Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემა არ გვაქვს, სივრცე უკონტროლოა და ისე...

ტრისტან წითელაშვილი: საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემა არ გვაქვს, სივრცე უკონტროლოა და ისე დათარეშობს ყველა, როგორც მოესურვება. ვის რისთვის უნდა “სტინგერები”?

1830
ტრისტან წითელაშვილი

საქართველო აშშისგან საჰაერო თავდაცვით სისტემებს – “სტინგერებსმიიღებს”, _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მინისტრის შეფასებით, “ჯაველინებისგადმოცემის შემდეგსტინგერებისგადმოცემა თავდაცვის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის სისწორესა და აშშის მიერ მის აღიარებაზე მიუთითებს. მანამდე, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები _ “ჯაველინიაშშისგან 75 მილიონ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხებასტინგერებს”, კონკრეტულ კონტრაქტზე არაფერი ვიცით _ არ ვიცით, რა მოცულობისაა, შედის თუ არა მასში სპეციალისტების მომზადება და სხვ. ოფიციალური პირები პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მათ განცხადებებში სტრიქონებს შუა იკითხება, რომ ამ იარაღს რუსეთის მოსაგერიებლად ყიდულობენ. “საქართველო და მსოფლიოსსამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა:

_ “სტინგერებზე” უკეთესი შეიარაღება გვქონდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა ომის პროვოცირება. ეს იყო “ბუკები”, “M4”-ები, “იგლები”, “სტრელები”; ამ იარაღებით მაშინ ვერ მოიგერიეს მოწინააღმდეგის ბომბდამშენები. გადავხედოთ ახალ რეალობას _ რუსეთს თავდაცვის ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს. ეს ქვეყანა არც კი შემოიჭრება საქართველოში, თავისი ტერიტორიიდან ისე განახორციელებს წერტილოვან დარტყმებს და მაშინ ვერცჯაველინიგვიშველის და ვერცსტინგერი”. რუსეთს ცხინვალსა და ოჩამჩირის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს “C 400”-ები, რომლებიც 400კმ-ის რადიუსში აკონტროლებს და ანადგურებს ყველაფერს. მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ისგან მიიღო “ჯაველინები”, ისეთი განცხადებები გაკეთდა, თითქოს ჩვენ უკვე დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნეთ და სრულ მზადყოფნაშია თავდაცვის სისტემა. თანამედროვე სამხედრო ტექნოლიგიებში “ჯაველინები” აღარ გამოიყენება, მით უმეტეს, მაინტერესებს, საქართველოს პირობებში სად უნდა გამოიყენონ და როგორ აამოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუკი მოწინააღმდეგე საბრძოლო მოქმედებას განახორციელებს. ეს არის პროვოკაციული განცხადებები. ლევან იზორიას პროვოკაციული განცხადებები მახსენებს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებს, როდესაც თქვა: ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, მოიგერიონ ნებისმიერი საბრძოლო შემოტევაო. ყველამ იცის, როგორ საბრძოლო მზადყოფნაში იყო ჩვენი შეიარაღებული ძალები, როდესაც სააკაშვილმა მოახერხა აგვისტოს ომის პროვოცირება 2008 წელს. ისე, არ დაგვავიწყდეს, ვინ არის ლევან იზორია და საიდან მოვიდა პოლიტიკაში. იზორიას კარიერა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც 2004-2006 წლებში პოლიციის აკადემიის რექტორი იყო. ამერიკამ 2006 წელს დაიწყო საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარაღის მიწოდება. ამერიკიდან იყო დაფინანსება, ხოლო იარაღის შესყიდვა უკრაინაში ხდებოდა. საყურადღებოა, რომ საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ქმედებებთან, რომელთა დადასტურებაც დოკუმენტებით შემიძლია.

_ რას გულისხმობთ?

_ 2006 წელს საქართველომ დაიწყო ამერიკული თანხებით იარაღის შესყიდვა უკრაინის ერთ-ერთი კომპანიიდან, რომლის გენერალური დირექტორი იყო სერგეი ბონდარჩუკი. საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის იმჟამინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან, შესაბამისად, უკრაინის მხარეს უნდა მოეწოდებინა სხვადასხვა ტიპის თავდაცვითი შეიარაღება და საბრძოლო მასალები. იცით, როგორ ხდებოდა? _ სეიშელის კუნძულებზე გახსნილი ჰქონდათ საიდუმლო ანგარიში, ამერიკიდან თანხები ჯერ იქ ირიცხებოდა, იქიდან კი _ თავდაცვის სამინისტროში, როგორც გრანტები, ხოლო თავდაცვის სამინისტრო ამ თანხებს ურიცხავდა უკრაინულ მხარეს. ასე ათეთრებდნენ ფულს, რომლის გარკვეული ნაწილი ამერიკაში ბრუნდებოდა ლობისტებთან. საბოლოოდ ეს საბრძოლო ტექნიკა აღმოჩნდა სულ სხვა ქვეყანაში _ სირიაში. მინდია ჯანელიძე იყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამ საქმის გამოძიებით დაინტერესდა. ჩაერთო გენინსპექცია, სამხედრო პოლიცია, მაგრამ არ აცალეს. იმის მაგივრად, რომ მადლობა ეთქვათ, რუსეთის დაზვერვის აგენტი უწოდეს. ვინც დაინტერესებულია მსგავსი საქმეების გამოძიებით, ამერიკელების პირდაპირი ბრძანებაა, გენერალური შტაბის უფროსებმა მათ ბრალი დასდონ რუსეთის დაზვერვის აგენტობაში. ასე გააკეთეს ჩემ შემთხვევაშიც, როდესაც ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში, თითქოს სამი მილიონი ლარი გავფლანგე და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დაავალეს, ფალსიფიცირებული სიუჟეტი მოემზადებინა, თითქოს მე სამხედრო ბაზებში ვიპარებოდი და ფარულ ვიდეოჩაწერას ვახორციელებდი, რომელსაც შემდეგ ვაწვდიდი რუსულ მხარეს. ეს რატომ გააკეთეს, იცით? _ იმიტომ, რომ გადაეფარათ ჩემი ნამოქმედარი, როცა ვამხილე სააკაშვილის ხელისუფლება და ხელმძღვანელი პირები _ ბაჩანა ახალაია და გიგი კალანდაძე.

_ გამოდის, აშშ თავის საქმეს საქართველოს ხელით აკეთებდა?

_ დიახ. ამერიკა დღესაც საქართველოს ხელით აკეთებს თავის საქმეებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: ჩვენ არ ჩავერევით საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტში. არის ხალხი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იომებსო. მათ მივცეთ იარაღი და ფული. ამერიკა აფინანსებს საქართველოსა და უკრაინაში მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს, საითაც მიჰყავთ საქმე იზორიებსა და მისნაირებს. არ არის გამორიცხული, პროვოკაციული ქმედებების გამო, გარკვეული ტიპის საბრძოლო მოქმედებები განაახლოს მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოში.

_ საქართველოს ტერიტორიის 20% ჩვენს იურისდიქციაში არ არის. ამ ტერიტორიებზე გავლენის აღსადგენად რა ჯობია _ “ჯაველინებითდასტინგერებითმომარაგება თუ მათ დე ფაქტო ხელისუფლებასთან და რუსეთთან დიალოგი?

_ მინისტრებმა და პოლიტიკოსებმა პენტაგონში სირბილსა და დირექტივების მიღებას თავი უნდა დაანებონ. სჯობს, რეალურად დაიწყონ მოლაპარაკება რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, როგორ და რა ფორმებით აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთთან დიალოგის გარეშე არაფერი შეიცვლება. ამ ეტაპზე საქართველო არის ბრძოლისუუნარო. საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემა საერთოდ არ გვაქვს და ეს “სტინგერები” ვის რისთვის სჭირდება?! საქართველოს საჰაერო სივრცე არის უკონტროლო და ისე დათარეშობს ყველა, როგორც მოესურვება. შესაბამისად, მშვიდობიან მოლაპარაკებებს და დიალოგს რუსეთთან ალტერნატივა არ აქვს, რუსეთი კი ამისთვის მზად არის. ამერიკაშიც გამოვიდნენ კონგრესმენები, თითქოს მიესალმებიან საქართველოს ინიციატივას მოლაპარაკებების გზით რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე, მაგრამ, ამასთანავე, მინისტრებსა და პოლიტიკოსებს შენიღბულად იბარებენ კაბინეტებში და ახალ დავალებებს აძლევენ.

_ სურს ამერიკას, რომ საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან და დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები?

_ ნატოს გენერალური მდივანი დაუფარავად ამბობს, ჩვენ უნდა დავასუსტოთ რუსეთიო. მათ პრეტენზია აქვთ რუსეთთან, რატომ ფლობს ის ამხელა ქონებას ვგულისხმობ წიაღისეულ სიმდიდრეებს. ამერიკის მიზანია, როგორმე დაასუსტოს რუსეთი და მოიმწყვდიონ კუთხეში პოლიტიკურად. შესაბამისად, ცდილობენ, ამ გეგმის მიხედვით გააძლიერონ საქართველო და უკრაინა, რათა ჩვენი ხელით გააკეთონ საქმე. შემდგომში კი ულტიმატუმის ენით დაუწყონ საუბარი _ ეს ძალიან ადვილი შესამჩნევია. რაც მეტ ქაოსურ მდგომარეობაში ვიქნებით, ეს ამერიკელების წისქვილზე დაასხამს წყალს. მანამდე არაფერი გვეშველება, სანამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ოკეანის გაღმა წანწალს არ შეეშვებიან და არ დაემშვიდობებიან ამერიკასა და მათ ფულს. რუსეთს არ უნდა, რომ მის მეზობელ ტერიტორიაზე შემოიყვანონ ნატოს ჯარები, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესი. თუ ეს არ მოხდება, მერწმუნეთ, დაიწყება დეოკუპაციაზე ლაპარაკი.

_ პროვოკაციულ განცხადებებს ახსენებთ, ხომ არ ელოდებით ახალ საფრთხეებს?

_ ახალი ომის ზღვარზე არ ვართ? მსახიობი დავით ქაცარავა იცავს საოკუპაციო ზოლს. გაკვირვებული ვარ, სამოქალაქო პირს როგორ მისცეს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი. ეს არის გამოწვევა და პროვოკაცია. საბოლოოდ კი, გამორიცხული არ არის, რომ ქაცარავასთან მიაგზავნონ “თავიანთი” ხალხი და ტატუნაშვილივით გამოასალმონ სიცოცხლეს. ეს არის სპეცსამსახურების ტექნოლოგიები, _ როდის მოახდინონ ომის პროვოცირება. სანამ გვიანი არ არის, გონს უნდა მოეგოს ყველა. ისე, ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, რომელიც რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა. ნინო ბურჯანაძე და “პატრიოტთა ალიანსი” თუ რეალურად ფიქრობენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე, უნდა გაერთიანდნენ და მოითხოვონ რეფერენდუმის ჩატარება. ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები აქ სხედან და აკონტროლებენ ყველას და ყველაფერს _ პოლიტიკური პარტიებით დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციებით დამთავრებული. ჩაატარებენ გამოკითხვებს და ავრცელებენ ხალხში: აი გამოკითხვის შედეგები და რისთვის გვინდა რეფერენდუმიო, მაგრამ ამ გამოკითხვებში ვინმემ დასვა კითხვა: გვინდა თუ არა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა?

მოამზადა

ნანა კაპანაძემ

P.S. “სტინგერიამერიკული წარმოების საზენიტოსარაკეტო გადასატანი კომპლექსია, რომელიც აშშის შეიარაღებულამ ძალებმა 1981 წელს მიიღეს. ის არაერთი სამხედრო კონფლიქტის დროს გამოიყენეს, მათ შორის სსრკავღანეთის, იუგოსლავიისა და ირანერაყის ომის დროს. სისტემის გამშვები ბლოკის ფასი 40 000 დოლარს აღწევს. დღესსტინგერი” 30-მდე ქვეყნის შეიარაღებაშია, ლიტვისა და ლატვიის შემდეგ საქართველო მესამე ყოფილი საბჭოთა ქვეყანა იქნება, რომელიც ამ საზენიტოსარაკეტო სისტემას მიიღებს.

რედაქციისგან:

ნატოსა და მის მთავარ წევრ აშშ საქართველოსგან სჭირდება მხოლოდ ჩვენი ტერიტორია  სამხედრო ბაზების განსათავსებლად და სამიზნეში რუსეთის ამოსაღებად. ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნების ნატოში მიღება არ შეიძლება. ამიტომ ნატოსა და ამერიკის ერთადერთი ინტერესი ჩვენ მიმართ არის ის, რომ რაც შეიძლება მალე ვთქვათ უარი აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთზე. ამით მათ ხელი გაეხსნებათ საქართველოს ნატოში შესაყვანად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here