ამერიკული ინტერნეტგამოცემა The Federalist წერს, რომ საფრანგეთის არეულობების მიზეზი საწვავზე გადასახადების ზრდა არ არის, მიზეზი დასავლეთის დაცემაა და “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო გამოსვლები დიდი პრობლემის მხოლოდ მცირე სიმპტომია და ეს დიდი პრობლემა ერთ დროს ბრწყინვალე საფრანგეთის დეგრადაციასა და დაცემაში მდგომარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთში საწვავზე გადასახადების მომატების გამო მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინათ ხელისუფლებამ საწვავზე გადასახადების მომატების გადაწყვეტილების გაუქმებაზე განაცხადა, მაგრამ ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც არ შეწყდა და პროტესტმა სხვა სოციალურ თემებზე გადაინაცვლა.