Home რუბრიკები ისტორია სტალინი და… ორი იდიოტი

სტალინი და… ორი იდიოტი

სტალინი

ავი დატანჯე და დაამონე, კეთილის ქმნელს შეასხი ფრთები”.

ვაჟა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრმა არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი იბრძოდა. სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, რომ გერმანული ფაშიზმი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამარცხა, ხოლო, როდესაც ომი უკვე დამთავრებული იყო, საბჭოთა კავშირმა იაპონიის ორი დიდი ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას ატომური ბომბები დაუშინა. წინა წერილებში ნახსენები ჩვენიმკვლევარებიცსრულიად იზიარებენ იმ სულელურ აზრებს, რომლის ტირაჟირებასაც დასავლეთი ავალებთ, მაგრამ, როგორც დასავლეთს, ისეჩვენს ბიჭებსაცკოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ვაგონს, რომლითაცმოხალისექართველი ბიჭები გლობალიზაციის მექაში მიიჩქაროდნენ, ორთქმავალი ჩახსნეს და ჯართში ჩააბარეს, “თავისუფლებისთვისმებრძოლები კი, სადღაც ჩიხში ჩარჩენილები, ვაგონის დაძვრის მოლოდინში კვლავ ძველებურად ჭიკჭიკებენ.

“მეცნიერები” პასუხს სცემენ ხალხში გავრცელებულ “სიყალბეს”:

* “სტალინმა მასობრივი რეპრესიების შესახებ არაფერი იცოდა”.

თქვენი მტკიცება სტალინის რეპრესიებში მონაწილეობის თაობაზე მთლად დაუჯერებელი არ არის, რადგან სტალინმა გაცილებით მეტი და უკეთ იცოდა რეპრესიების შესახებ, ვიდრე თქვენი ნაცოდვილარია.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საბჭოთა კავშირში _ ჯოზეფ ედვარდ დევისმა, რომელიც სწორედ იმ პერიოდში იყო ელჩი რუსეთში, როდესაც რეპრესიები მიმდინარეობდა (1936-1938 წლებში), 1961 წელს განაცხადა:

როგორი გულუბრყვილონი ვყოფილვართ ჩვენ და რა შორსმხედველი და წინასწარმეტყველი _ სტალინი, როდესაც 1937-1938  წლებში რეპრესიებს ატარებდა. სტალინს აღნიშნული რეპრესიები და  ჯარის მკაცრი წმენდა რომ არ ჩაეტარებინა, საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში 1941 წელსვე დამარცხდებოდა”.

ამასვე იმეორებს ცნობილი ანტისტალინისტი, ხოლო შემდეგ სტალინისტად გარდაქმნილი ალექსანდრე ზინოვიევი.

ჩვენო “მეცნიერებო”, თქვენნაირი ავყიები, პროვოკატორები, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს  მიყიდულები სტალინის პერიოდში, ალბათ,  გაცილებით მეტი იქნებოდა  და, როგორც მე არ ამიკანკალდება ხელი თქვენ დასასჯელად, ალბათ, არც სტალინს გაუვარდებოდა კალამი ხელიდან თქვენნაირების დასახვრეტად რეზოლუციის დადების მომენტში.

* არასწორია, თქვენ რომ ამტკიცებთ _ წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში ბრალი სტალინს არ მიუძღვის”.

როდესაც საქართველოს ყვავყორნებივით დაესივნენ გერმანელები, იტალიელები, თურქები, ამერიკელები და ათასი ჯურის გადამთიელები, ხოლო მშიშარა მენშევიკური მთავრობა თავისი გამყიდველური პოლიტიკით საქართველოს შლიდა მსოფლიო რუკიდან, სწორედ მაშინ უბრძანა სტალინმა ორჯონიკიძეს და უსაყვედურა კიდეც:

“შენი სამშობლოც არ არის საქართველო? _ ჩადი სასწრაფოდ, წესრიგი დამყარე და შედეგი გვაცნობე!” ეს იყო ბრძანება, რომელმაც გადაარჩინა საქართველო.

* თქვენ დაცინვით ამბობთ:

სტალინი რელიგიური ადამიანი იყო”.   ვაი, თქვენს პატრონს უბედურს!

1951 წელს, როდესაც პირველად დააჯილდოვეს “მშვიდობის დაცვის საერთაშორისო სტალინური პრემიით” მსოფლიოს ხუთი გამოჩენილი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მღვდელი გახლდათ. მე მაინც არ დამიჯერებთ და იქნებოდა თუ არა დღემდე მართლმადიდებლობა, საერთოდ, დედამიწაზე, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარტი ილია მეორე უფრო დამაჯერებელ პასუხს გაგცემთ, თუ შეეკითხებით.

ერთ ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ:

1943 წელს, თეირანის კონფერენციაზე, ჩერჩილმა უთხრა რუზველტს, რომ სტალინისთვის ერთობლივათ ეთხოვათ, რომის პაპი შეეყვანათ კოალიციაში და სამეული ოთხეულად გარდაქმნილიყო. ოფიციალურ სხდომაზე სტალინთან ამ თემაზე უხერხულად ჩათვალეს საკითხის დაყენება, მაგრამ სადილის დროს რუზველტმა მორჩილებით შესთავაზა სტალინს რომის პაპის კოალიციაში შეყვანა. სტალინი საკითხს სერიოზულად მიუდგა და აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა:

_ რამდენი დივიზიის გამოყვანა შეუძლია რომის პაპს და რა სახეობის?

რუზველტი მიხვდა სტალინის ირონიას და, უხერხულობაში ჩავარდნილმა, ვერაფერი უპასუხა, მაგრამ საუბარში ჩერჩილი ჩაერთო:

_ ბატონო მარშალო, რომის პაპს დივიზიები არ ჰყავს, ის მხოლოდ ილოცებს ჩვენზე.

_ თუ რომის პაპს დივიზიები არ ჰყავს და არც შეიარაღება გააჩნია, რატომ გვინდა მისი კოალიციაში შემოყვანა? თუ მხოლოდ საკმეველი უნდა გაიქნიოს, ეს ჯერჯერობით მეც შემიძლია (როგორც საღვთო პირს) და ვილოცებ კიდეც გამარჯვებისთვის. ჩემი წინადადებაა, დავარტყათ მტერს მამაცურად და, როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენი გამარჯვება რომის პაპს დავალოცვინოთ.

ამით საკითხი ამოიწურა.

მკვლევარებო”, სტალინის რელიგიურობის შესახებ თქვენ არაფერი იცით, აკეთეთ ის, რაც იცით (თუ რამე იცით).

* “სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე,” _ ქირქილით აუწყებთ მკითხველს  და მოგყავთ კონტრარგუმენტები, რომლებიც სრულფასოვანს ხდის სტალინის როლს საქართველოს ტერიტორიების გაფართოების თვალსაზრისით. ბონდო კუპატაძე აღნიშნული საკითხის საქმის კურსშია, მაგრამ არა სრულად და რატომ დასჭირდა მისი  მითად გამოცხადება,  გაუგებარია.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

* “სტალინი ბრწყინვალე მმართველი იყო”. ამაშიც ეჭვი შეაქვთ “მკვლევარებს”.

ვინც სტალინთან მუშაობდა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, იქნებოდა სახელმწიფოს მეთაური, სარდალი, ხელოვნების მუშაკი, მუშა თუ კოლმეურნე, სტალინს მიიჩნევდა კრემლში მობინადრე ღმერთად.

მოლოტოვთან საუბარში რუზველტმა განაცხადა:

დიდი სურვილი მაქვს, შევხვდე თანამედროვეობის უდიდეს ადამიანს _ სტალინს.

“ბატონო  მკვლევარებო”, ჩერჩილმა თქვა:

სტალინმა ჩაიბარა კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური ბომბით შეარაღებული”.

ამასვე იმეორებს ამერიკელი პოლიტოლოგი, სოვეტოლოგი და პროფესორი გროვერ ფერი თავის წიგნში “ანტისტალინური სისაძაგლეები”.

იმხანად საფრანგეთის მთავრობის მეთაური, გენერალი დე გოლი თავის დეპეშაში 1945 წლის 9 მაისს სტალინს აცნობებდა: ევროპა რომ თავისუფალია, ეს სტალინი და სტალინგრადია”.

ალექსანდრე კერენსკი:

“სტალინმა რუსეთი ფერფლიდან აღადგინა, ზე სახელმწიფოდ აქცია და ფაშიზმი გაანადგურა”.

და უამრავი ასეთი ფრაზა. მაშ, ეს არის ქვეყნის სუსტი ხელმძღვანელობა, “ბატონო მკვლევარებო”?

მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერი ლევან სვანაძე, რომელიც უინსტონ ჩერჩილისა და, საერთოდ, ინგლის-საფრანგეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღიარებულ მკვლევარად ითვლება, იქ, სადაც მიმოიხილავს ჩერჩილის, დე გოლის,  რუზველტისა და სხვათა პოლიტიკურ თუ ბიოგრაფიულ ეპიზოდებს, განმარტავს:

“მსოფლიო ისტორიაში არცთუ იშვიათად ყოფილან ადამიანები, რომლებიც დიდ სახელმწიფოებრივ საქმნიანობას მაღალდიპლომატიურ აქტიურობას უთავსებდნენ… ისინი ორ კატეგორიად იყოფიან:  პირველთა კლასიკურ მაგალითებად უნდა მოვიაზროთ, ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონ მონაპარტე, ოტო ბისმარკი;  ხოლო მეორეთა კატეგორიას მივაკუთვნებ ტალეირანს ან, თუ გნებავთ, კარდინალ რიშელიეს და შეიძლება კიდევ უფრო გამორჩევით ფრანგ დიპლომატებს, ძმებს _ პოლ და ჟიულ კამბონებს. პირველი კატეგორიიდან, აგრეთვე, გამოვყოფ გასული საუკუნის უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს _ ვუდრო ვილსონსა და ფრანკლინ დელანდო რუზველტს, რომლებსაც გვერდს უმშვენებდა დიდი ბრიტანელი პოლიტიკოსი და დიპლომატი უინსტონ სპენსერ ჩერჩილი, რა თქმა უნდა, არც ჯონ კენედი, როლანდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი შეიძლება დავივიწყოთ. ისინი გახლდნენ წინა საუკუნის გოლიათები, რომლებმაც, თავიანთი ბუმბერაზობის მიუხედავად, ოდნავაც ვერ დაჩრდილეს კაცი, რომელიც არატრადიციული დიპლომატიის სამყაროდან წამოიმართა და, ფაქტობრივად, ერთადერთმა შექმნა ისეთი იმპერია, რომლის ნგრევის შედეგებს ახლაც კი, ლამის საუკუნის შემდეგ, თავსა და ბოლოს ვერ აბამენ თანამედროვე მსოფლიოს უზარმაზარ სივრცეებზე. ეს (სასწაულმოქმედი ადამიანი _ სხვას ვერაფერს ვუწოდებთ) გახლდათ, ჩერჩილის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, “მეჩექმის შვილი” (დავუმატებდი _ გორელი მეჩექმის შვილი) იოსებ სტალინი _ კაცი, რომლის პირამიდის დანგრევას, უკვე ნახევარი საუკუნეა, ვერ ახერხებენ მსოფლიოს ყველა ჯურის ძალები პოლიტიკურმასონისტური წრეებით დაწყებული, რუსი ნაციონალისტებით დამთავრებული. მათი შოვინისტური ცდები არც ისე წარმატებულია, რადგან იმდენად დიდი და ცემენტირებულია ეს პირამიდა, რომ თავისი შეწიდულობით გაცილებით მტკიცე გამოდგავიდრე ცნობილი ეგვიპტური პირამიდები, ხეოფსის პირამიდის ჩათვლით.

ბონდო კუპატაძე
ბონდო კუპატაძე

ზემოთ ჩვენ გამოვიყენეთ ტერმინი “არატრადიციული დიპოლომატია”. იგი უმთავრესად რუსეთს შეეხებოდა, რამეთუ საქართველოს ვერ მივაკუთვნებთ ამ კატეგორიას”.

ვფიქრობ, გასაგებად არის ნათქვამი სტალინის როლსა და მის მიერ შექმნილ სახელმწიფოზე, რომლის შეფასებაც შორეულ ლონდონში ჩერჩილის პირად არქივში ქართველმა მეცნიერმა ჩაინიშნა და შემდეგ ფართოდ გააშუქა თავის წიგნში “სტალინი, როგორც დიპლომატი”. ამ წიგნში სხვა ბევრ საინტერესო საკითხსაც შევხვდებით. მაგალითად, აი რას წერს სტალინის მიერ “მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების” შესახებ (როგორც ამას მკვლევარი ცუცქირიძე ამტკიცებს) ბატონი ლევან სვანაძე თავის წიგნში:

“1937 წელს ჰიტლერმა სცადა, მასთან ჩასული ინგლისელი სტუმრები დაერწმუნებინა გერმანიის “ახალი პოლიტიკური კონცეფციის” მშვიდობისმოყვარე ხასიათში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თითქოს გამომდინარეობდა ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან. ენტონი იდენი თავის მემუარებში, რომლიდანაც მთელი ეს ისტორია არის აღებული, აღნიშნავს, არც ისე დიდი გამოცდილება და გამჭრიახობა  იყო საჭირო რეალური გეგმების დასანახადო. მას და საიმონს ეჭვები აღარ გასჩენიათ, რომ ნაცისტური გერმანია დიდმასშტაბიანი ომის სამზადისში იყო ჩაბმული, იმის მიუხედავად, რომ ჰიტლერის აქცენტირებული განცხადებით იგი არც ჩეხოსლოვაკიასა და,  მით უმეტეს, რუსეთს ომს არასოდეს გამოუცხადებდა, თუმცა არც ის დაუმალავს, რომ ლიტვასა და ავსტრიას არასოდეს აპატიებდა  თავხედობებს, რომლებსაც ამ ქვეყნების მთავრობები თითქოს გერმანიისა და იქ, იმ ქვეყნებში, მცხოვრები ნაცუმცირესობათა მიმართ ახორციელებდნენ (იგულისხმებიან გერმანელები). მისი განცხადებით, იგი არ აპირებდა ავსტრიის ანშლუსს, მაგრამ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუკი ავსტრია ევროპის საჭადრაკო დაფიდან გაქრებოდა.

ამიტომ იყო, რომ იდენი თავის მოგონებებში (“დიქტატორთა პირისპირ”)  წერს, რომ “მომავალი ავისმომასწავებელი ჩანდა… შედეგები _ სავალალო… ტონი და ხასიათი  წინა წლისაგან მკაცრად განსხვავებულია; სავსებით ნათელია შეიარაღება და მისი მიმდინარეობის პროცესი ძველი პრუსიული სულისკვეთებით. ამჟამად საფრთხობელას ხარისხში რუსეთია აყვანილი”.

და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ საუბრის საგანი იყო, აგრეთვე, განიარაღება, აღმოსავლეთისა თუ ცენტრალური ევროპის პაქტი, ერთა ლიგაში გერმანიის დაბრუნების საკითხი, საზღვაო შეიარაღება, გერმანიის კოლონიების შესაძლებელი დაბრუნება და  სხვ., ისევე, როგორც დუნაისპირა ქვეყნებისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების პაქტები. ჰიტლერი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ყოველგვარი კოლექტიური თუ რეგიონული ხელშეკრულებებისა და, როგორც მოგვიანებით ლიტვინოვი იტყვის მოსკოვში იდენის ჩასვლისას, პირიქით _ მათი დანაწევრებისკენ მიილტვოდა, ამიტომ წერს იდენი თავის მემუარებში, რომ, “თუ ჩვენი მოგზაურობის ამოცანა ჰიტლერის ყველა გეგმაში ჩაწვდომა იყო, ჩვენ მიზანთან ახლოს ვიყავით”. და შემდეგ: “საბოლოო დასკვნები ჩვენი ვიზიტის თაობაზე  უაღრესად გულგასატეხი იყო… რაც შეეხებოდა ჰიტლერის ცდუნებას რუსეთის მიმართ, მე წინააღმდეგი ვიყავი გერმანიის აღმოსავლეთით წაქეზების: უღირსობის მიღმა, ამაში სხვა აზრიც ჩაიდებოდა. კერძოდ, შემდეგი ჩვენ ვიქნებოდით”.

ჰიტლერთან ბერლინში ჯერ სახელმწიფო ვახშამი არ იყო დამთავრებული,  იდენი რკინიგზის სადგურში გაემგზავრა, რათა მოსკოვისკენ მიმავალი მატარებლისთვის მიესწრო. ფიურერი საკმაოდ განაწყენებული ჩანდა: ეს როგორ, ჩემ შემდეგ სტალინთან?.. მხოლოდ თავდაცვის მინისტრმა ფონ ბლომბერგმა დაულოცა იდენს გზა და მოკითხვა დააბარა კლიმენტ ვოროშილოვთან _ სსრკ-ის იმდროინდელ თავდაცვის კომისართან”.

“იდენის პირველი შთაბეჭდილებების სრული წარმოდგენის მიზნით გავყვეთ ავტორის მემუარებს”, _  წერს ლევან სვანაძე:

“როგორც კი კარი გაიღო,  _  იგონებს იდენი, მე დავინახე იქ მდგომი დაბალი, ჩასკვნილი კაცი, რომელსაც თმები “ენ ბროსეს” ყაიდაზე დაეყენებია, ფეხებზე ეცვა მისი მუდმივი ტანსაცმელი, რომლის გარეშეც იგი იშვიათად მინახავს, მაგრამ იდეალურად სუფთა და გაწკრიალ-გაკრიალებული. _ ეს შეხვედრა, _ აღწერს იდენი, _ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სტალინი დასავლეთის წარმომადგენელს იღებდა, რაც ჩემი ტურნეს ცენტრალური კოზირი გახლდათო”.

“სტალინმა მე დამიპყრო პირველი შეხვედრისთანავე. ეს ჩემი შეხედულება არასოდეს შერყეულა. მისი პიროვნება ყოველგვარი ძალდატანებისა თუ გადაჭარბების გარეშე ქმნიდა შთაბეჭდილებას. მას კარგი ბუნებრივი მანერები აქვს, ქართული წარმოშობისა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი დაუნდობელი ხასდიათის შესახებ, მაინც ყოველთვის პატივს ვცემდი სტალინის გონების მაღალ დონეს და, მიუხედავად დიდი სიმპათიისა, ვერასოდეს შევძელი მისი სრული ანალიზი. შესაძლებელია, ეს ხდებოდა მისი მუდმივი პრაგმატიზმის გამო. არ იყო ძნელი იმის გარკვევა, რომ თქვენ ესაუბრებოდით პარტიულ კაცს, რომელიც ამის მიუხედავად არასოდეს ახსენებდა კარლ მარქსს. მე კონფერენციაზე არასოდეს შევხვედრივარ უკეთესად წარმოდგენილ ადამიანს. საუკეთესოდ ინფორმირებული იყო ყველაფერზე, რაც საქმეს ეხებოდა, სტალინი გახლდათ წინდახედული, მაგრამ არა ზოზინა. ხმის ნაკლებად ამწევი, უცნაური, ირონიზებული იუმორის. იგი უმშვიდესი დიქტატორი იყო მათგან, ვისაც ვიცნობდი. დიახაც, სტალინში იგრძნობოდა ძალა”.

სტალინთან შეხვედრის შემდეგ იდენმა ლონდონში დეპეშა გაგზავნა:

მოლაპარაკების პროცესში სტალინმა გამოავლინა საერთაშორისო ურთიერთობათა შესანიშნავი ცოდნა და გააზრება, ამ თვალსაზრისით მისი გაგება გაცილებით ფართო ჩანს, ვიდრე ლიტვინოვის, თუმცა ლიტვინოვის  დასკვნები არანაკლებ მტკიცე ხასიათისაა.

სტალინი ყევლაფერზე ისე მშვიდად და წყნარად საუბრობდა, რომ ზოგჯერ თვით ლიტვინოვიც ვერ გებულობდაო. მან ჩვენზე დატოვა შთაბეჭდილება, მკაცრად გამოხატული, ძლიერი აღმოსავლური ხასიათის პიროვნებისა, რასაც ემატებოდა შეურყეველი რწმენა და კონტროლი. გამოკვეთილი თავაზიანობა კი არ მალავდა შეუბრალებელ სისასტიკესო.

ძვირფასო მკითხველო, ყველა ხალხური გამოთქმა, ხომ სიბრძნის აკუმულაციაა, მაგრამ ფრაზა: “შეაყარე კედელს ცერცვი” აბსოლუტური სიმართლეა. მაგრამ მამშვიდებს ჰეგელის სიტყვები: ქრისტე მრევლს ისე არ განუდიდებია, როგორც მისმა მტრებმა  შეუწყვეს ხელი მის განდიდებასო”. მე ხომ ამდენჯერ არ მომიწევდა სტალინის გენიის გამომზეურება, ეს ყალბისმთქმელები  და ყალბისმქნელები  რომ არ ღავღავებდნენ და წითელი საღებავით არ დღაბნიდნენ სტალინის თვალებს. ეს თვალდასაფსები და მიწადასაყრელი არამზადები ნუთუ ვერ ხვდებიან, რომქრისტეგანდიდებულია და მისი საფლავი ამ ნაძირალების დაყრილი ნაგვისაგან განწმენდილია ისტორიის ქარიშხლისგან.

მიმდინარე წელს მოგვიწევს, დავასაფლავოთ გლობალისტები. მორჩა თქვენი კონცერტი, შეღებილ ქაღალდზე გაყიდულო ყველა ჯურის, ფერისა და ეროვნების გლობალისტებო! ძირს გლობალიზმი და ხალხთა გაუკუღმართების ძალადობრივი ფორმები! ძალას იკრებს სტალინის ანდერძის ბოლო სიტყვები, რომელიც პარტიის მე-19 ყრილობაზე გაისმა:

წინათ ბურჟუაზია ერის მეთაურად ითვლებოდა, იგი იცავდა ერის უფლებებსა და დამოუკიდებლობას, რასაცყველაფერზე მაღლააყენებდა. ახლაეროვნული პრინციპისგანკვალიც აღარ დარჩენილა. ახლა ბურჟუაზია დოლარებზე ყიდის ერის  უფლებებსა და დამოუკიდებლობას. ეროვნული დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დროშა გადაგდებულია. ეჭვგარეშეა, რომ თქვენ, კომუნისტური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, მოგიწევთ ამ დროშის აღმართვა და მისი წინ წაღება, თუ გსურთ, თქვენი ქვეყნის პატრიოტები იყოთ, თუ გსურთ, ერის ხელმძღვანელი ძალა გახდეთ. თქვენს მეტი ვერავინ აღმართავს მას”.

გრიგოლ ონიანი

P.S. ლევან სვანაძე წიგნს შემდეგი საინტერესო ჩანართით ამთავრებს:

მკითხველმა რომ არ იფიქროს _ ავტორმა თავის სასურველ ფერებში წარმოადგინა სტალინის პორტრეტი და, რაც მთავარია, მეორე მსოფლიო ომის სახით მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ასპარეზი წარმოაჩინაო, აქვე მოვიტანდით ომის შემდგომი ხანის ერთ კარიკატურას  . სტალინისა და დასაველთის ლიდერების ურთიერთშეფარდების შესახებ. იგი ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ მხატვარიუმორისტ დევიდ ლოუს, რომელმაც ინგლისის ისტორიაში ერთადერთმა მიიღო ბარონობა თავისი დარგის მხატვართაგან და ლორდთა პალატის წევრი გახდა.

მხატვარმა წარმოგვისახა გლობუსი, რომლის თავზე, ჩრდილოეთ პოლუსთან ბანქოს სათამაშოდ დასვა ერთ მხარეს . სტალინი, მეორე მხარეს _ დასავლეთის ლიდერებიაშშის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კლემენტ ეტლი და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები _ აჩესონი და ბევინი. დააკვირდით _ . სტალინი მყარ ადგილზე ზის, მისი ოპონენტები _ გლობუსის კიდეზე, უფსკრულში ჩასავარდნ ადგილზე. გთხოვთ, იმასაც მიაქციოთ ყურადღება, თუ როგორ ირონიულად გამოიყურება . სტალინი _ აქაოდა, ფსონები ჩემს ხელთ არისო.

. ლოუს მინაწერი კი გულისხმობს  ტრუმენის სასოწარკვეთილებას, რამეთუ მხატვარი მას აძლევს სიტყვას:

თქვენი სვლა არის, ჯო”, ანუ დადეთ ეგ ფსონები, გაშალეთ მუხლები და ბარემ ჩაგვიშვით უფსკრულშიო

P.P.S. სტალინი  ნელნელა შლის მუხლს და მალე ვნახავთ ძირმომპალ კაპიტალიზმს უფსკრულში გადაჩეხილს.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here