Home რუბრიკები ბლოგი საქართველოს „არამკითხე მოამბე“ ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა

საქართველოს „არამკითხე მოამბე“ ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა

ფედერიკა მოგერინი

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც წინა, აშშ-ევროკავშირის „ჭკუაზე“ დადის და მათი ინტერესების განხორციელებას სწირავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს-  დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან, რომელზეც ისტორიულად დიდწილად იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი და ახლაც არაფერი შეცვლილა, მიუხედავად დასავლეთის დიდი სწრაფვისა- საკუთარი გავლენის ქვეშ ამყოფოს საქართველო. თუმცა ეს მოცემულობა საერთოდ არ აინტერესებს ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას, რადგანაც ის დასავლეთის მიზნებისა და გეგმების უსიტყვო გამტარებელი, მარიონეტი ქვეყანაა, ჩვენდა სამწუხაროდ.

ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველო და უკრაინა უერთდებიან ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, ყირიმის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი წლით გაგრძელების შესახებ. “ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს და უკრაინის მსგავსი გადაწყვეტილება, და მიესალმება მას,”- განაცხადა მოგერინიმ .

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს საქართველო ექვს ევროპულ ქვეყანასთან ერთად შეუერთდა. მათ შორისაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – მონტენეგრო, ალბანეთი, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები – ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი, აგრეთვე უკრაინა.

„ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ გადაწყვეტილებას, ევროკავშირი ცნობად იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში ევროკავშირმა ასევე აშშ-მ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სანქციები უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო 2014 წელს დაუწესა.

2015 წლის ივნისის ბოლოს ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2016 წლის 31 იანვრამდე გააგრძელა, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ კი – 2016 წლის 23 ივნისამდე.

ევროკავშირის სანქციებს რუსეთმა 2014 წლის ზაფხულში უპასუხა – ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომელიც სანქციებს შეუერთდა, რუსეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვების შეტანა აუკრძალა. 2015 წლის ივნისის ბოლოს რუსეთმა პროდუქტებზე ემბარგო 2016 წლის 5 აგვისტომდე გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ჯამში 50-მდე კომპანიას შეეხო. მათ შორის სამი – ლუკოილი, VTB ბანკი და „როსნეფტი“ საქართველოშიც საქმიანობენ.

ევროკავშირის სანქციები უკრძალავს ყველა სახელმწიფოს ყირიმული პროდუქციის იმპორტს, ნებისმიერ ინვესტიციას ყირიმში, საკუთრების შეძენას, ტურისტულ საქმიანობას და ყირიმის პორტებში გემების შესვლასაც კი.

შეგახსენებთ, აშშის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში, რუსეთი აშშ დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შეამცირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა განაცხადა, რომ აღნიშნული ეხება როგორც რუსეთში მომუშავე როგორც დიპლომატებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს.

მსოფლიო არენაზე სიტუაცია აშკარად იძაბება. რუსულ-ამერიკული დიპლომატიური – ცივი ომი აქტიურ ფაზაში შევიდა.

შორს წასვლა არაა საჭირო, უახლოეს მოვლენებს გადავხედოთ:

რუსეთის მიმართ დაწესებული კონტრაქციების ფარგლებში პუტინი ქვეყნიდან 755 ამერიკელ დიპლომატს აძევებს; რუსეთი და ბელორუსი, სახელწოდებით „დასავლეთი 2017 “, სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან; ამის საპასუხოდ ორჯერ იზრდება ამერიკული სამხედრო ძალების, სამხედრო- საზღვაო ხომალდების კონცენტრაცია ბალტიის ზღვაში; რუსეთი ერთდოულად ექვსი საზღვაო – სამხედრო ხომალდის მშნებლობას იწყებს; მოსკოვში მიმდინარეობს საერთაშორისო- სამხედრო „თამაშები“, АрМИ-2017 “ 28 ქვეყნის სამხედრო ძალების წარმომადგენლობით; ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ მიღებული სანქციების შემდგომ, ანალოგიურს, ჩინეთის მიმართაც გეგმავს, რაც უცილობლად გააძლიერებს ანტიამერიკულ განწყობილებას მსოფლიოში;  თურქეთის პრეზიდენტი რუსულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „C-400“-ს ყიდულობს რუსეთისგან, აღარაფერს ვამბობ რუსეთის მიერ თურქეთში ატომური ელექსტროსადგურის თუ რუსული გაზის თურქული ნაკადის მშენებლობაზე ევროპაში; აშშ-ს სენატი 2018-2019 წლებში რუსეთის „ზემოქმედების“ აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებისათვის” 250 მლნ დოლარს გამოყოფს….

სწორედ ამ დროს, საქართველოსთვის საუკეთესო იქნებოდა, ბრძენი, გაწონასწორებული და საკუთარი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება ჰყოლოდა, თუმცა ამის ბედნიერება ვინ მოგვცა, და ამდენად, დიდი ალბათობით, შესაძლებელია ორი გიგანტის  დაპირისპირებამ, ერთ-ერთ პირველ რიგში, სწორედ საქართველოს და მსგავს  „არამკითხე მოამბე“, დიდ პოლიტიკაში უაზროდ „გამოკვეტებულ“ ქვეყნებს უბედურება მოუტანოს, რადგანაც დიდ პოლიტიკაში ასეთი ქვეყნების გამოყენება  ძირითადად სწორედ ამ მიზნით ხდება ხოლმე.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

7 COMMENTS

  1. ეხ კონსტანტინე, საქართველო რომელმაც გეოპოლიტიკუტი ტიტანები შვა, სააკაშვილის ხარჭების ჭკუაზე დადის. დიდება ხარჭებს

  2. Сакартвелос гза неитралитетиа, самцухаро пирикит конфронтациис да дапириспиребис гзас агрдзелебс!!!

  3. ისტორიულად, ჩვენ რუსეთის მეზობლები ვართ. ეს ჩვენი არჩევანი არ იყო. ასე დააწესა რმერთმა. რაც ჩვენ გვჭირს, ის რომ ცუდი მეზობლობა გვაქვს, ეს მტრის დათესილია. მას სურს, რომ ჩვენ მუდამ ვიყოთ განაწყენებულნი რუსეთის მიმართ. მტერს, ანუ ამერიკას და ევროკავშირს სურს რუსეთის განადგურება. მერე ჩვენ ქართველებს მიგვაჭყლიტავენ ვითარცა ბაღლინჯოებს. თუმცა არც ეს მოხდება, არსებობს მიზეზი. დედამიწის ზურგზე არცერთ მთავრობას არ დაუმსახურებია ხალხის სიყვარული ( გამონაკლისია დიდი ს ტ ა ლ ი ნ ი), ამიტომ, ერს და მთავრობის ფუნქციებს ნუ ურევთ ერტმანეთში. ყველა ერს ესაჭიროება განვითარება სრულყოფილებისაკენ, და ყველა ერში არსებობს დადებითი საამაყო მუხტი. ვინც ნებისმიერ ერს აძაგებს ის კაცობრიობის მტერია. რუსი ერი არ არის სამტრო ერი ! დაიმახსოვრონ უგნურებმა. აი , ღმერტი რუს ერს არ გასწირავს, ხოლო ნებისმიერ უგნურს, ჯერ აცლის, მერე არ მისცემს ლოცვა კურთხევას და ის განადგურდება თავისთავად. დაიჯერეთ, დაიჯერეთ, მე მართალს ვამბობ. შეიცვალეთ მტრული პოზიცია რუსეთის მიმართ და იხსენით თავი განადგურებისაგან. საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის მეგობრობას ვლოცავ ! ეს გარდაუვალი მომავალია. პატივისცემით ეთერი სურმავა აფხაზეთიდან. 70 წლის , ექიმი.

    • უერთდები თქვენს მოსაზრებას, მართალი ბრძანდებით? ჩვენ თითქმის შერიგებულები ვიყავით აფხაზებთან და ოსებთან, ამერიკის სპეცსამსახურებმსპეცსამსახურებმა აცნობეს ამერიკის სახელმწიფოს საქმე ვე არის ქართველები რუსეთისკენ გადაიხარნენო? მიშიკოს ჩაადენიეს გამოუსწორებელი შეცდომა ომი დააწყეყებიეს და მიატოვეს გველეშაპის ხახაში.

  4. ღმერთო, მხოლოდ შენი იმედიღა გვაქვს. ნუ გაგვწირავ და ნუ დაგვტოვებ ჩვენი “სამჭკუაშვილი “ხელისუფლების ანაბარად

  5. ჩვენ ვინ გვკითხავს როგორც უნდათ ისე იქნება. ისე სასურვეკია შეწყდეს მტრული აგრესიული აზრების ფრქვევა რუსეთსადა საქართველოს შორის. დაწყნარდეს ორივე ქვეყანა და რაღაც ახალი სიტყვა მოიფიქრონ მეგობრობის გასამტკიცებლად…. გაუმარჯოს მშვიდობას…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here