Home რუბრიკები ისტორია სტალინი, მარქსი და მარქსიზმი

სტალინი, მარქსი და მარქსიზმი

სტალინი, მარქსი და მარქსიზმი

კარლ მარქსს, მიუხედავად იმისა, რომ სრული წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი სახელმწიფო უნდა აშენებულიყო მისი ღრმა ფილოსოფიურპოლიტიკური ნაშრომების საფუძველზე, მის შრომებში არის მარგალიტები, რომლებიც წინასწარმეტყველური გათვლებით არის სავსე და რომლებიც კაცობრიობის განვითარების გრძელ და რთულ გზას ეხება. ის თითქოს ხედავს დღევანდელი მსოფლიოს ხალხთა ყოფას და საზოგადოებრივ წყობასა თუ ეკონომიკურ განვითარებას.

მაინც რა როლი მიუძღვის მარქსს რუსულ რევოლუციურ მოძრაობაში და რა ადგილს იკავებს იგი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებაში, რომლის კლასიკოსად, გზის მაჩვენებლად და ხატად არის წარმოდგენილი.

კარლ მარქსს გულზე არ ეხატებოდა რუსეთი და რუსი ხალხი. იგი მოუწოდებდა, “დაეწვათ ოდესა და დაენგრიათ სევასტოპოლი” და ამით ხელ-ფეხმოჭრილი დარჩებოდა გოლიათი, რომელიც ასე აშინებდა მსოფლიოს.

იმპერიის დედაქალაქს მარქსი მოსკოვიას უწოდებს და განიხილავს მონის როლში. რუსეთს ის ბარბაროსების ქვეყნად მიიჩნევს, არწმუნებს მსოფლიოს, რომ: “ჩვენ გველოდება ბრძოლა ველურ ტომებთან _ ავსტრიელებსა და რუსებთან”. მერე მარქსი კვლავ უბრუნდება რუსეთის საკითხს და ამბობს: რუსეთი მსოფლიო რეაქციის საყრდენი ბურჯია”; “თავისუფალი სამყაროსათვის უდიდესი საშიშროება”; “ერთადერთი მიზეზი ევროპის მილიტარიზაციისა”; “რუსეთში ხდება მსოფლიო რევოლუციის მტრების კონცენტრაცია”. მარქსს ვერც კი წარმოუდგენია, რომ “რუსეთში შეიძლება მოხდეს პროლეტარული რევოლუცია, იქ შეიძლება მხოლოდ მოეწყოს ბუნტი, რომლისგანაც ავარდება გერმანული რევოლუციის ხანძარი, რევოლუცია კი რუსეთში არასდროს მოხდება”.

ამ სიტყვების შემდეგ მარქსი გაკვირვებული იყო, რატომ იყო ის რუს ხალხში ეგზომ პოპულარული და რატომ ითარგმნებოდა ასე აღტაცებით და ვრცელდებოდა მისი ნაშრომიკაპიტალი”.

“მოსკოვია (კვლავ დასცინის მარქსი იმპრიის დედაქალაქს) აღიზარდა მონღოლთა ურდოს ხელში და მონობის უღლისგან გათავისუფლების შემდეგაც განაგრძობდა მორგებული ამ უღლის ტარებას ადგილობრივ მოხელეთა ხელში. ამიტომ იყო, რომ პეტრე I, მსგავსად ჩინგის-ხანისა, ოცნებობდა მსოფლიო ბატონობაზე”.

სწორედ ამ იდეებითა და პროგრამით შევიდა დალუქული ვაგონითა და თავისი მრევლით, აგრეთვე, გერმანული მარკებით დატვირთული ვლადიმერ ლენინი გერმანიიდან რუსეთში, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გემით გადმოსხა არანაკლებ დაფინანსებული და რუსეთისათვის არატრადიციული აზრებით დატვირთული ტროცკი თავისი ამალით. მარქსი ყურადღებით აკვირდებოდა ყირიმში მიმდინარე ომს, სადაც იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესები, მაგრამ ცხადი იყო ერთი: აგრესორი იყო თურქეთი, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ინგლისი და საფრანგეთი და რომლებსაც უპირობოდ უჭერდა მხარს მარქსი. ყირიმში საბრძოლო მოქმედებები დაწყებული არ იყო, რომ მარქსი ოცნებობდა თურქეთ-ინგლის-საფრანგეთის კოალიციის გამარჯვებაზე ამ ომში, რომელსაც მიუძღვნა სტატია “აღმოსავლეთის ომი” და ჩამოაყალიბა თავისი გეოპოლიტიკური დოქტრინა: “რუსეთის შევიწროება აზიის საზღვრებამდე.” მარქსს გული სწყდებოდა, რომ ეს ვერ მოახერხა ნაპოლეონმა. იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა ბრიტანეთს მომავალ ომში. ბრიტანეთს აქვს საშუალება, დაარტყას რუსეთს მტკივნეულ (სუსტ) ადგილებში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამან შეიძლება აიძულოს შვედეთი, დაიბრუნოს ფინეთი; მას (ბრიტანეთს) აუცილებლად სჭირდება პეტერბურგისა და ოდესის ფლოტები, რომელთა გარეშეც რუსეთი იმ გიგანტს დაემსგავსება, რომელსაც ხელფეხი აქვს წართმეული”.

მარქსი მხარს უჭერდა ინგლისის ექსპანსიას, ხოლო ხალხებს, რომლებიც ბრიტანეთს წინ აღუდგებოდნენ, რეაქციონერებს უწოდებდა.

მარქსი რუსეთს იმ ქვეყნად განიხილავდა, რომელიც დიდ ბრიტანეთს ვაჭრობაში უშლიდა ხელს აზიის ქვეყნებში. ის მოუწოდებდა ბრიტანეთს, შეევიწროებინა რუსეთი შავ ზღვისპირეთში და ამით გზა გაეხსნებოდა ბრიტანეთის გემებს დარდანელის სრუტეში. მარქსი ვერ იტანდა რუსეთის შექებას. იგი გაოცებული წერდა, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ვერ ხედავდნენ რუსეთიდან მოახლოებულ საფრთხეს. “შემცირდა თუ რა საფრთხე რუსეთიდან?” _ სვამდა კითხვას მარქსი და თავადვე სცემდა პასუხს _ “არა!” “გონებრივი სიბრმავე დასევლეთი ქვეყნების მთავრობებისა, უკიდურეს ზღვარზეა მისული. რუსეთის მეთოდები, ტაქტიკა, ქცევები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მთავარი მიზანი მათი პოლიტიკისა, რომ ის იყოს მსოფლიოს მბრძანებელი, უცვლელია”.

ახლა კი უნდა მოგახსენოთ, რა ნიშნებით აღიარეს კარლ მარქსი მეორე ათასწლეულის ადამიანად. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციაბიბისისმიერ ჩატარებული მასშტაბური გამოკითხვის შედეგად, უდიდესი მოაზროვნეების სიაში პირველი ადგილი კარლ მარქსმა დაიკავა, მეორე _ ალბერტ აინშტაინმა, მესამე კი _ ისააკ ნიუტონმა. გამოკითხულთა შორის არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც 70 წლის განმავლობაში მარქსისტულ-ლენინურ პროპაგანდას ახვევდნენ თავს. ასე რომ, გამოკითხულთა შეფასებები მისაღებია. უფრო მეტიც, მარქსის შრომები _ “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” და “კაპიტალი” _ შეტანილია იუნესკოს მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ჩამონათვალში. ეს ნაშრომები, რომლებიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 100 ენაზე გამოიცა (რამდენიმე ათეული მილიონი ტირაჟით), მოთხოვნის თვალსაზრისით, ბიბლიაზე მოთხოვნას შეიძლება შევადაროთ. თუმცა მატერიალისტი მარქსი რელიგიის მიმართ სკეპტიკურად კი იყო განწყობილი, მაგრამ ისიც აღიარა, რომ რელიგიას აქვს ერთგვარი “თერაპიული” სარგებელი. რელიგია გულქვა სამყაროს გულია, ჩაგრულ ადამიანთა სუნთქვაა. რელიგია ხალხისთვის ოპიუმია”, _ მარქსის ეს განცხადება თითქმის ყველა საბჭოთა ადამიანმა იცოდა. რელიგიისადმი ირონიას ისტორიამ ირონიითვე უპასუხა _ შეიცვალა დამოკიდებულება მარქსის შრომების მიმართ რუსეთში. რუსეთი უკიდურესად უნიკალური ქვეყანაა. მას სჩვევია უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადავარდნა. მონარქიის დამხობის შემდეგ ხალხმა ერთგვარი შვება იგრძნო და ამ შვებით “გაბრაზებულებმა” დაიწყეს ყველას და ყველაფრის განადგურება, მათ შორის ეკლესიებისაც. მსგავსი რამ მოხდა მარქსის მოძღვრების მიმართაც. მისი ციტატები, რომლებიც იძულებით თითქმის სიტყვასიტყვით იცოდა ყველამ, ანათემას გადაეცა და დავიწყებას მიეცარუსეთში დიდ ყურადღებას არ აქცევენ მარქსის იუბილეს, რასაც ვერ ვიტყვით გერმანიასა და საფრანგეთზე. ამ ქვეყნებში ხშირად ტარდება კონფერენციები, იწერება წერილები და გამოიცემა წიგნები. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მარქსი ყველა დროისა და ხალხის ყველაზე ციტირებული ეკონომისტი და მოაზროვნე ფილოსოფოსია. სხვათა შორის, მარქსის გამონათქვამებზე, შეიძლება ითქვას, საუკუნოვანი კამათიც კი მიმდინარეობს. მაგალითად, ვის ენიჭება წამყვანი როლი ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში _ დასაქმებულებს თუ დამსაქმებლებს? (შეფასების ეს პრიორიტეტი იცვლებოდა და იცვლება). გთავაზობთ ექსკურსს იმ პერიოდში, როდესაც ფეოდალიზმს, ანუ თვითკმაყოფილი ადამიანების ეპოქას ჩაენაცვლა სამეწარმეო საქმიანობის ეპოქა, სიხარბის ეპოქა. ამ ეპოქამ შვა კაპიტალიზმი, რომელიც, თავდაპირველად, არც კანონებით რეგულირდებოდა და არც საზოგადოებრივი ცნობიერებით. მაგალითად, რაღაც მომენტში წარმოების მფლობელებმა, მიუხედავად იმისა, მცირე გასამრჯელოს უხდიდნენ მშრომელებს, იფიქრეს, რომ მაინც ბევრს გასცემდნენ და გადაწყვიტეს, ჩაენაცვლებინათ კაცები ქალებით, რადგან ეს უკანასკნელნი უფრო მშვიდნი და მორჩილნი არიან და ნაკლებ ანაზღაურებაზეც იმუშავებენ. ანალოგიური რამ მოხდა ბავშვების მიმართაც. “11-12 წლის გახდი? აბა, სამუშაოდ! შახტა, კონვეიერი, მაღარო და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს საშინელება იყო”, _ ამბობს ეკონომიკის დოქტორი. სწორედ ამის მომსწრე იყო მარქსი. მას ესმოდა, რომ კაპიტალიზმი უპერსპექტივო, სასტიკი სისტემა იყო და დაიწყო ამ სისტემის შესწავლა, რომ ეპოვა კოშმარიდან გამოსასვლელი გზები.

სტალინი, მარქსი და მარქსიზმი

როდესაც საბჭოთა ხელისუფლება დასრულდა, ჩვენი ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდა. იგი თავისუფალი ბაზრისკენ შებრუნდა, შებრუნდა ადამ სმიტისკენ. ამ ფონზე მარქსი გამოჩნდა ადამიანად, რომელმაც, ფაქტობრივად, შექმნა ეს “საძულველი” საბჭოთა ხელისუფლება. სრულიად ნათელი იყო, რომ მარქსს საერთო არაფერი ჰქონდა ჩვენს სოციალიზმთან, მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი მის სახელს უკავშირდებოდა, ამის დავიწყება შეუძლებელი იყო; შეუძლებელი იყო მისი გამიჯვნა საბჭოთა სოციალიზმისგან. მარქსი, უბრალოდ, საძულველი ადამიანი შეიქნა. მის შესახებ უამრავი რამ იწერებოდა: რომ ის შვილს აჩენინებდა ქალებს და შემდეგ ტოვებდა მათ, რომ ნასესხებ ფულს არ აბრუნებდა, რომ აუტანელი ხასიათი ჰქონდა და ა.შ. მას ჰიტლერსაც ადარებდნენ… რაში არის მარქსის იდეების, მისი წიაღსვლების სიძლიერე თანამედროვე ცხოვრებაში? რატომ არის ის საინტერესო დღეს?

როდესაც ჩვენში შემოიჭრა თავისუფალი კაპიტალიზმი (უფრო ზუსტად, ველური კაპიტალიზმი _ გ.ო.) და ფესვები გაიმაგრა, ყველას გაახსენდა კარლ მარქსი. და რა გაახსენდათ? გაახსენდათ ის, რომ მარქსი კაპიტალიზმის ნებისმიერი მოდელის ბრწყინვალე ანალიტიკოსია. მე გამოვყოფ რამდენიმე საკითხს, რომლებიც დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

საოცარი წინასწარმეტყველება _ მარქსის გამჭრიახობა:

* თავისუფალ ბაზარს ავტომატურად მივყავართ კაპიტალის კონცენტრაციამდე, ანუ ბაზრის მონოპოლიზაციამდე, თუ ის არ რეგულირდება. ბაზრის მონოპოლიზაცია კი დაუშვებელია, რადგან მონოპოლისტი მხოლოდ სიტყვით უჭერს მხარს საბაზრო თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში მომხმარებელს სთავაზობს იმას, რაც მხოლოდ მის ინტერესშია. ფასებს კი ასე უყურებენ: “გსურს? _ შეიძინე! არ გსურს? _ ნუ შეიძენ!”. ეს ძალიან მაგონებს ჩვენს ისტორიას. სახელმწიფო სამინისტროების მონოპოლიების ნაცვლად, რომელთა კონტროლი და რეგულირებაც შეიძლებოდა, ჩვენ მივიღეთ კერძო რეგიონული მონოპოლიები, რომელთათვისაც, პრაქტიკულად, არ არსებობს კანონი”.

* თუ არ მოხდა თავისუფალი ბაზრის დარეგულირება, შედეგი შემოსავლების რადიკალური პოლარიზება იქნება და მივიღებთ რამდენიმე მდიდარ ადამიანსა და მილიონობით ღარიბს. და ასეც მოხდა. სულ სხვა საქმეა ის, რომ ამ ყველაფერს ხალხი, რბილად რომ ვთქვათ, მიეჩვია. კონფუცი, რომელიც არ იყო სოციალისტი, სავსებით სამართლიანად წერს: “სირცხვილია, იყო მდიდარი ღარიბ ქვეყანაში და სირცხვილია, იყო ღარიბი მდიდარ ქვეყანაში””. ჩვენ კი არაფრის გვრცხვენია”.

* ეკონომიკის რეალური სექტორი შევიწროვდება, თუ არ მოხდება ბაზრის დარეგულირება. ეს სწორედ ის არის, რასაც დღეს ვიმკით, ანუ მოგება წარმოების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ფულს შოულობენ მათგან, ვისაც ეს დროებით არ სჭირდება და ასევე შოულობენ ფულს სესხის გაცემით, ვისაც ეს დროებით სჭირდება.

…ჩნდება კითხვა: როგორ მიიღეთ ეს მოგება, თუ ეკონომიკა ეცემა? როგორ შეიძლება ეს იყოს? მე არ ვარ შეთქმულების თეორიის მომხრე, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს მსოფლიოს ფინანსური ნომენკლატურა თავისი ოფშორული კომპანიებით, საკუთარი ინტერესებით. მოკლედ, მსოფლიოში ფულის დიქტატურაა გამეფებული, რაზეც მარქსმა პირველმა დაწერა. ფარდობითი და აბსოლუტური გაღარიბება ხალხისა _ რა არის ეს დღევანდელ ენაზე? ვთქვათ, თქვენმა შემოსავალმა მილიონი ლარით მოიმატა, ჩემმა კი _ ხუთასი ათასით, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩემთვის უსიამოვნო ფაქტია, რომ თქვენ მეტი გაქვთ, ვიდრე მე, თუმცა ამას ვეგუები და არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ, როდესაც თქვენი შემოსავალი გაიზარდება, ჩემი კი შემცირდება, ეს უკვე არასასიამოვნოა. აი, ეს არის ის პოლარიზაცია, რომელზეც მარქსი წერდა თავის ნაშრომში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გლობალიზაციაა, როცა იხსნება ყველა ბარიერი, ყველა ერთ დიდ სოფელში ვცხოვრობთ და ეროვნული ეკონომიკები ერთი დიდი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი ხდება, რაც უამრავ პრობლემას იწვევს და რაზეც მარქსმა ასევე დაწერა. დასასრულ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც მარქსმა თქვა კომუნიზმზე, რომ მსოფლიოში ეს ყველაზე სამართლიანი სისტემა დადგება არა მაშინ, როდესაც არ იქნება ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია (რაც თავისთავად ცხადია), არამედ, როდესაც მოისპობა ადამიანების დამთრგუნველი შრომის დანაწილება. კვლევების თანახმად, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 ადამიანიდან 85 დაკავებულია საქმით, რომელიც, რბილად რომ ვთქვა, მათ ძალიან არ მოწონთ, მაგრამ იძულებულნი არიან, აკეთონ ეს საქმე, რათა ჰქონდეთ საარსებო წყარო. მარქსი რევოლუციის მომღერალი იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ადამიანებმა პროფკავშირები შექმნეს და დაიწყეს კაპიტალისტების “მართვა”. პარალელურად მიმდინარეობდა მექანიზაციის, ავტომატიზაციისა და შრომის პროდუქტიულობის ზრდის პროცესები და ორმოცდაათიანი, სამოციანი, სამოცდაათიანი წლები _ ეს ახალი საზოგადოების ჩამოყალიბების ეპოქაა რევოლუციის გარეშე.

ჩნდება კითხვა: რა უნდა ვიღონოთ? რა თქმა უნდა, მარტივი არ არის სოციალიზმში დაბრუნება, მაგრამ რაღაც უნდა ვიღონოთ. რუსეთში ხშირად ისმის მოწოდებები დაბეგვრის პროგრესული სკალის დაარსების შესახებ прогрессивная шкала налогообложения), რაც მმართველი ძალის ინტერესებში არ შედის. გაზარდეთ შრომის ნაყოფიერება და მიიღებთ მეტს _ ასეთია პასუხი დამქირავებლისა, მაგრამ როგორ უნდა გაიზარდოს პროდუქტიულობა, თუ მაღაროელები 1930-იანი წლების იარაღებს ხმარობენ? აპირებს კი დამქირავებელი, განაახლოს ტექნიკა? არა! მას ეს არ აინტერესებს, რადგან არ არის დარწმუნებული ხვალინდელ დღეში.

მოკლედ, კარლ მარქსი ცოცხალია და მისი შრომები ცოცხლობს, ცოცხლობს ევროპაში, რადგან მათ ესმით მარქსის და პატივს სცემენ; ისინი ფიქრობენ ახლის შემნაზე; ალბათ, სამოქალაქო საზოგადოება იქ უფრო განვითარებულია. რაღაც რომ უნდა გაკეთდეს, ფაქტია, რადგან მსოფლიოში შეიმჩნევა ტენდენცია შრომითი და სოციალური უთანასწორობის ზრდისა ყველა მიმართულებით.

ორი წლისწინანდელი კვლევების თანახმად, რუსების 65% თვლიდა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკური კურსი უნდა შეცვალოს. ჩვენთანაც, ჩვენს საზოგადოებაშიც მატულობს ცვლილებების მოთხოვნა. გადავა თუ არა სამყარო მისი განვითარების ახალძველ ციკლში, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ კაპიტალიზმის თავზე ღრუბლები უფრო და უფრო რომ შავდება, ფაქტია, რომელიც მსოფლიოს გლობალიზაციის პოლიტიკით არის გამოწვეული. გაგაცნობთ პროფესორ ვახტანგ გურულის ისტორიულ დასკვნას ოქტომბრის რევოლუციაზე, რომელიც ჩამოაყალიბა თავის ნაშრომშისტალინის დიდი ექსპერიმენტი”:

ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება 1917 წლის 25 ოქტომბერს სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით, იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს”. 1923 წლის 14 მარტს სტალინმა გაზეთ “პრავდაში” გამოაქვეყნა სტატია “რუსი კომუნისტების სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ”. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ არც ლენინს და არც ტროცკის ეჭვი არ უნდა შეჰპარვოდათ, რომ სტალინი სულ სხვა გზით მიდიოდა, რაც პირდაპირი გამოწვევა იყო არა მხოლოდ ლენინისა და ტროცკის, არამედ კომუნისტური პარტიისა თავიანთი კლასიკოსებით, ეს მომდევნო ყრილობამ დაადასტურა. მარქსიზმი სტალინისათვის ის სამუხრუჭე სითხე იყო, რომლის მოქმედებითაც განაცვიფრებდა დიპლომატებისა და პოლიტიკოსების დიდ არმიას მოთმინებისა და შეუვალობის ხარჯზე, ხოლო ლენინიზმი _ ის წითელი დროშა, რომლითაც მოქმედებისკენ უბიძგებდა მსოფლიოში მცონარობით (სიზარმაცით) ცნობილ რუსმუჟიკს”.

რა მეთოდებით მოახერხა სტალინმა ღმერთამდე მისასვლელი ხარაჩოს აგება და ამის მეშვეობით მზის კოშკის აშენება, ამას მომავალ სტატიაში უფრო ზუსტად მოგახსენებთ.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here