Home რუბრიკები ისტორია სტალინი სამ განზომილებაში

სტალინი სამ განზომილებაში

სტალინის გამოსვლა აკადემიის კურსდმათავრებულთა წინაშე. 1945 წლის 5 მაისი
სტალინის გამოსვლა აკადემიის კურსდმათავრებულთა წინაშე. 1945 წლის 5 მაისი

ვინც გაზეთსაქართველო და მსოფლიოსჟურნალისტებისა და პირადად ჩემი სტატიების მკითხველია, შესანიშნავად იცის, რასაც ვწერ, მაგრამ სხვისი ნათქვამი ამბავი ინტელექტუალთათვის მაინც სასიამოვნოა. უღრმესი მადლობა, ჩემო მკითხველო, მაგრამ გთხოვთ, გამოვიდეთ ფრონტის წინა ხაზზე და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ საკმარისად ბევრნი ვართ. თქვენი წრიდან იქნებ იმ კაცს წააკითხოთ ერთიორი სტატია, რომელიც ურწმუნო თომაა. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. თითოეულმა მკითხველმა თითო კაცი რომ დაარწმუნოს ჭეშმარიტებაში, ეს ქრისტესმიერიც არის და ჩვენი საქმის გამარჯვებაც.

არჩევნები კარს არის მომდგარი, ცხარე კამათია გამართული საკითხზე, ვინ უნდა გვიხელმძღვანელოს. ეს ხომ იმას ჰგავს, მღვდელმა რომ გზად შემხვედრი ორი მოჩხუბარი ახალგაზრდა გააშველა:

_ მითხარით, შვილებო, რა გაქვთ გასაყოფი, რატომ ამტვრევთ ცხვირებს ერთმანეთს?

_ მამაო, ჩვენ იმაზე ვჩხუბობთ, რომელს უნდა გაგვეძარცვე პირველადო.

30 წელიწადია, ქვეყანა იქცევა და ინგრევა. კიდევ მეექვსედ და მეშვიდედ ერთი და იგივე სახეები უნდა ავირჩიოთ და ისევ მათ უნდა დაგვმოძღვრონ?!

აი, ეს მოიტანა უსტალინობამ.

ჩემს დღევანდელ წერილში გაგაცნობთ, როგორ “ტოტალურად” აკონტროლებდა სტალინი, როგორც წარსულს, ისე აწმყოს და როგორ ხედავდა იგი მომავალს.

კიდევ ერთხელ წავიკითხოთ და ერთად გავაანალიზოთ მეფის გენერლის ასულის, ცნობილი რევოლუციონერის, საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრის ალექსანდრა კოლონტაის მიერ 1939 წელს ჩაწერილი სტალინის სიტყვები:

ალექსანდრა კოლონტაი
ალექსანდრა კოლონტაი

“ჩვენი პარტიისა და ხალხის მიერ გაკეთებულ ბევრ საქმეს დაამახინჯებენ და გალანძღავენ. პირველ რიგში, საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანაშიც. სიონიზმი, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფვის, ჩვენი მიღწევებისა და წარმატებების გამო სამაგიეროს გადახდას მოინდომებს. ის ჯერ კიდევ ისე უყურებს რუსეთს, როგორც ბარბაროსების ქვეყანას, როგორც ნედლეულს, რესურსს. ჩემს სახელსაც გალანძღავენ, ცილს დამწამებენ. მე ბევრ ბოროტებას მომაწერენ. მსოფლიო სიონიზმი ყოველმხრივ შეეცდება ჩვენი კავშირის განადგურებას, რათა რუსეთი ფეხზე ვერასოდეს დადგეს. საბჭოთა კავშირის ძალა ხალხთა მეგობრობაშია. ბრძოლის მახვილი, პირველ რიგში, ამ მეგობრობის დაშლისკენ იქნება მიმართული, რუსეთისთვის განაპირა რაიონების ჩამოცილებისკენ. აქ, შეიძლება ითქვას, ჯერ ყველაფერი არ გაგვიკეთებია, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

…განსაკუთრებული ძალით წამოყოფს თავს ნაციონალიზმი. ის ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს დაჯაბნის კიდეც, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრული დროით. ერის შიგნით წარმოიქმნება ნაციონალური ჯგუფები და კონფლიქტები. გაჩნდება ბევრი პიგმეიბელადი, ერის გამყიდველი. მთლიანობაში, მომავალში განვითარება წარიმართება უფრო რთული გზებით, მოსახვევები ძალიან სახიფათო იქნება. საქმე იქამდე მივა, რომ განსაკუთრებით აწრიალდება აღმოსავლეთი. დასავლეთიდანაც დიდი წინააღმდეგობები წარმოიქმნება. და მაინც, როგორ ცუდადაც უნდა განვითარდეს მოვლენები, გავა დრო და მომავალი თაობების მზერა მიმართული იქნება ჩვენი სოციალისტური სამშობლოს გამარჯვებისკენ. ყოველ წელს ახალი თაობა მოვა. ისინი აიტაცებენ თავიანთი მამებისა და პაპების დროშას და ჩვენ საკადრისს მოგვაგებენ, თავიანთ მომავალს ჩვენს წარსულზე დააფუძნებენ”. სტალინს ყველაზე დიდი ძეგლი ევროპაში (საბჭოთა კავშირის ჩათვლით) ჩეხებმა დაუდგეს ქვეყნის დედაქალაქ პრაღაში, რომლის მშენებლობაც 1952 წელს დაიწყეს და 1955 წელს დაასრულეს (ამ ძეგლზე შემდგომ ცალკე მასალას მოგაწვდით). ძეგლის საზეიმო გახსნას საბჭოთა კავშირის ცკ-ის იმჟამინდელი გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი დაესწრო. გახსნის ცერემონიაზე სწორედ მან გადასცა ძეგლის ავტორებს ლენინის ორდენები.

ეს ფაქტი შემთხვევით არ მომიყვანია.

1.ამ მოვლენიდან ერთი წლის თავზე, 1956 წელს, პარტიის XX ყრილობაზე, ხრუშჩოვმა სტალინის კულტის მავნე შედეგებზე ისაუბრა, დაგმო სტალინური ეპოქა და ხალხს აუწყა ახალი “დემოკრატიული” ეპოქის დასაწყისი. იმავე წელს პრაღაში სტალინის ძეგლი ააფეთქეს და დაამხეს.

* ასრულდა სტალინის ანდერძის პირველი სიტყვები: “ჩვენი პარტიისა და ხალხის მიერ გაკეთებულ საქმეებს დაამახინჯებენ და გალანძღავენ, პირველ რიგში, საზღვარგარეთ და შემდეგ ჩვენს ქვეყანაში”.

2.ხრუშჩოვმა ორდენების გადაცემიდან მეორე წელს XX ყრილობაზე განაცხადა: “სტალინი იყო უცოდინარი, ამბიციური, მშიშარა. მან არ იცოდა სამხედრო რუკების კითხვა, იგი ომს გლობუსით ხელმძღვანელობდა. სტალინი რომ არა, ომს უფრო ადრე და დანაკარგების გარეშე დავამთავრებდით”.

უინსტონ ჩერჩილი და სტალინი
უინსტონ ჩერჩილი და სტალინი

* ხრუშჩოვის სულელური ბოდვის შემდეგ, ვნახოთ რას ამბობს სტალინზე დიდი სამეულის ერთ-ერთი წევრი, მსოფლიოში აღიარებული გეოპილიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი: “რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ უმძიმესი გამოცდის წლებში მას მართავდა გენიოსი და უდრეკი მხედართმთავარი სტალინი. ის იყო უდიდესი პიროვნება, რომელიც პატივისცემას იმსახურებდა იმ პერიოდში _ ცვალებად და მკაცრ ხანაში. სტალინი იყო არაჩვეულებრივი ენერგიის, ურყევი ნებისყოფისა და ძალის მქონე, მკვეთრი, მკაცრი, საუბარში ულმობელი ადამიანი, რომლისთვისაც აქ, ბრიტანეთის პარლამენტში, გაზრდილს არაფერი შემეძლო დამეპირისპირებინა. სტალინს ჭარბად ჰქონდა იუმორი და სარკაზმი, აზრთა ზუსტი ათვისების უნარი. ეს ძალა სტალინში ისე დიდი იყო, რომ ის ყველა დროის ხალხთა და სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს შორის განუმეორებელი ჩანდა. სტალინმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. მისი ლოგიკა ყოველგვარ პანიკას მოკლებული გააზრებული სიბრძნე გახლდათ. ის უდრეკი ოსტატი იყო იმისა, რომ ყველაზე გამოუვალ, მძიმე ვითარებაში მოენახა გამოსავალი. გარდა ამისა, სტალინს ყველა კრიტიკულ თუ საზეიმო მომენტში შეეძლო თავშეკავებული ყოფილიყო და ილუზიებს არასოდეს ნებდებოდა. მან შეჰქმნა და დაიქვემდებარა უზარმაზარი იმპერია. ის იყო ადამიანი, რომელიც თავის მტერს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა. სტალინი იყო მსოფლიოში უდიდესი დიქტატორი, რომელმაც ჩაიბარა კავიანი რუსეთი და ატომური შეიარაღებით დატოვა”.

თეირანის კონფერენციაზე უინსტონ ჩერჩილმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

“რუსეთისათვის დიდი იღბალია, რომ მისი აგონიის დროს ის აღმოჩნდა ამ უდიდესი და გამოწრთობილი მხედართმთავრის ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს ადამიანი არის შთამბეჭდავი, გამორჩეული პიროვნება, შესაბამისი იმ სერიოზული და ქარიშხლიანი დროებისა, რომელშიც გაიარა მისმა ცხოვრებამ. ადამიანი ამოუწურავი გამბედაობისა და ნებისყოფისა, პირდაპირი და ურთიერთობაში უცერემონიო მანერების მქონე…. სტალინმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ღრმა და ცივსისხლიანი სიბრძნითა და ყოველგვარი ილუზიის უქონლობით”.

1943 წელს კი ჩერჩილი ამბობდა: დილით, როცა ვდგები, ვლოცულობ, რომ სტალინი ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს, მხოლოდ სტალინს შეუძლია იხსნას მსოფლიო”.

ეს სიტყვები ხომ გაცილებით დამაჯერებელია, ვიდრე ხრუშჩოვის ნაბოდვარი.

3.სიონიზმი, რომელიც მსოფლიო ბატონობისაკენ ისწრაფვის ჩვენი მიღწევებისა და წარმატებების გამო, სამაგიეროს გადახდას მოინდომებს” (სტალინი).

* უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სტალინის ლიკვიდაცია სიონიზმის “დამსახურებაა”. ღალატსა და მოპარვაში დაოსტატებულმა ატლანტიკელმა მგლებმა მოისყიდეს სუსტი ნებისყოფის ალკოჰოლიკი ხრუშჩოვი და განზრახვა აისრულეს და კოლონტაის მიერ ჩაწერილი სტალინისანდერძისმე-3 დებულება, რომსიონიზმი სამაგიეროს გადახდას მოინდომებს”, შესრულდა.

“სიონიზმი ყოველმხრივ შეეცდება ჩვენი კავშირის განადგურებას, რათა რუსეთი ფეხზე ვერასოდეს წამოდგეს. საბჭოთა კავშირის ძალა ერთობაშია. ბრძოლის მახვილი, პირველ რიგში, ამ მეგობრობის დაშლისაკენ იქნება მიმართული, რუსეთის განაპირა მხარეების ჩამოცილებისაკენ”.

მასონთა ლოჟის წევრებმა: მიხეილ გორბაჩოვმა, ბორის ელცინმა და ალექსანდრე იაკოვლევმა უზრუნველყვეს სსრ კავშირის (რუსეთის სამსაუკუნოვანი იმპერიის) დაშლის დავალების შესრულება. დღეს დიდი თუ პატარა ნაწილები ყოფილი იმპერიისა სულს ღაფავს და ბიოლოგიურ საცდელ პოლიგონად არის გადაქცეული. და დიდი იმპერია დღეს რომ ცოცხალია, მსოფლიოს ამცნობს მხოლოდ კრემლის კურანტები, სტალინის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღი და სსრ კავშირის ჰიმნი _ სტალინის მიერ შექმნილი და აჟღერებული.

4.“განსაკუთრებული ძალით წამოყოფს თავს ნაციონალიზმი. ის ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს დაჯაბნის კიდეც, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრული დროით” (ი. სტალინი).

* ჩუქჩეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივებს ასწავლიდნენ ნაციონალურ ლოზუნგებს _ “გაუმარჯოს ნაციონალურ და მზიურ ჩუქჩეთს!” (იქ, სადაც საერთოდ მზე არ უნახავთ პოლარული ღამეების გამო), “საქართველო ქართველებს!”, “თავისუფლება ბანდერას უკრაინას!”, “თავისუფლება რუს ხალხს!”. აი, ამ ლოზუნგებით შემოვიდა სოროსი და მისი არმია, რუსეთის დასაპყრობად.

5.“ერის შიგნით წარმოიქმნება ნაციონალური ჯგუფები და დაიწყება კონფლიქტები. გაჩნდება ბევრი პიგმეი-ბელადი, ერის გამყიდველი” (ი. სტალინი).

* გავიხსენოთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რა დღეში ვიყავით და რა დღეში ვართ დღეს. ამასთანავე, იქნებ ისიც გავიხსენოთ, რამდენი და რამხელა ვიყავით სტალინის პერიოდში და რამდენი ვართ დღეს ან რაღა ვართ დღეს.

6.“მომავალში განვითარება წარიმართება უფრო რთული გზებით, მოსახვევები ძალიან სახიფათო იქნება. საქმე იქამდე მივა, რომ განსაკუთრებით აწრიალდება აღმოსავლეთი. დასავლეთიდანაც დიდი წინააღმდეგობები წარმოიქმნება. და მაინც, როგორ ცუდადაც უნდა განვითარდეს მოვლენები, გავა დრო და მომავალი თაობების მზერა მიმართული იქნება ჩვენი სოციალისტური სამშობლის გამარჯვებისაკენ. ყოველ წელს ახალი თაობა მოვა. ისინი აიტაცებენ თავიანთი მამებისა და პაპების დროშას და ჩვენ საკადრისს მოგვაგებენ, თავიანთ მომავალს ჩვენს წარსულზე დააფუძნებენ” (ი. სტალინი).

* მკითხველო, ალბათ, გასაგებია ნათელხილვის უნარი, რომელიც სტალინს ჰქონდა და ხედავდა მომავალს.

ერთი ანდერძით რომ არ დავკმაყოფილდეთ, გავიხსენოთ სხვა წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც სტალინმა სხვადასხვა პერიოდში საჯაროდ წარმოთქვა.

ჰიტლერს სურდა, 1941 წლის 7 ნოემბერს წითელ მოედანზე ვერმახტის ჯარების აღლუმი თვითონ მიეღო, მაგრამ ამ დღეს წითელ მოედანზე მავზოლეუმის ტრიბუნიდან სტალინი მიმართავდა, როგორც აღლუმში მონაწილე წითელარმიელებს (რომლებიც აღლუმიდან პირდაპირ ფრონტზე მიემართებოდნენ), ასევე საბჭოთა კავშირის ხალხებსა და, საზოგადოდ, სრულიად მსოფლიოს: კიდევ რამდენიმე თვე, კიდევ ნახევარი წელიწადი, შეიძლება ერთი წელიც და ჰიტლერულ გერმანიას თავისი დანაშაულებების სიმძიმე გასრესს. თქვენ შემოგყურებთ მთელი მსოფლიო, როგორც განმათავისუფლებლებს, თქვენ წილად გხვდათ განმათავისუფლების დიადი მისია. მაშ, იყავით ამ მისიის ღირსნი! ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ!”

* ახდა სტალინის წინასწარმეტყველება _ ერთი წლის შემდეგ გერმანელთა მზე სტალინგრადისთვის ბრძოლაში ჩაესვენა.

სტალინის წინასწარმეტყველების ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა კომინტერნის აღმასკომის იუგოსლავიის კომისიაში 1925 წლის 30 მარტს:

“უეჭველად მცდარად უნდა ჩაითვალოს სემიჩის მცდელობა, განიხილოს ნაციონალური საკითხი იუგოსლავიაში საერთაშორისო ვითარებასა და ევროპაში მოსალოდნელი პერსპექტივების დაუკავშირებლად. სემიჩი ეყრდნობა იმას, რომ ამჟამად ხორვატებსა და სლოვენიელებში არ არსებობს სერიოზული სახალხო მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთა გამოყოფის უფლების საკითხი აკადემიური საკითხია. ყოველ შემთხვევაში, არააქტუალურია. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. კიდევაც რომ დავეთანხმოთ, რომ ეს საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის, მან შეიძლება აქტუალურობა შეიძინოს, თუ ომი დაიწყო, ან როცა ომი დაიწყება, თუ ევროპაში რევოლუცია მოხდა, ან როცა იგი მოხდება. ხოლო ომი რომ აუცილებლად დაიწყება და რომ ისინი იქ აუცილებლად წაეკიდებიან ერთმანეთს, ეს უჭველია, თუ მხედველობაში ვიქონიებთ იმპერიალიზმის ბუნებასა და მის განვითარებას”.

ეს მაგალითიც სრულ წარმოდგენას გვიქმნის სტალინის შორსმჭვრეტელობაზე იუგოსლავიის მოვლენების გათვალისწინებით და რაც უახლოეს წარსულში მოხდა.

7.სტალინმა ჯერ კიდევ 1945 წელს გათვალა მოვლენების ნეგატიური შეფასებები. აი, რა უთხრა მან თავის პარტნიორებს იალტის კონფერენციაზე გამართული მოლაპარაკებებისას 1945 წლის 6 თებერვალს:

სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, საშიში არაფერია. ჩვენ არ დავუშვებთ აგრესიას ჩვენი ქვეყნების მიმართ, მაგრამ გავა ათი წელი, შესაძლებელია, უფრო ცოტა დროც კი და ჩვენ აღარ ვიქნებით და მოვა ახალი თაობა, რომელსაც არ ექნება გავლილი ის, რაც ჩვენ გავიარეთ. ეს თაობა, დიდი ალბათობით, ბევრ რამეს სხვაგვარად შეხედავს და შეაფასებს. და რა მოხდება? ჩვენ, თითქოს, მიზნად დავისახეთ, დავიცვათ მსოფლიო საომარი მოქმედებებისგან თუნდაც 50 წლით, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები”.

სტალინის ნათელხილვა კი 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო, როდესაც მსოფლიოში უძლიერესი არმია 170 დივიზიით თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ისტორიის ზოგიერთი ფალსიფიკატორი მუქ ფერებში ხატავს 22 ივნისს, როგორც ომის დაწყების პირველი დღის დაბნეულობასა და პირველ მარცხს, რომელიც დიდხანს სდევდა წითელ არმიას. თითქოს სტალინი მოუმზადებელი შეხვდა ომს, რადგან სჯეროდა, რომ ფიურერი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომს არ წამოიწყებდა. მაგალითისთვის მხოლოდ ერთი ფაქტს მოვიყვან: 1941 წლის აპრილის ბოლოს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები თათბირზე მიიწვიეს და გააფრთხილეს, რომ 5 მაისს ისინი მიწვეულნი იყვნენ კრემლში. მწყობრად დაწყობილი აკადემიის კურსდამთავრებულები 5 მაისს კრემლისაკენ დაიძრნენ. სათანადო შემოწმების შემდეგ ახალგაზრდები კრემლის ანდრეევის დარბაზში მიიწვიეს. 17 საათსა და 55 წუთზე პრეზიდიუმში გამოჩნდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი ტიმოშენკო, მარშლები და ადმირალები. სცენის სიღრმეში პოლიტბიუროს სრულ შემადგენლობას წინ მოუძღოდა სტალინი. ოვაციებისგან დარბაზი ინგრეოდა. ტიმოშენკომ დამსწრეთ დაწყნარებისკენ მოუწოდა და გამოაცხადა, რომ ცენტრალური კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს სახელით სიტყვა ეძლეოდა ამხანაგ სტალინს. ტრიბუნაზე ასულმა სტალინმა დაიწყო: “უპირველესად, გილოცავთ სასწავლებლის დამთავრებას თქვენს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად. ალბათ, გაინტერესებთ, რისთვის მოგიწვიეთ აქ. უნდა გითხრათ, რომ, როცა წახვალთ ახალ სამსახურში ზღვაზე თუ ხმელეთზე, აუცილებელად შეგეკითხებიან _ რა ხდება ქვეყანაზე? რა დაემართა საფრანგეთს, რატომ ითმენს ამდენ დამარცხებას ინგლისი? ნუთუ მართლა უძლეველია გერმანული არმია? როგორი იქნება მსოფლიო მომავალში? _ ამ საკითხებზე მინდა გელაპარაკოთ და გავცე პასუხი ამ კითხვებს. გერმანელები, _ განაგრძობდა სტალინი, _ ძალზე დაჩაგრულად გრძნობენ თავს პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, რომ მათ არ აქვთ სასიცოცხლო სივრცე, მაშინ, როცა “გერმანია ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში”, “ჩვენ, გერმანელები, ყველაზე ჭკვიანი და ძლიერი ერი ვართ. ღმერთისგან გაჩენილი რასა, რომელსაც ეკუთვნის, იბატონოს დანარჩენ ხალხებზე”. “გერმანულ არმიას აქვს ყველაზე საუკეთესო იარაღი მსოფლიოში”. ჰიტლერელთა ეს განცხადებები ყველაზე საშიშია არა მხოლოდ რიგი ქვეყნებისთვის, არამედ ძირითადი საფრთხეა საბჭოთა კავშირისთვის. რაც შეეხება საფრანგეთის დამარცხებას, ეს ასეც იქნებოდა, რადგან საფრანგეთის არმიას ჰყავს ყველასათვის უცნობი გენერლები და მინისტრები. ისინი ჯარის მშენებლობის ნაცვლად ჩართულნი არიან ბიზნესში, თავიანთ საქმეს აკეთებენ და აქვეითებენ ფრანგული ჯარის პრესტიჟს. ფრანგების ავტორიტეტი ისე დაეცა, რომ ფრანგ ოფიცრებს გოგონებიც აღარ მიჰყვებიან ცოლად. რაც შეეხება გერმანულ არმიას, ის მართლაც ძლიერი და კარგად შეიარაღებულია, მაგრამ არა უძლეველი. კართაგენსაც ეგონა, რომ უძლეველი არმია ჰყავდა ჰანიბალის სარდლობით, მაგრამ ის რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს. ასე ფიქრობდა ნაპოლეონიც თავის უძლეველობაზე, მაგრამ ის რუსეთმა კუტუზოვის მეთაურობით დაამარცხა. ასევე ცდებიან გერმანელები, როდესაც თავიანთ უძლეველობაზე ლაპარაკობენ. ჩვენ საკმაოდ ძლიერი არტილერია გვყავს და ვიბრძვით მისი შემდგომი გაძლიერებისთვის. ჩვენმა შესანიშნავმა კონსტრუქტორებმა შექმნეს საშუალო ტანკი თ-34, რომელიც არათუ ჩამოუვარდება გერმანულ ტანკებს, არამედ გაცილებით აღემატება მათ. ასევე გვაქვს მძიმე ტანკი. მართალია, ჩვენ არ გვყავს ისეთი ძლიერი ავიაცია, როგორიც გერმანელებს, მაგრამ გვყავს უნიჭიერესი ავიაკონსტრუქტორები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ამ ნაკლის გამოსასწორებლად. თქვენ სამი-ოთხი წლის წინათ დატოვეთ თქვენი ხომალდები. აი, დაბრუნდებით უკან და ვეღარ იცნობთ თქვენს ხომალდებს. ჩვენ ისინი ძირფესვიანად შევცვალეთ. იქ სულ სხვა გარემო და სამუშაო დაგხვდებათ”.

შემდგომ სტალინმა ყურადღება გაამახვილა ხელმძღვანელი კადრების აღზრდაზე არმიაში: აკადემიაში ახალგაზრდებს უნდა შევასწავლოთ ახალი ტექნიკა. უნდა ვასწავლოთ ახალი აზროვნება. თანამედროვე ომს თანამედროვე აზროვნება სჭირდება. მე მყავს ნაცნობები, რომლებიც სწავლობენ საარტილერიო აკადემიაში, მე წავიკითხე ერთერთის კონსპექტები და გამაკვირვა, რომ ის დიდ დროს კარგავს ისეთი ტექნიკის ათვისებაში, რომლებსაც 1916 წლიდან აღარ იყენებენ. ეს ხომ ყოვლად დაუშვებელია!”

ამ მომენტში წინა რიგებიდან მსხდომი აკადემიის ხელმძღვანელებიდან ვიღაცამ წამოიძახა: “არასწორია”. მას სტალინმა უპასუხა: “გთხოვთ, ნუ შემაწყვეტინებთ, მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, გეუბნებით, თვითონ წავიკითხე თქვენი აკადემიის მსმენელის ჩაწერილი კონსპექტი (როგორც მოგვიანებით გაირკვა, სტალინი თავისი შვილის _ იაკობისაგან ფარულად კითხულობდა მის ყველა კონსპექტს. იაკობი სწორედ საარტილერიო აკადემიაში სწავლობდა და ამ თათბირსაც ესწრებოდა).

გერმანიას სურს, მოსპოს ჩვენი სოციალისტური სახელმწიფო, გერმანიას სურს, გაანადგუროს ჩვენი დიადი სამშობლო, მოსპოს მილიონობით ჩვენი მოქალაქე, ცოცხლად გადარჩენილები კი მონებად აქციოს. ჩვენი ქვეყნის ხსნა არის მტრის ღირსეული დახვედრა და გამარჯვება ამ ომში გერმანულ ფაშიზმზე. გაუმარჯოს მომავალ ომში ჩვენს გამარჯვებას!”

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. როგორც ყოველთვის ბატონი გრიგოლ ონიანი უდიდეს საქმეს აკეთებს, მშვენივრად არის აღწერილი გენიოსი სტალინის მიერ ჩვენი დღევანდელი უბედურების მიზეზი ,მთავარია ეს სტატია რაც შეიძლება ბლომად ქართველმა წაიკითხოს და სწორად გაიგოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here