* “ჰიტლერს საბჭოთა კავშირი რომ დაემარცხებინა, არ იარსებებდნენ რუსები, მაგრამ მათთან ერთად ფრანგებიც, ინგლისელებიც, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა. ის გენიალური პიროვნებაა, იმიტომ, რომ ბოლო მსოფლიო ომში მოახერხა, თავის მოკავშირეებად ექცია ინგლისელები, ამერიკელები და ფრანგებიც. ყველა დიდ შეცდომას უშვებს მაშინ, როდესაც ფიქრობს, რომ პოლიტიკის აგება პირად ურთიერთობებზე შეიძლება. ამის იმედი ჰქონდა ჩერჩილს, რომელიც თავდაჯერებული ფიქრობდა, რომ გაეცნობოდა სტალინს და მას თავის თაყვანისმცემლად აქცევდა. სტალინმა კი შეძლო, აეძულებინა როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტი, ევლოთ მის მიერ დასახული გზით. ამდენად, სტალინის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა ჩვენგანის არსებობა”.
ალექს დე იონგი, ამერიკელი მეცნიერი, პროფესორი
* “ჩვენ რუსეთი უნდა გადავაქციოთ თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ, რომელსაც თავს ისეთ ტირანიას მოვახვევთ, როგორიც არ დასიზმრებიათ აღმოსავლეთის ყველაზე საშინელ დესპოტებს. ჩვენ სისხლის ისეთ ნაკადებს დავღვრით, რომელთა წინაშე გაუფერულდება კაპიტალისტური ომების ყველა საშინელება, ოკეანისგაღმელი ბანკირები ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, განვამტკიცებთ სიონისტურ ხელისუფლებას და ისეთ ძალად გადავიქცევით, რომლის წინაშეც მსოფლიო მუხლებზე დაიჩოქებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ხელისუფლება. ტერორის სისხლიანი აბანოების გზით ჩვენ მივიყვანთ რუს ინტელიგენციას სრულ დაჩლუნგებამდე, იდიოტიზმამდე, ცხოველურ მდგომარეობამდე… ჯერჯერობით კი ჩვენი ყმაწვილები (ტყავისქურთუკიანი ოდესელი და ორშელი, გომელელი და ვინიცელი ყმაწვილები), მესაათეთა შვილები თავიანთ დროს ელიან და… ო, რა მშვენივრად, რა დიდებულად სძულთ მათ ყველაფერი რუსული! როგორი სიამოვნებით მოსპობენ ისინი რუს ინტელიგენციას _ ოფიცრებს, ინჟინრებს, მოსწავლეებს, ღვთისმსახურებს, გენერლებს, აკადემიკოსებს, მწერლებს”.
ლევ ტროცკი
* ლევ ტროცკი: რომ არა ველური კავკასიელი (გულისხმობს სტალინს _ გ.ო.), “ამყრალებული ოჯახის საქმე” უკვე დამთავრებული იქნებოდა.
ალექს დე იონგისა და ლევ ტროცკის სიტყვები აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ მკითხველმა კიდევ ერთხელ გაიაზროს, რა საფრთხე ელოდა რუსეთის იმპერიას, კერძოდ, და მსოფლიოს, საერთოდ; რომ არა ძალისხმევა ერთი კაცისა, რომელმაც კაცობრიობა კატასტროფას გადაარჩინა; რა ძალა იბრძოდა ერთი კაცის წინააღმდეგ და როგორ აღუდგა ის წინ ადამიანთა მოსპობის მცდელობას.
თუ 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომი ცხენზე ამხედრებულ მეომართა შორის მიმდინარეობდა, მეორე მსოფლი ომი ძრავების ომად არის გამოცხადებული. ამერიკელების მიერ კორეაზე თავდასხმით გამოწვეულ განგაშს, რომ შეიძლებოდა მესამე მსოფლიო ომი დაწყებულიყო, სტალინი ასე გამოეხმაურა:
“თუ იმპერიალისტები გააჩაღებენ მესამე მსოფლიო ომს, ეს ომი იქნება სამარე არა მხოლოდ ცალკეული იმპერიალისტური სახელმწიფოსთვის, არამედ სრულიად კაპიტალისტური სამყაროსთვის”. ეს სიტყვები სტალინმა მაშინ წარმოთქვა, როდესაც აშშ-ის გარდა ატომური ბომბი არავის ჰქონდა.
იმპერიალისტურმა სამყარომ, მილიტარიზმთან ერთად, მსოფლიოს განხალხება და ერთეულთა კეთილდღეობაზე ზრუნვა მეცნიერების იდუმალი იარაღის გამოყენებითაც სცადა. აქ პირველი სიტყვა უძველესმა იმპერიალისტურმა ინგლისმა თქვა. პირველად ამ ქვეყანაში დაიწყეს გენეტიკისა და ევგენიკის საკითხებზე ლაპარაკი.
გენეტიკა ბერძნული სიტყვაა და ვინმესგან წარმოშობას, წარმოქმნას ნიშნავს. შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს, გადასცენ თავიანთი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას. ტერმინი გენეტიკა პირველად გამოიყენა ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ ბეტსონმა 1905 წელს.
გენეტიკა, როგორც მეცნიერება, შედარებით ახალია. საბჭოთა კავშირის ლენინის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიაში ამ გენეტიკაზე დისკუსიებმა კულმინაციას 1948 წელს მიაღწია, თუმცა გენეტიკის საკითხებს ჯერ კიდევ დიდ სამამულო ომამდე განიხილავდნენ. შეხვედრებზე, რომლებზეც გენეტიკის საკითხებს განიხილავდნენ, ერთი შეხედვით, თითქოს თეორიული მსჯელობა მიმდინარეობდა, მაგრამ ამ მსჯელობებს აშკარად დაჰკრავდა პოლიტიკური ელფერი _ საქმე ეხებოდა ევგენიკას.
საბჭოთა კავშირში დისკუსიები ევგენიკის გარშემო XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. ცნობილი საბჭოთა მეცნიერი ნიკოლოზ კოლცოვი ევგენიკის ფუძემდებლისა და ცნობილი ინგლისელი მეცნიერის, ფრენსის გოლტონის (ჩარლზ დარვინის ბიძაშვილი) მიმდევარი გახლდათ. ევგენიკა ქადაგებს, რომ ადამიანების გონებრივი შესაძლებლობები მათ შთამომავლებს გადაეცემათ და, შესაბამისად, მოაზროვნე და ნიჭიერი ადამიანების გამრავლება უნდა ხდებოდეს შერჩევის გზით, ანუ ევგენიკა ეწეოდა პროპაგანდას, რომ ადამიანების პოპულაცია უნდა მომხდარიყო “საუკეთესოების” მიერ, ხოლო “უვარგისებისთვის” ამის უფლება არ უნდა მიეცათ.
ეს საკითხები ფართოდ განიხილებოდა ამერიკელ, ინგლისელ, გერმანელ, ფრანგ და სკანდინავიელ მეცნიერთა წრეებში. ადამიანების “სტერილიზაციას” ასევე მხარს უჭერდა ნორვეგია, შვეცია, დანია, ფინეთი, ესტონეთი, შვეიცარია, კანადა, მექსიკა, იაპონია. მაგალითად, ამერიკაში სტერილიზაცია შეიძლებოდა, ჩაეტარებინათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სასამართლო მიიჩნევდა საზოგადოებისთვის არასასურველად. 1935 წელს ამერიკის 26 შტატში მიიღეს კანონი ადამიანთა სტერილიზაციის შესახებ (მხოლოდ 12 შტატმა განაცხადა უარი ამ კანონზე). 1935 წელს სწორედ ამ კანონის საფუძველზე ჩაუტარეს კალიფორნიის შტატში 12000 ადამიანს სტერილიზაცია.
ნიკოლოზ კოლცოვმა იური ფილიპენკოსთან ერთად 1920 წელს ჩამოაყალიბა “რუსული ევგენიკური სკოლა” და 1921 წლის პირველ შეხვედერაზე გამოვიდა მოხსენებით, რომლის სათაური იყო “ადამიანთა მოდგმის გაუმჯობესება”. შემდეგ ამ ე.წ. ახლებურად მოაზროვნე ადამიანებმა დაიწყეს “რუსული ევგენიკური ჟურნალის” გამოცემა, რომელშიც პროპაგანდის მიზნით ქვეყნდებოდა სტატიები ევგენიკის მიღწევებზე. მაგალითად, ჩარლზ დავენპორტის “შთამომავლობითი ფიზიკური აღნაგობა” (1924 წ.), ჰარი ლაფლინის “ევგენიკური სტერილიზაცია. ისტორიული, ლეგალური, სტატისტიკური მიმოხილვა ევგენიკური სტერილიზაციისა ამერიკის შტატებში” (1926 წ.) და სხვ. “რუსული ევგენიკური ჟურნალი” 1922-1931 წლებში გამოიცემოდა. 1929 წელს ცნობილმა საბჭოთა გენეტიკოსმა და ევგენიკოსმა ალექსანდრე სერებროვსკიმ ჩამოაყალიბა საბჭოური ევგენიკის ხუთწლიანი გეგმა. აი, ამ პერიოდიდან დაიწყო გენეტიკის “დევნა” სტალინის მიერ. უფრო ზუსტად, სსრკ-ში 1929 წლიდან დაიწყო ბრძოლა ევგენიკის პროპაგანდის წინააღმდეგ.
1936 წელს დაიხურა “რუსული ევგენიკური ჟურნალი”. ამავე პერიოდიდან ევგენიკის კრიტიკას იწყებს აკადემიკოსი ტროფიმ ლისენკო. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო გენეტიკოსებისა და ევგენიკოსების არა სამეცნიერო, არამედ პოლიტიკური კამათი. ამ კამათში მსოფლიოში ცნობილი ბიოლოგებს ეწინააღმდეგებოდა ლისენკოს ჯგუფი. სწორედ ლისენკომ შესთავაზა მთავრობას მარქსისტული ბიოლოგია და ამტკიცებდა, რომ ზუსტად ათ წელიწადში დაიწყებოდა დიდი ერა. ლისენკო დაუფარავად ებრძოდა გენეტიკოსებს და ყველას არწმუნებდა, რომ ამით ხელი ეშლებოდა კაცობრიობის პროგრესს. საინტერესო კი ის არის, რომ ლისენკომ პრაქტიკული შედეგს მიაღწია.
ამ პერიოდიდან იწყება დისკუსიები, სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებში სტატიების გამოქვეყნება, რომლებშიც მკაცრად აკრიტიკებდნენ ლისენკოსა და მის მიმდევრებს, მაგრამ ბიოლოგები მათ წინააღმდეგ რაიმე მნიშვნელოვან არგუმენტებს ვერ ასახელებდნენ. მალე დაიწყო დიდი სამამულო ომი და დისკუსიაც შეწყდა.
სტალინმა ევგენიკაზე დისკუსიები დაუშვა არა იმიტომ, რომ რაღაც აზრი ჩამოყალიბებულიყო ამ ყოვლად მიუღებელ დისკრიმინაციულ მიმართულებაზე, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა ხალხი დარწმუნებულიყო კაპიტალისტური სამყაროს კაცთმოძულეობის კატასტროფულ შედეგებში.
რუსეთში 1920 წელს დაარსებულმა ევგენიკურმა ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტა. ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე კი გადაწყვეტილება ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ამ ორგანიზაციის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა, პროფესორმა ნიკოლოზ კოლცოვმა მიიღო.
დაახლოებით ათი წლის შემდეგ კოლცოვმა სტალინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ რუსული ევგენიკური ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც გერმანიაში ფაშიზმისა და რასისტული იდეის პირველივე ნიშანები შეამჩნია. ისტორიკოსების აზრით, ორგანიზაციის დაშლა დააჩქარა “სამედიცინო-ბიოლოგიურ ჟურნალში” გამოქვეყნებულმა სტატიამ “ანთროპოგენეტიკა და ევგენიკა სოციალისტურ საზოგადოებაში”, რომლის ავტორი იყო ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი, ევგენიკური ორგანიზაციის წევრი და კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი ალექსანდრე სერებროვსკი, რომელიც იმ მომენტისთვის მოსკოვის ზოოტექნიკური ინსტიტუტის მეფრინველეობის კათედრის გამგე გახლდათ. ადვილი მისახვედრია, რომ აღნიშნულ ჟურნალში სერებროვსკის სტატიას მცირერიცხოვანი მკითხველი ეყოლებოდა, მაგრამ ამ სტატიის შესახებ ხმები სწრაფად გავრცელდა. “ჩვენ რომ გაგვეწმინდა საბჭოთა ადამიანები შთამომავლობით თანდაყოლილი დაავადებებისგან (იგულისხმება ადამიანების სტერილიზაცია_ გ.ო.), ხუთწლედს 2,5 წელიწადში შევასრულებდით”, _ წერდა სტატიაში სერებროვსკი და იქვე აღნიშნავდა, რომ ხელის შემშლელი ფაქტორი არის სიყვარული, რომელიც “რეფლექსური გაერთიანებაა” და მეტი არაფერი. სერებროვსკი იმასაც აღნიშნავდა, რომ სიყვარული არ აიკრძალება, მაგრამ საჭიროა შეიქმნას გენეტიკურად ჯანმრთელი ადამიანების ხელოვნურად განაყოფიერების ბანკი (სპერმის ბანკი). ამ იდეაზე მანამდეც იწერებოდა ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ აქ ლაპარაკი იყო ცნობილ ლოზუნგზე “ხუთწლედი ოთხწლედში”. არსებობს ვერსია, რომ კოლცოვი გაეცნო ჰიტლერის წიგნს “ჩემი ბრძოლა”, რომელშიც მომავალი ფიურერი ევგენიკის იდეოლოგიაზე წერდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, კოლცოვი და მისი მიმდევრები საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტს იმხანად არ ჰქონდა საჭირო ინვენტარი, რომელიც ხელს შეუწყობდა ევგენიკის, როგორც მეცნიერების დარგის, განვითარებას.
1929 წელს ექსპერიმენტული ბიოლოოგიის ინსტიტუტში განვითარებულმა მოვლენებმა, ერთი მხრივ, ევგენიკის, როგორც მეციერების ჩიხში შესვლამ, მეორე მხრივ _ პროლეტარ ასპირანტთა ბუნტმა იმის გამო, რომ არ უშვებენ სემინარებზე, სადაც ხშირად გაისმოდა მოწოდებები “ჩვენთვის სულერთია ქვეყნის წყობა. ჩვენ ვემსახურებით მეცნიერებას!” მაღალ ინსტანციებამდე მიაღწია და 1929 წელს დააპატიმრეს ამ ინსტიტუტის გენეტიკის კათედრის გამგე სერგეი ჩეტვერიკოვი. მანამდე იყო სერებროვსკის მოწოდებები პროლეტარიატის წარმომადგენელთა მიმართ, რომ მათ გენიოსები გაუჩენდნენ შვილებს, რომლებსაც არ ეცოდინებოდათ, ვინ იყო მათი მამა (ანუ პროლეტართა ცოლები შვილებს გააჩენდნენ ზემოხსენებული განაყოფიერების ბანკის დახმარებით), სამაგიეროდ, დროზე ადრე შესრულდებოდა ქვეყანაში პოპულარული ხუთწლედები. ეს იყო სწორედ მეორე ხუთწლედის წელი (1929 წ), რომელსაც სტალინმა “დიადი გარდატეხის წელი” უწოდა. აი, ამ პერიოდში გამოაცხადა კოლცოვმა ევგენიკური ორგანიზაციის ლიკვიდაცია. აღსანიშნავია, რომ 1920 წელს კოლცოვს დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შეიწყალეს.
ევგენიკას, როგორც ადამიანთა მოდგმის გაუმჯობესების მეთოდს, ორი ათასზე მეტი წლის წინათ იყენებდნენ. ყველაზე ცნობილი ევგენიკოსები სპარტელები იყვნენ, რომლებიც ახალდაბადებულ არაჯანმრთელ ჩვილს ხრამში აგდებდნენ, რათა გენოფონდი უარყოფითად არ დატვირთულიყო.
ევგენიკის ერთ-ერთ ფუძემდებელს _ ფრენსის გალტონს, რომელმაც შემოიღო ცნებები “პოზიტიური ევგენიკა” და “ნეგატიური ევგენიკა”, კარგად ესმოდა, რომ ევენიკაში შედეგის მიღწევა მარტივი არ იყო და ამიტომ დაწერა _ “სასიამოვნოა, როდესაც იგონებ უტოპიას”.
1859 წელს გამოიცა ჩარლზ დარვინის წიგნი “სახეობათა წარმოშობა”, რომელმაც “მსოფლიო შეარყია” და დადგა ჩარლზ დარვინის ბიძაშვილის, ფრენსის გალტონის, დრო. 1869 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი “შთამომავლობითი გენია: კანონების შესწავლა და შედეგები”, რომელმაც ბიძგი მისცა ევგენიკის პოპულარიზაციას და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო ევგენიკის პრაქტიკული გამოყენება _ 1907 წელს ინდიანას შტატში (აშშ), მსოფლიოში პირველად შეიმუშავეს პროგრამა გონებასუსტი ადამიანებისა და რიგი კრიმინალური კატეგორიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი სტერილიზაციის გამოყენებაზე.
გასული საუკუნის პირველ ნახევარში მსგავსი პროგრამა შეიმუშავა მსოფლიოს ოთდაათამდე ქვეყანამ, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, იყო გერმანია. 1935 წელს გერმანიაში მიიღეს კანონი, რომელსაც ეწოდა გერმანელი ხალხის სისხლისა და ღირსების დაცვის კანონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ ევგენიკის შესახებ კანონები არ გააუქმა და მეტიც _ ევგენიკის კანონი მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, რომლებშიც მანამდე არ არსებობდა.
1909 წლიდან 1960 წლამდე აშშ–ის 32 შტატში დაშვებული იყო კანონები ევგენიკის გამოყენების შესახებ. შედეგად სტერილიზაცია ჩაუტარდა 60 ათასამდე ადამიანს. ყველაზე მკაცრი კანონით კი ჩრდილოეთ კაროლინის შტატი გამოირჩეოდა _ აქ სტერილიზაცია ჩაუტარდა ყველა მცხოვრებს, ვისაც ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) 70-ზე დაბალი ჰქონდა. ამგვარად, აშშ ადამიანების სტერილიზაციის მაჩვენებლით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ნაცისტური გერმანიის შემდეგ. აშშ–ში მხოლოდ 1977 წელს გაუქმდა სტერილიზაციის შესახებ კანონი.
რაც შეეხება ევგენიკასა საბჭოთა კავშირში, სახალხო კომისრებმა _ ანატოლი ლუნაჩარსკიმ (განათლების მინისტრი) და ნიკოლოზ სემაშკომ (ჯანმრთელობის მინისტრი) 1921 წლის დეკემბერში პირველად ოფიციალურად განიხილეს სტერილიზაციის პერსპექტივის საკითხები.
ტიხონ იუდინი, ფსიქიატრი, პროფესორი: _ თავდაპირველად გამოსაყვანია ადამიანთა ჰიბრიდიზაციის ფორმულა. როგორც კი ამ ფორმულის ამოხსნას მივუახლოვდებით, შესაძლებელი იქნება თეორიიდან პრაქტიკაზე გადასვლა, ანუ ევგენიკის დანერგვა პრაქტიკაში.
გრიგორი როსოლიმო, ნევროპათოლოგი, პროფესორი: _ დეგენერატთა რაოდენობა იმდენია, რომ სურვილი ჩნდება, გავანახევროთ ადამიანთა მოდგმა ან დაველოდოთ დროს, როდესაც დეგენერატიზმის შესწავლა მიგვიყვანს უფრო მყარ მდგომარეობამდე. მე მეორეს ვირჩევ.
1920 წელს კოლცოვი წერდა: “ევგენიკა, ეს მომავლის რელიგიაა, რომელიც თავის წინასწარმეტყველებს ელის”. 1929 წელს კი გამოიყენა ტერმინი ევფენიკა და “იწინასწარმეტყველა”, რომ ადამიანთა მოდგმის გაუმჯობესების განმსაზღვრელი არის არა შთამომავლობითი თვისებები, არამედ ის, რაც ბუნებრივად აქვს მინიჭებული და რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია ფიზიკური დატვირთვით, ანუ ფიზკულტურით და რომ სპორტული ადამიანი შექმნის ჯანსაღ და გონიერ თაობას (პათოლოგიური გადახრების გარეშე), რომლის შემდგომი თაობა გააგრძელებს შემდგომ თაობას და ა. შ. და ასე, ევფენიკის “აღმოჩენით” დაასრულა კოლცოვმა სამეცნიერო აქტიურობა.
საბჭოთა კავშირში ევგენიკამ, როგორც მეცნიერებამ, არსებობა 1930-იან წლებში შეწყვიტა და ეს დაკავშირებულია ამერიკელ გენეტიკოს გერმან მიოლერთან, რომელიც სსრკ-ში 1933 წელს ჩამოვიდა და რომელმაც ჯერ კიდევ კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას დაწყებული წიგნის _ “გამოსვლა წყვდიადიდან. ბიოლოგის ხედვა მომავალზე” _ წერა საბჭოთა კავშირში დაასრულა (1935 წ). 1936 წელს მან სტალინს წერილით მიმართა: “გენეტიკის მეცნიერული გამოყენება სოციალიზმის უპირატესობა იქნება, რადგან ეს ქვეყანას სამომავლოდ ნებისმიერი ინდივიდისგან მისცემს გენიოსებს და შეძლებს, აიყვანოს ხალხის მასა იმ სიმაღლეებზე, რომლებზეც დგანან დღეს სსრკ–ს მმართველი ადამიანები”. სტალინმა მიოლერის მიერ “აღმოჩენილი” სოციალისტური ერის შექმნის თეორია, უპასუხოდ დატოვა…
1948 წლის 23 აგვისტოს სსრკ-ის უმაღლესი განათლების მინისტრმა სერგეი კაფტანოვმა გამოსცა ბრძანებულება უნივერსიტეტებში ბიოლოგიის დისციპლინის კვალიფიციურად შესწავლის ზომების შესახებ; უმაღლესი სასწავლებლების ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს წიგნები გენეტიკისა და სელექციის შესახებ; ბიოლოგიური ფაკულტეტები დაკომპლექტდა სელექციონისტისა და ბოტანიკოსის, ივანე მიჩურინის, მიმდევრებით. ამავე ბრძანებულების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა კომისიები, რომლებიც განიხილავდნენ სამეცნიერო პროგრამებს და ცვლიდნენ ასპირანტთა თემებს.
სერგეი კაფტანოვის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს იმ უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების რექტორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ევგენიკას. უმაღლეს სასწავლებლებში ბიოლოგიური ფაკულტეტებზე შეცვალეს ფაკულტეტის დეკანები და კათედრის გამგეები.
1948 წლის 26 აგვისტოს სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიამ სამეცნიერო-ბიოლოგიური ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებში კოლცოვის მიმდევრები მიჩურინის მიმდევრებით შეცვალა.
გრიგოლ ონიანი