზრდა აშშ-ის მრავალწლიანი ტყუილები და აღარ აპირებს პროცესის უაზრო მოლაპარაკებების რეჟიმში გადაყვანას. დღეს სწორედ ეს მომენტია _ აშშ-მა მენიუს პრინციპით განიხილა ვლადიმერ პუტინის უპრეცედენტოდ მკაცრი განცხადება. ფაქტობრივად, უარი უთხრა რუსეთს ნატოს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე და ახლა იმას მარჩიელობენ, რას ნიშნავს სამხედრო-ტექნიკური პასუხი, რომელიც აუცილებლად იქნება, რადგან რუსეთის პრეზიდენტი სიტყვის კაცია. მანამდე კი კოლექტიურ დასავლეთში 2 ნიშანდობლივი რამ მოხდა: გერმანიის სამხედრო საზღვაო ჯარების სარდალს მხოლოდ იმიტომ მოუწია გადადგომა, რომ განაცხადა (ტელესიუჟეტიდან ვციტირებ): ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში არასოდეს იქნება, რუსეთი პატივისცემას ითხოვს, რასაც იმსახურებს კიდეც”. და იქვე, ასევე ტელესიუჟეტიდან, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება: “უკრაინის ადგილი არ არის ნატოში, უნდა მივიდეთ შეთანხმებამდე, რომელშიც რუსეთის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს, მის ცხელ ფაზაში გადასვლის შემთხვევაში, ხორვატია უკლებლივ ყველა ჯარისკაცს გამოიყვანს კონფლიქტის ზონიდან”… როგორც ჩანს, ნატოშიც არ არის ერთსულოვნება და იქ საღად მოაზროვნე ხალხიც არსებობს, რომლებიც უსიტყვოდ არ ემორჩილებიან ანგლოსაქსების დიქტატს. აშშ, ერთი მხრივ, უკრაინის პრობლემის დიპლომატიის გზით მოგვარებაზე საუბრობს და, მეორე მხრივ, იმავე უკრაინას აურაცხელი იარაღით ამარაგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგლოსაქსებს უკრაინა ფეხებზე ჰკიდიათ, ხოლო მისი მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად სჭირდება.

რუსეთსა და აშშ-ს შორის უაღრესად დაძაბული ვითარების მიუხედავად, ქოც-ნაცების ხელისუფლებას ახლა მოუნდა “მოძმე” უკრაინის (ნეტავი სად ჩანს მათი ძმობა? იმაში ხომ არა, რომ დღემდე ინახავენ და ცივ ნიავს არ აკარებენ ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე ყოფილ მაღალჩინოსან სადისტებს) მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავება. ქოცების მიერ შეთავაზებული ტექსტი, სიმართლე უნდა ითქვას, ზომიერად დიპლომატიურია, რაც არ მოეწონა ნაცოპოზიციას, ალბათ, იმიტომ, რომ რეზოლუციას პუტინის დედ-მამის საფლავის გიორგი გაბუნიასეული გინება აკლდა…

დღევანდელი ვითარება “ცივ ომს” ჰგავს, როცა ორი იდეოლოგია _ კომუნისტური და კაპიტალისტური _ ებრძოდა ერთმანეთს. ახლაც იგივე ვითარებაა ან შეიძლება უარესიც, რადგან “ცივი ომი” არ დამთავრებულა და სხვა აქტორების მონაწილეობით გრძელდება. მოკლედ, დღეს მსოფლიოში შექმნილი ვითარება გორდიას კვანძია. რომელსაც, როცა იქნება, ვლადიმერ პუტინი ერთი დარტყმით გაჭრის, რაც მსოფლიოს იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ორ ნაწილად გაყოფს _ ერთი მხრივ, სატანისტურ ნაწილად, რომლის მიზიდულობის ცენტრი ანგლოსაქსების ამერიკა იქნება თავისი უზნეო “დემოკრატიით” და, მეორე მხრივ, მართლმადიდებელი ქრისტიანობის ნაწილად, რომლის მიზიდულობის ცენტრი მოსკოვი იქნება თავისი სუვერენული დემოკრატიით და, დიახ, ავტორიტარული მმართველობით.

იმედია, თანამედროვე სატანიზმს უფლის შეწევნით დაამარცხებს ადამიანი.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here