დროის ატორტმანებული ოკეანის ტალღებმა არათუ დედაქალაქები, თვით უზარმაზარი იმპერიებიც კი შთანთქა. გულანთებული ადამიანების ყველა გზა რომისკენ მიემართებოდა აღსადგენად, სადაც ნანგრევებად იყო ქცეული კოლიზიუმი…
თანდათან წარსულს ბარდებოდა ჰეროიკა და ლეგენდები, მის ადგილს ცხოველმყოფელი სინამდვილე იკავებდა. რეალობიდან გამომდინარე, გზების მიმართულებაც იცვლებოდა და მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან რომზე მორგებული ფრთიანი ფრაზა რეალური გამოთქმით შეიცვალა: “ყველა გზა მოსკოვში მიდის!”
მოსკოვი _ სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის მზის ქალაქი;
მოსკოვი _ მსოფლიოს ჩაგრული ხალხების მფარველი და პატრონი;
მოსკოვი _ ევროპისა და მსოფლიოს მომავალი ცივილიზაციის ცენტრი;
მოსკოვი _ მართლმადიდებლური სამართლიანობისა და სახარების 10 მცნების ცხოვრებაში რეალურად დამკვიდრებისთვის საფუძვლის ჩამყრელი და მშრომელი ადამიანებისთვის ფორმითა და შინაარსით ახალი ქვეყნის მშენებელი;
მოსკოვი _ მიწიერი ღმერთის ადგილსამყოფელი;
მოსკოვი _ ვის არ აღუმართავს მასზე მტარვალი ხელი;
მოსკოვი _ მის უძველეს საძირკვლებში რამდენი ჩარჩენილი თუ ახალთავშეფარებული გველი არ სისინებდა ქვეყნისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ;
მოსკოვი _ რომელიც არასოდეს დაინგრევა, აშენებით კი აშენდება და კვლავაც დადგება დრო შენებისა.
მოსკოვისკენ მიემართებოდა ინვალიდის ეტლში ჩამჯდარი აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი თუ პირში სიგარაგაყრილი მსოფლიო პოლიტიკის პატრიარქი უინსტონ ჩერჩილი, ჩინეთის პირველი პირი მაო–ძედუნი, სტალინის მიღების თვეობით მომლოდინე ინდოეთის პრეზიდენტი ჯავაჰარლალ ნერუ, საფრაგენთის სიამაყე შარლ დე გოლი თუ მსოფლიო დრამატურგიისა და ლიტერატურის მშვენება ბერნარდ შოუ, გერმანელი ლიონ ფოიხტვანგერი და მსოფლიოს ცნობილი სხვა მოღვაწეები.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ დარწმუნდნენ ნობელის პრემიის მიმნიჭებელნი, რომ სტალინს ბრჭყვიალა სათამაშოთი ვერ მოხიბლავდნენ და პრემიის მინიჭების მცდელობას თავი დაანებეს, რომლის მიღებითაც ესოდენ ამაყობდა ინგლისის ლორდი, სტალინის “მეგობარი” უინსტონ ჩერჩილი.
აი ასეთი ქართველი გვყავდა, რომელიც დღეს მიუღებელია ქართველი ლიბერასტებისთვის, თუმცა, მათთვის სტალინი რომ მისაღები იყოს, მაშინ საქართველოს უმრავლესობაც ლესბოსელი და პიდარასტი უნდა იყოს.
* თურმე ნიკო ბური, ბურებს რომ ებრძოდა, ამით ქართულ საქმეს აკეთებდა.
* თუ მაჩაბელი საფრანგეთის არმიაში ერთი ჩვეულებრივი მაიორი იყო, ამით თურმე უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებდა.
* თუ აბრაამ სინჯიკაშვილი სპარსეთში სპარსულ საქმეს აკეთებდა, მან საუკუნეებს შემოუნახა ქართველის მიერ გაკეთებული საგმირო საქმეები;
* თუ თორნიკე ერისთავი ბარდა სკლიაროსს ებრძოდა, ამისთვის ანაფორა გაიხადა და უკვდავებას ეზიარა, ჩვენი ანაფორიანი მღვდელი “ტაბურეტკამომარჯვებული” ქრისტეს სჯულის შემარცხვენლებს რომ მისდევდა _ ეს სტრასბურგის სასამართლოს გასარჩევი რატომ უნდა იყოს?!
მართალია, თემას გადავუხვიე, მაგრამ, სანამ ბედაურს მარათონზე გამოვიყვან, უნდა გავახურო, ოფლი მოვადინო, ფაშვზე მოულოდნელად მუშტი შემოვკრა, ჰაერისგან რომ დავცალო.
1912 წელს პარიზში ერთ-ერთ წვეულებაზე ნაპოლეონ ბონაპარტემ რუსეთის სამხედრო ატაშეს მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა: “რომელია უმოკლესი გზა პარიზიდან მოსკოვამდე?” ატაშემაც მარავალმნიშვნელოვნად უპასუხა: “მოსკოვში ბევრი გზა მიდის. მაგალითად, კარლ XLL პოლტავის მხრიდან მიადგა მოსკოვს”.
ჰიტლერმა ზუსტად კი იცოდა მოსკოვში მისასვლელი გზა და შეკითხვის დასმა არ დასჭირდებოდა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, არ იკითხა, როგორ ბრუნდებოდნენ მოსკოვში “ჩასულები” უკან.
* 1941 წელს ჰიტლერმა თავის დირექტივაში ჩაწერა: “გრანდიოზული ნაგებობის შემწეობით იქ, სადაც დღეს ქალაქი მოსკოვია, ჩვენ უნდა შევქმნათ ზღვა, რომლითაც სამუდამოდ მოვწყვეტთ ცივილიზაციას რუსი ხალხის დედაქალაქს” (ამონარიდი ნიურნბერგის პრეცესის მასალებიდან. ტ.1. გვ. 495);
*1941 წლის 3 ოქტომბერს სვასტიკიანმა ტანკებმა შეანგრიეს საბჭოეთის ქალაქ ორიოლის ზღუდეები, 6 ოქტომბერს დაეცა ბრიანსკი, 12 ოქტომბერს _ კალუგა, ვიაზმასთან ოთხი არმია ე.წ. ტომარაში მოექცა. მოსკოვი დაუცველი დარჩა;
* დაიწყო კატასტროფული დღეები არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ბერლინი ზეიმობდა აღმოსავლეთში მიღწეულ უდიდეს გამარჯვებას.
* მოსკოვში გაჩერდა ტრანსპორტი, არ მუშაობდა მაღაზიები _ პროდუქტები უფასოდ დაურიგეს მოსახლეობას. საბჭოეთის დედაქალაქს მიადგა გერმანელთა რჩეული 80 დივიზია, მათ შორის: 14 სატანკო და 9 მოტორიზებული.
1941 წლის 15 ოქტომბერი. სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა გამოსცა ბრძანება #1, რომელშიც აღნიშნული იყო:
“მოჟაისკის თავდაცვის ხაზზე შექმნილი არახელსაყრელი მდგომარეობის გამო თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ადგენს:
- დაევალოს ვ. მოლოტოვს, გამოუცხადოს უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს მათი ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ ქალაქ კუიბიშევში. ამხ. ლ. კაგანოვიჩმა უზრუნველყოს მისიებისთვის სარკინიგზო შემადგენლობების დროული მიწოდება, ამხ. ლ. ბერიამ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება;
- დღესვე ევაკუირებული იქნას უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აგრეთვე, მთელი მთავრობის შემადგენლობა სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მოლოტოვის მეთაურობით (ამხანაგი სტალინი ევაკუირებული იქნება ხვალ ან ცოტა მოგვიანებით, მდგომარეობიდან გამომდინარე);
- დაუყოვნებლივ ევაკუირებული იქნას თავდაცვის სახალხო კომისარიატი და საზღვაო სამინისტრო ქალაქ კუიბიშევში. გენერალური შტაბის ჯგუფი გადაყვანილ იქნას არზამასში;
- იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგემ შემოაღწია ქალაქის კარიბჭეში, დაევალოს ამხანგ ლ. ბერიასა და ამხანაგ ა.შჩერბაკოვს, განახორციელონ საწყობებისა და დაწესებულებების აფეთქება, რომელთა ევაკუაციაც მტრის ხელში ჩავარდნამდე ვერ მოესწრება. აგრეთვე, გაანადგურონ მთელი ელექტრომოწყობილობა მეტროპოლიტენში და საკანალიზაციო სისტემები.
თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე
ი.სტალინი”.
1941 წლის 16 ოქტომბერს სტალინმა განაცხადა: არავითარი ჩემი ევაკუაცია. ვრჩები მოსკოვში გამარჯვებამდე” (ა. რიბინი, “სტალინთან ერთად”, 1992წ., გვ.25).
სტალინი უშუაჰლოდ ჩაერთო მოსკოვის დაცვაში. 16 ოქტომბერს, საღამოს, ის გაემართა წინა ხაზზე მებრძოლ ა. ბელობოროდოვის დივიზიაში, რათა ჯარისკაცებთან ერთად გაცნობოდა საბრძოლო პოზოციებს, გასაუბრებოდა და გაემხნევებინა მეომრები. მივიდა სოფელ ლენინოში, მოინახულა დაჭრილები და მათგან მოისმინა, რომ ისინი მოსკოვისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებდნენ.
გამთენიისას უკან დაბრუნებული სტალინი კიდევ დიდხანს დაჰყურებდა მოსკოვის სტრატეგიულ რუკას და აღნიშვნებს აკეთებდა.
ათას ვარიანტში საუკეთესოს არჩევდა:
“მოსკოვის დაცემა, არა იმიტომ, რომ უკან დასახევი არ გვაქვს, საერთოდ მიუღებელია, _ ჯიუტად ამტკიცებდა სტალინი, _ მოსკოვის დაცემა ნიშნავს, ფრთები შეისხას იაპონიის მილიტარიზმმა და მეორე ფრონტი გაგვიხსნას აღმოსავლეთში. ეს კი მეტისმეტად სახიფათო და დამღუპველია. ჩვენ ვერ ვიბრძოლებთ ორ ფრონტზე, რესურსი არ გვეყოფა. გაცილებით ადვილია, დავიცვათ მოსკოვი, ვიდრე ვიბრძოლოთ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე”.
სტალინმა ჯადოსნური სვლები და წინასწარმეტყველური ნაბიჯები გადადგა. სხვადასხვა არხითა და საშუალებით დაადგინა, რომ იაპონია ვერ რისკავდა მეორე ფრონტის გახსნას აღმოსავლეთით. სტალინმა ბრძანება გასცა, მოსკოვის ავანსცენაზე გამოეყვანა გამობრძმედილი და გაკაჟებული ციმბირელები და ყაზახები. არანაირ ნიჭსა და კალამს არ ძალუძს აღწერა იმ უზარმაზარი ნდობისა და ბრძოლისა, რომელიც ცეცხლმოკიდებულ მოსკოვში სტალინის ყოფნამ და მის მიერ მოხმობილმა დამხმარე ძალებმა შეძლეს.
20 ოქტომბრისთვის მოსკოვი გადაიქცა სამხედრო ქალაქად. ქუჩები გადაკეტილი იყო ტანკსაწინააღმდეგო ღობურებითა და მასალებით. ქუჩაში გამოჩნდნენ პანიკიორები, დივერსანტები და პროვოკატორები, რომლებიც ხალხში ხმას ავრცელებდნენ, რომ მოსკოვი დაეცა, რომ სტალინი ქალაქიდან გაიქცა. გაიცა განკარგულება ყველა რჯულის ქვეყნის მოღალატე ადგილზე ყოფილიყო ლიკვიდირებული. მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა ქალაქში წესრიგის აღდგენას. მოსკოვის დიდი თეატრის ცნობილი ტენორი ლემეშევი, როდესაც სხვა მსახიობებთან ერთად კუიბიშევში გასამგზავრებლად ვაგონში ადიოდა, უცბად თავის ამხანაგებს მოსწყდა და ქუჩაში ყვირილით გამოვარდა: _ “რატომ უნდა წავიდე მე კუიბიშევში, როდესაც სტალინი მოსკოვშია და რატომ მასთან ერთად არ უნდა დავიცვა ჩემი მოსკოვი!”. მას უამრავი თანამზრახველი გამოუჩნდა.
და მართლაც, ცოტა ხანში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე დიდი თეატრის ფილიალში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, ხოლო 22 ნოემბერს ოპერა “ევგენი ონეგინი” დაიდგა.
როდესაც ამის შესახებ სანგრებში ჩაწოლილმა თუ ტყეში გასულმა პარტიზანებმა რადიოთი თუ თავიანთი მეთაურებისაგან შეიტყვეს, ძალას ძალა მიემატა და ყველას გამარჯვების იმედი ჩაესახა.
მოსკოვთან ახლოს მისულმა გერმანელმა ოფიცერმა ალბერტ ნეიენმენმა, რომელმაც შორიდან თვალი მოჰკრა კრემლის კურანტებს, 1941 წლის 5 ნოემბერს დედას წერილი მისწერა:
* “ძვირფასო დედა: ახლა მოვდივარ ჩვენი დივიზიის შტაბიდან, სადაც მოიტანეს ბრძანება მოსკოვზე უკანასკნელი შეტევის დაწყების შესახებ. მე ვნახე უშველებელი ზარბაზნები, რომლებიც საღამოს ცეცხლს დაუშენენ კრემლს. მე ის დივიზიებიც ვნახე, რომლებიც პირველი შევლენ წითელ მოედანზე და მოინახულებენ ლენინის საფლავს. ეს ომის დამთავრებაა, დედაჩემო. მოსკოვი ჩვენია, რუსეთი ჩვენია, ჩვენია ევროპა. ხვალ წერილს მოსკოვიდან მოგწერ და აღგიწერ, როგორია ეს წყეული აზიური ქალაქი”.
მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
6 ნოემბერს მოსკოვის მეტროპოლიტენის ყველაზე ღრმა სადგურის _ “მაიაკოვსკაიას” დარბაზში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 24 წლისთავის აღსანიშნავად მიტინგი გაიმართა. როგორც წესი, სიტყვით იოსებ სტალინი გამოვიდა. მან მტკიცე რწმენა გამოთქვა მტერზე გამარჯვების: “გერმანელ დამპყრობლებს გადაუწყვეტიათ, აწარმოონ გამანადგურებელი ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რა გაეწყობა, რაკი გერმანელებს გამანადგურებელი ომი სურთ, ისინი მიიღებენ ამ ომს”.
7 ნოემბერს დილით გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელიც უმკაცრესი საიდუმლოების ქვეშ მზადდებოდა. აღლუმის შესახებ არ იცოდნენ თვით მისმა მონაწილეებმაც კი.
მოსკოვის ჯარების სარდალმა არტემიევმა, რომელმაც შეიტყო აღლუმის ჩატარების შესახებ, აღელვებულმა ჰკითხა სტალინს: “თუ მოსკოვის საჰაერო სივრცეში მტრის თვითმფრინავები შემოიჭრება და დაიბომბება წითელი მოედანი?..” სტალინმა უპასუხა: “მტრის ვერც ერთი თვითმფრინავი მოსკოვის სივრცეს ვერ დაარღვევს და, თუ მაინც მოხდა და ტრიბუნა დაბომბა, დაზარალებულები იქაურობას სასწრაფოდ მოაცილეთ, ხოლო აღლუმი არ შეაჩეროთ”.
სტალინმა ჯარებს მავზოლეუმის ტრიბუნიდან მიმართა:
“ამხანაგებო, წითელარმიელებო და წითელფლოტელებო, მეთაურებო და პოლიტმუშაკებო, პარტიზანებო! თქვენ შემოგყურებთ სრულიად მსოფლიო, როგორც ისეთ ძალას, რომელსაც ძალუძს, მოსპოს გერმანელ დამპყრობელთა მძარცველური ურდოები. თქვენ შემოგყურებენ ევროპის დამონებული ხალხები, რომლებიც გერმანელი დამპყრობლების უღელქვეშ მოექცნენ. თქვენ წილად გხვდათ დიადი განმათავისუფლებლის მისია. მაშ, იყავით ამ მისიის ღირსნი! ომი, რომელსაც თქვენ ეწევით, არის განმათავისუფლებელი ომი, სამართლიანი ომი. დაე, ამ ომში თქვენ აღგაფრთოვანებდეთ ჩვენი დიდი წინაპრების: ალექსანდრე ნეველის, დიმიტრი დონელის, კუზმა მინინის, დიმიტრი პოჟარსკის, ალექსანდრე სუვოროვის, მიხეილ კუტუზოვის მამაცური სახეები! დაე, გფარავდეთ თქვენ დიდი ლენინის ძლევამოსილი დროშა!
გერმანელ დამპყრობთა სრულად გასანადგურებლად!
სიკვდილი გერმანელ ოკუპანტებს!”
1941 წლის 22 ივნისიდან 1941 წლის ბოლომდე 49-ჯერ სცადეს გერმანელებმა მოსკოვის დაბომბვა, რომელშიც მონაწილეობდა 3700 ბომბდამშენი. მოსკოვის საჰაერო სივრცე მხოლოდ 142-მა თვითმფრინავმა გადალახა, ხოლო მოსკოვისათვის საჰაერო ბრძოლებს მტრის 478 თვითმფრინავი შეეწირა.
მოსკოვისათვის ბრძოლის მთავარ ლოზუნგად გადაიქცა პოლიტხელ ვასილ კლოჩკოს სიტყვები: “რუსეთი დიდია, მაგრამ უკან დასახევი ადგილი არ გვაქვს, ჩვენს უკან მოსკოვია”.
ლეგენდარული 316-ე მსროლელი დივიზია, რომელსაც გენერალ-მაიორი ივანე პანფილოვი სარდლობდა, სამუდამოდ ჩაიწერა მოსკოვის ისტორიაში. პანფილოვის შენაერთებმა გაანადგურეს გერმანელთა საუკეთესო მე-2 სატანკო და 29-ე მოტორიზებული დივიზიები, ასევე, მე-11 და 110-ე ქვეითთა დივიზიები ჰიტლერის რჩეული არმიიდან.
სტალინის რეზერვის შესახებ ბევრმა მაღალი რანგის პარტიულმა თუ სამხედრო ხელმძღვანელმა არ იცოდა და, რა თქმა უნდა, არ იცოდა, გერმანიის სამხედრო დაზვერვამ. სწორედ ახალ-ახალი დივიზიებისა და არმიების გამოჩენა აგდებდა შოკში ჰიტლერს, რომელმაც მთლიანად დაკარგა მოსკოვისთვის ბრძოლის სტრატეგიაც და ტაქტიკაც და ის მხოლოდ ისტერიკულად გაჰკიოდა, რომ მოატყუეს.
როდესაც, ჰიტლერის თაყვანისმცემლები აანალიზებენ მოსკოვის ბრძოლებს, თუ რატომ ვერ შეძლო ჰიტლერმა მოსკოვის აღება, მთავარი მოწინააღმდეგე მას თურმე მოსკოვში გენერალი “ტალახი” დახვდა, რომელმაც ხელი შეუშალა სამხედრო ტექნიკას ოპერაციების შესრულებაში.
საკითხავია, რა გზებით მოდიოდნენ მეტ–ნაკლებად კეთილმოწყობილი მოსკოვის მისადგომებამდე ვერმახტის ტანკები და რატომ აღმოჩნდა ასე გაუვალი მოასფალტებული მოსკოვის ქუჩები, სადაც მათ დახვდათ გენერალი “ტალახი” ანდა იმ 3 700 თვითმფრინავსაც ტალახმა შეუშალა ხელი, რომლებმაც მოსკოვში ვერ შეაღწიეს?
ყოველივე ამის გასაბათილებლად მხოლოდ ერთი კურიოზული წერილის ასლიც საკმარისია, რომელიც მარშალ ჟუკოვმა მთავარსარდალ სტალინს გაუგზავნა:
“14 დეკემბერი, 1941 წელი.
ამხანაგ სტალინს!
ტყვედჩავარდნილი ფელდმარშალ გუდერიანის არმიის ნაწილები, ყინვით შეწუხებულები, თხოვნით მოგვმართავენ, დავრთოთ ნება, ჩაიცვან სააღლუმო ტანსაცმელი, რომელიც მათ აქვთ წამოღებული 7 ნოემბერს საზეიმო გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე ჩასაცმელად. ჟუკოვი”.
როგორც ამ მოკლე წერილიდანაც ჩანს, აქ გენერალი “ზამთარი” და გენერალი “ტალახი” არაფერ შუაშია. აქ ნათლად იკვეთება ის სუსტი მხარე, რომელიც ვერმახტს გააჩნდა სტალინისა და სტალინური რუსეთის შეფასების მხრივ, რომ მას 1941 წლის 7 ნოემბრამდე მოუღებდა ბოლოს.
მოსკოვის დაცვის ეპოპეა სამხედრო ხელოვნების ნათელი მაგალითია. სწორედ აქ გამოჩნდა სტალინის ის სამხედრო ეშმაკობა მოწინააღმდეგის მოტყუებისა, რომელსაც ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი მსოფლიოს კლასიკური ომების ისტორიაში.
გრიგოლ ონიანი
დიდება სტალინს და მის სიმტკიცეს ყველა მის ჯარისკაცს ვისაც სწამდა გამარჯვების მომავალი სიცოცხლისათვის
ბელადი და ერის მამა.
ბელადი