Home რუბრიკები ისტორია სტალინი სლავებისა და სლავოფილიის შესახებ

სტალინი სლავებისა და სლავოფილიის შესახებ

სტალინი სლავებისა და სლავოფილიის შესახებ

ლიბერალებმა, მათმა აზროვნებამ შეცვალა და გადააფასა კაცობრიობის ღირებულებები და ფასეულობები. ახლა მათ სურთ, მოსახლეობით გადატვირთულ პლანეტას შვება მოჰგვარონ და დედამიწაზე მცხოვრებთა რაოდენობა 7-დანოქროს მილიარდამდეჩამოიყვანონ.

მსოფლიოს ერთიანი მართვის სისტემის ჩანასახი 1943 წელს გაჩნდა, როდესაც ფაშიზმის წინააღმდეგ ანტიფაშისტური კოალიცია შეიკრა და მსოფლიოს სამი უძლიერესი სახელმწიფო გაერთიანდა ლეგენდარული სამი პიროვნების სახით. ეს კოალიცია არ იყო ცდის ეფექტზე დამყარებული, მისი შექმნა ორიენტირებული იყო შედეგზე, რომელიც დადგა კიდეც და რომელსაც, უკვე 75 წელია, ვიმკით. მსოფლიოში ისეთი სისხლისმღვრელი კონფლიქტი, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი (1941-45წწ.), საბედნიეროდ, აღარ განმეორებულა.

მსოფლიოში ერთმმართველობის დამყარების მცდელობა ფულიანიგენიოსებისინიციატივაა და პლანეტისგანხალხებასწრაფად მოხდება, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თუ საერთოდ ვერ განხორციელდება, დრო გვიჩვენებს.

გენიოსი ჭკუისა და ნიჭის უმაღლესი გამოვლენაა, მაგრამ მხოლოდ ნიჭისა და ჭკუის უმაღლეს გამოვლენას რატომ უნდა ეწოდოს გენიოსი, ბოროტებაში გამოვლენილ კაცთმოძულეობასაც ხომ ჭკუა და ნიჭი სჭირდება?! სწორედ ამიტომ გამოიგონეს წოდება _ ბოროტი გენია.

გენიოსი ალექსანდრე პუშკინი თავის დროზე წერდა, რომ გენიოსობა და ბოროტება შეუთავსებელი რამ არის, მაგრამ პუშკინი ხომ ძველია, ესენი კი ახალ ცხოვრებას აშენებენ და ახალ ადამიანებს ქმნიან.

“ბოროტ გენიად” წოდებული სტალინი დემოგრაფიულ მდგომარეობას, დღევანდელი მმართველებისგან განსხვავებით, დიდ ყურადღებას უთმობდა. მან დედა, რომელმაც შვა და აღზარდა 12 შვილი, სამშობლოს გმირ დამცველთა რიგებში დააყენა, გმირი დედის საპატიო წოდება მიანიჭა და სოციალური შეღავათებითაც დაეხმარა. დღეს კი ადამიანები, რომლებიც ხუთი თვის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობაზე ცდას ატარებდნენ, როგორ უნდა ამოწყვიტონ დედამიწის მოსახლეობის, სულ ცოტა, ერთი მესამედი, დემოკრატებად და ხალხთა დაცვის სადარაჯოზე მდგომანგელოზებადარიან წარმოდგენილნი.

როცა დიდ ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს, _ რას წაიღებდით გალაქტიკაში შორეულ მოგზაურობაშიო, გენიოსმა უპასუხა: “ბიბლიას და სერვანტესის “დონ კიხოტს”.

უკვე გვქონდა ქრისტეს მოძღვრებაზე აშენებული ქვეყანა, რომლის მნიშვნელობასა და შორეულ მიზნებს, ადრე თუ გვიან, დაინახავენ ადამიანები, მაგრამ ისინი, ვისაც პირველებს უნდა დაენახათ ღვთის ძის სიბრძნე და გენიალურობა, ჩუმად არიან და ღმერთისგან აშენებული ქვეყნის დამანგრევლებს სანთელს უნთებენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ბრანდენბერგერი ირწმუნება, რომ რუსი ხალხი სტალინმა გამოიგონა. მასობრივი საშუალო განათლება, წიგნიერება, კულტურული პოლიტიკა წარსულის მიმართ რუსეთში მხოლოდ XX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. ვინ არიან რუსები და რატომ ცხოვრობენ ისინი დედამიწის ამ უკიდეგანო სივრცეში, რომელსაც დღესაც საბჭოთა კავშირი ჰქვია, მსოფლიომ შეიტყო ისტორიის სახელმძღვანელოებიდან და ფილმიდანალექსანდრე ნეველი”. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს რუსად ყოფნა ნიშნავს სტალინურად ყოფნას”.

შეფასება სწორია. დიახ, რუს ხალხს ნამდვილად სწამს და სჯერა, რომ ის ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებს სტალინის რუსეთში. კიდევ ერთხელ დასტურდება სტალინის სიტყვები: “მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხი კი რჩება”. სანამ პლანეტაზე ერთი რუსული სოფელი მაინც იარსებებს, მანამდე უკვდავი იქნება სტალინის სახელი. სტალინი ყველა დროის გეოპოლიტიკის უმაღლესი მწვერვალი იქნება.

1992 წლის აპრილში ამერიკის მემკვიდრეობის ფონდის საგარეო პროექტში ბატონები კიმ . ჰოლმსი და ჯეი . კოზმინსკი დაჟინებით ურჩევდნენ ამერიკის ადმინისტრაციას, ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ “საბჭოთა კავშირი ან მისი მსგავსი სახელმწიფო არასდროს წარმოქმნილიყო. პენტაგონმა უნდა განაგრძოს კვლევები და განვითარება წყალქვეშა თავდაცვის, მაღალი სიზუსტის იარაღის, სატელიტური ტექნოლოგიებისა და ა.შ. სფეროში, და ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ამერიკამ განაგრძოს გლობალური ჰეგემონის როლის თამაში ამერიკის დასაცავად, რისთვისაც აუცილებელია, ევროპისა და აზიის ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიულ და ეკონომიკურ ცენტრებზე, აგრეთვე, მნიშვნელოვან ნედლეულზე გააძლიეროს გავლენა”.

ზოგიერთს ჰგონია, რომ გასული საუკუნის 30-იანი წლები მხოლოდ რეპრესიებისა და ხალხის ხოცვა-ჟლეტის ათწლეულია. 1929 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი გაიწმინდა იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც რუსი ხალხის დასამორჩილებლად იყვნენ მოსულნი, ქვეყანამ განვითარების პერსპექტიული გეგმა კომპარტიის მორიგ ყრილობაზე (1931 წელს) გამოაცხადა, რომელშიც ნათქვამი იყო:

ჩვენ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს ასი წლით ჩამოვრჩებით, თუ ამ ჩამორჩენას 10 წელიწადში ვერ დავძლევთ, მტრები გაგვსრესენ” (სტალინი. ყრილობის მასალებიდან). ეს ის ათწლედია, რომელმაც ვეფხვისებური ნახტომით შეძრა მსოფლიო.

ცნობილი ანტისაბჭოელი და ანტისტალინელი ალექსანდრე ზინოვიევი, რომელიც შემდგომ მგზნებარე სტალინელი გახდა, 1939 წელს სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა ტერორისტული აქტი აღკვეთეს და ახალგაზრდა ზინოვიევი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ამერიკაში გაიქცა. აი რას წერს იგი 1930-იანი წლების საბჭოთა ახალგაზრდობაზე:

არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ეპოქაში არ აღუზრდია მორალურად, ფიზიკურად და პატრიოტულად განწყობილი ისეთი ახალგაზრდობა, როგორიც იყო 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობა. მათ შიშველი ხელებით დაახრჩვეს ურჩხული, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა მსოფლიოს”. აქ ზინოვიევს არა მხოლოდ ჰიტლერი, არამედ მასთან ერთად ტროცკი და მისი დამქაშებიც ჰყავს მხედველობაში.

1937 წელი უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ვირუსებთან ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი იყო. ამ ბრძოლიდან საბჭოთა ქვეყანა და სტალინი გამარჯვებული გამოვიდნენ. გენიოსი რუსი მეცნიერი დიმიტრი მენდელეევი თავის დროზე ამტკიცებდა, რომ ფორმაციის შეცვლა ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც არის რუსეთი, ას მილიონამდე ადამიანს შეიწირავს. თითქოს სასაცილოა მეცნიერის ეს სიტყვები, მაგრამ ქიმიური ელემენტების ცხრილის შემქმნელს ყველაფერი დაეჯერება.

ლევ ტოლსტოი და თევდორე დოსტოევსკი კი მედლის ორი მხარეა. თუ დოსტოევსკი რუსეთის ფანატიკოსი და პატრიოტია, ტოლსტოი არად აგდებს პატრიოტულ გრძნობებს. ჩემი აზრით, დოსტოევსკი ნატურალისტი მწერალია, რომლის ნაწერებიც თვითონ მკითხველმა აიყვანა ფილოსოფიურ სიმაღლეზე. დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი”, “იდიოტი”, “მოთამაშე” და სხვ. პირადი ცხოვრებიდან აღებული თემებია, რომლებიც ემოციებით არის დაწერილი და კარგად იკითხება. დიდი კონსტანტინე გამსახურდია, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: “რამდენჯერაც ჩემი რომანის გმირი მოვკალი, იმდენჯერ ჩემი სიცოცხლე დავასრულე”. მწერალი თავისი გმირის ცხოვრებით ცხოვრობს. ის ბუნებით რაინდია და რაინდის სიკვდილს პირად ტრაგედიად აღიქვამს, რადგან გმირის ბოლო ამოსუნთქვა მწერლის ბოლო ამოსუნთქვის ტოლფარდია.

დოსტოევსკის “იდიოტის” მთავარი გმირის, თავად ლევ მიშკინის ცხოვრების გზა ჩვენ გვერდით მდგომი ადამიანის მხატვრულად დაწერილი ცხოვრების გზაა. ამ გზას ფილოსოფიურად შეხედავ თუ მოწყალების თვალით, ეს უკვე შენი საქმეა. ემოციებისგან დაცლილი კაცი, რომელსაც აგრესიის უნარი არ შერჩენია და მხოლოდ სიკეთის თვალით უყურებს სამყაროს, დოსტოევსკის აზრით, იდიოტია. მაშინ რა უნდა ვთქვათ პიროვნებაზე, რომელიც იდიოტის პროტოტიპია? აი სადამდე მივყავართ დოსტოევსკის ფილოსოფიას, რომელიც რუსეთის სიძლიერეს მართლმადიდებლობაზე აფუძნებს.

ოჰაიოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორი ჯეიმს სკენლანი თვლის, რომ დოსტოევსკის აზრით, რუსი ხალხი ღმერთის რჩეულია, რომელმაც მსოფლიო უნდა გადაარჩინოს. რუსი ხალხი განსხვავებულია სხვა ხალხებისგან. რუსები უდიდესი ძმური სულისკვეთებით გამოირჩევიან. ისინი სხვა ხალხების წინ დგანან, როგორც ინტელექტუალური, ისე ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისით”.

უნდა ითქვას, რომ რუსი ხალხის ასეთი შეფასება დოსტოევსკის ფანტაზიის ნაყოფია.

სტალინის სადღეგრძელო “დიდი რუსი ხალხისადმი” შესულია მსოფლიოს სიტყვაკაზმულ გამოთქმათა ენციკლოპედიაში. რუსი და მსოფლიო პოლიტიკოსებისა და პრაქტიკული საქმიანობების კორიფეების შეფასებით, სტალინმა თვითონ შექმნა “დიდი რუსი ხალხი” და თვითონვე შეაფასა, რაც მსოფლიოს ხალხებმა მოკლე პერიოდში დაინახეს საკუთარი თვალით. სტალინი რუსი ხალხის შეფასებაში თანმიმდევრულია, დოსტოევსკი კი _ გაორებული. მწერალი ერთ შემთხვევაში რუსეთის მართლმადიდებლურ მისიად ქრისტიანულ სიკეთესა და სხვა ხალხებისადმი ძმურ სამსახურს მიიჩნევს, მეორე შემთხვევაში კი რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკური ძალაუფლების გაფართოების მხარდამჭერია _ რუსეთმა ქრისტიანული რწმენა უნდა შეუნაჩუნოს და განუმტკიცოსო მსოფლიოს. ისე, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, დოსტოევსკი ცოტას კი “აფრენდა”…

დოსტოევსკი ახალგაზრდობაში სულაც არ იყო სლავოფილი თუ რუსოფილი. იგი მედასავლეთეობდა და აბუჩად იგდებდა რუსოფილებსაც და სლავოფილებსაც, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს ძალიან დაუახლოვდა მათ. ამის გარდა, დოსტოევსკი მხურვალედ უჭერდა მხარს პეტრე I-ის რეფორმებს და მის პატივისცემას უცხოელთა მიმართ.

1880 წელს დოსტოევსკიმ ხალხებს შორის უნივერსალური ძმობის დამყარების რუსულ მისიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს გაერთიანება არიული რასის ხალხებში მოხდებაო.

ფიოდორ დოსტოევსკი
ფიოდორ დოსტოევსკი

ჯეიმს სკენლანი _ დოსტოევსკის მკვლევარი, შენიშნავს: “არ ვიცი, სად ამოიკითხა ეს ან რას გულისხმობდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ ძმური სულისკვეთება, რომელსაც ის რუსებს მიაწერს, ბიოლოგიური ფაქტორებით კი არ არის განპირობებული, არამედ იმ გზით, რომელიც რუსმა საზოგადოებამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა. ძმობა, სხვა ხალხების გაგებისა და მათთან კარგი ურთიერთობის დამყარების უნარი რუსებისთვისბუნებრივია”, მაგრამ ეს მეორადი ბუნებაა და არა ბიოლოგიით განპირობებული. მაგრამ , როცა რუსებისუნივერსალურობაზელაპარაკობს, აქ ის ძალიან უახლოვდება ბიოლოგიას. მაგ., ამბობს, რომ რუსებს აქვთ არაჩვეულებრივი ლინგვისტური უნარები _ შეუძლიათ ისე ისწავლონ, გაიგონ, იკითხონ და ილაპარაკონ მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე, თითქოს ეს მათი ენა იყოს. ეს სცდება წლების განმავლობაში გარემოსგან თუ კულტურისგან შესწავლილ უნარს. ამდენად, “უნივერსალურობა” _ მახასიათებელი, რომელიც დოსტოევსკისთან რუსული მესიანური მისიის საფუძველია, მნიშვნელოვნად უახლოვდება ბიოლოგიას, მაგრამ დოსტოევსკის ღიად არასოდეს განუცხადებია, რომ ბიოლოგიურ ან რასობრივ განსხვავებებზე ლაპარაკობდა.

“რუსებს სხვა ერებისაგან უნივერსალურობა და ძმური სულისკვეთება გამოარჩევს და კაცობრიობის გადარჩენაზე განაცხადის გაკეთების საფუძველსაც სწორედ ეს ქმნის,” _ ამბობდა დოსტოევსკი.

რაც შეეხება სტალინს, 1945 წლის 28 მარტს სტალინმა კრემლში მიიღო ჩეხოსლოვაკიის დელეგაცია. სტუმრების წინაშე გამოსვლისას სტალინმა განაცხადა:

ახლა ბევრს საუბრობენ სლავოფილობასა და სლავოფილებზე. ჩვენ ხშირად გვადარებენ ძველ, ცარიზმისდროინდელ სლავოფილებს. ეს არ არის სწორი. ძველი სლავოფილები, მაგ., აქსაკოვი და სხვები, მოითხოვდნენ ყველა სლავის გაერთიანებას რუსი მეფის ხელისუფლების ქვეშ. მათ არ ესმოდათ, რომ ეს მავნე და განუხორციელებელი იდეა იყო. სლავ ხალხებს სხვადასხვა საზოგადოებრივსაყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ცხოვრების წესი აქვთ, განსხვავებული კულტურული დონე და საზოგადოებრივპოლიტიკური წყობა. სლავი ხალხების გეოგრაფიული მდებარეობა ასევე უშლის ხელს მათ გაერთიანებას. ჩვენ, ახალი სლავოფილები, ბოლშევიკი სლავოფილები, კომუნისტები, მხარს ვუჭერთ არა გაერთიანებას, არამედ სლავი ხალხების კავშირს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული სხვაობის მიუხედავად, ყველა სლავი კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან ჩვენი საერთო მტრის _ გერმანელთა წინააღმდეგ. სლავების ცხოვრების ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენ კავშირი გვჭირდება სლავების დასაცავად. აი, თუნდაც ბოლო ორი მსოფლიო ომი, რატომ დაიწყო ეს ომები? _ სლავების გამო. გერმანელებს სლავების დამონება სურდათ. ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად ამ ომებში? როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტად დაზარალდნენ სლავი ხალხები _ რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სერბები, სლოვაკები, პოლონელები. განა ამ ომშიც იგივე არ ხდება? განა საფრანგეთი უფრო დაზარალდა? არა. ფრანგებმა გაუხსნეს ფრონტი გერმანელებს. მათ საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილის მსუბუქი ოკუპაცია მოახდინეს, სამხრეთ ნაწილს კი ხელი არ ახლეს. ბელგიამ და ნიდერლანდებმაც თათები მყისვე მაღლა ასწიეს და დაუწვნენ გერმანელებს. ინგლისი მცირეოდენი ნგრევით გადარჩა. რა საშინლად დაზარალდა უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია. მახეში გაება ბულგარეთიც კი, რომელსაც თავის დაძვრენა უნდოდა, ე.ი., გერმანელებისაგან ყველაზე მეტად სლავები იტანჯებოდნენ. ახლა ჩვენ ძლიერად ვურტყამთ გერმანელებს და ბევრს ჰგონია, რომ ისინი ვეღარასოდეს დაგვემუქრებიან. არა, ეს ასე არ არის. მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მათ ობიექტურ შეფასებაში. გერმანელები დიადი ერია. ძალიან კარგი ტექნიკოსები და ორგანიზატორები არიან, დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები. გერმანელების განადგურება შეუძლებელია, ისინი დარჩებიან. ჩვენ ვურტყამთ გერმანელებს და საქმე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოკავშირეები ეცდებიან, გადაარჩინონ გერმანელები და მოელაპარაკონ მათ. ჩვენ დაუნდობლები ვიქნებით გერმანელთა მიმართ, ხოლო მოკავშირეები შეეცდებიან, რბილად მოექცნენ მათ. ამიტომ, ჩვენ, სლავები, მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ გერმანელები, შესაძლოა, ისევ დადგნენ ფეხზე და გამოვიდნენ სლავების წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ, ახალი სლავოფილები, მოგიწოდებთ სლავი ხალხების კავშირისაკენ. ამბობენ, რომ ჩვენ გვსურს, სლავებს თავს მოვახვიოთ საბჭოთა წყობა. ეს ლიტონი სიტყვებია. ჩვენ ეს არ გვინდა, ვინაიდან ვიცით, რომ საბჭოთა წყობის სურვილისამებრ გატანა საზღვარგარეთ შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა შესაბამისი პირობები. ჩვენ შეგვეძლო, ბულგარეთშიც დაგვემყარებინა საბჭოთა წყობა, იქ, ეს უნდოდათ, მაგრამ არ წავედით ამაზე. გვინდა, ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ სლავურ ქვეყნებში ჭეშმარიტად დემოკრატიული მთავრობები გვყავდეს.

კავშირის შექმნით სლავები შეძლებენ ერთმანეთისთვის სამეურნეო და სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ამჟამად ჩვენ წარმატებით შეგვიძლია ეს.”

სტალინმა სტუმრებს შეახსენა, რომ “დღეს ყველა აქებს წითელ არმიას. დიახ, მან ეს დაიმსახურა, მაგრამ მე არ მინდა, წითელი არმიით მოხიბლულ ჩვენს სტუმრებს მომავალში აზრი შეეცვალოთ. საქმე ის არის, რომ ახლა წითელ არმიაში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანია. ისინი, ცხადია, ანგელოზები არ არიან. ეს ადამიანები გაუხეშდნენ ომის პერიოდში. ბევრმა მათგანმა სტალინგრადიდან ჩეხოსლოვაკიის შუაგულამდე ბრძოლებით ორი ათასი კილომეტრი გაიარა. გზაზე ბევრი უბედურება და სისასტიკე ნახა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთი მათგანი თქვენს ქვეყანაში ისე არ მოიქცევა, როგორც საჭიროა. ჩვენ ვიცით, რომ ნაკლებად შეგნებული ჯარისკაცები შეურაცხყოფენ ქალიშვილებსა და ქალებს, უწესოდ იქცევიან. ეს ახლავე უნდა იცოდნენ ჩვენმა მეგობრებმა _ ჩეხოსლოვაკებმა, იმისათვის, რომ ჩვენი წითელი არმიით აღტაცება არ შეიცვალოს იმედგაცრუებით”.

სიმართლის ძიებით დაინტერესებული მკითხველი გონების დაუძაბავად მიხვდება, ვინ როგორ უდგება საკითხს და რა მარტივი ენით გადმოგვცემს იმ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ წიაღსვლებს, რომლებიც ასე აქტიური იყო, არის და იქნება სლავურ ცნობიერებაში. ვხედავთ, როგორ აყალიბებს აზრს, რა მეთოდებით უნდა შეიქმნას თვითმყოფადი, დასავლეთისგან განსხვავებული, ერთნაირი აზროვნებით, წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით გამორჩეული საუკუნეებგამოვლილი სლავური სამყარო.

რუსეთი დიდია, მას თავისი ადგილი აქვს მსოფლიოში. ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საქართველო პოლიტიკური წონით რუსეთს გაუტოლოს. ის კი არ იცის, რომ პატარა ქვეყანაში მიკროკლიმატის შექმნა გლობალური დათბობისა თუ გამყინვარების პირობებში ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. “დამოუკიდებელი საქართველოსპოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა ყინულის მოედანზე მწვრთნელის გარეშე გამოსულ დამწყებ მოციგურავეს ჰგავს, რომელიც ვერ იცავს წონასწორობას და აუცილებლად დაეცემა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here