Home რუბრიკები ისტორია სტალინის ბოლო დუელი

სტალინის ბოლო დუელი

იოსიფ ბროზ ტიტო და სტალინი

სტალინი სლავების სამსახურში და მოკავშირეთა ვერაგობა

იბადებოდა ქვეყნის სიცოცხლე,

თითქოს იმ აკვანს ფესვით მიება,

იბადებოდა ქალდეველ მონის,

რომის პლებეის შურისძიება”.

. ლეონიძე

ევროპა თვეში ჩამდგარი ქალბატონია, რომელმაც, ესეს არის, უნდა შვას ახალი ჰიტლერი. მკითხველმა ცუდად რომ არ გამიგოს და ახალი ფიურერის დაბადება ანგელა მერკელზე არ გადაიტანოს, უნდა განვმარტო, რომ მონები ფიურერებსა და მთავარსარდლებს ვერ შობენ

1943 წელს, სტალინგრადის ბრძოლების გმირული ეპოპეის შემდეგ, ფაშიზმის მზის ჩასვენების აღსანიშნავად გენიალური ტილო შექმნა დიდმა ესპანელმა მხატვარმა სალვადორ დალიმ. მან თავის შედევრში _ “გეოპოლიტიკური ჩვილი, რომელიც აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას” _ ზრდასრულად ცნო კვერცხის ფორმის დედამიწის შუაგულში ჩასახული ადამიანი, რომელმაც კვერცხის თუ დედამიწის სფეროს კედელი გამოანგრია, რადგან მეტი სივრცე და ჰაერი სჭირდებოდა და გარეთ გამოსვლას ცდილობს. დაბადებას, როგორც ჩანს, ყველგან სისხლი სდევს და არც ამ ტილოზეა სისხლის ნაკლებობა, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ დედამიწის სფეროს შუაგულიდან სიცოცხლის დაბადებას თვალყურს ადევნებს გეოპოლიტიკოსი და მისი საჩვენებელი თითი მიმართულია ორ ზღვას შუა მდებარე კავკასიონისკენ, სადაც დიდმა მხატვარმა, პირობითად, სრულიად ახალი სიცოცხლის დაბადება იწინასწარმეტყველა.

ვერც ევროპა შობს ახალ ჰიტლერს და ვერც დედამიწის ქერქს გამოანგრევს ახალი სტალინი, მაგრამ, თუ რეალურად შევხედავთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ აშკარაა კაპიტალიზმის კრიზისი, რომელმაც თავის უფსკერო ჯურღმულებში ჩაითრია არა მხოლოდ წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნები, არამედ თითქმის სრულიად მსოფლიო. რით შეუძლია კაპიტალისტურ სისტემას, იხსნას თავი საფრთხისაგან, რომელიც, ალბათ, გარდაუვალია?

ცნობილი გამოთქმა “ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია” მიესადაგება 1934 წლის 26 იანვარს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-17 ყრილობაზე სტალინის მიერ წინასწარმეტყველურად წარმოთქმულ სიტყვას, რომელიც დღევანდელი მსოფლიო კრიზისის სარკისებური ანარეკლია.

“კაპიტალიზმს აღარ შეუძლია, გამოსავალი გამონახოს ახლანდელი მდგომარეობიდან მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, რის გამოც იძულებულია, მიმართოს ომის პოლიტიკას. როგორც ხედავთ, საქმე მიდის ახალი იმპერიალისტური ომისკენ, როგორც გამოსავლისკენ ახლანდელი მდგომარეობიდან. რასაკვირველია, არ არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ომს შეუძლია, მისცეს მათ ნამდვილი გამოსავალი. პირიქით, მან კიდევ უფრო უნდა გაართულოს მდგომარეობა. უფრო მეტიც, ის უეჭველად ხელს გაუხსნის რევოლუციას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კაპიტალიზმის არსებობას მთელ რიგ ქვეყნებში, როგორც ამას ადგილი ჰქონდა პირველი იმპერიალისტური ომის მსვლელობისას. და, თუ, მიუხედავად პირველი იმპერიალისტური ომის გამოცდილებისა, ბურჟუაზიული პოლიტიკოსები მაინც ებღაუჭებიან ომს, როგორც წყალწაღებული ხავსს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საბოლოოდ დაიბნენ, ჩიხში მოემწყვდნენ და მზად არიან, თვალდახუჭული გადაეშვან უფსკრულში. ამიტომ ზედმეტი არ იქნება, მოკლედ განვიხილოთ ომის ორგანიზაციის გეგმა, რომელსაც ახლა ამუშავებენ ბურჟუაზიულ პოლიტიკურ წრეებში. კაპიტალისტები ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოაწყოს “უმაღლესმა რასამ”, ვთქვათ, გერმანულმა, “დაბალი რასის”, პირველ რიგში, სლავების წინააღმდეგ, რომ მხოლოდ ასეთ ომს შეუძლია მდგომარეობიდან გამოყვანა, რადგან “უმაღლესი რასა” მოწოდებულია, გაანაყოფიეროს “დაბალი რასა” და იბატონოს მასზე. დავუშვათ, ეს უცნაური თეორია, რომელიც ისევე დაშორებულია მეცნიერებისგან, როგორც ცა დედამიწისგან, განახორციელეს პრაქტიკულად. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? ცნობილია, რომ ძველი რომი სწორედ ისე უყურებდა გერმანელებისა და ფრანგების წინაპრებს, როგორც ამჟამად უყურებენ “უმაღლესი რასის” წარმომადგენლები სლავურ ტომებს. ძველი რომი დაცინვით უწოდებდა მათ “დაბალ რასას”, “ბარბაროსებს”, რომლებიც მოწოდებულნი არიან, მუდამ ემორჩილებოდნენ “უმაღლეს რასას” _ “დიდ რომს”; ამასთანავე (ჩვენ შორის დარჩეს), “ძველ რომს” ჰქონდა ამის ერთგვარი საფუძველი, რაც არ შეიძლება ითქვას ამჟამინდელი “უმაღლესი რასის” წარმომადგენლებზე. მერე რა გამოვიდა აქედან? გამოვიდა ის, რომ ყველა არარომაელი, ესე იგი, ყველა “ბარბაროსი” გაერთიანდა საერთო მტრის წინააღმდეგ და იერიშით დაამხეს რომი. ჩნდება კითხვები: სად არის გარანტია, რომ ამჟამინდელი “უმაღლესი რასის” წარმომადგენელთა პრეტენზიები არ მიიყვანს მათ სავალალო შედეგებამდე? სად არის გარანტია, რომ ფაშისტი პოლიტიკოსები ბერლინში უფრო ბედნიერი იქნებიან, ვიდრე ძველი და გამოცდილი დამპყრობლები რომში? განა უფრო მართებული არ იქნება, წარმოვიდგინოთ საწინააღმდეგო შედეგი? მეორენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობენ, გაანადგურონ საბჭოთა კავშირი, გაინაწილონ მისი ტერიტორია და ხელი მოითბონ მის ხარჯზე. შეცდომა იქნებოდა, ჩაგვეთვალა, რომ ასე ფიქრობს მხოლოდ სამხედრო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი იაპონიაში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე გეგმები მზადდება ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წრეებში. დავუშვათ, ეს ვაჟბატონები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? არ მგონია, საეჭვო იყოს, რომ ეს ომი იქნება ბურჟუაზიისთვის ყველაზე საშიში. ის იქნება ყველაზე საშიში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ რევოლუციის მონაპოვრისთვის, არამედ იგი ყველაზე საშიში იქნება ბურჟუაზიისთვის, იმიტომ, რომ ომი იწარმოებს არა მხოლოდ ფრონტებზე, არამედ მოწინააღმდეგის ზურგშიც. ბურჟუაზიას შეუძლია, ეჭვი არ შეიტანოს იმაში, რომ საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის მრავალრიცხოვანი ევროპელი და აზიელი მეგობრები შეეცდებიან, ზურგიდან დაჰკრან თავიანთ მჩაგვრელებს, რომლებმაც დაიწყეს დანაშაულებრივი ომი ყველა ქვეყნის მუშათა კლასის სამშობლოს წინააღმდეგ. და ჩვენ ნუღარ გვისაყვედურებენ ბატონი ბურჟუები, თუ მათ ასეთი ომის მეორე დღეს სათვალავში დააკლდებათ მათთვის ახლობელი მთავრობები, რომლებიც ამჟამად განცხრომით მეფობენ “წყალობითა ღვთისათა”. თუ გახსოვთ, 15 წლის წინათ უკვე იყო ერთი ასეთი ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. როგორც ვიცით, ყველასგან პატივცემულმა ჩერჩილმა მაშინ ეს ომი გამოხატა პოეტური ფორმულით “თოთხმეტი სახელმწიფოს შესევა”. რასაკვირველია, ამ ომმა ჩვენი ქვეყნის ყველა მშრომელი მჭიდროდ გააერთიანა ბანაკად თავდადებული მებრძოლებისა, რომლებიც მკერდით იცავდნენ თავიანთ მუშურ-გლეხურ სამშობლოს მტრებისგან. თქვენ იცით, იგი რით დამთავრდა. იგი დამთავრდა ინტერვენტების განდევნით ჩვენი ქვეყნიდან და რევოლუციური “მოქმედების კომიტეტების” შექმნით ევროპაში. არა მგონია, საეჭვო იყოს, რომ მეორე ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოჰყვება თავდამსხმელთა სრული დამარცხება, რევოლუცია ევროპისა და აზიის რიგ ქვეყნებში და ამ ქვეყნების ბურჟუაზიული მთავრობების დამხობა. ასეთია გზააბნეული ბურჟუაზიული პოლიტიკოსების საომარი გეგმები. როგორც ხედავთ, ისინი არ ბრწყინავენ არც ჭკუით, არც მამცობით” (სტალინის საანგარიშო მოხსენება პარტიის მე-17 ყრილობაზე. 1934 წელი, გვ. 16-17).

თუ სიტყვა გერმანია-ს ჩავანაცვლებთ აშშ-თი, სტალინის მიერ 85 წლის წინათ წარმოთქმული სიტყვა მყისვე გათანამედროვდება.

ნათელმხილველის ნათქვამის ახდენა 1939 წელს დაიწყო, როდესაც კაპიტალისტური სამყაროს წაქეზებითა და მხარდაჭერით ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა. სლავური სახელმწიფოები ფიურერმა საზეიმო მარშით შემოიარა. დაპყრობილი ქვეყნების მილიონობით ადამიანი ქუჩაში ხვდებოდა კაბრიოლეტში ხელაწეულ ჰიტლერს და ერთხმად იძახდა: “ჰაილ, ჰიტლერ!”. პასუხიც ერთი იყო: “ჰაილ!”.

* * *

1945 წლის 23 მარტს კრემლს ესტუმრა ჩეხოსლოვაკიის სამთავრობო დელეგაცია. სტალინმა სტუმრებთან საუბარში განაცხადა: “ახლა ბევრს საუბრობენ სლავოფილობასას და სლავოფილებზე. ჩვენ ხშირად გვადარებენ ძველ, ცარიზმის დროინდელ სლავოფილებს. ეს არ არის სწორი.

ძველი სლავოფილები, მაგალითად, აქსაკოვი და სხვები, მოითხოვდნენ ყველა სლავის გაერთიანებას რუსი მეფის ხელისუფლების ქვეშ. მათ არ ესმოდათ, რომ ეს მავნე, განუხორციელებელი იდეა იყო. სლავ ხალხებს სხვადასხვა საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ცხოვრების წესი აქვთ, განსხვავებული კულტურული დონე და საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა. სლავ ხალხთა გეოგრაფიული მდებარეობა ასევე უშლის ხელს მათ გაერთიანებას.

ჩვენ, ახალი სლავოფილები, ბოლშევიკისლავოფილები, კომუნისტები, მხარს ვუჭერთ არა გაერთიანებას, არამედ სლავი ხალხების კავშირს. მიგვაჩნია, რომ, პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული სხვაობის მიუხედავად, ყველა სლავი კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან ჩვენი საერთო მტრის _ გერმანელთა, წინააღმდეგ. სლავთა ცხოვრების მთელი ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენ კავშირი გვჭირდება სლავურობის დასაცავად.

აი, თუნდაც ბოლო ორი მსოფლიო ომი, რატომ დაიწყო ისინი? _ სლავების გამო. გერმანელებს სლავების დამონება სურდათ. ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად ამ ომებში? _ როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტად დაზარალდნენ სლავი ხალხები: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სერბები, ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები.

განა ამ ომშიც იგივე არ ხდება? განა საფრანგეთი უფრო დაზარალდა? _ არა. ფრანგებმა გაუხსნეს ფრონტი გერმანელებს. მათ საფრანგეთის ჩრდილოეთის ნაწილის მსუბუქი ოკუპაცია მოახდინეს, სამხრეთ ნაწილს კი ხელიც არ ახლეს. ასევე, ბელგიამ და ჰოლანდიამ მყისვე ასწიეს თათები მაღლა და დაუწვნენ გერმანელებს. ინგლისი მცირეოდენი ნგრევით გადარჩა. რა საშინლად დაზარალდა უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი, იუგოსლაავია, ჩეხოსლოვაკია. მახეში გაება ბულგარეთიც კი, რომელსაც თავის დაძვრენა უნდოდა. ესე იგი, გერმანელებისაგან ყველაზე მეტად სლავები იტანჯებოდნენ. ახლა ჩვენ ძლიერად ვურტყამთ გერმანელებს და ბევრს ჰგონია, რომ ისინი ვეღარასოდეს დაგვემუქრებიან. არა, ეს ასე არ არის. მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მათ ობიექტურ შეფასებაში. გერმანელები დიადი ერია. ძალიან კარგი ტექნიკოსები და ორგანიზატორები არიან, დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები. გერმანელების განადგურება შეუძლებელია, ისინი დარჩებიან. ჩვენ ვურტყამთ გერმანელებს და საქმე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოკავშირეები ეცდებიან, გადაარჩინონ გერმანელები და მოელაპარაკონ მათ. ჩვენ დაუნდობლები ვიქნებით გერმანელთა მიმართ, ხოლო მოკავშირეები შეეცდებიან, რბილად მოექცნენ მათ. ამიტომ ჩვენ, სლავები, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გერმანელები, შესაძლოა, ისევ დადგნენ ფეხზე და გამოვიდნენ სლავცთა წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ, ახალი სლავოფილები, ასე მედგრად მოგიწოდებთ სლავი ხალხების კავშირისკენ. ამბობენ, რომ ჩვენ გვსურს, სლავებს თავს მოვახვიოთ საბჭოთა წყობა. ეს ლიტონი სიტყვებია. ჩვენ ეს არ გვინდა, ვინაიდან ვიცით, რომ საბჭოთა წყობის სურვილისამებრ გატანა საზღვარგარეთ არ შეიძლება. ამისათვის საჭიროა შესაბამისი პირობები. ჩვენ შეგვეძლო ბულგარეთში დაგვემყარებინა საბჭოთა წყობა, იქ ეს უნდოდათ, მაგრამ არ წავედით ამაზე. ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ სლავურ ქვეყნებში, გვინდა, ჭეშმარიტად დემოკრატიული მთავრობები გვყავდეს. კავშირის შექმნით სლავები შეძლებენ ერთმანეთისთვის სამეურნეო და სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ამჟამად ჩვენ წარმატებით შეგვიძლია ამის განხორციელება”.

1947 წლიდან საბჭოთა პოლიტიკურმა დაზვერვამ დასავლეთის სახელმწიფოების მცდელობების თაობაზე რეგულარულად დაიწყო ინფორმაციის მოძიება. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ხმელთაშუა ზღვის სამხედრო ბლოკის შექმნას შეეხებოდა, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. ამ მცდელობების არსი სლავური ექსპანსიის წინააღმდეგ მიმართული “ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის ანტანტას” შექმნის გეგმამდე მიდიოდა”. რატომ დაინტერესდნენ ანგლო-საქსები “სლავური ექსპანსიით”?!

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა სტალინს ბულგარეთისა და იუგოსლავიის ფედერაციების შექმნის იდეისკენ. სტალინი არ აპირებდა ბალკანეთზე გავლენის დაკარგვას, რომელთანაც რუსეთს დიდი ისტორიული წარსული აკავშირებდა, ფედერაციის შექმნა კი საბჭოთა კავშირისთვის ამ მიმართულებით შორეულ მომავალში თავდაცვის მხრივ გარკვეული დაზღვევა იქნებოდა. ორი საშინელი ომი, რომლებშიც ბალკანეთის როლი საკმაოდ დიდი იყო, დასავლეთის სახელმწიფოების მცდელობების გამო გაქარწყლდა და საბჭოთა კავშირს ზემოხსენებული რეაქციის გამოხატვის გარდა სხვა გამოსავალს არ უტოვებდა. სწორედ ამიტომ, როცა იოსიფ ბროზ ტიტომ ფედერაციის შექმნის იდეას მხარი არ დაუჭირა, სტალინს განრისხების სერიოზული მიზეზი ჰქონდა.

რადგან, პირველ რიგში, სწორედ საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს იუგოსლავია და პრაქტიკულად მთელი ბალკანეთი. ამ ბრძოლის შედეგად მოპოვებული ნაყოფის დაკარგვას კი სტალინი ნამდვილად არ აპირებდა. მეორე _ ტიტო თავის სიცოცხლეს სტალინს უნდა უმადლოდეს. როცა შუა ომში ჰიტლერის ჯარმა უღელტეხილზე მიიმწყვდია, სტალინის ბრძანებით, მხოლოდ საბჭოთა მფრინავებმა შეძლეს მისი გადარჩენა. ტიტოს მხრიდან გამოჩენილი უმადურობის, აგრეთვე, სლავური სოლიდარობის განმტკიცების სურვილის არქონის გამო სტალინი ძალიან იყო განრისხებული. თუმცა ამ ყველაფერმა სტალინსა და ტიტოს შორის მხოლოდ იდეოლოგიური უთანხმოება და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაცივება გამოიწვია. საბჭოთა ჯარები და სამოქალაქო მრჩევლები იუგოსლავიიდან გამოიწვიეს. 1948 წლის ივნისში ბუქარესტის საინფორმაციო ბიუროს სხდომაზე “იუგოსლავიის მდგომარეობის შესახებ” ა. ჟდანოვმა წაიკითხა მოხსენება, რომელშიც პირადად სტალინის მიერ შემდეგი რამ იყო ჩაწერილი: “შექმნილი ვითარების გამო მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტიტოს, კარდელს, ჯილასსა და რანკოვიჩს. მათი მეთოდები ტროცკიზმის არსენალიდან არის წარმოდგენილი. ქალაქებსა და სოფლებში არასწორი პოლიტიკა ტარდება. კომპარტიაში სამარცხვინო, სუფთა თურქული ტერორისტული რეჟიმი სუფევს. ასეთი რეჟიმი უნდა დასრულდეს”. აშშ და დიდი ბრიტანეთი აქტიურად ცდილობდნენ, მომავალ ბლოკში სხვა ქვეყნებთან ერთად იუგოსლავიაც ჩაეთრიათ. შესაბამისად, ფედერაციის შექმნის იდეაზე ტიტოს უარმა სტალინი აიძულა, ეფიქრა, რომ ის ორმაგ თამაშს თამაშობდა, ცხადია, არა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ტიტოს ამ ბლოკში გაწევრების სხვადასხვა პირობას სთავაზობდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ტიტომ არამხოლოდ სტალინის მიერ წამოყენებული იდეის მხარდაჭერაზე თქვა უარი, არამედ დასავლეთის ქვეყნების ალიანსში გასაერთიანებლად მისთვის ხელსაყრელ ვარიანტს ირჩევდა. ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამძაფრდა იმით, რომ ომის დროიდან სტალინისთვის კარგად იყო ცნობილი ბრიტანეთის დაზვერვასთან ტიტოს კონტაქტების თაობაზე.

1952 წლის დასწყისში საბჭოთა დაზვერვამ სტალინს დამაჯერებელი მტკიცებულებები წარუდგინა იმის შესახებ რომ, ბელგრადი დასავლეთის სახელმწიფოებთან როგორც პირდაპირი, ასევე შუამავლების მეშვეობით გარკვეულ ვაჭრობას ანხორციელებდა. საბჭოთა დაზვერვამ სტალინს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეების _ ავერელ ჰარიმანისა და ენტონი იდენის ბელგრადში ტიტოსთან კონფიდენციალური ვიზიტების შესახებ შეატყობინა. დაზვერვის სამსახურის მიერ ჰარიმანის ვიზიტის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო:

იუგოსლავიაზე კონტროლის მოსაპოვებლად და ამ ფორმით მისი პოტენციალის გამოსაყენებლად ამერიკა ნებისმიერ ვარიანტს დასჯერდება, რომელიც იუგოსლავიის მთავრობას სერიოზულ მიზეზს არ შეუქმნის და ქვეყანაში მემარცხენე ოპოზიციის გაჩენის სერიოზულ საფუძველს არ მისცემს”. სტალინისთვის ესნებისმიერი ვარიანტისაკმარისი აღმოჩნდა. ამერიკის მიერ ბალკანეთზე მსგავსი იდეის განხორციელება სსრკისთვისტროას ცხენისტოლფასი იქნებოდა, რაც საკუთარი უსაფრთხოებით ისედაც შეწუხებულ სსრკ სულაც არ სჭირდებოდა. ამერიკა ხომ, თავისი ბლოკის სტრატეგიის მიხედვით, საბჭოთა საზღვრების პერიმეტრზე ისედაც ქმნიდა სამხედრო ბაზებს. ამ ყველაფერთან ერთად სტალინისთვის ცნობილი შეიქნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებ იუგოსლავიის ელჩთან, რომელიც პარიზში შედგა. დადგინდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იუგოსლავიის ელჩს უხსნიდა, რომალპებიდარდანელის ფრონტშიმონაწილეობა საბჭოთა კავშირისგან ხმელთაშუა ზღვის დაცვას ნიშნავდა. იმხანად თურქეთი უკვენატოსწევრი იყო, შესაბამისად, იგი ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მითითებებს ასრულებდა. ცოტა მოგვიანებით საბჭოთა დაზვერვამ სტალინს იტალიის მხრიდან იუგოსლავიის ბლოკში გაწევრების საკითხით დაინტერესების შესახებაც აცნობა. 1952 წელს კი დაზვერვამ სპეციალური ინფორმაცია გაუგზავნა: “ხმელთაშუა ზღვაზე ანტისაბჭოთა პლაცდარმის გაძლიერების მიზნით, ამერიკის ხელმძღვანელ წრეებში ცდილობენ სამხედროპოლიტიკურ ბლოკში იუგოსლავიის გარდა საბერძნეთი, თურქეთის იტალია და სხვა ქვეყნებიც ჩართონ. ბალკანეთის რაიონში სამხედროპოლიტიკური ბლოკის შექმნა ნატოსთან მჭიდრო კავშირში იმყოფება”. დოკუმენტში, აგრეთვე, აღნიშნული იყო, რომ აშშ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებას აპირებდა. აქვე საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ გენერალმა ეიზენჰაუერმა ბლოკის შექმნის საკითხზე საბერძნეთისა და თურქეთის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები აწარმოა, რომლის მსვლელობის დროსაც მასში იუგოსლავიის ჩათრევის შედარებით შესაფერისი ფორმები განიხილებოდა. ყოველივე ეს სსრკსა და მის მოკავშირე სახალხო დემოკრატიულ ქვეყნებს კოლოსალურ საფრთხეს უქმნიდა. აი რატომ იყო, რომ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მცდელობების შესახებ მიღებული პირველივე ინფორმაციის შემდეგ სტალინმა ბულგარეთისა და იუგოსლავიის ფედერაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ტიტოს მხრიდან უარი კი სტალინისთვის იუგოსლავიის ლიდერის ორმაგ თამაშს ნიშნავდა. მით უმეტეს, რომ სტალინს ტიტოსა და დიდი ბრიტანეთის კონფიდენციალური კონტაქტების შესახებ ინფორმაცია უკვე, დიდი ხანია, ჰქონდა.

როდესაც ტიტოს დათანხმების მცდელობები საბოლოოდ ჩაიშალა, დაზვერვამ კი სტალინს შეატყობინა, რომ “ამერიკას იუგოსლავიაში კონტროლის დასამყარებლად ნებისმიერი ვარიანტი აძლევს ხელს”, როგორც ჩანს, სტალინს მოთმინების ფიალა აევსო და ტიტოს ლიკვიდაციის ბრძანებაც გასცა. არსებული ვითარება ტიტოს ხელისუფლებიდან ჩამოშორების სხვა, შედარებით რბილი ვარიანტის შერჩევის შანსს არ იძლეოდა. იუგოსლავიის სახელმწიფო კონტრდაზვერვის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელის, გენერალ ე.შაშიჩის მიერ ტიტოს ლიკვიდაციის საკითხის მოგვარებისას ვითარება გართულდა. ამ პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე საბჭოთა სპეცსამსახურის თითქმის ყველა აგენტი გააუვნებლეს _ 1948-1953 წლებში იუგოსლავიაში 29 საბჭოთა აგენტი დააპატიმრეს.

შედეგად საბჭოთა დაზვერვას ტიტოს ლიკვიდაციის ოპერაციისთვის შესასრულებლად სხვა გზის მონახვა მოუწია. გვიან შემოდგომაზე ამ ოპერაციისთვის აგენტ “მაქსის” მონაწილეობით ახალი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც თავის დროზე ლევ ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდა. ამ აგენტის მონაწილეობით ტიტოს ლიკვიდაციისა და ოპერაცის ორგანიზების შესახებ ბევრი დაიწერა. ყველაზე ბოლო და საუკეთესო წიგნია “სტალინის სუპერაგენტი”(ვ. მ. ჩიკოვი, მ. 2007).

ასეთია სიმართლე ზემოთ მოცემულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე შეიძლება ვიღაცას ხელს არ აძლევდეს, თუმცა ასეთებს შევახსენებით, რომ ის დრო სრულიად განსხვავებული იყო. ომისა და მშვიდობის საკითხები უკიდურესი სისასტიკით წყდებოდა. თანაც საკუთარი უსაფრთხოებისთვის არც ევროპა და არც სსრკ ლიკვიდაციის საშუალებების გამოყენებას არ ერიდებოდა. მით უმეტეს, როცა “მცირე ზარალის მიყენების სანაცვლოდ შედარებით დიდი ზარალის თავიდან არიდება” შეიძლებოდა, რაც, როგორც წესი, დაზვერვის მიერ განხორციელებული საიდუმლო ოპერაციებისთვის იყო დამახასიათებელი. ასე რომ, სტალინისა და მისი სპეცსამსახურების დადანაშაულების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

სსრკ-ის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობდა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცივი ომი იყო, საბჭოთა კავშირი ამის გამო თავს კომფორტულად სრულიადაც არ გრძნობდა.

დიდი სამამულო ომის შემდეგ ყველაფერი, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხებოდა, შეძლებისდაგვარად პრევენციულად და უზარმაზარი სახსრების გამოყენებით კეთდებოდა. კიდევ ვიმეორებ, რომ სსრკ-ში გამოსაყენებელი საშუალებების არჩევისას მორიდებული არ იყვნენ, ისევე როგორც ბარიკადებს მიღმა. სხვათა შორის, დღესაც, როცა ვითომდა დემოკრატია მეფობს და დასავლეთის დამშინებელი “საბჭოთა მუქარა” ფორმალურად აღარ ისმის, დასავლეთში მაინც ძველებურად მოქმედებენ განსკუთრებით ანგლო-საქსები. ისინი ცივილიზაციისათვის ყველაზე მწვავე მეთოდების გამოყენებას კვლავაც არ ერიდებიან, თუმცა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებიც ადეკვატურად რეაგირებენ.

მართალია, ისტორიას სუბიექტურობა არ უყვარს, მაინც გავბედავ და საკუთარ მოსაზრებას გამოვთქვამ: დარწმუნებული ვარ, ტიტოს ლიკვიდაცია რომ განხორციელებულიყო, ბალკანეთზე და მათ შორის იუგოსლავიაშიც მოვლენები ხალხისათვის მისაღები სცენარით განვითარდებოდა. მე-20 საუკუნის ბოლოს კი იუგოსლავიაში ის საშინელი სისხლიანი ეროვნული კატასტროფა აღარ მოხდებოდა, არ იქნებოდა კოსოვოს პრობლემა, რომლის წარმოქმნაშიც ტიტოა დამნაშავე. სერიოზული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვიფიქროთ: ალბანელებით კოსოვოს მჭიდროდ დასახლების აზრი ტიტოს ბრიტანულმა დაზვერვამ შთააგონა. შედეგი ყველასათვის ცნობილია. ამ დროს კი, გინდა თუ არა, ნანობ, რომ ტიტო თავის დროზე ლიკვიდირებულ არ იქნა… თუმცა მოვლენები ისევ ისე წარიმართებოდა, რადგან სტალინის დღეები უკვე დათვლილი იყო. ჩინგის ხანის საფლავის გახსნას მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა, ვნახოთ, რა მოჰყვება ტელეფონიანი ჩინგის ხანის საფლავის გახსნას.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here