Home რუბრიკები ისტორია სტალინი ჩემი წარმოდგენით

სტალინი ჩემი წარმოდგენით

სტალინი ჩემი წარმოდგენით

ახლოვდება 21 დეკემბერი _ სტალინის დაბადების დღე. ვიფიქრე, სტალინზე განსხვავებული მასალა უნდა მოვამზადომეთქი. პირველი თემა, რომელიც მომაფიქრდა, იყოჩემი სტალინი”. უცბად შევცბი _ ვინ მომაკუთვნა მე სტალინი? მეორე ვარიანტად განვიხილეჩემი თვალით დანახული სტალინიდა ესეც ზედმეტად ჩავთვალე _ სტალინისთვის თვალი არასოდეს მომიკრავს. როდესაც რომელიმე დოკუმენტს ან საარქივო მასალას ვკითხულობ, ძალაუნებურად წარმოვიდგენ, როგორ აწერდა სტალინი ამა თუ იმ დოკუმენტს რეზოლუციას. მეც ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მკითხველისთვის ჯერ თვითონ სტალინის აზრი გამეცნო საკუთარ თავზე, როგორ ხედავდა ის სტალინს, და მერე ჩემი თვალსაზრისი წარმომედგინა.

იესოსთან ერთად იშვა იუდაც. სადაც სიკეთეა, იქვეა ბოროტებაც, სადაც სიცოცხლეა, იქ არის სიკვდილიც! რატომ არ მარცხდება იუდა, როდესაც მსოფლიოს ყველა ღვთისმადიდებელი ადამიანი წყევლის მას? ვფიქრობ, უფალი “კოაბიტაციაშია” იუდასთან. მათ სძულთ ერთმანეთი, მაგრამ ერთად ცხოვრობენ და ერთად საქმიანობენ _ “სიკეთის თესლი იხარებს, დადო თუნდ სიპსა ქვაზედა”; მაშინ რატომ არ ხარობს ნოყიერ ნიადაგზე უფრო კარგად სიკეთის თესლი და არ ახრჩობს ბოროტების თესლს, რად იფურჩქნება და მძლავრობს ბოროტება? _ როგორც ჩანს, ესეც ურთიერთკავშირშია. ჩვენმა სისხლმა და ხორცმა, ბრძენმა ვაჟამ აკი საქვეყნოდ განაცხადა: “შენი ჭირიმე, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა”.

სტალინი ღმერთისა და ადამიანის ერთობლივი მცდელობის შედეგი უნდა იყოს, რომელმაც მიზნად დაისახა, თავის სიცოცხლეშივე საზოგადოებაში ნაწილობრივ დააკანონა და მომავალ თაობებს გზა გაუკაფა ქრისტეს ათი მცნების სრულად ასათვისებლად. თავმდაბლობა, გამბედაობა, შრომისმოყვარეობა, ცოდნა და მიზნისკენ დაუოკებელი სწრაფვა საზოგადოებას ჩაუნერგა, როგორც ახალი ცხოვრების აშენების ძირითადი პრინციპი. ახლა კი ვნახოთ, ვინ იყო სტალინი სტალინის შეფასებით.

საახალწლო სუფრაზე გეორგიევსკის დარბაზში, სადაც, როგორც წესი, ყოველთვის მოლოტოვი თამადობდა, სტალინმა პირველი სადღეგრძელოს ნებართვა ითხოვა, შემდეგ კი სერიოზულად წარმოთქვა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ყველა გამარჯვების სულისჩამდგმელისა და ორგანიზატორის, ხალხთა მამისა და მასწავლებლის, გენიოსის _ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სადღეგრძელო: _ მოდი, მეგობრებო, ეს იყოს ჩვენი ბელადის პირველი და ბოლო სადღეგრძელო ამ წელიწადში. სუფრის არც ერთმა წევრმა ტაში არ დაუკრა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სტალინს სიტყვაჩაუვარდა”.

სტალინი და ლიონ ფოიხტვანგერი
სტალინი და ლიონ ფოიხტვანგერი

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება სტალინის გაღიზიანებისა მისი განდიდების გამო, მას არ ხიბლავდა ქება-დიდება. როდესაც კატეგორიულად იუარა გენერალისიმუსის წოდება, განაცხადა: რას მახარბებთ ამ მაღალ წოდებას, განა ჩან კაიშიც გენერალისიმუსი არ არის?”

ერთ-ერთ საზეიმო სხდომაზე, რომელზეც გამომსვლელთა გადაჭარბებულმა ქება-დიდებამ ძალიან შეაწუხა, სტალინმა დასკვნით სიტყვაში თქვა:

ამხანაგებო, უნდა გითხრათ, რომ იმ ქების ნახევრიც არ დამიმსახურებია, რომელიც ჩემი მისამართით დღეს აქ გაისმა. როგორც გაირკვა, ოქტომბრის გმირიც მე ვარ, საბჭოთა კავშირის კომპარტიის ხელმძღვანელიც, სამინისტროების წინამძღოლიცა და სასწაულმოქმედიც კი. ეს ყველაფერი სისულელეა, ამხანაგებო, და საჭირო არ არის გადაჭარბება. ასეთი ტონით, ჩვეულებრივ, გარდაცვლილი რევოლუციონერის პატივსაცემად, დაკრძალვისას გამოსასალმებელ სიტყვას ამბობენ”.

თუ ასე წუხდებოდა სტალინი თავისი ქება-დიდების მოსმენით, რატომ არ აკრძალა კანონის ძალით? ამ კითხვაზე პასუხი შეგვიძლია ამოვიკითხოთ ცნობილი გერმანელი მწერლის, ლიონ ფოიხტვანგერისა და სტალინის საუბარში, რომელიც 1937 წლის 8 იანვარს გაიმართა.

ფოიხტვანგერი: _ სულ 4-5 კვირაა, რაც აქ ვიმყოფები. მოგახსენებთ ჩემს ერთ-ერთ შთაბეჭდილებას: თქვენ მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის რამდენიმე ფორმა ცოტა გადაჭარბებულად და უგემოვნოდ მეჩვენება. ხომ არ არის ეს თქვენთვის ზედმეტი ტვირთი?

სტალინი: _ თუ რომელიმე მათგანს ზედმეტი აღფრთოვანება შევამჩნიე, დაბეჭდვას ვუკრძალავ. ათი ასეთი სიტყვიდან ცხრა მართლაც სრულიად უგემოვნოა და ისინი უსიამოვნებას მგვრის. გამართლებას არ ვცდილობ. ამის გამართლება არც შეიძლება. მინდა, ადამიანურად აგიხსნათ, საიდან მოდის ჩემი პიროვნების მიმართ ასეთი ყოვლისმომცველი, უკვე მომაბეზრებელი აღფრთოვანება. როგორც ჩანს, ქვეყანაში ისეთი დიდი ამოცანა გადაწყდა, რომლის გამოც თაობები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. ესენი იყვნენ ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი რევოლუციონერი სექტანტები, ბაბუვისტები და გებისტები. ექსპლუატაციისგან გათავისუფლებამ ადამიანებში, ცხადია, უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია. ადამიანები ძალიან ბედნიერი არიან, რომ ექსპლუატაციისგან გათავისუფლდნენ და არ იციან, ეს სიხარული სად წაიღონ. ექსპლუატაციისგან გათავისუფლება ძალიან დიდი საქმეა და მასები ამ მოვლენას თავისებურად აღნიშნავენ. ამ ყველაფერს მე მომაწერენ, რაც, რა თქმა უნდა, მართალი არ არის, რა შეუძლია ერთ ადამიანს? _ ისინი ჩემში კოლექტიურ კონცეფციას ხედავენ და ჩემ გარშემო აღმაფრენის კოცონს აჩაღებენ.

ფოიხტვანგერი: _ როგორც ადამიანი, რომელიც სსრკ-ს თანაუგრძნობს, ვხედავ და ვგრძნობ, რომ თქვენ მიმართ გამოვლენილი სიყვარული და პატივისცემა სრულიად გულწრფელი და ელემენტარულია. სწორედ იმიტომ, რომ ასე უყვარხართ და პატივს გცემენ, არ შეგიძლიათ, აღმაფრენის ამ ფორმით გამოხატვა ერთი სიტყვით შეაწყვეტინოთ?

სტალინი: _ რამდენიმეჯერ ვცადე ამის გაკეთება, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ეუბნები, რომ ცუდია, ასე არ ვარგა, ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ამას მოჩვენებითი მოკრძალებით ვეუბნები. ჩემი 55 წლის იუბილის საზეიმოდ აღნიშვნა უნდოდათ. ცეკას მეშვეობით ამის აკრძალვა მოვითხოვე. დაიწყო საჩივრების შემოსვლა, რომ მათ ზეიმის ჩატარებასა და გრძნობების გამოხატვას ვუკრძალავდი, რომ საქმე ჩემში არ იყო. სხვები ამბობდნენ, რომ წესს ვარღვევდი. როგორ უნდა ამეკრძალა აღფრთოვანების გამოვლენა? ამის გაკეთება ძალით არ შეიძლებოდა, არსებობის გამოხატვის თავისუფლება. ამ დროს შეიძლება მეგობრულად სთხოვო. ეს უკულტურობის ერთგვარი გამოვლენაა. დროთა განმავლობაში მობეზრდებათ. რთულია, ადამიანს სიხარულის გამოვლენა აუკრძალო. გლეხებისა და მშრომელების მიმართ კაპიტალისტური მკაცრი ზომების გატარება საცოდაობაა. ადრე მემამულე და კაპიტალისტი დემიურგი იყო, მუშებსა და გლეხებს ადამიანებად არ თვლიდნენ. ახლა მშრომელებს კაბალა მოეხსნათ. ეს უდიდესი გამარჯვებაა! მემამულეები და კაპიტალისტები გავაძევეთ, მუშები და მშრომელები კი თავიანთი ცხოვრების ბატონ-პატრონები არიან. ამის გამო სიხარულს კუნტრუშით გამოხატავენ. ჩვენში ხალხი ზოგად კულტურას ჯერ კიდევ ჩამორჩება, ამიტომ აღტაცების გამოხატვა ასე გამოსდით. კანონითა და აკრძალვით აქ ვერაფერს გავხდებით. შეიძლება სასაცილო ვითარებაში აღმოვჩნდეთ. საზღვარგარეთ მყოფ ზოგიერთ ადამიანს ეს აღიზიანებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს გავაწყობთ. კულტურას მაშინვე ვერ ვეზიარებით. ამ სფეროში ბევრს ვმუშაობთ. მაგალითად, 1935-დან 1936 წლამდე სხვადასხვა ქალაქში ორი ათასზე მეტი სკოლა ავაშენეთ. ყველანაირად ვცდილობთ კულტურის ამაღლებას, მაგრამ შედეგებს, ალბათ, 5-6 წლის შემდეგ მოვიმკით. კულტურული აღმავლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ფეიხტვანგერი: _ მე, მუშებისა და გლეხების მხრიდან გამოვლენილ სიყვარულსა და პატივისცემაზე კი არა, სხვა შემთხვევებზე ვსაუბრობ. სხვადასხვა ადგილას გამოფენილი თქვენი ბიუსტების უმეტესობა ულამაზოდ გამოიყურება, ზოგი ცუდი ნახელავია.

სტალინი: _ მე ფართო მასები ვიგულისხმე და არა სხვადასხვა ბიუროკრატიული დაწესებულება. რაც შეეხება ბიუროკრატებს, არ შეიძლება ვთქვათ, რომ მათ გემოვნება არ აქვთ. ეშინიათ, თუ სტალინის ბიუსტი არ ექნებათ, მათ ან გაზეთი, ან უფროსი გალანძღავს, ან ვინმე მნახველს გაუკვირდება. ეს კარიერიზმის სფეროა. ბიუროკრატების თავისებური თავდაცვაა: ხელი რომ არ ახლონ, სტალინის ბიუსტი აუცილებლად უნდა გამოჭიმონ. ყველა პარტიას, რომლებიც იმარჯვებენ, მაშინვე ეტმასნებიან უცხო ელემენტები, კარიერისტები. ისინი ცდილობენ, თავიანთი თავი მიმიკრიის პრინციპით დაიცვან _ დგამენ ბიუსტებს, წერენ ლოზუნგებს, რომელთა შინაარსის თვითონაც არ სჯერათ. რაც შეეხება ცუდ ნამუშევარს, ეს მხოლოდ განზრახ კი არ ხდება (ვიცი, ასეც ხდება ხოლმე), არამედ არჩევანის გაკეთების არცოდნის გამოც. მაგალითად, პირველი მაისის დემონსტრაციებზე მინახავს ჩემი და ჩემი მეგობრების პორტრეტები, რომლებზეც ეშმაკებს ვგავართ. ადამიანებს ისინი აღმაფრენით მოაქვთ და არ ესმით, რომ ეს პორტრეტები არ ვარგა. არ შეიძლება, კარგი ბიუსტების ჩამოსხმის ბრძანება გასცე. ეშმაკმაც დალახვროს! ასეთი რაღაცებისთვის დრო არ გვაქვს. ჩვენ სხვა საქმე და საზრუნავი გვაქვს”.

სტალინი და გიორგი დიმიტროვი
სტალინი და გიორგი დიმიტროვი

ასე რომ, კულტისწარმოშობას ორი წყარო ჰქონდა: პირველ რიგში, ახალი მთავრობის მიმართ გამოვლენილი მადლიერების გულწრფელი განცდა, რომელიც მოსახლეობის ფართო მასების მხრიდან სტალინის პიროვნებასთან იყო პერსონიფიცირებული. მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. თვალსაჩინო მაგალითისთვის ასეთ რამეს შემოგთავაზებთ: საკუთარ დაბადების დღეზე სცადეთ და თქვენი მისამართით წარმოთქმული მეგობრული ქებადიდება ჩაახშეთ. ეს რბილად და დელიკატურადაც რომ სთხოვოთ, მაინც არაფერი გამოგივათ. თუ დაჟინებით და მკაცრად მოითხოვთ, მეგობრებთან კამათის სერიოზულ საფრთხეს შექმნით.

როგორც უნდა ყოფილიყო, სტალინი თავისი კულტის წინააღმდეგ ბრძოლას ყველანაირად ცდილობდა. 1930-იან წლებში, კერძო წერილებსა და მითითებებში, მხატვრული ლიტერატურის, კინოსცენარისტთა და რედაქტორთა პარტიული პუბლიცისტიკის ცენზორის რანგში, არაერთგზის ურჩევდა, რომ სიტყვა “ბელადი” შეეცვალათ “ცენტრალური კომიტეტით”, ანუ “კოლექტიური ბელადის” მეტაფორით.

მაგალითად, ახალგაზრდა დრამატურგის, ალექსანდრე აფინოგენოვის, პიესაში “ტყუილი” (1933წ.) ორ გმირს შორის ასეთი დიალოგი იყო: “ჩვენი ცენტრალური კომიტეტის შესახებ გელაპარაკები, ბელადზე გელაპარაკები, რომელიც ჩვენ მიგვიძღვის, რომელმაც ბევრ ცრუ ბელადს ნიღაბი ჩამოხსნა. იმ ადამიანზე გელაპარაკები, რომლის ძალაც გრანიტის სიმტკიცის ტოლფასია და ასობით მილიონი ადამიანის ნდობით არის განმტკიცებული. მისი სახელი მსოფლიოს ყველა ენაზე ბოლშევიკური ციხესიმაგრის სიმბოლოდ ისმის. და ეს ბელადი უძლეველია”.

როცა ეს პიესა სტალინთან აღმოჩნდა, ტექსტში შესწორებები შეიტანა და საბოლოოდ ასე ჩამოაყალიბა: ჩვენი ცენტრალური კომიტეტის შესახებ გეუბნები, რომელიც ჩვენ მიგვიძღვის, რომელმაც ბევრ ცრუ ლიდერს ნიღაბი ჩამოხსნა. რომლებსაც უსაზღვრო შესაძლებლობები ჰქონდათ და ყველა გაკოტრდა. საბჭოთა ქვეყნის პარტიის იმ ცენტრალური კომიტეტის კომუნისტებზე გესაუბრები, რომელთა ძალაც მილიონობით ადამიანის ნდობის საფუძველზე გრანიტივით არის განმტკიცებული. მისი სახელი მსოფლიოს ყველა ენაზე ბოლშევიკური ციხესიმაგრის სიმბოლოდ ისმის და ეს კოლექტიური ბელადი უძლეველია”. შესწორებას თან კომენტარი ახლდა:

“P.შ. სიტყვა “ბელადს” ტყუილად უწევთ ტირაჟირებას. ეს ცუდია და არც ისე მისაღები. საქმე ბელადში კი არა, კოლექტიურ ხელმძღვანელშია. ი. სტალინი”.

1936 წელს სერგო ორჯონიკიძის შესახებ ბიოგრაფიული შტრიხები დაიბეჭდა, რომელიც მამია ორახელაშვილის მიერ იყო შედგენილი. სტალინმა წიგნი წაიკითხა და თითქმის ყველა გვერდზე შენიშვნა დატოვა:

“პროლეტარული რევოლუციის ამ მძიმე პერიოდში, როცა ბევრს შეეშინდა, როდესაც ისინი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, ცეკას ხელმძღვანელის თანამდებობაზე მყარად რჩებოდა ამხანაგი სტალინი. ამხანაგი ორჯონიკიძეც მის გვერდით იყო და ლენინური ლოზუნგებისთვის ენერგიულ და წარმოუდგენელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა”.

მოცემული ციტატა სტალინის მიერ ხაზგასმულია და მინდორზე წითელი ფანქრით აქვს მიწერილი: “ცეკა? პარტია?”

სხვა ადგილას საუბარი იყო 1917 წლის მე-6 ყრილობასა და იმაზე, როგორ იმალებოდა ლენინი: “დღის წესრიგში მდგარი საკითხებისთვის საჭირო მითითებებს იძლეოდა. ლენინის დირექტივების მისაღებად ორჯონიკიძე სტალინის დავალებით ლენინთან ორჯერ გაემგზავრა”. სტალინის შენიშვნა: “ცეკა სად არის?”

1937 წლის 27 იანვარს ფილმ “დიადი მოქალაქის” სცენარის წაკითხვის შემდეგ სტალინმა საბჭოთა კინემატოგრაფის ხელმძღვანელ ბორის შუმიაცკის გაუგზავნა წერილი, რომელშიც ბევრ კრიტიკულ შენიშვნასთან ერთად ეწერა: “სტალინის სახელის ხსენება უნდა გამოირიცხოს. მის ნაცვლად უნდა ჩაისვას პარტიის ცეკა”.

ფოიხტვანგერთან ზემომოყვანილ საუბარში სტალინმა თქვა, რომ თავისი 55 წლის იუბილის აღნიშვნა აკრძალა. ეს ასეც იყო. ძველი ბოლშევიკების კავშირის წერილს, რომელშიც ამ იუბილის პროპაგანდისტულ კამპანიად გამოყენებაზე იყო საუბარი, სტალინმა დაადო რეზოლუცია: “წინააღმდეგი ვარ, რადგან მსგავსი წამოწყებებიპიროვნების კულტისგაძლიერებას უწყობს ხელს”.

1934 წლის 19 დეკემბერს პოლიტბიურომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: “პატივი ვცეთ სტალინის თხოვნას იმის შესახებ, რომ 21 დეკემბერს მისი დაბადების 55 წლისთავის აღსანიშნავად არ დავუშვათ არანაირი ზეიმი და ღონისძიება გაზეთებსა და საზოგადოების შეკრების ადგილებში”. ეს გადაწყვეტილება თბილისშიც გამოიგზავნა, დაიბეჭდა “პრავდაში”, “იზვესტიასა” და სხვა გაზეთებში.

1937-1938 წლებში არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, მოსკოვისთვის სახელი შეეცვალათ და მისთვის სტალინოდარი დაერქმიათ. ასეთი წინადადებება 1937 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-17 ყრილობაზეც გაისმა.

ნაწყვეტი . ზაიცევის წერილიდან, რომელიც სსრკ-ის შინაგან საქმეთა მინისტრ ნიკოლოზ ეჟოვს მისწერა 1937 წლის 28 დეკემბერს:

“დღევანდელი სოციალისტური მოსკოვი, რომელიც მომავალი კომუნისტური საზოგადოების აკვანია, სტალინის დიდებული ეპოქის ისტორიული ნაკვალევი უნდა გახდეს. სტალინის გენია კაცობრიობისთვის ის საჩუქარია, რომელიც მისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე ასავლელი გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად იქცევა, ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ჩვენი ეპოქის, ისე მომავალი საუკუნეების დედამიწის მოსახლეობა დიდი მადლიერებით მიიღებს მოსკოვისთვის სახელის შეცვლას და მისთვის სტალინოდარის დარქმევას. სტალინოდარი ამაყად და საზეიმოდ ითქმება მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, დღევანდელი თაობის გმირული გამარჯვებების სიამაყეს საუკუნეების განმავლობაში შეინახავს და კომუნიზმის ერთგული მილიონობით ადამიანი ამ ზეიმში თავისი ბრძოლისა და შრომის შედეგს დაინახავს. ჩვენი სამშობლოს თითოეული მოქალაქე კი იმით იამაყებს, რომ სტალინის დიადი სახელი ყველა იმ ქალაქის დაფებზე იარსებებს, რომლებშიც კი მსოფლიო კომუნიზმის აკვანი დარწეულა”.

მსგავსი მიმართვების საფუძველზე ეჟოვის რეფერენტებმა მოსკოვისთვის სახელის შეცვლის თაობაზე მოამზადეს პროექტი უმაღლეს საბჭოში წარსადგენად. თავდაპირველად ის ცეკას პოლიტბიუროსა და სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში გაგზავნეს. იოსებ სტალინი მათ ნებას არ დაჰყვა. მიხეილ კალინინმა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შეატყობინა, რომ სტალინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მოსკოვი მოსკოვად დარჩა.

თავის დროზე ჯიუტად მთავაზობდნენ მოსკოვისთვის სტალინოდარის დარქმევას. მე წინააღმდეგი ვიყავი. კაგანოვიჩი მთავაზობდა. ასე ამბობდა: “მხოლოდ ლენინიზმი არ არსებობს, სტალინიზმიც არსებობს!” სტალინს ძალიან ეუხერხულებოდა”, _ იხსენებდა ვიაჩესლავ მოლოტოვი მწერალ ფელიქს ჩუევთან საუბარში 1970 წელს.

სოციალისტური ბულგარეთის მომავალი ხელმძღვანელის, გიორგი დიმიტროვის, დღიურში არსებობს ჩანაწერი კლიმენტ ვოროშილოვის კრემლის ბინაში ოქტომბრის სოციალსტური რევოლუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშმის შესახებ. დიმიტროვმა სადღეგრძელოს სათქმელად სიტყვა ითხოვა, რათა სტალინზე, როგორც ლენინის საქმეების გამგრძელებელზე, თავისი აზრი განევრცო:

დიმიტროვი: _ არ შეიძლება ლენინზე საუბარი, თუ მასთან ერთად სტალინსაც არ ვახსენებთ.

სტალინი: _ დიმიტროვს პატივს ვცემ. მეგობრები ვართ და მეგობრებად დავრჩებით, მაგრამ მას არ ვეთანხმები. მარქსისტულადაც კი არ გამოუვიდა. გამარჯვებისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო, ბელადები კი ყოველთვის მოიძებნებიან”.

1938 წლის 16 თებერვალს სტალინმა საბავშვო გამომცემლობას შემდეგი წერილი მისწერა:

“ამხანაგებს _ ანდრეევსა და სმირნოვას (ავტორს წიგნისა “მოთხრობები სტალინის ბავშვობაზე”)!

გადაჭრით ვამბობ უარს, რომ დაიბეჭდოს “მოთხრობები სტალინის ბავშვობაზე”. წიგნი სავსეა როგორც არასწორი მასალით, ისე გადაჭარბებული და დაუმსახურებელი ქება-დიდებით. შეიძლება ეს ყველაფერი კეთილსინდისიერი ტყუილია, მაგრამ ავტორი მოტყუვდა, ფაქტი ფაქტად რჩება, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ წიგნს აქვს ტენდენცია, საბჭოთა ბავშვების (და, საერთოდ, ადამიანების) ცნობიერებაში პიროვნების, ბელადებისა და უცოდველი გმირების კულტი ჩამოაყალიბოს. ეს საშიში და საზიანოა. გმირებისა და ბრბოს თეორია არა ბოლშევიკური, არამედ ესერული თეორიაა. გმირი ხალხს ქმნის, ბრბოდან ხალხი გამოჰყავს, _ ამბობენ ესერები. ხალხი ქმნის გმირებს, _ პასუხობენ ბოლშევიკები ესერებს. ასე რომ, წიგნი ესერების წისქვილზე ასხამს წყალს. ყოველი ასეთი წიგნი ესერების საქმეს ემსახურება და ჩვენს ბოლშევიკურ საერთო საქმეს ყოველთვის საფრთხეს შეუქმნის. გირჩევთ, წიგნი დაწვათ”.

კიდევ ერთი ჩანაწერი დიმიტროვის დღიურიდან, რომელიც 1939 წლის საპირველმაისო მიმართვას ეხება. სტალინის შეკითხვას, წაიკითხა თუ არა დიმიტროვმა მიმართვა, მან უპასუხა, რომ ბოლო რედაქციის შემდეგ არ წაუკითხავს. სტალინმა სთხოვა, ყურადღება მიექცია ზოგიერთი ნაწყვეტისთვის, რომლებშიც მისი პიროვნების ბევრი ქება იყო (გაუმარჯოს სტალინს! სტალინი მშვიდობაა! სტალინი კომუნიზმია! სტალინი ჩვენი გამარჯვებაა!) და განუცხადა: მანუილსკი ქვეშქვეშაა! ის ტროცკისტი იყო! ჩვენ ის იმისთვის გავაკრიტიკეთ, რომ, როცა პარტიაში ტროცკისტი ბანდიტების მოსაშორებლად წმენდა მიმდინარეობდა, ჩუმად იყო, სიტყვითაც არ გამოსულა, პირიქით, თავს გვაწონებდა. ეს ამბავი რაღაც საეჭვოა! “პრავდაშიდაბეჭდილი სტატიასტალინი და მსოფლიო კომუნისტური მოძრაობაზიანის მომტანი და პროვოკაციული სტატიაა”.

“იოსებ ბესარიონოვიჩი, _ წერდა დიმიტროვი, _ არ დაგვთანხმდა, მიმართვაში დაგვეტოვებინა სახელები მარქსი-ენგელსი-ლენინი-სტალინი და მხოლოდ მარქსი-ენგელსი-ლენინი დაგვატოვებინა”. კიდევ უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვინც კი სტალინს შეხვედრია, თითქმის ყველა ავტორი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ სტალინი საკუთარი პიროვნების განდიდებისკენ არასოდეს ისწრაფვოდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here